პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე გახარიას სუფთა პოლიტიკური წონა გამოჩნდება" - როგორ აფასებს IRI-ს კვლევის შედეგებს ექსპერტი
"მალე გახარიას სუფთა პოლიტიკური წონა გამოჩნდება" - როგორ აფასებს IRI-ს კვლევის შედეგებს ექსპერტი

IRI-ს ბოლო კვლე­ვა­ში, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბაც თე­ბერ­ვლის ბო­ლოს დას­რულ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა. მა­გა­ლი­თად, გა­მო­კი­თხულ­თა 60% ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ბო­ი­კოტს მხარს არ უჭერს; 45% რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მხარს უჭერს, 45% კი - არა; რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ებს, მო­მა­ვალ კვი­რას არ­ჩევ­ნე­ბი რომ იყოს, 35% "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და­უ­ჭერ­და მხარს, 18% კი - "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"; ლი­დე­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ი­ტინ­გში პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბუ­ლი - 65% გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ერგო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ესა­უბ­რე­ბა.

- თუ ზო­გა­დად, მთლი­ა­ნო­ბა­ში შე­ვა­ფა­სებთ ამ კვლე­ვას, ჩემი შე­ფა­სე­ბით, ის საკ­მა­ოდ ახ­ლო­საა იმ რე­ა­ლო­ბას­თან, რაც დღეს ქვე­ყა­ნა­შია და რა­ზეც დიდი ხა­ნია, ყო­ველ­გვა­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე ვსა­უბ­რობ­დით - ეს უბ­რა­ლოდ, კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბაა იმი­სა, თუ რა პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბაა ქვე­ყა­ნა­ში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 60% თვლის, რომ ბო­ი­კოტს თავი უნდა და­ა­ნე­ბოს ოპო­ზი­ცი­ამ და პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბაა, რო­მელ­საც ან­გა­რი­ში უნდა გა­უ­წი­ონ. და რო­დე­საც ოპო­ზი­ცია ლა­პა­რა­კობს, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს 60% უჭერს მხარს (ეს კი­დევ ცალ­კე თე­მაა, იქ ეს მუხ­ლი ჩაშ­ლი­ლია), ეს ასე არ არის - უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­თხოვს, რომ ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს.

მე­ო­რე, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ისაა, რომ პარ­ტი­ა­თა - "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შო­რის თა­ნა­ფარ­დო­ბა, რო­გორც ბოლო პე­რი­ოდ­ში, ასე­ვე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 1 წლით ად­რეც, თით­ქმის არ იც­ვლე­ბა - ახ­ლაც 35% არ­ჩევ­ნებ­ზე მხარს და­უ­ჭერ­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", ხოლო 18%, ფაქ­ტობ­რი­ვად, ორ­ჯერ ნაკ­ლე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას". ასე­თი თა­ნა­ფარ­დო­ბა, თით­ქმის ორ­ჯერ დიდი სხვა­ო­ბა უკვე დიდი ხა­ნია, ამ ორ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას შო­რის არ­სე­ბობს. აქ თუ რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ გა­მო­კი­თხვით ჯა­მუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ხმე­ბი 60% კი არა, 34%-ია, რაც კი­დევ ერთხელ იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, 2-თვი­ან­მა (ვი­ნა­ი­დან ეს კვლე­ვე­ბი თე­ბერ­ვალ­ში ჩა­ტარ­და) ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­მა ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრის ამომ­რჩე­ველ­ში გარ­კვე­უ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა და გა­დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი მო­ახ­დი­ნა და გან­სა­კუთ­რე­ბით, ეს იმ მცი­რე პარ­ტი­ებს და­ე­ტყო, რო­მე­ლიც 1-დან 3-4%-მდე იღებ­დნენ ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას.

- მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა თვალ­საზ­რი­სით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ზე საკ­მა­ოდ დიდი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა, მისი რე­ა­ლუ­რად ჩა­ტა­რე­ბა კი ამ აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბას უფრო მე­ტად გა­ამ­ძაფ­რებ­და. ეთან­ხმე­ბით თუ არა ამ მო­საზ­რე­ბას?

- პრო­ცენ­ტულ რა­ო­დე­ნო­ბას თუ თავს და­ვა­ნე­ბებთ, პო­ლა­რი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე­დაც მი­დის და რაც დრო გავა, შე­იძ­ლე­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დეს და გაკ­რის­ტალ­დეს კი­დეც, ანუ, ე.წ. მერ­ყე­ვი ამომ­რჩევ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დეს და ფაქ­ტობ­რი­ვად, ისი­ნი ორ ჯგუფ­ზე გა­და­ნა­წილ­დეს. ამას ხელს უწყობს დღე­ვან­დე­ლი ვი­თა­რე­ბა, გუ­შინ­დე­ლიც და ისიც, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი ფლან­გი ფაქ­ტობ­რი­ვად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გა­რე­შე ჩა­მო­ყა­ლიბ­და და დღეს ორი პო­ლუ­სია, რე­ა­ლუ­რად თუ შევ­ხე­დავთ - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ და მის ირ­გვლივ შეკ­რე­ბი­ლი დიდი თუ მცი­რე, ბო­ი­კო­ტის მომ­ხრე პარ­ტი­ე­ბი; მე­სა­მე პო­ლუ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩანს და არც იკ­ვე­თე­ბა. ეს პრო­ცე­სი ხელს აძ­ლევს რო­გორც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, ისე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, ამა­ზე ორი­ვე მხა­რე კარ­გა ხა­ნია, მუ­შა­ობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მე­სა­მე ძალა არ გაჩ­ნდეს - გნე­ბავთ ერთი სუ­ბი­ექ­ტი, გნე­ბავთ კრე­ბი­თი მე­სა­მე ძალა, თუნ­დაც, მცი­რეპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი პარ­ტი­ე­ბი თუ შეძ­ლებ­დნენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ობს“ კი არ მი­ე­კედ­ლე­ბოდ­ნენ, არა­მედ, რა­ი­მე და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ცალ­კე შექ­მნიდ­ნენ, მა­გა­ლი­თად, ბლო­კის სა­ხით. ასე რომ, როცა არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, მა­ში­ნაც იქ­ნე­ბა პო­ლა­რი­ზა­ცია - ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის ეს ქვე­ყა­ნა და ესაა ყვე­ლა­ზე ცუდი, რომ პო­ლა­რი­ზა­ცია ხდე­ბა. რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მომ­ხრე­თა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა თა­ნა­ფარ­დო­ბა 45-45%-ზეა, ამ 90%-დან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, და­ახ­ლო­ე­ბით, 20-30% მა­ინც ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, ვინც არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ან არ­ჩა­ტა­რე­ბას კა­ტე­გო­რი­უ­ლად კი არ ითხო­ვენ, არა­მედ, არ­ჩევ­ნე­ბის მომ­ხრე­ე­ბი თვლი­ან, რომ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბამ შე­საძ­ლოა, შე­დე­გი მო­ი­ტა­ნოს და ეს პო­ლა­რი­ზცია და­ას­რუ­ლოს. შე­სა­ბა­მი­სად, არას­ტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მო­დან გა­მომ­დი­ნა­რე და ამის ში­შით, ურ­ჩევ­ნი­ათ, იყოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და გა­და­წყდეს ეს პრობ­ლე­მა, ვიდ­რე - პო­ლა­რი­ზა­ცია გაგ­რძელ­დეს.

- რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად რე­ი­ტინ­გებს, აქ პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის გი­ორ­გი გა­ხა­რია ლი­დე­რობს 65%-ით. თქვენ­თვის რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ გა­ხა­რია ასე ლი­დე­რობ­და პო­ლი­ტი­კოს­თა მო­წო­ნე­ბის თვალ­საზ­რი­სით და თქვე­ნი აზ­რით, ეს რამ გა­ნა­პი­რო­ბა?

