მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტენდენცია ცხადია - ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იმატებს, შესაბამისად, იკლებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ არ იკლებს ოპოზიციური განწყობა" - როგორ აფასებენ ექსპერტები IRI-ის კვლევის შედეგებს
"ტენდენცია ცხადია - ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იმატებს, შესაბამისად, იკლებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ არ იკლებს ოპოზიციური განწყობა" - როგორ აფასებენ ექსპერტები IRI-ის კვლევის შედეგებს

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ IRI-ს კვლე­ვას, რო­მე­ლიც გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნდა, გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა და­კარ­გუ­ლი აქვს, რად­გან, კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ ბევ­რი სის­ტე­მუ­რი მოვ­ლე­ნა იყო. ხუ­ხაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გებს შეც­ვლი­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­დად­გო­მას, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბას და ლა­რის კურ­სის რე­კორ­დუ­ლად გა­უ­ფა­სუ­რე­ბას მო­ი­ცავს.

რო­გორც პო­ლი­ტო­ლოგ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ ამ კვლე­ვის პო­ლი­ტი­კურ ნა­წილ­ში მხო­ლოდ ის პუნ­ქტე­ბი არ შე­იც­ვლე­ბო­და, რო­მე­ლიც ოპო­ზი­ცი­ის ბო­ი­კოტ­სა და მათ მიერ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნას ეხე­ბა.

„სა­ერ­თოდ გა­საკ­ვი­რია, ასე­თი დაგ­ვი­ა­ნე­ბით რა­ტომ მოხ­და აქ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია ამ კვლე­ვის, როცა შე­იძ­ლე­ბო­და ბევ­რად უფრო ადრე მისი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ზუს­ტად იმი­ტო­მაც არ გა­მოქ­ვეყ­ნდა, ველი რომ სრულ­დე­ბო­და, გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მა და­ემ­თხვა, ეს რყე­ვე­ბი და­ი­წყო, მა­შინ ეტყო­ბა რა­ღაც დაბ­ნე­უ­ლო­ბა იყო და ამ პე­რი­ო­დის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის რე­ი­ტინ­გი, ჩემი აზ­რით, ამ თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ე­ცე­მო­და, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ გა­ხა­რია წა­ვი­და და უავ­ტო­რი­ტე­ტო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ჩა­ა­ნაც­ვლა, ადა­მი­ან­მა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი არ აქვს,“ - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო ნე­გა­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ ციკლშია, რე­ი­ტინ­გებ­ზე უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ნე­გა­ტი­უ­რი რე­ი­ტინ­გე­ბია.

„ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, რაც შე­იძ­ლე­ბა ამ კვლე­ვა­ში და­ვი­ნა­ხოთ, არის ნეგ­ტი­უ­რი არ­ჩე­ვა­ნის ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ნიშ­ნუ­ლი, რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“, ასე­ვე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მი­მართ, ანუ ჩვენ რად­გან ვიმ­ყო­ფე­ბით ნე­გა­ტი­ურ პო­ლი­ტი­კურ ციკლში, რო­დე­საც პო­ზი­ტი­უ­რი დღის წეს­რი­გი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ვის არ აქვს, რე­ი­ტინ­გებ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არის ნე­გა­ტი­უ­რი რე­ი­ტინ­გე­ბი. ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ პარ­ტი­ას არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ მის­ცემ­და ხმას და ასე­თი ერთი პო­ლუ­სის შემ­თხვე­ვა­ში არის 27% და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში 26%, ჩემი აზ­რით, ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ელე­მენ­ტი და ყვე­ლა­ზე კარ­გად აჩ­ვე­ნებს იმ პო­ლი­ტი­კურ ჩიხს, რო­მელ­შიც ქვე­ყა­ნაა შე­სუ­ლი დღეს.

პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა, რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­უ­რი, უფრო მე­ტად არის დის­ტან­ცი­რე­ბუ­ლი ხალ­ხის­გან, ანუ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც არ აი­გი­ვე­ბენ არ­ცერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან სა­კუ­თარ არ­ჩე­ვანს, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბის კლე­ბის ხარ­ჯზე მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და,“ - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ის ფაქ­ტი, რომ ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნაშვნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ხმა­თა რა­ო­დე­ნო­ბა თა­ნაბ­რად არის გა­ყო­ფი­ლი, ეს მო­სახ­ლე­ო­ბის პო­ლა­რი­ზე­ბას მი­უ­თი­თებს.

„ეს გვე­უბ­ნე­ბა იმას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, მთლი­ა­ნად პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლია, ორ თა­ნა­ბარ ნა­წი­ლად არის გა­ყო­ფი­ლი, იმი­ტომ, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა-არ­და­ნიშ­ვნის სა­კი­თხი იქცა წმინ­და წყლის პო­ლი­ტი­კუ­რი გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხად, უფრო რწმე­ნის სა­კი­თხად, ვიდ­რე რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თე­მად და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცია ამ თე­მა­ში ჩანს ძა­ლი­ან კარ­გად,“ - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ექ­სპერტ ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძის შე­ფა­სე­ბით, კი "ამ კვლე­ვით და­სავ­ლე­თი კი­დევ ერთხელ ცდი­ლობს ოპო­ზი­ცი­ას რო­გორ­მე უბიძ­გოს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის­კენ და და­ა­ნა­ხოს, თით­ქოს­და მათ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის დროს ნაკ­ლე­ბი პერ­სპე­ტი­ვა აქვთ".

რო­გორც მან "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, კვლე­ვი­დან ჩანს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 70 პრო­ცენ­ტი მა­ინც არის „თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­ვარ­დი“ და შე­სა­ბა­მი­სად, სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ებს აქვთ ამ 70 პრო­ცენ­ტის მი­ზიდ­ვის რე­სურ­სი.

„ციფ­რე­ბი, სა­ი­და­ნაც უნდა ამო­ვი­დეთ და მსჯე­ლო­ბა და­ვი­წყოთ, ვფიქ­რობ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" უარ­ყო­ფი­თი რე­ი­ტინ­გე­ბია - 27% და 26%, რომ­ლე­ბიც მათ არას­დროს მის­ცემ­და ხმას. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი თა­ვის არ­ჩე­ვან­ში ერ­თგვა­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია ანუ გა­მო­დის, რომ სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ან ერთი ან მე­ო­რე ძა­ლის­თვის ხმის მი­ცე­მას არ გა­მო­რი­ცხა­ვენ. მე ამ ამომ­რჩე­ველს ე.წ. თა­ვი­სუ­ფალ ფორ­ვარ­დებს და­ვარ­ქმევ­დი, რო­მელ­თაც თა­ვი­სი, მყა­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ელექ­ტო­რა­ლუ­რი ან­ტი­პა­ტია არ აქვს და შე­იძ­ლე­ბა მათი სიმ­პა­ტი­ე­ბი შე­იც­ვა­ლოს გა­რე­მო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ 26%-იან უარ­ყო­ფით რე­ი­ტინგთან უნი­სონ­ში მო­დის სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბაც, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ გა­მა­ტა­რო, 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხალ­ხის 70% -ს მო­ვაგ­რო­ვე­ბო, რად­გან ეს სწო­რედ ის ციფ­რია, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფი­თი რე­ი­ტინ­გის მიღ­მა რჩე­ბა.

მე­ო­რე და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­ცე­მია დათო ბაქ­რა­ძის ფე­ნო­მე­ნი. რო­გორც ჩანს, ბოლო წლე­ბის მან­ძილ­ზე ასე ხე­დავს და­სავ­ლე­თი მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის სა­ხეს და შე­სა­ბა­მი­სად, მის ად­გილს ამ კვლე­ვებ­ში, ვფიქ­რობ, და­სავ­ლე­თის ეს სურ­ვი­ლი გან­სა­ზღვრავს. ამ გზით და­სავ­ლეთს სურს ქარ­თველ ამომ­რჩე­ველ­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­უ­წი­ოს მის­თვის სა­სურ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის კრი­ტე­რი­უ­მებს. თუმ­ცა, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს ხოლ­მე, რომ და­სავ­ლე­თის სა­ზო­მი და ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის გან­წყო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აც­დე­ნი­ლია ერ­თმა­ნეთს“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კვლე­ვა­ში ოპო­ზი­ცი­ის რე­ი­ტინ­გის კლე­ბის ტენ­დენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არ აქვს, თუმ­ცა ციფ­რე­ბის სი­ზუს­ტე­ზე ვე­რა­ფერს იტყვის.

