სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება - მათ განაცხადეს, რომ დოკუმენტი იყო კოჭლი" - შალვა პაპუაშვილი
"ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება - მათ განაცხადეს, რომ დოკუმენტი იყო კოჭლი" - შალვა პაპუაშვილი

"ოპო­ზი­ცი­ამ პირ­და­პირ თქვა, რომ თუ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და რუ­რუ­ას მყი­სი­ე­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბო­და, ისი­ნი ხელს არ მო­ა­წერ­დნენ დო­კუ­მენტს და შე­თან­ხმე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­დნენ", - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ - ქა­ლა­ქი“ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მე­დი­ა­ცი­ით ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მე­ო­რე რა­უნ­დის ჩაშ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცია ითხოვ­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს და გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც დო­კუ­მენ­ტში ასა­ხუ­ლი არ იყო.

მი­სი­ვე თქმით, ჩანს ვინ ჩა­შა­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დერ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მა­შინ მო­ა­წერ­და ან ახლა მო­ა­წერს თუ არ ახელს, ისი­ნი ხელს მა­ინც არ აწე­რენ ამ დო­კუ­მენტს. იქ გახ­ლდით და ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, ვინ ჩა­შა­ლა მო­ლა­პა­რა­კე­ბა. დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გი­ნა და­ნი­ელ­სონ­მა, ჩვენ ვთქვით, რომ პრინ­ცი­პუ­ლად მოგ­ვწონს ეს დო­კუ­მენ­ტი და ოპო­ზი­ცი­ამ თქვა პრინ­ცი­პუ­ლად, რომ არ მოს­წონს ეს დო­კუ­მენ­ტი. ეს არის, მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მთე­ლი არსი იმ დი­ა­ლო­გის, რო­მე­ლიც იქ შედ­გა . სა­ჯა­რო­დაც ით­ქვა, რომ ოპო­ზი­ცია ითხოვ­და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­მა­ტე­ბას, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი არ იყო დო­კუ­მენ­ტში, ასე­ვე, ითხოვ­დნენ გი­ორ­გი რუ­რუ­ას სა­კი­თხის და­მა­ტე­ბას.

დო­კუ­მენ­ტში სა­უ­ბა­რი იყო ორი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, იქ გან­მარ­ტა და­ნი­ელ­სონ­მა, რომ რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა მე­ლი­ას საქ­მეს აქ კარ­გი იქ­ნე­ბო­და ამ­ნის­ტი­ის გა­მო­ცე­მა 20 ივ­ნის­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმის­თვის რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა. გი­ორ­გი რუ­რუ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით იქ ით­ქვა, რომ აქ არ­სე­ბობს სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­მე­ლიც ისე­დაც მო­უ­წევს მას, იცით რომ არის პი­რო­ბი­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, ამი­ტომ უნდა და­ლო­დე­ბო­და ყვე­ლა ამ სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამუ­შა­ვე­ბას.

ოპო­ზი­ცი­ამ პირ­და­პირ თქვა, რომ თუ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი და რუ­რუ­ას მყი­სი­ე­რი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ იქ­ნე­ბო­და ისი­ნი ხელს არ მო­ა­წერ­დნენ დო­კუ­მენტს და შე­თან­ხმე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­დნენ. მათ შემ­დეგ გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი იყო კოჭ­ლი დო­კუ­მენ­ტი.

თა­ვის­თა­ვად მეტი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რეს არის. ჩვენ ვთქვით, რომ პრინ­ცი­პუ­ლად ვე­თან­ხმე­ბო­დით ამ დო­კუ­მენ­ტის სუ­ლის­კვე­თე­ბას. გვქონ­და ჩვენ მო­საზ­რე­ბე­ბი და ამ მო­საზ­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არც კი ყო­ფი­ლა მსჯე­ლო­ბა იმ­ხე­ლა ულ­ტი­მა­ტუ­მი იყო მე­ო­რე მხა­რეს. მა­გა­ლი­თად მო­საზ­რე­ბე­ბი იყო სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით ცეს­კოს წევ­რე­ბის არ­ჩე­ვა“ , - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით იმ დო­კუ­მენ­ტში არ­ცერთ პუნ­ქტთან არ ჰქონ­დათ შე­ნიშ­ვნა, ყვე­ლა პუნ­ქტს ხელს აწერ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაოცებული
6

თვალით გინახავს, ყურით რა გაიგონე?

gege
71

რამდენად დემეგოგია. თუ დოკუმენტი მიუღებელი იყო რატომ უნდა მოეწერათ ხელი? მხოლოდ რიგგარეშე არჩევნები გამოგვიყვანს კრიზისიდან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება - მათ განაცხადეს, რომ დოკუმენტი იყო კოჭლი" - შალვა პაპუაშვილი

"ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება - მათ განაცხადეს, რომ დოკუმენტი იყო კოჭლი" - შალვა პაპუაშვილი

"ოპოზიციამ პირდაპირ თქვა, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები და რურუას მყისიერი გათავისუფლება არ იქნებოდა, ისინი ხელს არ მოაწერდნენ დოკუმენტს და შეთანხმებაზე უარს აცხადებდნენ", - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტ - ქალაქი“ კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დოკუმენტში ასახული არ იყო.

მისივე თქმით, ჩანს ვინ ჩაშალა მოლაპარაკება.

"ევროპული საქართველოს ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, "ქართული ოცნება“ მაშინ მოაწერდა ან ახლა მოაწერს თუ არ ახელს, ისინი ხელს მაინც არ აწერენ ამ დოკუმენტს. იქ გახლდით და ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება. დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა დანიელსონმა, ჩვენ ვთქვით, რომ პრინციპულად მოგვწონს ეს დოკუმენტი და ოპოზიციამ თქვა პრინციპულად, რომ არ მოსწონს ეს დოკუმენტი. ეს არის, მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი არსი იმ დიალოგის, რომელიც იქ შედგა . საჯაროდაც ითქვა, რომ ოპოზიცია ითხოვდა რიგგარეშე არჩევნების დამატებას, რიგგარეშე არჩევნები არ იყო დოკუმენტში, ასევე, ითხოვდნენ გიორგი რურუას საკითხის დამატებას.

დოკუმენტში საუბარი იყო ორი სისხლის სამართლის საქმეზე, იქ განმარტა დანიელსონმა, რომ რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს აქ კარგი იქნებოდა ამნისტიის გამოცემა 20 ივნისთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დამთავრებულიყო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი რურუასთან დაკავშირებით იქ ითქვა, რომ აქ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც ისედაც მოუწევს მას, იცით რომ არის პირობითი გათავისუფლების მექანიზმი, ამიტომ უნდა დალოდებოდა ყველა ამ სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებას.

ოპოზიციამ პირდაპირ თქვა, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები და რურუას მყისიერი გათავისუფლება არ იქნებოდა ისინი ხელს არ მოაწერდნენ დოკუმენტს და შეთანხმებაზე უარს აცხადებდნენ. მათ შემდეგ განაცხადეს, რომ ეს დოკუმენტი იყო კოჭლი დოკუმენტი.

თავისთავად მეტი პასუხიმგებლობა ხელისუფლების მხარეს არის. ჩვენ ვთქვით, რომ პრინციპულად ვეთანხმებოდით ამ დოკუმენტის სულისკვეთებას. გვქონდა ჩვენ მოსაზრებები და ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით არც კი ყოფილა მსჯელობა იმხელა ულტიმატუმი იყო მეორე მხარეს. მაგალითად მოსაზრებები იყო საკონსტიტუციო უმრავლესობით ცესკოს წევრების არჩევა“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით იმ დოკუმენტში არცერთ პუნქტთან არ ჰქონდათ შენიშვნა, ყველა პუნქტს ხელს აწერდნენ.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

რას აცხადებს ფინანსთა ექსმინისტრი ივანე მაჭავარიანი მისი კლინიკაში მოხვედრის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე?

"ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა მანდატის შეწყვეტა - შეწყვეტის დღე რომ ახლოვდება, თხოვნას აყოლებენ, არ შეწყვიტოთო" - სოზარ სუბარი