- მუდ­მი­ვად ვამ­ბობ­დით, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ორი ლი­დე­რია - კა­ლა­ძე და გა­ხა­რია, ეს სი­ახ­ლეს მე მგო­ნი, არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენ­და. ამ ორ ადა­მი­ანს ჰქონ­და და დღე­საც აქვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი. ამი­ტომ ჩემ­თვის ის, რომ ამ პო­ლი­ტი­კოს­თა შო­რის ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ხა­რია აღ­მოჩ­ნდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სრუ­ლი­ა­დაც არ ყო­ფი­ლა - ისევ და ისევ, მთლი­ა­ნი კონ­ტექ­სტი­დან გა­მო­დი­ნა­რე თუ ავი­ღებთ, როცა მო­სახ­ლე­ო­ბის 60% მხარს უჭერს ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას და რო­დე­საც ლა­პა­რა­კია ლი­დე­რებ­ზე, რა თქმა უნდა, იქ გა­ხა­რი­ას ფი­გუ­რა წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბო­და. თა­ნაც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ეს ის დროა, როცა გა­ხა­რია ჯერ კი­დევ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და. ამა­ნაც, რა თქმა უნდა, ხელი შე­უ­წყო იმას, რომ მისი ფი­გუ­რა წინ წა­მო­წე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ის საკ­მა­ოდ თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის და ლი­დე­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, შე­ეძ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ბო­დი­შის მოხ­დაც და ა.შ. ბევ­რი ფაქ­ტო­რი იყო, რა­მაც მისი რე­ი­ტინ­გის ზრდა და დამ­დგა­რი შე­დე­გი გა­ნა­პი­რო­ბა.

- ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კო­სის მხრი­დან გა­მოთ­ქმუ­ლი იყო მო­საზ­რე­ბა, რომ ამ­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დროს კვლე­ვა არ უნდა ტარ­დე­ბო­დეს და ეს კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია. სა­პი­რის­პი­რო შე­ფა­სე­ბით, სწო­რედ კრი­ზი­სის დრო­საა სა­ჭი­რო, შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბე­ბი...

- მე ყო­ველ­თვის და ყვე­ლა ვა­რი­ან­ტში კვლე­ვე­ბის მომ­ხრე ვარ, რად­გან კვლე­ვე­ბი ზო­გად სუ­რათს იძ­ლე­ვა - სა­პი­რის­პი­რო და ცუდი შე­დე­გი რა უნდა მო­ი­ტა­ნოს, არ მეს­მის, თუ კვლე­ვა ნორ­მა­ლუ­რად ტარ­დე­ბა და რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის მიერ არაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ზო­გა­დი სუ­რა­თი, თუ რა ხდე­ბა, კრი­ზი­სის დრო­საც სა­ინ­ტე­რე­სოა. მა­გა­ლი­თად, ეს კვლე­ვა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის­თვის, თუ ამ სპექტრს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი გან­წყო­ბე­ბის რე­ა­ლუ­რი აღ­ქმის სურ­ვი­ლი აქვს...

- თუმ­ცა ამ­ბო­ბენ, რომ შე­იძ­ლე­ბა, ეს კვლე­ვა არც გვაძ­ლევ­დეს რე­ა­ლუ­რი აღ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რად­გან თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ჩა­ტარ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ზოგი იმა­საც მი­უ­თი­თებ­და, რომ მას შემ­დეგ საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვლე­ბო­და რე­ი­ტინ­გე­ბი. ეთან­ხმე­ბით ამ მო­საზ­რე­ბას? თქვე­ნი აზ­რით, დღეს რომ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო კვლე­ვა, ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათს მი­ვი­ღებ­დით?

- რო­გორც ვთქვი, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ორ­ჯერ მეტი ამომ­რჩე­ვე­ლი უჭერს მხარს, ვიდ­რე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, ეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც ასე იყო და შარ­შან ამ დრო­საც ასე იყო. არის თე­მე­ბი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იც­ვლე­ბა, მუდ­მი­ვა­სა­ვი­თაა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა, დღეს გა­ხა­რი­ას რე­ი­ტინ­გი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ის გა­დად­გა და პრე­მი­ე­რი აღარ არის, აღარ იყოს 62%, რად­გან, რა თქმა უნდა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რე­ბი­დან ნა­წი­ლი თვლის, რომ გა­ხა­რი­ამ გუნ­დი მი­ა­ტო­ვა და არას­წო­რად მო­იქ­ცა, ისი­ნი მას უკვე აღარ ჩათ­ვლი­ან ლი­დე­რად, მაგ­რამ ამა­ვე დროს, გა­ხა­რი­ას სუფ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი წონა გა­მოჩ­ნდე­ბა - ეს თე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა, მერ­ყე­ვი იყოს, ისე­ვე, რო­გორც კა­ლა­ძის რე­ი­ტინ­გი და ა.შ. ე.ი. ამა თუ იმ ლი­დე­რის პი­რა­დი რე­ი­ტინ­გი შე­იძ­ლე­ბა, ცვა­ლე­ბა­დი იყოს, მაგ­რამ ის, რომ 60% მო­ი­თხოვს, რომ ბო­ი­კო­ტის რე­ჟი­მი შე­იც­ვა­ლოს და ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს, ვფიქ­რობ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­ვე დარ­ჩე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არის თე­მე­ბი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვი იქ­ნე­ბა, და თე­მე­ბი, რო­მე­ლიც იც­ვლე­ბა - გა­აჩ­ნია, რას ეხე­ბა. ასე რომ, ცალ­სა­ხად იმის თქმა, რომ ახლა ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბას მი­ვი­ღებთ, სწო­რი არაა, ეს ასე ნამ­დვი­ლად არ მოხ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანნა
3