„ტენ­დენ­ცია არის ცხა­დი. ეს სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია, რომ ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ იმედ­გაც­რუ­ე­ბა იყოს, აქ კი­თხვე­ბი არ მაქვს, თუმ­ცა ვე­რა­ფერს გე­ტყვით ციფ­რებ­ზე. ოპო­ზი­ცია მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პე­რი­პე­ტი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამომ­რჩე­ველ­თან ცო­ცხალ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მო­წყდა და ტე­ლე­ვი­ზი­ის ჩარ­ჩო­ებ­ში ჩა­ი­კე­ტა. მას ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა დარ­ჩა ხალ­ხის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი თე­მე­ბი. ოპო­ზი­ცია თა­ვის ნა­ჭუჭ­ში ჩა­ი­კე­ტა და პა­რა­ლე­ლურ სამ­ყა­რო­ებ­ში არ­სე­ბო­ბენ თით­ქოს ამომ­რჩე­ვე­ლი და პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა. რა თქმა უნდა, სა­სი­ცოხ­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ის თე­მე­ბიც, რა თე­მებ­ზეც ახლა ოპო­ზი­ცია აქ­ცენტს აკე­თებს, სხვაგ­ვა­რად ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა ვერ მო­ხერ­ხდე­ბა და თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა ვერ მო­ხერ­ხდა, ვერც იმ პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ფხვრა მო­ხერ­ხდე­ბა, რა­შიც ქვე­ყა­ნა იხ­რჩო­ბა. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ამ პრობ­ლე­მე­ბით ოპო­ზი­ცია არ უნდა იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი. ამას­თან, იმ ტენ­დენ­ცი­ას ვემ­ხრო­ბი, რომ ოპო­ზი­ცი­ის მი­მართ იმედ­გაც­რუ­ე­ბა იმა­ტებს, შე­სა­ბა­მი­სად, იკ­ლებს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა, მაგ­რამ არ იკ­ლებს ოპო­ზი­ცი­უ­რი გან­წყო­ბა, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე ოპო­ზი­ცი­ის ამ შემ­ცი­რე­ბულ რე­ი­ტინ­გებ­ში ერ­თგვა­რად და­ვი­ნა­ხე და­სავ­ლე­თის სურ­ვი­ლი, მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნოს და უბიძ­გოს ოპო­ზი­ცი­ას პარ­ლა­მენ­ტის­კენ. აქაც გარ­კვე­ულ­წი­ლად და­სავ­ლე­თის სურ­ვი­ლი არის დო­მი­ნან­ტუ­რი, რომ ოპო­ზი­ცი­ას ამ კვლე­ვით და­ა­ნა­ხოს - თქვენ რა გე­ლო­დე­ბათ რიგ­გა­რე­შე არ­ჩე­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და თქვენ­თვის­ვე სჯობს პარ­ლა­მენ­ტში შეხ­ვი­დეთ. ზო­გა­დად სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მებს გარ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბის ასახ­ვი­სა, ასე­ვე, იყე­ნე­ბენ იმის­თვი­საც, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ავ­რცე­ლონ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი გან­წყო­ბე­ბი და მე­სი­ჯე­ბი. ვფიქ­რობ, ამ კონ­კრე­ტუ­ლი კვლე­ვის დრო­საც ასეთ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. კერ­ძოდ, ამ კვლე­ვით და­სავ­ლეთს სურ­და თა­ვი­სი მე­სი­ჯი მი­ა­წო­დე­ბი­ნა ოპო­ზი­ცი­ის­თვის, რომ რო­გორ­მე უბიძ­გოს და გა­უღ­ვი­ვოს პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლის სურ­ვი­ლი, თით­ქოს­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის დროს მათ წარ­მა­ტე­ბის ნაკ­ლე­ბი პერ­სპექ­ტი­ვა აქვთ“, - გა­ნა­ცხა­და ლა­გა­ზი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, კი­დევ ერთი, რაც ამ კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, არის რო­გორც ამომ­რჩევ­ლებ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ასე­ვე მათ­ში სი­ახ­ლის, ახა­ლი ენერ­გი­საა და იდე­ე­ბის მო­ლო­დი­ნი.

„თა­ვის­თვად ოპო­ზი­ცი­უ­რი გან­წყო­ბა არ­სად წა­სუ­ლა და ის, ამომ­რჩე­ვე­ლი, რაც არ­სე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას გა­მო­აკ­ლდა, არის მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში. მი­მაჩ­ნია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ფორ­ვარ­დი და შე­სა­ბა­მი­სად, თე­ო­რი­უ­ლად ყვე­ლა პარ­ტი­ას აქვს მათი მხარ­და­ჭე­რის მი­ზიდ­ვის რე­სურ­სი, ერთი კა­ტე­გო­რი­უ­ლი პი­რო­ბით, რომ ისი­ნი მო­ახ­დე­ნენ სრულ რე­ინ­კარ­ნა­ცი­ას, გა­და­ხა­ლი­სე­ბას, სა­კუ­თარ იმიჯს ფუნ­და­მენ­ტუ­რად შეც­ვლი­ან ახა­ლი სა­ხე­ე­ბის და ახა­ლი იდე­ე­ბის წყა­ლო­ბით და მო­ქა­ლა­ქე­ებს ახალ ენერ­გი­ა­სა და იდე­ებს შეს­თა­ვა­ზე­ბენ.

ამას­თან, არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის­თვი­საც ხელ­საყ­რე­ლია. ერთი მხრივ, მზარ­დი ოპო­ზი­ცი­უ­რი გან­წყო­ბა და მე­ო­რე მხრივ, სი­ახ­ლის მო­ლო­დი­ნი, კარ­გი ნი­ა­და­გია ახალ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა მო­თა­მა­შე­ებ­მაც რომ აკ­რი­ფონ პო­ლი­ტი­კუ­რი წონა.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­ხა­რი­ას ფაქ­ტორს, ზო­გა­დად სა­ქარ­თველს 30-წლი­ან ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი ყო­ველ­თვის იბა­დე­ბოდ­ნენ არ­სე­ბუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლო ძა­ლის წი­აღ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­შიც არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ ამას­თან გვქონ­დეს საქ­მე, მით უფრო ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის მო­ლო­დი­ნი ან არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვე­ბის და ენერ­გი­ის მო­ლო­დი­ნი და­სავ­ლეთ­საც აქვს. მისი ეს მო­ლო­დი­ნი უკავ­შირ­დე­ბა იმგვარ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას და სუ­ბი­ექტს, რო­მე­ლიც შეძ­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­თხვე­ვა­ში ქვეყ­ნის სტა­ბი­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს და თა­ვის­თა­ვად, და­იც­ვას ქვეყ­ნის პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (IRI) ახა­ლი კვლე­ვა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც პარ­ტი­ე­ბის რე­ი­ტინ­გებ­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 27% „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხმას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მის­ცემ­და, 26% კი ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალ კვი­რას, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყოს, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ამომ­რჩე­ველ­თა მხარ­და­ჭე­რა, გა­მო­კი­თხულ­თა 35% ხმას „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მის­ცემ­და, 18% „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ობს“, 3%-მა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და­ა­სა­ხე­ლა, 3%-მა კი - „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“. კვლე­ვის მი­ხედ­ვით, გა­მო­კი­თხულ­თა 53%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად ენ­დო­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს. 5% სრუ­ლად ენ­დო­ბა, 10% კი არ ენ­დო­ბა. ამას­თან, გა­მო­კი­თხულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის შემ­დეგ ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია მოს­წონს, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი თბი­ლი­სის მოქ­მე­დი მერი კახა კა­ლა­ძეა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სან დრო©
2

პოლიტიკურ კვლევაში საპატრიარქოს გარევა არის დიდი შეცდომა და მთელი "კვლევის" თავდაყირა დაყენება.

ხუხას და ძაბირას
15

ვაი, თქვენს პატრონს, ექსპერტებო, დაბერდით, ხალხო, დაბერდით, წადით პენსიაზეეე..

