პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა.... მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, მე რა უნდა ვუთხრაო" - გიორგი კეკელიძე
"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით  - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა.... მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, მე რა უნდა ვუთხრაო" - გიორგი კეკელიძე

პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი, მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე დიდი ქარ­თვე­ლი მწე­რი­ლის გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე წერს:

"გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილს, ერთხელ, ტე­ლე­გა­სა­უბ­რე­ბი­სას ვკი­თხე - ღმერ­თს რომ შეხ­ვდე­ბით, რას ეტყვით - მეთ­ქი. უცებ ცრემ­ლი მო­აწ­ვა და ენა და­ე­ბა. მეო, ისე­თი დიდი ცოდ­ვი­ლი ვარო, ისე­თი სა­ში­ნე­ლი დამ­ნა­შა­ვე - მე რა უნდა ვუ­თხრაო. კა­მე­რებს მიღ­მა კი­დევ გავცვა­ლეთ ამა­ზე ორი სი­ტყვა და მას მერე ვფიქ­რობ. განა მხო­ლოდ გუ­რამ­ზე. სხვე­ბიც მი­ნა­ხავს - ნაკ­ლე­ბი - სა­ხელ­გან­თქმუ­ლი და მეტი - სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი. მორ­წმუ­ნეც და ურ­წმუ­ნოც. სა­კუ­თა­რი ქცე­ვით და წე­სით სულ დარ­ჩე­უ­ლი ხალ­ხი. მი­ნა­ხავს და ვიცი - და­ნა­შა­უ­ლის გან­ცდა ყვე­ლა­ზე მე­ტად ასე­თებს სტან­ჯავს ხოლ­მე, თით­ქმის უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნებს.

მა­მა­ჩე­მი ფიქ­რობ­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ბავ­შვო­ბა­ში მოკ­ლუ­ლი ბუს გამო ის­ჯე­ბო­და. სიზ­მრად ნა­ხუ­ლობ­და და კან­კა­ლით იღ­ვი­ძებ­და. ბა­ბუ­ა­ჩე­მი, 1971 წელს რომ წის­ქვი­ლი­დან მე­ზობ­ლის ფქვი­ლის ნა­წი­ლი წა­მო­ი­ღო, იმას აბ­რა­ლებ­და ყვე­ლა უბუდ­რე­ბას. სხვე­ბი, ასეთ ამ­ბებს მეხ­სი­ე­რე­ბა­საც არ გა­ა­კა­რებ­დნენ და თუ შე­ი­ტყობ­დნენ, რომ სხვა დარ­დობს, იმ სხვას აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წყობ­დნენ სა­სა­მარ­თლოს. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო ხომ ისე­დაც სხვის თვალ­ში დი­რეს ძებ­ნის სპორ­ტის დიდი მო­ე­და­ნია, სა­დაც არც პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნა ფა­სობს და არც შენ­დო­ბის სურ­ვი­ლი აქვს ვინ­მეს.

ვირ­ტუ­ა­ლურ გი­ლი­ო­ტი­ნად აღ­მარ­თუ­ლი ახა­ლი "ლინ­ჩის სა­სა­მარ­თლო" კი­თხვებს არ სვამს - მას მხო­ლოდ პა­სუ­ხე­ბი აქვს და ეს პა­სუ­ხე­ბი უკვე გუ­ლის­ხმო­ბენ სა­ში­ნელ გა­ნა­ჩენს. დიდი და ნამ­დვი­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, სა­დღაც, მო­ე­დანს მიღ­მა ხი­თხი­თე­ბენ, გუ­რა­მის­მაგ­ვა­რებს კი, სა­კუ­თა­რი, უმ­ცი­რე­სი ცოდ­ვე­ბი რომ ისე­დაც სტან­ჯავთ, იო­ლად ვე­რე­ვით და ვქო­ლავთ. ვიცი არა­ერ­თი - ერ­თმა­ნეთს ას­მენ­და, სცემ­და, კლავ­და და ძარ­ცვავ­და - კი, მე­ო­რე ადა­მი­ა­ნის ფიქ­რს ვე­რას­დროს გა­ი­გებ, მაგ­რამ მა­ინც ღრმად მწამს - მათი დარ­დი და ქენ­ჯნა მე­ა­თასე­დია გუ­რა­მის სევ­დას­თან, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნად და­ბა­დე­ბას ინა­ნი­ებ­და. ჩვე­ნი ჭო­რა­ო­ბა, რაც ცხა­დია, ქვეყ­ნად ყოფ­ნის მთა­ვარ ნი­შან­თა­გა­ნია, მხო­ლოდ მე­სა­მის ლან­ძღვას და ცოდ­ვე­ბის ძებ­ნას გუ­ლის­ხმობს. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ სად­მე, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მსხდა­რი ან ვირ­ტუ­ა­ლურ სო­ცი­ა­ლურ ჯგუფ­ში შეკ­რე­ბი­ლი ორი ჩვენ­გა­ნი, ვინ­მეს აქებ­დეს და მას­ზე კარგ ამ­ბებს ყვე­ბო­დეს - ხომ გა­გე­ცი­ნათ? რა თქმა უნდა - კი. ან გა­გე­ცი­ნათ, ან მა­ღა­ლი "ლი­ბე­რა­ლუ­რი" კვარ­ცხლბე­კი­დან და­ი­ქირ­ქი­ლეთ: "რა მო­რა­ლიზ­მია". გუ­რა­მი, სწო­რედ ამ ქირ­ქილს ემა­ლე­ბო­და. რად­გან მას სიყ­ვა­რუ­ლის არ რცხვე­ნო­და და სწო­რედ ამ­გვა­რი სიყ­ვა­რუ­ლის გამო შე­არ­ცხვენ­და ბევ­რი - სა­ჯა­როდ და ხში­რად რომ ელა­პა­რა­კა.