გახარიას თუ აირჩევენ ჩემი ეზოს 80 პროცენტი ახლავე მზადაა აირჩიონ.კახიმ თუ ეს ავტოფარეხები არ მოაშორა ეზოს ორივე მხარეს არც იმას დავასახელებთ. ჩემს კორპუსში126 ოჯახი ცხოვრობს, ასეთი სხვაგანაც იქნება.ისე გახარია წლის ბოლომდე 100-იც გახდება, ჩვენ ძალიან გვიყვარს.

ჯუბი მეგრელი
0

ექსპერტ ძაბირაძის პროგნოზი ასეთია ,,ხვალ შეიძლება გათენდეს, თუმცა შესაძლებელია არც გათენდეს, ხოლო თუ გათენდა შესაძლებელია არ დაღამდეს, ასე რომ ძალიან სეროზული ცვლილებების მოლოდინში ვარ და ,,გაარძელა ნაცრის ქექვა" 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"მალე გახარიას სუფთა პოლიტიკური წონა გამოჩნდება" - როგორ აფასებს IRI-ს კვლევის შედეგებს ექსპერტი

"მალე გახარიას სუფთა პოლიტიკური წონა გამოჩნდება" - როგორ აფასებს IRI-ს კვლევის შედეგებს ექსპერტი

IRI-ს ბოლო კვლევაში, რომლის ჩატარებაც თებერვლის ბოლოს დასრულდა, საზოგადოების განწყობების თვალსაზრისით, რამდენიმე საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. მაგალითად, გამოკითხულთა 60% ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე ბოიკოტს მხარს არ უჭერს; 45% რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს უჭერს, 45% კი - არა; რაც შეეხება პარტიებს, მომავალ კვირას არჩევნები რომ იყოს, 35% "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა მხარს, 18% კი - "ნაციონალურ მოძრაობას"; ლიდერების ინდივიდუალურ რეიტინგში პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებული - 65% გიორგი გახარიას ერგო.

აღნიშნული კვლევის შედეგების შესახებ AMBEBI.GE-ს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრება.

- თუ ზოგადად, მთლიანობაში შევაფასებთ ამ კვლევას, ჩემი შეფასებით, ის საკმაოდ ახლოსაა იმ რეალობასთან, რაც დღეს ქვეყანაშია და რაზეც დიდი ხანია, ყოველგვარი კვლევების გარეშე ვსაუბრობდით - ეს უბრალოდ, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რა პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის 60% თვლის, რომ ბოიკოტს თავი უნდა დაანებოს ოპოზიციამ და პარლამენტში შევიდეს - ეს მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ. და როდესაც ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ რიგგარეშე არჩევნებს 60% უჭერს მხარს (ეს კიდევ ცალკე თემაა, იქ ეს მუხლი ჩაშლილია), ეს ასე არ არის - უმრავლესობა მოითხოვს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

