პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი
"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

"თა­თი­ას ვუ­თხა­რი, ძა­ლი­ან კარ­გად ყვე­ბი ჩვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას, თუმ­ცა და­გას­წრებ, უფრო ვრცლად და ლა­მა­ზად მოვ­ყვე­ბი-მეთ­ქი", - მი­თხრა ინ­ტერ­ვი­უს და­წყე­ბამ­დე ბიზ­ნეს­მენ­მა სან­დრო შე­ლი­ამ, რო­მელ­მაც ახალ­ხან ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი გა­მოს­ცა. გან­ვლილ ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­ზე, ნარ­კო­ტი­კებ­სა და ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რულ­ზე ამ­ბებს სან­დრო AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა:

ამ წიგ­ნის და­წე­რის იდეა დიდი ხნის წინ, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რე­ბი­სას მო­მი­ვი­და. ჩემი ერთ-ერთი სამ­სა­ხუ­რი და­ი­კე­ტა და ერთი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე­ში გა­დას­ვლა მო­მი­წია, მე­ლან­ქო­ლი­ურ გან­წყო­ბა­ზე ვი­ყა­ვი, ამ დროს კი რა­დი­ო­ში ასე­თი სიმ­ღე­რა გა­ის­მა - Midnight train to Georgia - და გა­ვი­ფიქ­რე, თუ ოდეს­მე წიგნს დავ­წერ, ამ სა­ხელს და­ვარ­ქმევ-მეთ­ქი, ამი­ტომ და­ერ­ქვა ჩემს წიგნს "ღა­მის მა­ტა­რე­ბე­ლი". წიგ­ნი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ­წი­ლად გად­მოს­ცემს ჩემი თა­ო­ბის თავ­გა­და­სა­ვალს - ჩვენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ეპო­ქა­ში და­ვი­ბა­დეთ, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბა ეროვ­ნულ მოძ­რა­ო­ბას და­ემ­თხვა, შემ­დგომ იყო რთუ­ლი 90-ია­ნე­ბი...

- სან­დრო, რო­გორ შე­ძე­ლით იმ ბნელ წლებ­ში ამე­რი­კა­ში სას­წავ­ლებ­ლად წას­ვლა?

- არ იყო მარ­ტი­ვი. მე ვი­ყა­ვი ის იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლის­ში ჩემს თა­ო­ბა­ში, ვინც ამე­რი­კა­ში წას­ვლა შეძ­ლო. ძა­ლი­ან კონ­ტრას­ტულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდი, რად­გან ამე­რი­კა თა­ვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის პიკ­ში სწო­რედ 90-ია­ნებ­ში იყო, სა­ქარ­თვე­ე­ლო­ში კი ურ­თუ­ლე­სი პე­რი­ო­დი იდგა... კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე და ასე წა­ვე­დი, მაგ­რამ ამ კონ­კურ­სში გას­ვლა ბევ­რჯერ ვცა­დე, რი­გით მე­რამ­დე­ნე იყო, ვერც ვი­ტყვი. სა­უ­კე­თე­სო კო­ლე­ჯებ­ში ვგზავ­ნი­დი გან­ცხა­დე­ბებს, მაგ­რამ არ მი­ღებ­დნენ. წარ­მა­ტე­ბა ასე მარ­ტი­ვად არ მო­დის. ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, არ და­ნებ­დე. ამე­რი­კა­ში წას­ვლა იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვი­ღაც წა­ვი­და და ეგ­რე­ვე გა­უ­მარ­თლა. ვა­შინგტონ­ში ცხოვ­რე­ბაც დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, ბევ­რი სირ­თუ­ლე ახ­ლავს. ამე­რი­კა არა ოც­ნე­ბის, არა­მედ შან­სის ქვე­ყა­ნაა, თუ მო­ი­სურ­ვებ, არა­ნა­ი­რი სა­ზღვრე­ბი არ გექ­ნე­ბა, ოღონდ შრო­მა და ენერ­გია უნდა ჩადო.

