პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვმალავდით, რომ ზურა ჩვენი მამაა: არ გვინდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ რამით გამორჩეულები ვიყავით" - როგორ იხსენებს დოიჯაშვილს ქალიშვილი?
"ვმალავდით, რომ ზურა ჩვენი მამაა: არ გვინდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ რამით გამორჩეულები ვიყავით" - როგორ იხსენებს დოიჯაშვილს ქალიშვილი?

მან და­ტო­ვა ზღვა სიყ­ვა­რუ­ლი და უამ­რა­ვი სი­კე­თე. ის იყო ვაჟ­კა­ცო­ბის, მა­მო­ბის, მე­გობ­რო­ბის სიმ­ბო­ლო. ნაღ­დი თბი­ლი­სე­ლი კაცი თავ­მდაბ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ალალ­სა და გულ­წრფელს, ადა­მი­ა­ნი-მაგ­ნი­ტი შე­არ­ქვეს. ხალ­ხმა შე­იყ­ვა­რა გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმის მქო­ნე მომ­ღერ­ლის ჰი­ტე­ბი... სიმ­ღე­რა "მე­ლი­ქიშ­ვი­ლის გამ­ზი­რი" 21 წლი­სამ იმ­ღე­რა პირ­ვე­ლად და მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი გახ­და. ქეთი ვა­და­ჭ­კო­რია და ნუცა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მე­უღ­ლე­სა და მა­მა­ზე - ზურა დო­ი­ჯაშ­ვილ­ზე ყვე­ბი­ან...

მა­გა­რი მამა და ბა­ბუა

ნუცა:

- მა­მას გა­რეთ რო­გორც ახა­სი­ა­თე­ბენ, ზუს­ტად ისე­თი იყო სახ­ლშიც. მისი სიმ­კაც­რე არ მახ­სენ­დე­ბა. ჩვენ­თვის დედა იყო ყო­ველ­თვის მკაც­რი და მა­მას­თან საშ­ვე­ლად მივ­დი­ო­დით, თუ რამე ისე­თი ხდე­ბო­და. ბავ­შვო­ბა­ში მა­მას­თან ერ­თად დავ­დი­ო­დით სა­სე­ირ­ნოდ. უნ­დო­და, რომ კონ­ცერ­ტებ­სა თუ ნე­ბის­მი­ერ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და ჩვენც ყველ­გან დავ­ყვე­ბო­დით. იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, ვმა­ლავ­დით ხოლ­მე, რომ ზურა ჩვე­ნი მა­მაა: გვე­რი­დე­ბო­და, არ გვინ­დო­და, ვინ­მეს ეფიქ­რა, რომ რა­მით გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ეს უფრო ბავ­შვო­ბა­ში ხდე­ბო­და. მამა ჩემ­თვის ყო­ველ­თვის ადა­მი­ა­ნო­ბის მა­გა­ლი­თი იყო. მინ­და, ჩემი შვი­ლიც ისე გავ­ზარ­დო, რო­გორც ის მზრდი­და. დღემ­დე მახ­სოვს, მამა რა რჩე­ვებ­საც მაძ­ლევ­და. მისი და­რი­გე­ბა ახ­ლაც ყურ­ში ჩა­მეს­მის, ხში­რად მი­მე­ო­რებ­და: ადა­მი­ა­ნებ­ში ყო­ველ­თვის კარ­გი ეძე­ბე და ცუდს არ მი­აქ­ციო ყუ­რა­დღე­ბაო. არ უყ­ვარ­და, როცა და­ვუშ­ვათ, ვინ­მეს ვაკ­რი­ტი­კებ­დი. ამა­ზე გვი­კა­მა­თია კი­დეც და მე­ტყო­და ხოლ­მე: ნუცა, და­ა­ნე­ბე თავი ასეთ სა­უ­ბარ­სო... ისე ვცხოვ­რობ, რო­გორც მამა ცხოვ­რობ­და - კარგ თვი­სე­ბებს ვე­ძებ ყვე­ლა ადა­მი­ან­ში. ძა­ლი­ან მა­გა­რი მამა იყო და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ბევ­რად უფრო მა­გა­რი ბა­ბუა იყო. მათ­ზე გიჟ­დე­ბო­და, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი ფაქ­ტობ­რი­ვად, მის ხელ­ში გა­ი­ზარ­დნენ. სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი იყო: დიდ­თან - დიდი, პა­ტა­რას­თან - პა­ტა­რა.

ქეთი:

- შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან (10 წლის ან­დრია, 8 წლის ლი­ზი­კო, 2 წლის ლუკა) გარ­თო­ბა მოს­წონ­და, თა­მა­შობ­და მათ­თან, გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და. ახ­მო­ვა­ნებ­და სხვა­დას­ხვა პერ­სო­ნაჟს, ყურს ისე "და­იტ­რი­ა­ლებ­და", თით­ქოს ხმას გა­მოს­ცემ­და. ეს ფო­კუ­სი ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ ბავ­შვებს და გა­მე­ო­რე­ბას ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი ლუკა ის­რა­ელ­ში და­ი­ბა­და. ზუ­რამ ბავ­შვს სიმ­ღე­რა და­უ­წე­რა და როცა უმ­ღე­რო­და, პა­ტა­რა ლუკა გა­ო­ცე­ბუ­ლი უყუ­რებ­და. მერე ბავ­შვი თვა­ლე­ბით ითხოვ­და ხოლ­მე, რომ ბა­ბუ­ას ემ­ღე­რა. სა­ნამ შე­ეძ­ლო, ზურა უკ­რავ­და და სულ ამ­ბობ­და, ამას სმე­ნა ექ­ნე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად იმ­ღე­რებ­სო. უნ­დო­და, შვი­ლიშ­ვი­ლებს მუ­სი­კა ეს­წავ­ლათ, გი­ტა­რა­ზე და­ეკ­რათ, ემ­ღე­რათ. ზუ­რას სურ­ვი­ლი იყო, შვი­ლებ­თან ერ­თად სიმ­ღე­რა ჩა­ე­წე­რა, მაგ­რამ ეს არ მოხ­და... ძა­ლი­ან კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს ლი­ზას, ის მუ­სი­კა­ზე და­დის და ვნა­ხოთ, თუ მო­ინ­დო­მებს სიმ­ღე­რას.

ის­რა­ელ­ში...

ქეთი:

- სა­ერ­თოდ, პრობ­ლე­მებ­ში არა­სო­დეს გვი­ცხოვ­რია. ბო­ლოს ის­რა­ელ­ში რომ წა­ვე­დით, მთე­ლი ოჯა­ხი ასე ვფიქ­რობ­დით, - ალ­ბათ, 3-4 წელ­ში ჭერი გვექ­ნე­ბო­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დით. ზუ­რას ის­რა­ელ­ში ფი­ზი­კუ­რად მუ­შა­ო­ბა არ უთა­კი­ლია, მით უმე­ტეს, იქაც ცნო­ბი­ლი იყო - ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ერ­თი კონ­ცერ­ტი ჩა­უ­ტა­რე­ბია. სა­შინ­ლად გან­ვიც­დი­დი იმას, რომ ზუ­რას ყო­ველ­თვის სულ სხვა ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და და უცებ აღ­მოჩ­ნდა აე­რო­პორ­ტში, სა­დაც ფი­ზი­კუ­რად უწევ­და შრო­მა... და­ა­ნე­ბე თავი-მეთ­ქი, ვე­უბ­ნე­ბო­დი. მე­გო­ნა, რომ თა­ვა­დაც აწუ­ხებ­და ეს ამ­ბა­ვი და არ ამ­ბობ­და, არ ამ­ჟღავ­ნებ­და. სა­ნამ ლა­პა­რა­კი შე­ეძ­ლო, ყო­ველ­დღე მე­უბ­ნე­ბო­და: ქე­თუშ, ნუ გე­ში­ნია, ნუ ნერ­ვი­უ­ლობ, "მი პრარ­ვი­ომ­სია" (ჩვენ გა­მოვ­ძვრე­ბი­თო). ნიკო გო­მე­ლა­უ­რის ეს ლექ­სი ძა­ლი­ან მოს­წონ­და, მსა­ხი­ო­ბი რუ­სუ­ლად კი­თხუ­ლობ­და. ვი­ცო­დი, რომ ზუ­რას და­ა­ვა­დე­ბა გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ რა­ღა­ცას ვე­პო­ტი­ნე­ბო­დი. ვფიქ­რობ­დი, იქ­ნე­ბა და, ეტ­ლში ჩაჯ­დეს... ეს იყო ჩემი ეგო­იზ­მი თუ რა, არ ვიცი. მა­ინც, ბო­ლომ­დე ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