მეორე, რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ პარტიათა - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის თანაფარდობა, როგორც ბოლო პერიოდში, ასევე არჩევნებამდე და არჩევნებამდე 1 წლით ადრეც, თითქმის არ იცვლება - ახლაც 35% არჩევნებზე მხარს დაუჭერდა "ქართულ ოცნებას", ხოლო 18%, ფაქტობრივად, ორჯერ ნაკლები "ნაციონალურ მოძრაობას". ასეთი თანაფარდობა, თითქმის ორჯერ დიდი სხვაობა უკვე დიდი ხანია, ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის არსებობს. აქ თუ რაიმე მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია ის, რომ ყოველ შემთხვევაში, ამ გამოკითხვით ჯამური ოპოზიციური ხმები 60% კი არა, 34%-ია, რაც კიდევ ერთხელ იმაზე მიანიშნებს, რომ ფაქტობრივად, 2-თვიანმა (ვინაიდან ეს კვლევები თებერვალში ჩატარდა) ბოიკოტის რეჟიმმა ოპოზიციური სპექტრის ამომრჩეველში გარკვეული გადაადგილება და გადაჯგუფებები მოახდინა და განსაკუთრებით, ეს იმ მცირე პარტიებს დაეტყო, რომელიც 1-დან 3-4%-მდე იღებდნენ ხმების რაოდენობას.

- მთავრობის წარმომადგენელთა თვალსაზრისით, საზოგადოებაში რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საკმაოდ დიდი აზრთა სხვადასხვაობაა, მისი რეალურად ჩატარება კი ამ აზრთა სხვადასხვაობას უფრო მეტად გაამძაფრებდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

- პროცენტულ რაოდენობას თუ თავს დავანებებთ, პოლარიზაცია საზოგადოებაში ისედაც მიდის და რაც დრო გავა, შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს და გაკრისტალდეს კიდეც, ანუ, ე.წ. მერყევი ამომრჩევლის რაოდენობა შემცირდეს და ფაქტობრივად, ისინი ორ ჯგუფზე გადანაწილდეს. ამას ხელს უწყობს დღევანდელი ვითარება, გუშინდელიც და ისიც, რომ ოპოზიციური ფლანგი ფაქტობრივად, "ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ჩამოყალიბდა და დღეს ორი პოლუსია, რეალურად თუ შევხედავთ - "ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა“ და მის ირგვლივ შეკრებილი დიდი თუ მცირე, ბოიკოტის მომხრე პარტიები; მესამე პოლუსი ჯერჯერობით არ ჩანს და არც იკვეთება. ეს პროცესი ხელს აძლევს როგორც "ქართულ ოცნებას“, ისე "ნაციონალურ მოძრაობას“, ამაზე ორივე მხარე კარგა ხანია, მუშაობს, რომ ქვეყანაში მესამე ძალა არ გაჩნდეს - გნებავთ ერთი სუბიექტი, გნებავთ კრებითი მესამე ძალა, თუნდაც, მცირეპროცენტიანი პარტიები თუ შეძლებდნენ, "ნაციონალურ მოძრაობს“ კი არ მიეკედლებოდნენ, არამედ, რაიმე დამოუკიდებელ გაერთიანებას ცალკე შექმნიდნენ, მაგალითად, ბლოკის სახით. ასე რომ, როცა არჩევნები ჩატარდება, მაშინაც იქნება პოლარიზაცია - ამ მიმართულებით მიდის ეს ქვეყანა და ესაა ყველაზე ცუდი, რომ პოლარიზაცია ხდება. რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა თანაფარდობა 45-45%-ზეა, ამ 90%-დან ძალიან მნიშვნელოვანი, დაახლოებით, 20-30% მაინც ის ადამიანები არიან, ვინც არჩევნების ჩატარებას ან არჩატარებას კატეგორიულად კი არ ითხოვენ, არამედ, არჩევნების მომხრეები თვლიან, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამ შესაძლოა, შედეგი მოიტანოს და ეს პოლარიზცია დაასრულოს. შესაბამისად, არასტაბილური გარემოდან გამომდინარე და ამის შიშით, ურჩევნიათ, იყოს რიგგარეშე არჩევნები და გადაწყდეს ეს პრობლემა, ვიდრე - პოლარიზაცია გაგრძელდეს.

- რაც შეეხება პირად რეიტინგებს, აქ პოლიტიკოსებს შორის გიორგი გახარია ლიდერობს 65%-ით. თქვენთვის რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ გახარია ასე ლიდერობდა პოლიტიკოსთა მოწონების თვალსაზრისით და თქვენი აზრით, ეს რამ განაპირობა?