- რა სირ­თუ­ლე­ე­ბი გა­ი­ა­რეთ?

- უამ­რა­ვი. ერთ-ერთი კომ­პა­ნია, რო­მელ­შიც ვმუ­შა­ობ­დი, და­ი­ხუ­რა, სხვა შე­მო­სა­ვა­ლი არ მქონ­და და ჩემ­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ სამ­სა­ხუ­რებ­ში მო­მი­წია საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბა. ერთი პე­რი­ო­დი, 3-4 თვე, ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ღა­მის და­რა­ჯად ვმუ­შა­ობ­დი, თა­ნაც ყვე­ლა­ზე სა­შიშ უბან­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ვერც ერთი ად­გი­ლი ვერ შე­ედ­რე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბით იმ ად­გილს შუა ვა­შინგტონ­ში. ბევრ სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვყო­ფილ­ვარ იქაც და სხვა­გა­ნაც. თა­ვი­დან ძა­ლი­ან გან­ვიც­დი­დი. როცა ცხოვ­რე­ბა­ში ცდი­ლობ წინ წახ­ვი­დე, სულ გექ­ნე­ბა რთუ­ლი პე­რი­ო­დე­ბი, მაგ­რამ ცხვი­რი არ უნდა ჩა­მო­უშ­ვა.

- ნარ­კო­ტი­კტ­თან თუ გქო­ნი­ათ შე­ხე­ბა?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ნარ­კო­ტიკ­თან მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ახალ­გაზ­რდო­ბის წლებ­ში იყო პე­რი­ო­დი, როცა მა­რი­ხუ­ა­ნას ვე­წე­ო­დი, ალ­კოჰოლ­ზე ნაკ­ლე­ბად მავ­ნეა, მაგ­რამ არ მომ­წონ­და, დროს გპა­რავს, გა­დუ­ნებს. სამ­ყა­როს ფხიზ­ლად ყუ­რე­ბას არა­ფე­რი სჯო­ბია.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის დროს ჯერ კი­დევ ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­დი, რამ­დე­ნად რთუ­ლია დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა?

- დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. გვი­ჭირ­და ცალ-ცალ­კე ყოფ­ნა, რად­გან ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და, მაგ­რამ ძა­ლას გვაძ­ლევ­და ის, რომ ვი­ცო­დით, ეს დრო­ე­ბი­თი იყო. სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი. ამა­ვე დროს, დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ამ­ძაფ­რებს გრძნო­ბებს, უფრო ლა­მაზს ხდის.