ასევე დაგაინტერესებთ
13:41 / 04-04-2021

"ახლანდელ საქართველოში რას ვუყურებთ? - ვინ ვის უკბინოს, დააქციოს... საშინელება ხდება. რამდენი ცრუ პატრიოტია? ეგეთი ძნელი დრო არც მახსენდება" - ამონარიდები დოჩანაშვილის ინტერვიუებიდან

21:29 / 04-04-2021

გურამ დოჩანაშვილს, მისი სურვილის თანახმად, შვილის გვერდით, საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

10:34 / 05-04-2021

"გურამს უსაყვედურია, - რატომ არ შემატყობინეთ, ჩემს ნაწარმოებს თუ დგამდითო?" - როგორ დაიდგა ტელესპექტაკლი "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა"

10:30 / 06-04-2021

"გორგასლიანის ბიჭები“ - ეპოქალური კლასის ამბავი, რომელშიც გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და გელა ჩარკვიანი სწავლობდნენ

მა­მა­ჩემ­ზეც გი­თხა­რით. კი, მა­მა­ჩე­მი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ნა­ნობ­და, 16 წლი­სამ გე­კოს თო­ფით ბუ რომ მოკ­ლა. მიყ­ვე­ბო­და ცრემლგამ­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბით: თა­ვი­დან გა­მი­ხარ­და და ყი­ჟი­ნით გა­ვი­ქე­ცი. მი­ვე­დი. დავ­ხე­დე. ამომ­ხე­და და თვა­ლე­ბით მი­თხრა, შვი­ლებ­თან მივ­დი­ო­დიო. მა­მა­ჩე­მის ფიქ­რით ამა­ზე მო­უ­ნა­ნი­ე­ბე­ლი ცოდ­ვა არ არ­სე­ბობ­და. ასე მგო­ნია, სიკ­ვდი­ლი­სას ეს ბუ მოფ­რინ­და მას­თან და უთხრა: გა­მომ­ყე­ვი. მა­მა­ჩემს შე­ე­შინ­და, მაგ­რამ ბუ არ ჩან­და ბო­რო­ტი: "გა­მომ­ყე­ვი, მე გა­პა­ტიე“ - მა­შინ მა­მა­ჩე­მი შე­აჯ­და ბუს და გაფ­რინ­დნენ ბუ და მა­მა­ჩე­მი. გუ­რამს კი­დევ ბუც არ მო­უკ­ლავს. ჰოდა, ღმერ­თი ალ­ბათ კეჟე­რა­ძე­ე­ბის ამ­ბავს თუ აყო­ლებს, აყო­ლებს და იცი­ნი­ან".

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
....
0

გენიალური ადამიანი წავიდა ქვეყნიდან

ნინო
0

მართალს ბრძანებთ, დიდი ადამიანები ყოველთვის დიდი თავმდაბლობით გამოირჩევიან 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა.... მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, მე რა უნდა ვუთხრაო" - გიორგი კეკელიძე

"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით  - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა.... მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, მე რა უნდა ვუთხრაო" - გიორგი კეკელიძე

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე დიდი ქართველი მწერილის გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება და "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს:

"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ, ტელეგასაუბრებისას ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა და ენა დაება. მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, ისეთი საშინელი დამნაშავე - მე რა უნდა ვუთხრაო. კამერებს მიღმა კიდევ გავცვალეთ ამაზე ორი სიტყვა და მას მერე ვფიქრობ. განა მხოლოდ გურამზე. სხვებიც მინახავს - ნაკლები - სახელგანთქმული და მეტი - სრულიად უცნობი ადამიანი. მორწმუნეც და ურწმუნოც. საკუთარი ქცევით და წესით სულ დარჩეული ხალხი. მინახავს და ვიცი - დანაშაულის განცდა ყველაზე მეტად ასეთებს სტანჯავს ხოლმე, თითქმის უდანაშაულო ადამიანებს.

მამაჩემი ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება ბავშვობაში მოკლული ბუს გამო ისჯებოდა. სიზმრად ნახულობდა და კანკალით იღვიძებდა. ბაბუაჩემი, 1971 წელს რომ წისქვილიდან მეზობლის ფქვილის ნაწილი წამოიღო, იმას აბრალებდა ყველა უბუდრებას. სხვები, ასეთ ამბებს მეხსიერებასაც არ გააკარებდნენ და თუ შეიტყობდნენ, რომ სხვა დარდობს, იმ სხვას აუცილებლად მოუწყობდნენ სასამართლოს. თანამედროვე სამყარო ხომ ისედაც სხვის თვალში დირეს ძებნის სპორტის დიდი მოედანია, სადაც არც პატიების თხოვნა ფასობს და არც შენდობის სურვილი აქვს ვინმეს.

ვირტუალურ გილიოტინად აღმართული ახალი "ლინჩის სასამართლო" კითხვებს არ სვამს - მას მხოლოდ პასუხები აქვს და ეს პასუხები უკვე გულისხმობენ საშინელ განაჩენს. დიდი და ნამდვილი დამნაშავეები, სადღაც, მოედანს მიღმა ხითხითებენ, გურამისმაგვარებს კი, საკუთარი, უმცირესი ცოდვები რომ ისედაც სტანჯავთ, იოლად ვერევით და ვქოლავთ. ვიცი არაერთი - ერთმანეთს ასმენდა, სცემდა, კლავდა და ძარცვავდა - კი, მეორე ადამიანის ფიქრს ვერასდროს გაიგებ, მაგრამ მაინც ღრმად მწამს - მათი დარდი და ქენჯნა მეათასედია გურამის სევდასთან, რომელიც მხოლოდ ადამიანად დაბადებას ინანიებდა. ჩვენი ჭორაობა, რაც ცხადია, ქვეყნად ყოფნის მთავარ ნიშანთაგანია, მხოლოდ მესამის ლანძღვას და ცოდვების ძებნას გულისხმობს. აბა, წარმოიდგინეთ სადმე, სამზარეულოში მსხდარი ან ვირტუალურ სოციალურ ჯგუფში შეკრებილი ორი ჩვენგანი, ვინმეს აქებდეს და მასზე კარგ ამბებს ყვებოდეს - ხომ გაგეცინათ? რა თქმა უნდა - კი. ან გაგეცინათ, ან მაღალი "ლიბერალური" კვარცხლბეკიდან დაიქირქილეთ: "რა მორალიზმია". გურამი, სწორედ ამ ქირქილს ემალებოდა. რადგან მას სიყვარულის არ რცხვენოდა და სწორედ ამგვარი სიყვარულის გამო შეარცხვენდა ბევრი - საჯაროდ და ხშირად რომ ელაპარაკა.

მამაჩემზეც გითხარით. კი, მამაჩემი მთელი ცხოვრება ნანობდა, 16 წლისამ გეკოს თოფით ბუ რომ მოკლა. მიყვებოდა ცრემლგამხელილი თვალებით: თავიდან გამიხარდა და ყიჟინით გავიქეცი. მივედი. დავხედე. ამომხედა და თვალებით მითხრა, შვილებთან მივდიოდიო. მამაჩემის ფიქრით ამაზე მოუნანიებელი ცოდვა არ არსებობდა. ასე მგონია, სიკვდილისას ეს ბუ მოფრინდა მასთან და უთხრა: გამომყევი. მამაჩემს შეეშინდა, მაგრამ ბუ არ ჩანდა ბოროტი: "გამომყევი, მე გაპატიე“ - მაშინ მამაჩემი შეაჯდა ბუს და გაფრინდნენ ბუ და მამაჩემი. გურამს კიდევ ბუც არ მოუკლავს. ჰოდა, ღმერთი ალბათ კეჟერაძეების ამბავს თუ აყოლებს, აყოლებს და იცინიან".

"მართალია ეს კაცი, საშინელი ფოტოა, გამზადებული მარმარილოსთვის!" - ბექა დავითულიანის სახუმარო პოსტი მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა

"გახარიას რეიტინგის დაკნინების მცდელობას აჯობებდა, "დუმილის უფლება" გამოგეყენებინათ" - ბერდია სიჭინავა "ოცნებას" მიმართავს

Facebook-მა "ქართულ მარშთან" და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები წაშალა