- მუდმივად ვამბობდით, რომ "ქართულ ოცნებაში“ ორი ლიდერია - კალაძე და გახარია, ეს სიახლეს მე მგონი, არავისთვის წარმოადგენდა. ამ ორ ადამიანს ჰქონდა და დღესაც აქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური კაპიტალი. ამიტომ ჩემთვის ის, რომ ამ პოლიტიკოსთა შორის ლიდერის პოზიციაზე გახარია აღმოჩნდა, მოულოდნელი სრულიადაც არ ყოფილა - ისევ და ისევ, მთლიანი კონტექსტიდან გამოდინარე თუ ავიღებთ, როცა მოსახლეობის 60% მხარს უჭერს ოპოზიციის პარლამენტში შესვლას და როდესაც ლაპარაკია ლიდერებზე, რა თქმა უნდა, იქ გახარიას ფიგურა წამყვანი იქნებოდა. თანაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ის დროა, როცა გახარია ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ამანაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმას, რომ მისი ფიგურა წინ წამოწეული ყოფილიყო. ის საკმაოდ თვითდაჯერებული პიროვნების და ლიდერის შთაბეჭდილებას ტოვებდა, შეეძლო გადაწყვეტილებების მიღება, ბოდიშის მოხდაც და ა.შ. ბევრი ფაქტორი იყო, რამაც მისი რეიტინგის ზრდა და დამდგარი შედეგი განაპირობა.

- ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ამგვარი პოლიტიკური კრიზისის დროს კვლევა არ უნდა ტარდებოდეს და ეს კონტრპროდუქტიულია. საპირისპირო შეფასებით, სწორედ კრიზისის დროსაა საჭირო, შესწავლილი იქნას საზოგადოების განწყობები...

- მე ყოველთვის და ყველა ვარიანტში კვლევების მომხრე ვარ, რადგან კვლევები ზოგად სურათს იძლევა - საპირისპირო და ცუდი შედეგი რა უნდა მოიტანოს, არ მესმის, თუ კვლევა ნორმალურად ტარდება და რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაა ჩატარებული. ამასთანავე, ზოგადი სურათი, თუ რა ხდება, კრიზისის დროსაც საინტერესოა. მაგალითად, ეს კვლევა ძალიან საინტერესოა პოლიტიკური სპექტრისთვის, თუ ამ სპექტრს ქვეყანაში არსებული განწყობების რეალური აღქმის სურვილი აქვს...

- თუმცა ამბობენ, რომ შეიძლება, ეს კვლევა არც გვაძლევდეს რეალური აღქმის საშუალებას, რადგან თებერვლის ბოლოს ჩატარდა. შესაბამისად, ზოგი იმასაც მიუთითებდა, რომ მას შემდეგ საგრძნობლად შეიცვლებოდა რეიტინგები. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? თქვენი აზრით, დღეს რომ ჩატარებულიყო კვლევა, ბევრად განსხვავებულ სურათს მივიღებდით?

- როგორც ვთქვი, "ქართულ ოცნებას“ ორჯერ მეტი ამომრჩეველი უჭერს მხარს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას“, ეს არჩევნებამდეც ასე იყო და შარშან ამ დროსაც ასე იყო. არის თემები, რომელიც, ფაქტობრივად, არ იცვლება, მუდმივასავითაა. ასევე, შესაძლოა, დღეს გახარიას რეიტინგი, გამომდინარე იქიდან, რომ ის გადადგა და პრემიერი აღარ არის, აღარ იყოს 62%, რადგან, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების“ მხარდაჭერებიდან ნაწილი თვლის, რომ გახარიამ გუნდი მიატოვა და არასწორად მოიქცა, ისინი მას უკვე აღარ ჩათვლიან ლიდერად, მაგრამ ამავე დროს, გახარიას სუფთა პოლიტიკური წონა გამოჩნდება - ეს თემები შეიძლება, მერყევი იყოს, ისევე, როგორც კალაძის რეიტინგი და ა.შ. ე.ი. ამა თუ იმ ლიდერის პირადი რეიტინგი შეიძლება, ცვალებადი იყოს, მაგრამ ის, რომ 60% მოითხოვს, რომ ბოიკოტის რეჟიმი შეიცვალოს და ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, ვფიქრობ, რომ დაახლოებით, ასევე დარჩება. შესაბამისად, არის თემები, რომელიც მუდმივი იქნება, და თემები, რომელიც იცვლება - გააჩნია, რას ეხება. ასე რომ, ცალსახად იმის თქმა, რომ ახლა ჩატარების შემთხვევაში კარდინალურად განსხვავებულ ვითარებას მივიღებთ, სწორი არაა, ეს ასე ნამდვილად არ მოხდება.