სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელ პარტიას მისცემდა ხალხი ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს - გამოკითხვის შედეგები
რომელ პარტიას მისცემდა ხალხი ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს - გამოკითხვის შედეგები

"სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის (IRI)" ახა­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, კი­თხვა­ზე, „რო­მელ პარ­ტი­ას მის­ცემ­დით ხმას მო­მა­ვალ კვი­რას რომ არ­ჩევ­ნე­ბი იყოს", გა­მო­კი­თხულ­თა 35% „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ასა­ხე­ლებს, 18% ხმას „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ობს“ მის­ცემ­და, 3%-მა „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“ და­ა­სა­ხე­ლა, 3%-მა კი - „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“.

გა­მო­კი­თხულ­თა 2%-მა „გირ­ჩი მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ - ზუ­რაბ გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე და­ა­სა­ხე­ლა, ასე­ვე, გა­მო­კი­თხულ­თა 2%-2%-მა და­ა­სა­ხე­ლა:„ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“, „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი“ და „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“; გა­მო­კი­თხულ­თა 1%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხმას პარ­ტია „ლე­ლოს“ მის­ცემ­და, 1%- სხვა პარ­ტი­ას, გა­მო­კი­თხულ­თა 10 % ხმას არ­ცერთ პარ­ტი­ას არ მის­ცემ­და, 15%-მა არ იცის/ან პა­სუ­ხი არ აქვს კი­თხვა­ზე, ვის მის­ცემ­და ხმას.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, კი­თხვა­ზე - "რო­მელ პარ­ტი­ას არ მის­ცემ­დით ხმას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში", გა­მო­კი­თხულ­თა 27% „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ასა­ხე­ლებს, 26% ხმას „ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცია ძალა ერ­თო­ბა­ში­ას“ არ მის­ცემ­და, 9%-მა „პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი“ და­ა­სა­ხე­ლა, 8%-მა კი - „გირ­ჩი“ და­ა­სა­ხე­ლა.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­მო­კი­თხულ­თა 8%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხმას არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მის­ცემ­და პარ­ტია „გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს“, 5%-მა - „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია“ და­ა­სა­ხე­ლა, 5-5%-მა - „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“, 4%-მა - პარ­ტია „სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“, 4%-მა - პარ­ტია „ლელო“, 2-2%-მა „სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი“ და „რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია“, 1%-მა და­ა­სა­ხე­ლა სხვა პარ­ტია, 6%-მა - არ­ცერ­თი, 26%-ს კი კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ აქვს ან არ იცის.

ცნო­ბის­თვის, კვლე­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო რეს­პუბ­ლი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვე­ბის ცენ­ტრის სა­ხე­ლით, ბალ­ტი­ის კვლე­ვე­ბი­სა და გე­ლა­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის დოქ­ტო­რი რასა ალი­შა­უს­კი­ნეს მიერ ჩა­ტარ­და. სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ო­დი 2021 წლის 2-26 თე­ბერ­ვა­ლია.

სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი „IPM“-ის მიერ ჩა­ტარ­და. მო­ნა­ცე­მე­ბი შეგ­როვ­და სტრა­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მრა­ვალ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს გზით. შერ­ჩე­ვა მო­ი­ცავ­და სა­არ­ჩევ­ნო ხმის უფ­ლე­ბი­სა და ასა­კის მქო­ნე 1500 რეს­პონ­დენტს. მო­ნა­ცე­მე­ბი შე­წო­ნილ იქნა ასა­კის, გენ­დე­რის, რე­გი­ო­ნი­სა და და­სახ­ლე­ბის ზო­მის შე­სა­ბა­მი­სად. ცდო­მი­ლე­ბის ზღვა­რი წარ­მო­ად­გენს +/- 2.5 პრო­ცენტს, გა­მო­პა­სუ­ხე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი - 75 პრო­ცენ­ტი.

კვლე­ვის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მეშ­ვე­ო­ბით.

მკითხველის კომენტარები / 31 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მინუს ერთი ხმა
71

მე საერთოდ არ წავიდოდი არჩევნებზე

vova
66

რა არჩევნები რაც მაგ რიგგარეშე არჩევებს ფული ჭირდება ის ფული ხალხს დაურიგეთ და რამდენიმე თვე ეყოფა.

ავტორი:

რომელ პარტიას მისცემდა ხალხი ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს - გამოკითხვის შედეგები

რომელ პარტიას მისცემდა ხალხი ხმას, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს - გამოკითხვის შედეგები

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)" ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, „რომელ პარტიას მისცემდით ხმას მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს", გამოკითხულთა 35% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 18% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობს“ მისცემდა, 3%-მა „ევროპული საქართველო“ დაასახელა, 3%-მა კი - „სტრატეგია აღმაშენებელი“.

გამოკითხულთა 2%-მა „გირჩი მეტი თავისუფლება“ - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაასახელა, ასევე, გამოკითხულთა 2%-2%-მა დაასახელა:„ლეიბორისტული პარტია“, „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ და „პატრიოტთა ალიანსი“; გამოკითხულთა 1%-მა განაცხადა, რომ ხმას პარტია „ლელოს“ მისცემდა, 1%- სხვა პარტიას, გამოკითხულთა 10 % ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 15%-მა არ იცის/ან პასუხი არ აქვს კითხვაზე, ვის მისცემდა ხმას.

კვლევის თანახმად, კითხვაზე - "რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში", გამოკითხულთა 27% „ქართულ ოცნებას“ ასახელებს, 26% ხმას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ არ მისცემდა, 9%-მა „პატრიოტთა ალიანსი“ დაასახელა, 8%-მა კი - „გირჩი“ დაასახელა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა პარტია „გაერთიანებულ საქართველოს“, 5%-მა - „ლეიბორისტული პარტია“ დაასახელა, 5-5%-მა - „მოქალაქეები“ და „ევროპული საქართველო“, 4%-მა - პარტია „სამართლიანობისთვის“, 4%-მა - პარტია „ლელო“, 2-2%-მა „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „რესპუბლიკური პარტია“, 1%-მა დაასახელა სხვა პარტია, 6%-მა - არცერთი, 26%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს ან არ იცის.

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვალია.

საველე სამუშაოები „IPM“-ის მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

"მე არ მჯერა, რომ ეს დოკუმენტი კრიზისს განმუხტავს, თუმცა ის უკეთესია, ვიდრე წინა იყო" - ზურაბ ჯაფარიძე

"მკაფიოდ იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის თანხის გადახდა" - ვახტანგ მეგრელიშვილი

"ამდენი თვის ბოიკოტმა შედეგი მოიტანა, დაგვრჩა ბოლო ნაბიჯი..." - რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები გადამწყვეტი შეხვედრის შემდეგ