beso
3

ზურა დოიჯაშვილი და ზურა დოჯაშვილის ოჯახი ამ ინტერვიუთი დასტურია იმისა, რომ ის შეფასდეს 70-80 იანი წლების საქართველოს სიმბოლოდ, ზოგადი ნიშანი საქართველო სულირებესა. ახლანდელს რა ქმნის? ახლანდელის სიმბოლო მისი შემქნელებია, მისი ტრიადაა საქეკლესია, საქპოლიტიკა და საქჟურნალისტიკა, სადაც ჟურნალისტიკა გამორჩეულია, ინფორმაციული ველია, რომლის მეშვეობით წარმოებს უკეთურებათა რეპროდუცირება, რადგან ის არ ჭრის არცერთ სურათს ამ რეპროდუცირებაში. ესაა მინობრივ ქცევაში, თუ არა ყველა სახელმწიფოს აღება და მისი შეცვლა ეს მედიის საშუალებით ხდება. წარმოიდგინეთ უტოპია სადაც სკოლოტებმა შეძლეს მედია სუბიექტის ხელში აღება. რამოხდება? პერპენდილულარში აღმოჩდება ადამიანი და დანარჩენი სხვა, მისი მმართველი და დანარჩენი სხვა ვერ შეძლებს ადამიანების მართვასა და გაუბედურებას. ანუ ყველა ერთია!

ავტორი:

"ვმალავდით, რომ ზურა ჩვენი მამაა: არ გვინდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ რამით გამორჩეულები ვიყავით" - როგორ იხსენებს დოიჯაშვილს ქალიშვილი?

"ვმალავდით, რომ ზურა ჩვენი მამაა: არ გვინდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ რამით გამორჩეულები ვიყავით" - როგორ იხსენებს დოიჯაშვილს ქალიშვილი?

მან დატოვა ზღვა სიყვარული და უამრავი სიკეთე. ის იყო ვაჟკაცობის, მამობის, მეგობრობის სიმბოლო. ნაღდი თბილისელი კაცი თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ალალსა და გულწრფელს, ადამიანი-მაგნიტი შეარქვეს. ხალხმა შეიყვარა გამორჩეული ხმის მქონე მომღერლის ჰიტები... სიმღერა "მელიქიშვილის გამზირი" 21 წლისამ იმღერა პირველად და მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ქეთი ვადაჭკორია და ნუცა დოიჯაშვილი მეუღლესა და მამაზე - ზურა დოიჯაშვილზე ყვებიან...

მაგარი მამა და ბაბუა

ნუცა:

- მამას გარეთ როგორც ახასიათებენ, ზუსტად ისეთი იყო სახლშიც. მისი სიმკაცრე არ მახსენდება. ჩვენთვის დედა იყო ყოველთვის მკაცრი და მამასთან საშველად მივდიოდით, თუ რამე ისეთი ხდებოდა. ბავშვობაში მამასთან ერთად დავდიოდით სასეირნოდ. უნდოდა, რომ კონცერტებსა თუ ნებისმიერ ღონისძიებაზე მის გვერდით ვყოფილიყავით და ჩვენც ყველგან დავყვებოდით. იმდენად პოპულარული იყო, ვმალავდით ხოლმე, რომ ზურა ჩვენი მამაა: გვერიდებოდა, არ გვინდოდა, ვინმეს ეფიქრა, რომ რამით გამორჩეულები ვიყავით. ეს უფრო ბავშვობაში ხდებოდა. მამა ჩემთვის ყოველთვის ადამიანობის მაგალითი იყო. მინდა, ჩემი შვილიც ისე გავზარდო, როგორც ის მზრდიდა. დღემდე მახსოვს, მამა რა რჩევებსაც მაძლევდა. მისი დარიგება ახლაც ყურში ჩამესმის, ხშირად მიმეორებდა: ადამიანებში ყოველთვის კარგი ეძებე და ცუდს არ მიაქციო ყურადღებაო. არ უყვარდა, როცა დავუშვათ, ვინმეს ვაკრიტიკებდი. ამაზე გვიკამათია კიდეც და მეტყოდა ხოლმე: ნუცა, დაანებე თავი ასეთ საუბარსო... ისე ვცხოვრობ, როგორც მამა ცხოვრობდა - კარგ თვისებებს ვეძებ ყველა ადამიანში. ძალიან მაგარი მამა იყო და წარმოიდგინეთ, შვილიშვილებთან ბევრად უფრო მაგარი ბაბუა იყო. მათზე გიჟდებოდა, შვილიშვილები ფაქტობრივად, მის ხელში გაიზარდნენ. საერთოდ, ცხოვრებაში ასეთი იყო: დიდთან - დიდი, პატარასთან - პატარა.