მან­ძი­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­საც ამ­ძაფ­რებს. მეც და თა­თი­აც ვეჭ­ვი­ა­ნობ­დით ერ­თმა­ნეთ­ზე. როცა გიყ­ვარს ადა­მი­ა­ნი და მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, ბუ­ნებ­რი­ვად ფიქ­რობ, რას შვრე­ბა, რას აკე­თებს შენ გა­რე­შე. მი­უ­ხე­და­ვად ასე შორს ყოფ­ნი­სა, სულ ვა­ხერ­ხებ­დით ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვას. მახ­სოვს, თა­თი­ას ფრე­ნის შიში ჰქონ­და და დას­ძლია - ერთ წე­ლი­წად­ში მარ­ტო ამე­რი­კა­ში ცხრა­ჯერ ჩა­მოფ­რინ­და. გარ­და ამე­რი­კი­სა, სხვა ქვეყ­ნებ­შიც ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს - იტა­ლი­ა­ში, საფ­რან­გეთ­ში, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი პე­რი­ო­დი იყო. იმ­ჟა­მად თა­თია სულ პა­ტა­რა იყო და უფრო მე­ტა­დაც ეჭ­ვი­ა­ნობ­და. ამე­რი­კა­ში ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის უფ­რო­სი ვი­ყა­ვი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ სულ შეხ­ვედ­რე­ბი მქონ­და. ამე­რი­კა­ში ლანჩზე შეხ­ვედ­რა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, იმ დროს იყე­ნებ იმის­თვის, რომ რა­ღაც სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლო. ერთხე­ლაც თა­თი­ამ მკი­თხა, - რას აკე­თე­ბო? რომ ვუ­თხა­რი ლანჩზე ვხვდე­ბი-მეთ­ქი თა­ნამ­შრო­მელ რო­სის, იქ უკვე იმ­დე­ნი კი­თხვა დას­ვა, რომ მივ­ხვდი, ეჭ­ვი­ა­ნობ­და. არა­და, ეს თა­ნამ­შრო­მე­ლი 70 წლის იყო თით­ქმის, ბო­ლოს იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი, რომ ჩუ­მად ჩა­მერ­თო "ფე­ის­თა­ი­მი" და მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, ვის­თან ერ­თად ვი­ყა­ვი ლანჩზე. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­სის რომ და­ვე­ნა­ხე, რა იფიქ­რებ­და, კაცი უფ­რო­სი და სე­რი­ო­ზუ­ლი მგო­ნია და რო­გორ იქ­ცე­ვაო... ამე­რი­კე­ლე­ბი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მე­ტად ზრდას­რუ­ლი და მშვი­დი ხალ­ხია. ჩვენ ვართ ემო­ცი­უ­რე­ბი, ფი­ცხე­ბი, ცხელ­სის­ხლი­ა­ნე­ბი და ძა­ლი­ან მოგ­ვწონს დრა­მე­ბი. მა­შინ მივ­ხვდი, მეგ­რე­ლი ქა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი რას ნიშ­ნავს, ეს, სა­ერ­თოდ, ცალ­კე სამ­ყა­როა.

- წიგნ­ში ად­რინ­დელ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზეც წერთ, მათ შო­რის სოფო ჭყო­ნი­ა­ზე, თა­თი­ას ამა­ზე რა რე­აქ­ცია აქვს?

- თა­ვი­დან­ვე გა­დავ­წყვი­ტე, რომ თუ წიგნს დავ­წერ­დი, გულ­წრფე­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. იქ ვამ­ბობ, რომ ჩემი პირ­ვე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი სოფო ჭყო­ნია იყო, კლა­სე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ეს პირ­ველ კლას­ში იყო, მაგ­რამ, რად­გან სოფო ცნო­ბი­ლია, ყვე­ლამ აი­ტა­ცა, მე სხვა გო­გო­საც ვახ­სე­ნებ, მაგ­რამ იმას ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მი­აქ­ცია.

- თა­თი­ამ რა გავ­ლე­ნა იქო­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში თქვენს დაბ­რუ­ნე­ბა­ზე?

- დიდი. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სა­ბო­ლო­ოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, მაგ­რამ არ ვჩ­ქა­რობ­დი. ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ში ჩემ­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია გა­დამ­წყვე­ტი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ეს არ იყო ად­ვი­ლი. ამე­რი­კა­ში ყვე­ლას აქვს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, სეს­ხე­ბი... ალი­მენტს ვიხ­დი­დი, ისე­თი შე­მო­სა­ვა­ლი მჭირ­დე­ბო­და, რაც ალ­ბათ, სულ 50 ადა­მი­ანს აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამი­ტომ, რო­გორც კი ჩა­მო­ვე­დი, ეგ­რე­ვე და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტმა, რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. გა­მი­მარ­თლა და რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტის შემ­დეგ კერ­ძო ბიზ­ნე­სი და­ვი­წყე. თა­თია ჩემი დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ის არა მხო­ლოდ ცოლი და შეყ­ვა­რე­ბუ­ლია, არა­მედ მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლიც. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­მართ საკ­მა­რის ინ­ტე­რესს ვერ იჩენს, გვერ­დით ვის­ვამ და ვა­ძა­ლებ, რომ მო­მის­მი­ნოს. ყვე­ლა­ფე­რი იცის, რა­საც ვა­კე­თებ, ყვე­ლა თემა არ არის "გლა­მუ­რუ­ლი” და მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ ით­მენს და ის­მენს. ბედ­ნი­ე­რე­ბი ვართ, თა­თი­ას თა­ვის საქ­მე აქვს, მე - ჩემი. გა­და­ცე­მის კი­თხვებ­ზე რომ მუ­შა­ობს, მეც ვეხ­მა­რე­ბი. ერ­თმა­ნე­თის დიდი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ვართ.

- ცხრა წე­ლია ერ­თად ხართ და თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი დღე­საც იწ­ვევს ინ­ტე­რესს...

- ურ­თი­ერ­თო­ბას სჭირ­დე­ბა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა. როცა ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­ტი­ნა­ში გა­და­დის, ცოლ-ქმა­რი მხო­ლოდ შვი­ლე­ბის მშობ­ლე­ბი ხდე­ბი­ან და ერ­თმა­ნეთ­თან უკვე ბევ­რი არა­ფე­რი აკავ­ში­რებთ. ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენც გვქონ­და მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც ურ­თი­ერ­თო­ბის აზარ­ტი შე­ნე­ლე­ბუ­ლა. ვიდ­რე ჟურ­ნა­ლის­ტურ კა­რი­ე­რას და­ი­წყებ­და, თა­თი­ა­საც ჰქონ­და რთუ­ლი პე­რი­ო­დი, არ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი საქ­მით და ეს მას­ზე ძა­ლი­ან მოქ­მე­დებ­და. რო­დე­საც ერთი ადა­მი­ა­ნი მო­წყე­ნი­ლია, ეს მე­ო­რე­ზეც აი­სა­ხე­ბა. ვცდი­ლობთ, მო­ვი­პა­როთ დღე­ე­ბი, რათა გან­ვმარ­ტოვ­დეთ, ხან უცხო­ეთ­ში, ხან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ორი ღა­მით წას­ვლაც კი იდე­ა­ლუ­რია. კი­დევ ერთი რამ, რისი ინი­ცი­ა­ტო­რიც მე ვარ ხოლ­მე - ეს ლანჩზე ერ­თად წას­ვლაა. ნე­ბის­მი­ერ რეს­ტო­რან­ში რომ შეხ­ვი­დეთ და გა­და­ხე­დოთ, ვერ ნა­ხავთ ცოლ-ქმარ წყვილს, ან არი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ან საყ­ვარ­ლე­ბი, ან მე­გობ­რე­ბი ან მთე­ლი ოჯა­ხე­ბით. ურ­თი­ერ­თო­ბა არ შედ­გე­ბა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რი კავ­ში­რით. შე­იძ­ლე­ბა, იყოთ კარ­გი მე­გობ­რე­ბი, თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი, მაგ­რამ კი­დევ სა­ჭი­როა სუ­ლი­ე­რი კავ­ში­რი. სუ­ლი­ერ კავ­შირს ვერ მი­ი­ღებთ, თუ ერ­თმა­ნეთს დროს არ და­უთ­მობთ.

ავ­ტო­რი: ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თათა
3

მართალია ,ურთიერთობა არ არის მარტო ფიზიკური კავშირი

ანანო
8

დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს თქვენს ცხოვრებას, ძალიან მომწონხართ, მომწონს თქვენი დამოკიდებულება, ძალიან პოზიტიური ადამიანები, იყავით სუ ბედნიერები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

"ისე იეჭვიანა, მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს" -  როგორ ათქმევინა თათია შარანგიამ მეუღლეს ამერიკულ ცხოვრებაზე უარი

"თათიას ვუთხარი, ძალიან კარგად ყვები ჩვენი სიყვარულის ისტორიას, თუმცა დაგასწრებ, უფრო ვრცლად და ლამაზად მოვყვები-მეთქი", - მითხრა ინტერვიუს დაწყებამდე ბიზნესმენმა სანდრო შელიამ, რომელმაც ახალხან ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. განვლილ ამერიკულ ცხოვრებაზე, ნარკოტიკებსა და ცხოვრების მთავარ სიყვარულზე ამბებს სანდრო AMBEBI.GE-ს უყვება:

ამ წიგნის დაწერის იდეა დიდი ხნის წინ, ამერიკაში ცხოვრებისას მომივიდა. ჩემი ერთ-ერთი სამსახური დაიკეტა და ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა მომიწია, მელანქოლიურ განწყობაზე ვიყავი, ამ დროს კი რადიოში ასეთი სიმღერა გაისმა - Midnight train to Georgia - და გავიფიქრე, თუ ოდესმე წიგნს დავწერ, ამ სახელს დავარქმევ-მეთქი, ამიტომ დაერქვა ჩემს წიგნს "ღამის მატარებელი". წიგნი ავტობიოგრაფიულია, მაგრამ გარკვეულწილად გადმოსცემს ჩემი თაობის თავგადასავალს - ჩვენ საბჭოთა კავშირის ეპოქაში დავიბადეთ, თინეიჯერობა ეროვნულ მოძრაობას დაემთხვა, შემდგომ იყო რთული 90-იანები...

- სანდრო, როგორ შეძელით იმ ბნელ წლებში ამერიკაში სასწავლებლად წასვლა?

- არ იყო მარტივი. მე ვიყავი ის იშვიათი გამონაკლისში ჩემს თაობაში, ვინც ამერიკაში წასვლა შეძლო. ძალიან კონტრასტულ ვითარებაში აღმოვჩნდი, რადგან ამერიკა თავისი ბედნიერების პიკში სწორედ 90-იანებში იყო, საქართვეელოში კი ურთულესი პერიოდი იდგა... კონკურსში გავიმარჯვე და ასე წავედი, მაგრამ ამ კონკურსში გასვლა ბევრჯერ ვცადე, რიგით მერამდენე იყო, ვერც ვიტყვი. საუკეთესო კოლეჯებში ვგზავნიდი განცხადებებს, მაგრამ არ მიღებდნენ. წარმატება ასე მარტივად არ მოდის. ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, არ დანებდე. ამერიკაში წასვლა იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც წავიდა და ეგრევე გაუმართლა. ვაშინგტონში ცხოვრებაც დიდი გამოწვევაა, ბევრი სირთულე ახლავს. ამერიკა არა ოცნების, არამედ შანსის ქვეყანაა, თუ მოისურვებ, არანაირი საზღვრები არ გექნება, ოღონდ შრომა და ენერგია უნდა ჩადო.

- რა სირთულეები გაიარეთ?

- უამრავი. ერთ-ერთი კომპანია, რომელშიც ვმუშაობდი, დაიხურა, სხვა შემოსავალი არ მქონდა და ჩემთვის შეუფერებელ სამსახურებში მომიწია საქმიანობის დაწყება. ერთი პერიოდი, 3-4 თვე, ერთ-ერთ სასტუმროში ღამის დარაჯად ვმუშაობდი, თანაც ყველაზე საშიშ უბანში. საქართველოს ვერც ერთი ადგილი ვერ შეედრება საშიშროებით იმ ადგილს შუა ვაშინგტონში. ბევრ სახიფათო სიტუაციაში ვყოფილვარ იქაც და სხვაგანაც. თავიდან ძალიან განვიცდიდი. როცა ცხოვრებაში ცდილობ წინ წახვიდე, სულ გექნება რთული პერიოდები, მაგრამ ცხვირი არ უნდა ჩამოუშვა.