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ტენდენცია ცხადია - ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იმატებს, შესაბამისად, იკლებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ არ იკლებს ოპოზიციური განწყობა" - როგორ აფასებენ ექსპერტები IRI-ის კვლევის შედეგებს

"ტენდენცია ცხადია - ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იმატებს, შესაბამისად, იკლებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ არ იკლებს ოპოზიციური განწყობა" - როგორ აფასებენ ექსპერტები IRI-ის კვლევის შედეგებს

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ IRI-ს კვლევას, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, გარკვეულ ნაწილში აქტუალურობა დაკარგული აქვს, რადგან, კვლევის ჩატარების შემდეგ ბევრი სისტემური მოვლენა იყო. ხუხაშვილის განმარტებით, ცვლილებები, რომლებიც აღნიშნული კვლევის შედეგებს შეცვლიდა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებას და ლარის კურსის რეკორდულად გაუფასურებას მოიცავს.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, სავარაუდოდ ამ კვლევის პოლიტიკურ ნაწილში მხოლოდ ის პუნქტები არ შეიცვლებოდა, რომელიც ოპოზიციის ბოიკოტსა და მათ მიერ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას ეხება.

„საერთოდ გასაკვირია, ასეთი დაგვიანებით რატომ მოხდა აქტუალიზაცია ამ კვლევის, როცა შეიძლებოდა ბევრად უფრო ადრე მისი გამოქვეყნება. შეიძლება ზუსტად იმიტომაც არ გამოქვეყნდა, ველი რომ სრულდებოდა, გახარიას გადადგომა დაემთხვა, ეს რყევები დაიწყო, მაშინ ეტყობა რაღაც დაბნეულობა იყო და ამ პერიოდის შემდეგ გადაწყვიტეს გამოქვეყნება.

ხელისუფლების რეიტინგი, ჩემი აზრით, ამ თვენახევრის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცემოდა, თუნდაც იმიტომ, რომ გახარია წავიდა და უავტორიტეტო პრემიერ-მინისტრმა ჩაანაცვლა, ადამიანმა, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საქართველო ნეგატიურ პოლიტიკურ ციკლშია, რეიტინგებზე უფრო საინტერესო ნეგატიური რეიტინგებია.

„ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ამ კვლევაში დავინახოთ, არის ნეგტიური არჩევანის ძალიან სახიფათო ნიშნული, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ მიმართ, ანუ ჩვენ რადგან ვიმყოფებით ნეგატიურ პოლიტიკურ ციკლში, როდესაც პოზიტიური დღის წესრიგი, ფაქტობრივად, არავის არ აქვს, რეიტინგებზე მნიშვნელოვანი არის ნეგატიური რეიტინგები. ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას და ასეთი ერთი პოლუსის შემთხვევაში არის 27% და მეორე შემთხვევაში 26%, ჩემი აზრით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი და ყველაზე კარგად აჩვენებს იმ პოლიტიკურ ჩიხს, რომელშიც ქვეყანაა შესული დღეს.

პოლიტიკური ელიტა, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური, უფრო მეტად არის დისტანცირებული ხალხისგან, ანუ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც არ აიგივებენ არცერთ პოლიტიკურ ძალასთან საკუთარ არჩევანს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების კლების ხარჯზე მკვეთრად გაიზარდა,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანაშვნასთან დაკავშირებით ხმათა რაოდენობა თანაბრად არის გაყოფილი, ეს მოსახლეობის პოლარიზებას მიუთითებს.

„ეს გვეუბნება იმას, რომ საზოგადოება, სამწუხაროდ, მთლიანად პოლარიზებულია, ორ თანაბარ ნაწილად არის გაყოფილი, იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხი იქცა წმინდა წყლის პოლიტიკური გემოვნების საკითხად, უფრო რწმენის საკითხად, ვიდრე რაციონალური პოლიტიკური გადაწყვეტილების თემად და შესაბამისად, საზოგადოების პოლარიზაცია ამ თემაში ჩანს ძალიან კარგად,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის შეფასებით, კი "ამ კვლევით დასავლეთი კიდევ ერთხელ ცდილობს ოპოზიციას როგორმე უბიძგოს პარლამენტში შესვლისკენ და დაანახოს, თითქოსდა მათ რიგგარეშე არჩევნების დროს ნაკლები პერსპეტივა აქვთ".

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კვლევიდან ჩანს, რომ მოსახლეობის 70 პროცენტი მაინც არის „თავისუფალი ფორვარდი“ და შესაბამისად, სხვადასხვა პარტიებს აქვთ ამ 70 პროცენტის მიზიდვის რესურსი.

„ციფრები, საიდანაც უნდა ამოვიდეთ და მსჯელობა დავიწყოთ, ვფიქრობ, "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" უარყოფითი რეიტინგებია - 27% და 26%, რომლებიც მათ არასდროს მისცემდა ხმას. შესაბამისად, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თავის არჩევანში ერთგვარად თავისუფალია ანუ გამოდის, რომ სხვადასხვა გარემოებების შემთხვევაში ან ერთი ან მეორე ძალისთვის ხმის მიცემას არ გამორიცხავენ. მე ამ ამომრჩეველს ე.წ. თავისუფალ ფორვარდებს დავარქმევდი, რომელთაც თავისი, მყარად ჩამოყალიბებული ელექტორალური ანტიპატია არ აქვს და შეიძლება მათი სიმპატიები შეიცვალოს გარემოებების მიხედვით სხვადასხვა მიმართულებით. „ნაციონალური მოძრაობის“ 26%-იან უარყოფით რეიტინგთან უნისონში მოდის სააკაშვილის განცხადებაც, რომ საქართველოში რომ გამატარო, 24 საათის განმავლობაში ხალხის 70% -ს მოვაგროვებო, რადგან ეს სწორედ ის ციფრია, რომელიც უარყოფითი რეიტინგის მიღმა რჩება.

მეორე და ძალიან საინტერესო მონაცემია დათო ბაქრაძის ფენომენი. როგორც ჩანს, ბოლო წლების მანძილზე ასე ხედავს დასავლეთი მისთვის სასურველი ქართველი პოლიტიკოსის სახეს და შესაბამისად, მის ადგილს ამ კვლევებში, ვფიქრობ, დასავლეთის ეს სურვილი განსაზღვრავს. ამ გზით დასავლეთს სურს ქართველ ამომრჩეველში პოპულარიზაცია გაუწიოს მისთვის სასურველი ქართველი პოლიტიკოსის კრიტერიუმებს. თუმცა, არჩევნების შედეგები აჩვენებს ხოლმე, რომ დასავლეთის საზომი და ქართველი ამომრჩევლის განწყობა მნიშვნელოვნად აცდენილია ერთმანეთს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, კვლევაში ოპოზიციის რეიტინგის კლების ტენდენციასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს, თუმცა ციფრების სიზუსტეზე ვერაფერს იტყვის.

„ტენდენცია არის ცხადი. ეს სრულიად რეალურია, რომ ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იყოს, აქ კითხვები არ მაქვს, თუმცა ვერაფერს გეტყვით ციფრებზე. ოპოზიცია მიმდინარე პოლიტიკური პერიპეტიებიდან გამომდინარე ამომრჩეველთან ცოცხალ კომუნიკაციას მოწყდა და ტელევიზიის ჩარჩოებში ჩაიკეტა. მას ყურადღების მიღმა დარჩა ხალხისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი თემები. ოპოზიცია თავის ნაჭუჭში ჩაიკეტა და პარალელურ სამყაროებში არსებობენ თითქოს ამომრჩეველი და პოლიტიკური ელიტა. რა თქმა უნდა, სასიცოხლოდ აუცილებელია ის თემებიც, რა თემებზეც ახლა ოპოზიცია აქცენტს აკეთებს, სხვაგვარად ამ ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდება და თუ ხელისუფლების შეცვლა ვერ მოხერხდა, ვერც იმ პრობლემების აღმოფხვრა მოხერხდება, რაშიც ქვეყანა იხრჩობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ პრობლემებით ოპოზიცია არ უნდა იყოს დაკავებული. ამასთან, იმ ტენდენციას ვემხრობი, რომ ოპოზიციის მიმართ იმედგაცრუება იმატებს, შესაბამისად, იკლებს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა, მაგრამ არ იკლებს ოპოზიციური განწყობა, ეს მნიშვნელოვანია. მე ოპოზიციის ამ შემცირებულ რეიტინგებში ერთგვარად დავინახე დასავლეთის სურვილი, მოტივაცია გაუჩინოს და უბიძგოს ოპოზიციას პარლამენტისკენ. აქაც გარკვეულწილად დასავლეთის სურვილი არის დომინანტური, რომ ოპოზიციას ამ კვლევით დაანახოს - თქვენ რა გელოდებათ რიგგარეშე არჩევების შემთხვევაში და თქვენთვისვე სჯობს პარლამენტში შეხვიდეთ. ზოგადად სოციოლოგიური კვლევების მონაცემებს გარდა საზოგადოების განწყობის ასახვისა, ასევე, იყენებენ იმისთვისაც, რომ საზოგადოებაში გაავრცელონ მათთვის სასურველი განწყობები და მესიჯები. ვფიქრობ, ამ კონკრეტული კვლევის დროსაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. კერძოდ, ამ კვლევით დასავლეთს სურდა თავისი მესიჯი მიაწოდებინა ოპოზიციისთვის, რომ როგორმე უბიძგოს და გაუღვივოს პარლამენტში შესვლის სურვილი, თითქოსდა რიგგარეშე არჩევნების დროს მათ წარმატების ნაკლები პერსპექტივა აქვთ“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი, რაც ამ კვლევამ აჩვენა, არის როგორც ამომრჩევლებში იმედგაცრუება, ასევე მათში სიახლის, ახალი ენერგისაა და იდეების მოლოდინი.

„თავისთვად ოპოზიციური განწყობა არსად წასულა და ის, ამომრჩეველი, რაც არსებულ ოპოზიციას გამოაკლდა, არის მოლოდინის რეჟიმში. მიმაჩნია, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის თავისუფალი ფორვარდი და შესაბამისად, თეორიულად ყველა პარტიას აქვს მათი მხარდაჭერის მიზიდვის რესურსი, ერთი კატეგორიული პირობით, რომ ისინი მოახდენენ სრულ რეინკარნაციას, გადახალისებას, საკუთარ იმიჯს ფუნდამენტურად შეცვლიან ახალი სახეების და ახალი იდეების წყალობით და მოქალაქეებს ახალ ენერგიასა და იდეებს შესთავაზებენ.

ამასთან, არსებული გარემო ახალი პოლიტიკური მოთამაშეებისთვისაც ხელსაყრელია. ერთი მხრივ, მზარდი ოპოზიციური განწყობა და მეორე მხრივ, სიახლის მოლოდინი, კარგი ნიადაგია ახალმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმაც რომ აკრიფონ პოლიტიკური წონა.

რაც შეეხება გახარიას ფაქტორს, ზოგადად საქართველს 30-წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, ახალი პოლიტიკური ძალები ყოველთვის იბადებოდნენ არსებული სახელისუფლო ძალის წიაღში. ამ შემთხვევაშიც არ გამოვრიცხავ, რომ ამასთან გვქონდეს საქმე, მით უფრო ახალი პოლიტიკური მოთამაშეების მოლოდინი ან არსებულ პოლიტიკურ ძალებში ახალი პოლიტიკური ხედვების და ენერგიის მოლოდინი დასავლეთსაც აქვს. მისი ეს მოლოდინი უკავშირდება იმგვარ პოლიტიკურ ძალას და სუბიექტს, რომელიც შეძლებს ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის სტაბილური განვითარება და რაც მნიშვნელოვანია, სამოქალაქო მშვიდობა უზრუნველყოს და თავისთავად, დაიცვას ქვეყნის პროდასავლური კურსი“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ახალი კვლევა გამოაქვეყნა, სადაც პარტიების რეიტინგებზეცაა საუბარი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა, 26% კი ნაციონალურ მოძრაობას. ხოლო რაც შეეხება მომავალ კვირას, რომ არჩევნები იყოს, როგორი იქნებოდა ამომრჩეველთა მხარდაჭერა, გამოკითხულთა 35% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 18% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - „სტრატეგია აღმაშენებელი“. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 53%-მა განაცხადა, რომ გარკვეულწილად ენდობა პოლიტიკურ პარტიებს. 5% სრულად ენდობა, 10% კი არ ენდობა. ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობას, კათოლიკოს-პატრიარქის შემდეგ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსწონს, მესამე ადგილზე კი თბილისის მოქმედი მერი კახა კალაძეა.