ქეთი:

- შვილიშვილებთან (10 წლის ანდრია, 8 წლის ლიზიკო, 2 წლის ლუკა) გართობა მოსწონდა, თამაშობდა მათთან, გიტარაზე უკრავდა. ახმოვანებდა სხვადასხვა პერსონაჟს, ყურს ისე "დაიტრიალებდა", თითქოს ხმას გამოსცემდა. ეს ფოკუსი ძალიან მოსწონდათ ბავშვებს და გამეორებას ეხვეწებოდნენ. ყველაზე პატარა შვილიშვილი ლუკა ისრაელში დაიბადა. ზურამ ბავშვს სიმღერა დაუწერა და როცა უმღეროდა, პატარა ლუკა გაოცებული უყურებდა. მერე ბავშვი თვალებით ითხოვდა ხოლმე, რომ ბაბუას ემღერა. სანამ შეეძლო, ზურა უკრავდა და სულ ამბობდა, ამას სმენა ექნება და აუცილებლად იმღერებსო. უნდოდა, შვილიშვილებს მუსიკა ესწავლათ, გიტარაზე დაეკრათ, ემღერათ. ზურას სურვილი იყო, შვილებთან ერთად სიმღერა ჩაეწერა, მაგრამ ეს არ მოხდა... ძალიან კარგი მონაცემები აქვს ლიზას, ის მუსიკაზე დადის და ვნახოთ, თუ მოინდომებს სიმღერას.

ისრაელში...

ქეთი:

- საერთოდ, პრობლემებში არასოდეს გვიცხოვრია. ბოლოს ისრაელში რომ წავედით, მთელი ოჯახი ასე ვფიქრობდით, - ალბათ, 3-4 წელში ჭერი გვექნებოდა და საქართველოში დავბრუნდებოდით. ზურას ისრაელში ფიზიკურად მუშაობა არ უთაკილია, მით უმეტეს, იქაც ცნობილი იყო - ამ ქვეყანაში არაერთი კონცერტი ჩაუტარებია. საშინლად განვიცდიდი იმას, რომ ზურას ყოველთვის სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა და უცებ აღმოჩნდა აეროპორტში, სადაც ფიზიკურად უწევდა შრომა... დაანებე თავი-მეთქი, ვეუბნებოდი. მეგონა, რომ თავადაც აწუხებდა ეს ამბავი და არ ამბობდა, არ ამჟღავნებდა. სანამ ლაპარაკი შეეძლო, ყოველდღე მეუბნებოდა: ქეთუშ, ნუ გეშინია, ნუ ნერვიულობ, "მი პრარვიომსია" (ჩვენ გამოვძვრებითო). ნიკო გომელაურის ეს ლექსი ძალიან მოსწონდა, მსახიობი რუსულად კითხულობდა. ვიცოდი, რომ ზურას დაავადება განუკურნებელი იყო, მაგრამ რაღაცას ვეპოტინებოდი. ვფიქრობდი, იქნება და, ეტლში ჩაჯდეს... ეს იყო ჩემი ეგოიზმი თუ რა, არ ვიცი. მაინც, ბოლომდე ყველაფერს ვაკეთებდი...წაიკითხეთ სრულად

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 964 ახალი შემთხვევაა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა - რას აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში

"თბილისი პრაიდის" კვირეულის პირველი ღონისძიება დასრულდა - სტუმრებმა ტერიტორია პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს