მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?
თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სპორ­ტულ ფე­დე­რა­ცი­ებ­თან სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი და­ი­წყო. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ლუ­კი­ან­მა, მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სოსო გი­ორ­გა­ძეს­თან ერ­თად პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტთან, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­თან გა­ი­მარ­თა. ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი მი­ნის­ტრსა და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე და და­გეგ­მილ პრო­ექ­ტებ­ზე, ასე­ვე ფეხ­ბურთში ახალ­გაზ­რდე­ბის უფრო მე­ტად ჩარ­თუ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ესა­უბ­რა.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს სა­მი­ნის­ტროს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­აც­ნო, ხაზი გა­უს­ვა მა­სობ­რი­ვი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და, სა­მი­ნის­ტროს არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, პრი­ო­რი­ტე­ტად 6-14 წლის ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ ფეხ­ბურ­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი სპორ­ტია, რაც მას­ში ახალ­გაზ­რდე­ბის, მათ შო­რის, გო­გო­ნე­ბის, უფრო მარ­ტი­ვად და უფრო დიდი მას­შტა­ბით ჩარ­თვი­სათ­ვის ნოყი­ერ ნი­ა­დაგს ქმნის.

შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი შე­ე­ხო ფეხ­ბურ­თის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის სა­კითხს, ასე­ვე, 2023 წელს გა­სა­მართ 21 წლამ­დელ ფეხ­ბურ­თელ­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო რუ­მი­ნეთ­თან ერ­თად უმას­პინ­ძლებს. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე 16 გუნ­დი ითა­მა­შებს, რო­მე­ლიც 4 ჯგუფ­ში გა­და­ნა­წილ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი ჯგუ­ფის ახალ­გაზ­რდუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბი ჩა­მოვ­ლენ.

მატ­ჩე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა თბი­ლის­ში, ბა­თუმ­სა და ფოთ­ში. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ მატჩს ბა­თუ­მის ახა­ლი სტა­დი­ო­ნი უმას­პინ­ძლებს, რო­მელ­მაც სა­მი­ნის­ტროს ცონ­ბით, უეფა-ს უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა .მი­ნის­ტრთან შე­თან­ხმე­ბით გა­და­წყდა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­მუ­შაო ჯგუ­ფის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მელ­შიც სა­მი­ნის­ტროს და ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­და, სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შევ­ლენ და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რა­ზე იმუ­შა­ვე­ბენ.შეხ­ვედ­რის ბო­ლოს,

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილს სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა აღუთ­ქვა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის მსგავ­სად, სხვა ფე­დე­რა­ცი­ე­ბიც შეძ­ლე­ბენ სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზონ მა­სობ­რი­ვი სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქოცნაცი
0

ფერი ფერსა- მადლი ღმერთსა სად გამონახეს ერთმანეთი .. როგორ კურკურობენ საეჭვოდ. თეა ხომ მაგრად ერკვევა სპორტში და კობიშვილი კიდე ვახახახა კულტურაში.. კულტურაში თეა მაგარია ოღონდ თავადაც ვერ ხვდება და ზოგჯერ ერევა ერთმანეთში კულტურა და ზრდილობა!!!!

...
17

იმედია სტომატოლოგიაშიც ცდის ბედს ქ-ნი თია. წარმატებები მას. 

sponsored by ContentRoom
ავტორი:

თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?

თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?

თეა წულუკიანმა სპორტულ ფედერაციებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძესთან ერთად პირველი შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან გაიმართა. ლევან კობიაშვილი მინისტრსა და მინისტრის მოადგილეს ფეხბურთის ფედერაციაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, ასევე ფეხბურთში ახალგაზრდების უფრო მეტად ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, ხაზი გაუსვა მასობრივი სპორტის განვითარების მნიშვნელობას და, სამინისტროს არსებული ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, პრიორიტეტად 6-14 წლის ასაკის ახალგაზრდები დაასახელა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფეხბურთი საქართველოს მოსახლეობისათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია, რაც მასში ახალგაზრდების, მათ შორის, გოგონების, უფრო მარტივად და უფრო დიდი მასშტაბით ჩართვისათვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფეხბურთის განვითარების ფონდის საკითხს, ასევე, 2023 წელს გასამართ 21 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, რომელსაც საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი ითამაშებს, რომელიც 4 ჯგუფში გადანაწილდება. საქართველოში ორი ჯგუფის ახალგაზრდული ნაკრებები ჩამოვლენ.

მატჩები გაიმართება თბილისში, ბათუმსა და ფოთში. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ბათუმის ახალი სტადიონი უმასპინძლებს, რომელმაც სამინისტროს ცონბით, უეფა-ს უმაღლესი შეფასება დაიმსახურა .მინისტრთან შეთანხმებით გადაწყდა ევროპის ჩემპიონატის სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელშიც სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლების გარდა, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები შევლენ და ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხების გადაჭრაზე იმუშავებენ.შეხვედრის ბოლოს,

თეა წულუკიანმა ლევან კობიაშვილს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და იმედი გამოთქვა, რომ ფეხბურთის ფედერაციის მსგავსად, სხვა ფედერაციებიც შეძლებენ სამინისტროს დახმარება შესთავაზონ მასობრივი სპორტის განვითარების საქმეში.