პოლიტიკა
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკაში არ დავრჩენილვარ, შვილთან წავედი საცხოვრებლად" - მოსამართლე მაია სვიანაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს
"ამერიკაში არ დავრჩენილვარ, შვილთან წავედი საცხოვრებლად" - მოსამართლე მაია სვიანაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

მო­სა­მარ­თლე მაია სვი­ა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-ში არა­ლე­გა­ლად არ დარ­ჩე­ნი­ლა და იქ, სა­ცხოვ­რებ­ლად შვილ­თან გა­და­ვი­და. რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზიც სწო­რედ შვილ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლა იყო.

„შვე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტის თა­ო­ბა­ზე შემ­დგომ გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე. გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, რომ შვე­ბუ­ლე­ბის მერე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­მე­წყვი­ტა“, - გა­ნა­ცხა­და მაია სვი­ა­ნა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს­თვის ცნო­ბი­ლი იყო.

მისი თქმით, საქ­მე­ე­ბი, რო­მე­ლიც მის წარ­მო­ე­ბა­ში იყო, სხვას გა­და­ა­ბა­რა.

„რა თქმა უნდა, იცოდ­ნენ, და­უ­კი­თხა­ვად საქ­მე­ებს ხომ არ დავ­ყრი­დი? რა თქმა უნდა, საქ­მე­ე­ბი გა­და­ვა­ბა­რე. შვე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ვე­დი, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი დავ­ტო­ვე წეს­რიგ­ში, რომ შემ­დეგ პრობ­ლე­მე­ბი არ შექ­მნი­ლი­ყო. ამე­რი­კა­ში არა­ლე­გა­ლად არ დავ­რჩი, იმი­ტომ, რომ უკვე 16 წე­ლია ჩემი შვი­ლი აქ, ცხოვ­რობს. ნიუ-იორ­კის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში მუ­შა­ობს. „ოჯა­ხის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და არა­ლე­გა­ლუ­რად არ დავ­რჩე­ნილ­ვარ. შვილ­თან წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. სხვა მი­ზე­ზი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა, უბ­რა­ლოდ, შვილ­თან გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, იმი­ტომ, რომ აქ მყავს ოჯა­ხი, შვი­ლი და ორი შვი­ლიშ­ვი­ლი. ამ ეტაპ­ზე ასე გა­დავ­წყვი­ტე, რომ სა­ცხოვ­რებ­ლად აქ წა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მო­სა­მარ­თლე ვარ და კარ­გად ვიცი, ჩვენ ასე არ ვყრით საქ­მე­ებს, ყვე­ლა­ფე­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე და იცოდ­ნენ, რომ მე წას­ვლას ვა­პი­რებ­დი. ეს დიდი ხნის გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და, დღეს და გუ­შინ არ გა­და­მი­წყვი­ტავს“, - გა­ნა­ცხა­და მაია სვი­ა­ნა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლე მაია სვი­ა­ნა­ძის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბი­სა და აშშ-ში წას­ვლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რმა ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვილ­მა „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე გა­ავ­რცე­ლა.

„ერთ-ერ­თმა მოქ­მედ­მა მო­სა­მარ­თლემ (მაია სვი­ა­ნა­ძემ) შვე­ბუ­ლე­ბა აიღო, შვილ­თან წა­ვი­და აშშ-ში და დარ­ჩა. იქი­დან გა­მო­უგ­ზავ­ნა იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბა და მო­ი­თხო­ვა მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­უ­ღია და ფორ­მაც სრუ­ლი­ად შე­სა­ფე­რი­სი ამ სის­ტე­მა­ში.

და­ვა­მა­ტებ, რომ მაია სვი­ა­ნა­ძე იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მო­სა­მარ­თლის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან დღეს გა­თა­ვი­სუფ­ლდა“, - წერს ნაზი ჯა­ნე­ზაშ­ვი­ლი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მაია სვი­ა­ნა­ძე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლედ 2017 წლის მა­ის­ში და­ი­ნიშ­ნა. 2017 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან კი თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გამ­წეს­და უვა­დოდ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქუთაისი
15

გარბიან უკვე. ზუსტად თქვენისთანებზე არის ნათქვამი, მიწიდან ამოგთხრიო.

lm
1

ვინმემ გაიგო? საცხოვრებლად წავედი სულ არ წავსულვარ -რას ნიშნავს?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ამერიკაში არ დავრჩენილვარ, შვილთან წავედი საცხოვრებლად" - მოსამართლე მაია სვიანაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

"ამერიკაში არ დავრჩენილვარ, შვილთან წავედი საცხოვრებლად" - მოსამართლე მაია სვიანაძე ნაზი ჯანეზაშვილს პასუხობს

მოსამართლე მაია სვიანაძის განცხადებით, აშშ-ში არალეგალად არ დარჩენილა და იქ, საცხოვრებლად შვილთან გადავიდა. როგორც მან „პალიტრანიუსს“ განუცხადა, თანამდებობის დატოვების მიზეზიც სწორედ შვილთან საცხოვრებლად გადასვლა იყო.

„შვებულებაში ვიყავი და უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე შემდგომ განცხადება დავწერე. გადაწყვეტილი მქონდა, რომ შვებულების მერე უფლებამოსილება შემეწყვიტა“, - განაცხადა მაია სვიანაძემ და აღნიშნა, რომ მისი გადაწვეტილების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ცნობილი იყო.

მისი თქმით, საქმეები, რომელიც მის წარმოებაში იყო, სხვას გადააბარა.

„რა თქმა უნდა, იცოდნენ, დაუკითხავად საქმეებს ხომ არ დავყრიდი? რა თქმა უნდა, საქმეები გადავაბარე. შვებულებაში გავედი, მაგრამ ყველაფერი დავტოვე წესრიგში, რომ შემდეგ პრობლემები არ შექმნილიყო. ამერიკაში არალეგალად არ დავრჩი, იმიტომ, რომ უკვე 16 წელია ჩემი შვილი აქ, ცხოვრობს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. „ოჯახის გაერთიანება“ მაქვს გაკეთებული და არალეგალურად არ დავრჩენილვარ. შვილთან წავედი საცხოვრებლად. სხვა მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, შვილთან გადავედი საცხოვრებლად, იმიტომ, რომ აქ მყავს ოჯახი, შვილი და ორი შვილიშვილი. ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე, რომ საცხოვრებლად აქ წამოვსულიყავი. მოსამართლე ვარ და კარგად ვიცი, ჩვენ ასე არ ვყრით საქმეებს, ყველაფერი მოწესრიგებულია, განცხადება დავწერე და იცოდნენ, რომ მე წასვლას ვაპირებდი. ეს დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა, დღეს და გუშინ არ გადამიწყვიტავს“, - განაცხადა მაია სვიანაძემ.

ცნობისთვის, მოსამართლე მაია სვიანაძის თანამდებობის დატოვებისა და აშშ-ში წასვლის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გაავრცელა.

„ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა. იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში.

დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა“, - წერს ნაზი ჯანეზაშვილი.

ინფორმაციისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მაია სვიანაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2017 წლის მაისში დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბრიდან კი თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ.

"ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე

პაატა იმნაძის დედა "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა - კლინიკიდან ფოტოს მისი შვილიშვილი აქვეყნებს

"ახალფეხადგმულივით ყველაფრის ხელახლა სწავლა მიწევს, ურთიერთობის, ძილის, ცხოვრების..." - ეკატერინე ტოგონიძე მეუღლის უკანასკნელ წუთებსა და მის გარეშე ცხოვრების ტკივილზე