- ნარკოტიკტთან თუ გქონიათ შეხება?

- ვერ ვიტყვი, რომ ნარკოტიკთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. ახალგაზრდობის წლებში იყო პერიოდი, როცა მარიხუანას ვეწეოდი, ალკოჰოლზე ნაკლებად მავნეა, მაგრამ არ მომწონდა, დროს გპარავს, გადუნებს. სამყაროს ფხიზლად ყურებას არაფერი სჯობია.

- შეყვარებულობის დროს ჯერ კიდევ ამერიკაში ცხოვრობდი, რამდენად რთულია დისტანციური ურთიერთობა?

- დისტანციური ურთიერთობა ძალიან რთულია. გვიჭირდა ცალ-ცალკე ყოფნა, რადგან ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ ძალას გვაძლევდა ის, რომ ვიცოდით, ეს დროებითი იყო. საბოლოოდ საქართველოში ჩამოვედი. ამავე დროს, დისტანციური ურთიერთობა ამძაფრებს გრძნობებს, უფრო ლამაზს ხდის.

მანძილი ეჭვიანობასაც ამძაფრებს. მეც და თათიაც ვეჭვიანობდით ერთმანეთზე. როცა გიყვარს ადამიანი და მას თავისი ცხოვრება აქვს, ბუნებრივად ფიქრობ, რას შვრება, რას აკეთებს შენ გარეშე. მიუხედავად ასე შორს ყოფნისა, სულ ვახერხებდით ერთმანეთის ნახვას. მახსოვს, თათიას ფრენის შიში ჰქონდა და დასძლია - ერთ წელიწადში მარტო ამერიკაში ცხრაჯერ ჩამოფრინდა. გარდა ამერიკისა, სხვა ქვეყნებშიც ვხვდებოდით ერთმანეთს - იტალიაში, საფრანგეთში, ძალიან ლამაზი პერიოდი იყო. იმჟამად თათია სულ პატარა იყო და უფრო მეტადაც ეჭვიანობდა. ამერიკაში ერთ-ერთი კომპანიის უფროსი ვიყავი, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ შეხვედრები მქონდა. ამერიკაში ლანჩზე შეხვედრა ჩვეულებრივი ამბავია, იმ დროს იყენებ იმისთვის, რომ რაღაც საკითხი განიხილო. ერთხელაც თათიამ მკითხა, - რას აკეთებო? რომ ვუთხარი ლანჩზე ვხვდები-მეთქი თანამშრომელ როსის, იქ უკვე იმდენი კითხვა დასვა, რომ მივხვდი, ეჭვიანობდა. არადა, ეს თანამშრომელი 70 წლის იყო თითქმის, ბოლოს იძულებული გავხდი, რომ ჩუმად ჩამერთო "ფეისთაიმი" და მეჩვენებინა, ვისთან ერთად ვიყავი ლანჩზე. წარმოიდგინეთ, როსის რომ დავენახე, რა იფიქრებდა, კაცი უფროსი და სერიოზული მგონია და როგორ იქცევაო... ამერიკელები ურთიერთობებში მეტად ზრდასრული და მშვიდი ხალხია. ჩვენ ვართ ემოციურები, ფიცხები, ცხელსისხლიანები და ძალიან მოგვწონს დრამები. მაშინ მივხვდი, მეგრელი ქალის სიყვარული რას ნიშნავს, ეს, საერთოდ, ცალკე სამყაროა.

- წიგნში ადრინდელ შეყვარებულებზეც წერთ, მათ შორის სოფო ჭყონიაზე, თათიას ამაზე რა რეაქცია აქვს?

- თავიდანვე გადავწყვიტე, რომ თუ წიგნს დავწერდი, გულწრფელი უნდა ყოფილიყო. იქ ვამბობ, რომ ჩემი პირველი შეყვარებული სოფო ჭყონია იყო, კლასელები ვიყავით. ეს პირველ კლასში იყო, მაგრამ, რადგან სოფო ცნობილია, ყველამ აიტაცა, მე სხვა გოგოსაც ვახსენებ, მაგრამ იმას ყურადღება არავინ მიაქცია.

- თათიამ რა გავლენა იქონია საქართველოში თქვენს დაბრუნებაზე?

- დიდი. ყოველთვის ვიცოდი, რომ საბოლოოდ საქართველოში დავბრუნდებოდი, მაგრამ არ ვჩქარობდი. ამ ნაბიჯის გადადგმაში ჩემთვის სიყვარულის ისტორია გადამწყვეტი აღმოჩნდა, თუმცა ეს არ იყო ადვილი. ამერიკაში ყველას აქვს ვალდებულებები, სესხები... ალიმენტს ვიხდიდი, ისეთი შემოსავალი მჭირდებოდა, რაც ალბათ, სულ 50 ადამიანს აქვს საქართველოში, ამიტომ, როგორც კი ჩამოვედი, ეგრევე დავიწყე მუშაობა, როგორც საერთაშორისო ექსპერტმა, რაღაც პროექტები განვახორციელე. გამიმართლა და რამდენიმე პროექტის შემდეგ კერძო ბიზნესი დავიწყე. თათია ჩემი დიდი გულშემატკივარია. ის არა მხოლოდ ცოლი და შეყვარებულია, არამედ მეგობარი და თანამებრძოლიც. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი საქმიანობის მიმართ საკმარის ინტერესს ვერ იჩენს, გვერდით ვისვამ და ვაძალებ, რომ მომისმინოს. ყველაფერი იცის, რასაც ვაკეთებ, ყველა თემა არ არის "გლამურული” და მისთვის საინტერესო, მაგრამ ითმენს და ისმენს. ბედნიერები ვართ, თათიას თავის საქმე აქვს, მე - ჩემი. გადაცემის კითხვებზე რომ მუშაობს, მეც ვეხმარები. ერთმანეთის დიდი მხარდამჭერები ვართ.

- ცხრა წელია ერთად ხართ და თქვენი სიყვარული დღესაც იწვევს ინტერესს...

- ურთიერთობას სჭირდება მრავალფეროვნება. როცა ურთიერთობა რუტინაში გადადის, ცოლ-ქმარი მხოლოდ შვილების მშობლები ხდებიან და ერთმანეთთან უკვე ბევრი არაფერი აკავშირებთ. ცხრა წლის განმავლობაში, ჩვენც გვქონდა მომენტები, როდესაც ურთიერთობის აზარტი შენელებულა. ვიდრე ჟურნალისტურ კარიერას დაიწყებდა, თათიასაც ჰქონდა რთული პერიოდი, არ იყო დაკავებული საქმით და ეს მასზე ძალიან მოქმედებდა. როდესაც ერთი ადამიანი მოწყენილია, ეს მეორეზეც აისახება. ვცდილობთ, მოვიპაროთ დღეები, რათა განვმარტოვდეთ, ხან უცხოეთში, ხან საქართველოში. ორი ღამით წასვლაც კი იდეალურია. კიდევ ერთი რამ, რისი ინიციატორიც მე ვარ ხოლმე - ეს ლანჩზე ერთად წასვლაა. ნებისმიერ რესტორანში რომ შეხვიდეთ და გადახედოთ, ვერ ნახავთ ცოლ-ქმარ წყვილს, ან არიან შეყვარებულები, ან საყვარლები, ან მეგობრები ან მთელი ოჯახებით. ურთიერთობა არ შედგება მხოლოდ ფიზიკური კავშირით. შეიძლება, იყოთ კარგი მეგობრები, თანამებრძოლები, მაგრამ კიდევ საჭიროა სულიერი კავშირი. სულიერ კავშირს ვერ მიიღებთ, თუ ერთმანეთს დროს არ დაუთმობთ.

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია