სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"
"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"

"სიყ­ვა­რუ­ლი კო­რო­ნას ჟამს" - ასე ჰქვია ფო­ტოს, რო­მე­ლიც 2020 წლის თე­ბერ­ვლის მი­წუ­რულს, პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში გა­და­ვი­ღე, რუს­თა­ვის პარკში სე­ირ­ნო­ბი­სას. იმ პე­რი­ოდ­ში ხალ­ხი უკვე ერი­დე­ბო­და გა­რეთ გა­მოს­ვლას, სა­ყო­ველ­თაო პა­ნი­კა კი ძა­ლას იკ­რებ­და. ვინც ამ პარკში ნამ­ყო­ფია იცის, რომ ძა­ლი­ან რო­მან­ტი­კუ­ლი გა­რე­მოა, ტბას­თან გა­შე­ნე­ბუ­ლი ბი­ლი­კე­ბი, ხიდი და ხე­ი­ვა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბულს ხდის იქა­უ­რო­ბას. წყვი­ლის სე­ირ­ნო­ბა შევ­ნიშ­ნე, რად­გან ხალ­ხი თით­ქმის არ იყო, ტბის პი­რას სკამ­ზე ჩა­მოს­ხდნენ და ერ­თმა­ნეთს მო­ეხ­ვივ­ნენ, იმ­დე­ნად ლა­მა­ზი კად­რი იყო, ვერ გა­ვუ­ძე­ლი ცდუ­ნე­ბას და პა­პა­რა­ცუ­ლად გა­და­ვუ­ღე ფოტო.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში მე­გო­ბარ­მა მომ­წე­რა ნიუ-იორ­კი­დან, - Mount Sinai Hospital-ის Dubin Breast Center-სთვის ფო­ტო­ებს ვარ­ჩევ მი­სა­ღე­ბის ინ­ტე­რი­ე­რის გა­სა­ლა­მა­ზებ­ლად და ხომ არა­ფე­რი გაქვს სა­ინ­ტე­რე­სო, რომ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნოო. ევა ან­დერ­სონ - დუ­ბი­ნი, შვე­დი ექი­მი და 1980 წლის მის შვე­დე­თის ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია, ასე­ვე არის Dubin Breast Center-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, რო­გორც მი­თხრეს, სწო­რედ მას­თან იგ­ზავ­ნე­ბო­და ფო­ტო­ე­ბი და მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით აარ­ჩევ­დნენ ინ­ტე­რი­ე­რის­თვის რამ­დე­ნი­მე ფო­ტოს, მოკ­ლედ, ერ­თგვა­რი შიდა კონ­კურ­სი იყო, რო­მე­ლიც ფარ­თოდ არ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლა. რო­დე­საც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მა­შინ­ვე გა­მახ­სენ­და 2020 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ეს ფოტო და გა­ვუგ­ზავ­ნე, ტექ­სტით: "მა­პა­ტი­ეთ, რომ ჩემი "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­დან" ჩა­მოტ­ვურ­თულ ვერ­სი­ას გიგ­ზავ­ნით, რად­გან ორი­გი­ნა­ლი ვე­ღარ ვი­პო­ვე ტე­ლე­ფონ­ში. ფოტო კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი და ჰქვია: "სიყ­ვა­რუ­ლი კო­რო­ნას ჟამს".

იქი­დან მომ­წე­რეს, - ხა­რისხზე არ ინერ­ვი­უ­ლო, ჩვენ მივ­ხე­დავთ, პა­სუხს გა­გა­გე­ბი­ნებ­თო...

და­ახ­ლო­ე­ბით 2 თვე­ში მომ­წე­რეს, რომ ფოტო ექიმ ევა ან­დერ­სო­ნის ფა­ვო­რი­ტად იქცა და უკვე ამ­შვე­ნებს კლი­ნი­კის მი­სა­ღებს.

თუმ­ცა ამ ამ­ბი­დან მა­ლე­ვე, ჩემ­თვის კი­დევ ერთი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა ის აღ­მოჩ­ნდა, რომ ამ ფო­ტოს გმი­რებ­მა მი­პო­ვეს. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გო­გო­ნა შე­მეხ­მი­ა­ნა, - ამ ფო­ტო­ზე მე და ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ­თო. რო­გორ ამო­ი­ცა­ნი სა­კუ­თა­რი თავი? - ამ კი­თხვით და­ვუ­რე­კე ნინო გა­ბი­ძაშ­ვილს:

"მე­გო­ბარ­მა ნახა ინ­ტერ­ნეტ­ში და და­მი­რე­კა, - ნინო, ეს შენ და გი­ორ­გი არ ხარ­თო? რომ დავ­ხე­დე, მა­შინ­ვე მივ­ხვდი, ჯდო­მის მა­ნე­რით, თმის სიგ­რძით, რომ მე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სა­დღაც შე­მე­პა­რა ეჭვი და გი­ორ­გის გა­ვუგ­ზავ­ნე ფოტო, იმა­ნაც და­მი­დას­ტუ­რა, შემ­დეგ ეს დღე გა­ვის­ხე­ნეთ. პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ვიდ­რე რუს­თავს ჩა­კე­ტავ­დნენ, ხში­რად ვსე­ირ­ნობ­დით რუს­თა­ვის პარკში. ჩემი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თბი­ლის­ში ცხოვ­რობს, მე - რუს­თავ­ში და შეხ­ვედ­რის ად­გი­ლი გვქონ­და რუს­თა­ვის პარ­კი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლი იყო, სხვა­გან წას­ვლის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გვქონ­და, ჩა­მო­მა­კი­თხავ­და ხოლ­მე გი­ორ­გი თბი­ლი­სი­დან და პარკში ვსე­ირ­ნობ­დით, ტბის პი­რას ვის­ხე­დით და ვსა­უბ­რო­ბით. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ფო­ტომ წარ­მა­ტე­ბა მო­გი­ტა­ნათ, სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ჩემი და გი­ორ­გის ფოტო ნიუ-იორკში Mount Sinai Hospital-ს ამ­შვე­ნებს".

Tea Bekauri
5

უნიჭიერესი ნინო წიფურია შესანიშნავი ისტორიით და ფოტოშედევრით. <3 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"

"სიყვარული კორონას ჟამს": როგორ აღმოჩნდა რუსთავში "შეჩერებული წამი" ნიუ-იორკში? -  "ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართ"

"სიყვარული კორონას ჟამს" - ასე ჰქვია ფოტოს, რომელიც 2020 წლის თებერვლის მიწურულს, პანდემიის დასაწყისში გადავიღე, რუსთავის პარკში სეირნობისას. იმ პერიოდში ხალხი უკვე ერიდებოდა გარეთ გამოსვლას, საყოველთაო პანიკა კი ძალას იკრებდა. ვინც ამ პარკში ნამყოფია იცის, რომ ძალიან რომანტიკული გარემოა, ტბასთან გაშენებული ბილიკები, ხიდი და ხეივანი განსაკუთრებულს ხდის იქაურობას. წყვილის სეირნობა შევნიშნე, რადგან ხალხი თითქმის არ იყო, ტბის პირას სკამზე ჩამოსხდნენ და ერთმანეთს მოეხვივნენ, იმდენად ლამაზი კადრი იყო, ვერ გავუძელი ცდუნებას და პაპარაცულად გადავუღე ფოტო.

რამდენიმე თვეში მეგობარმა მომწერა ნიუ-იორკიდან, - Mount Sinai Hospital-ის Dubin Breast Center-სთვის ფოტოებს ვარჩევ მისაღების ინტერიერის გასალამაზებლად და ხომ არაფერი გაქვს საინტერესო, რომ გამოგვიგზავნოო. ევა ანდერსონ - დუბინი, შვედი ექიმი და 1980 წლის მის შვედეთის ტიტულის მფლობელია, ასევე არის Dubin Breast Center-ის დამფუძნებელი, როგორც მითხრეს, სწორედ მასთან იგზავნებოდა ფოტოები და მისი რეკომენდაციით აარჩევდნენ ინტერიერისთვის რამდენიმე ფოტოს, მოკლედ, ერთგვარი შიდა კონკურსი იყო, რომელიც ფართოდ არ გახმაურებულა. როდესაც შემომთავაზეს, მაშინვე გამახსენდა 2020 წელს გადაღებული ეს ფოტო და გავუგზავნე, ტექსტით: "მაპატიეთ, რომ ჩემი "ფეისბუქგვერდიდან" ჩამოტვურთულ ვერსიას გიგზავნით, რადგან ორიგინალი ვეღარ ვიპოვე ტელეფონში. ფოტო კარანტინის პერიოდშია გადაღებული და ჰქვია: "სიყვარული კორონას ჟამს".

იქიდან მომწერეს, - ხარისხზე არ ინერვიულო, ჩვენ მივხედავთ, პასუხს გაგაგებინებთო...

დაახლოებით 2 თვეში მომწერეს, რომ ფოტო ექიმ ევა ანდერსონის ფავორიტად იქცა და უკვე ამშვენებს კლინიკის მისაღებს.

თუმცა ამ ამბიდან მალევე, ჩემთვის კიდევ ერთი მოულოდნელობა ის აღმოჩნდა, რომ ამ ფოტოს გმირებმა მიპოვეს. რამდენიმე დღის წინ, გოგონა შემეხმიანა, - ამ ფოტოზე მე და ჩემი შეყვარებული ვართო. როგორ ამოიცანი საკუთარი თავი? - ამ კითხვით დავურეკე ნინო გაბიძაშვილს:

"მეგობარმა ნახა ინტერნეტში და დამირეკა, - ნინო, ეს შენ და გიორგი არ ხართო? რომ დავხედე, მაშინვე მივხვდი, ჯდომის მანერით, თმის სიგრძით, რომ მე ვიყავი, მაგრამ სადღაც შემეპარა ეჭვი და გიორგის გავუგზავნე ფოტო, იმანაც დამიდასტურა, შემდეგ ეს დღე გავისხენეთ. პანდემიის პერიოდში, ვიდრე რუსთავს ჩაკეტავდნენ, ხშირად ვსეირნობდით რუსთავის პარკში. ჩემი შეყვარებული თბილისში ცხოვრობს, მე - რუსთავში და შეხვედრის ადგილი გვქონდა რუსთავის პარკი, რადგან ყველაფერი დაკეტილი იყო, სხვაგან წასვლის ალტერნატივა არ გვქონდა, ჩამომაკითხავდა ხოლმე გიორგი თბილისიდან და პარკში ვსეირნობდით, ტბის პირას ვისხედით და ვსაუბრობით. ძალიან გამიხარდა, რომ ფოტომ წარმატება მოგიტანათ, სასიამოვნოა, რომ ჩემი და გიორგის ფოტო ნიუ-იორკში Mount Sinai Hospital-ს ამშვენებს".

თეა წულუკიანი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით - რაზე ისაუბრეს შეხვედრისას ლევან კობიაშვილმა და კულტურისა და სპორტის მინისტრმა?

როგორ ცნობდნენ ბებიები და ბაბუები ამინდის პროგნოზს ბუნებაზე დაკვირვებით - 11 ხალხური მეთოდი

"21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს კი - დედამ... " - ნეკა სებისკვერაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს