სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი
"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი

მწე­რა­ლი გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილ­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სა და ინ­ტერ­ვი­უს სა­ხა­ლი­სო ამ­ბავს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იხ­სე­ნებს:

"გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ბო­ლოს აზ­როვ­ნე­ბის აკა­დე­მი­ა­ში მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რა­ზე ვნა­ხე. და­სას­რულს გა­მო­ვე­ლა­პა­რა­კე და ვკი­თხე:

- ბა­ტო­ნო გუ­რამ, გახ­სოვთ გა­ნავ­ლის მზი­დი მან­ქა­ნის ამ­ბა­ვი? ვი­საც მისი ჩა­ცი­ნე­ბა უნა­ხავს, გა­გახ­სენ­დე­ბათ ეს სახე. ახ­სოვ­და, ცხა­დია. ჩვენ გვერ­დით ერთი დამ­სწრე იდგა და კი გა­მოგ­ვხე­და ძა­ლი­ან გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა, მაგ­რამ აბა რას გა­ი­გებ­და? ამ­ბა­ვი კი ასე­თია:

2000 (ან წელი მეშ­ლე­ბა და 2001 წელს) გა­ზეთ "ახალ 7 დღი­დან", Lia Toklikishvili-მა ინ­ტერ­ვი­უ­ზე გა­მაგ­ზავ­ნა. არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე იყო, პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ უნდა ყო­ფი­ლი­ყო. დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი ავარ­ჩიე, ცხა­დია. მუ­ხა­თწყა­რო­ში ის­ვე­ნებ­და. ტაქ­სით ავე­დი. შვი­ლიშ­ვილ­თან და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად იყო. რომ ვთქვა გა­უ­ხარ­და-მეთ­ქი, მო­ვი­ტყუ­ე­ბი. არ უყ­ვარ­და ინ­ტერ­ვიუ, თა­ნაც ასე, და­უ­გეგ­მა­ვი.

რაკი ამ­ხე­ლა გზა გივ­ლია, ცოტა ვი­ლა­პა­რა­კოთ და მოგ­ცემ ინ­ტერ­ვი­უსო. მეთ­ქი, გა­ვალ, ტაქ­სისტს გა­ვაფრ­თხი­ლებ და შე­მო­ვალ. სა­დღაა შენი ტაქ­სი? დამ­ტო­ვა და გა­პა­რუ­ლა (ორი­ვე გზის ფული წი­ნას­წარ მი­ვე­ცი). შევტრი­ალ­დი და სა­ნამ სა­უ­ბარს და­ვი­წყებ­დით, რო­სი­ნის ოპე­რა ჩარ­თო, მოდი, მო­ვუს­მი­ნოთ და მერე ვი­ლა­პა­რა­კო­თო. ერთი ფირ­ფი­ტა მო­ვის­მი­ნეთ და მერე იყო ეს ინ­ტერ­ვი­უც.

რას საქ­მი­ა­ნო­ბო, და­სას­რულს მკი­თხა. ვსწავ­ლობ და თა­ნაც მწე­რა­ლი ვარ! - ამა­ყად ვუ­თხა­რი. თუ დრო გექ­ნე­ბათ, წა­გა­კი­თხებთ, ხელ­ნა­წერს-მეთ­ქი. გა­ვაკ­ვირ­ვე, ჩემი მოკ­ლე ჭკუ­ით. წა­მა­კი­თხეო, ჩა­ე­ღი­მა იმ თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ღი­მი­ლით. უკვე მობ­ნე­ლე­ბულ­ზე (ბლი­ნე­ბიც მა­ჭა­მეს და ჩაიც და­მა­ლე­ვი­ნეს), მე­კი­თხე­ბა სახ­ლში რითი მი­დი­ხა­რო. ტაქ­სი მე­ლო­დე­ბა გა­რეთ-მეთ­ქი, მო­ვა­ტყუე. ამ­დე­ნი ხანი რო­მე­ლი ტაქ­სი გე­ლო­დე­ბა ან სად დგა­სო. მო­სახ­ვევ­ში დგას, მწე­ვე­ლია და თქვე­ნი მო­ე­რი­და-მეთ­ქი. კარ­გიო, და­ვემ­შვი­დო­ბეთ და წა­მო­ვე­დი.

მოვ­დი­ვარ თავ­დაღ­მარ­თში, უკვე ღა­მეა. აღარც ფული მაქვს და იქ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტი მგო­ნი ახ­ლაც არ და­დის, მაგ­რამ შეფრ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი საყ­ვა­რე­ლი მწე­რა­ლი გა­ვი­ცა­ნი და თან თბი­ლის­ში ხელ­ნა­წე­რიც უნდა ვა­ნა­ხო.

აჩე­რებს მან­ქა­ნა, მძღო­ლი კარს აღებს და მე­კი­თხე­ბა:- "გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი?" - "დიახ!"- "მწე­რა­ლი გუ­რამ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი?" - კი გა­მიკ­ვირ­და, ერთი პა­ტა­რა მო­თხრო­ბა მაქვს გა­ზეთ­ში და­ბეჭ­დი­ლი და უკვე სა­ი­დან მიც­ნო­ბენ-მეთ­ქი, მაგ­რამ ამა­ყად და­ვუ­კა­რი თავი.- "და­ჯე­ქი, თბი­ლის­ში წა­გიყ­ვან!"

დავ­ჯე­ქი და კაი კი­ლო­მეტ­რი რომ გა­ვი­ა­რეთ და სუნ­მა შე­მა­წუ­ხა, მერე ვკი­თხე ეს რა მან­ქა­ნაა-მეთ­ქი."გავ­ნა­ვო­ზია, შვი­ლო. მძღნე­რი!"რო­გო­რია, თავი დიდი მწე­რა­ლი გგო­ნია, ზი­ხარ "გავ­ნა­ვოზ­ში" და მი­დი­ხარ თბი­ლის­ში.

სა­ი­დან მი­ცა­ნით-მეთ­ქი, ვკი­თხე. მუ­ხა­თწყა­რო­ში ვი­ყა­ვი ჭის და­საც­ლე­ლად და გი­ცა­ნიო. ამა­ზე სულ გა­ვი­ფუ­ყე და გზა­ში ენა არ გა­მი­ჩე­რე­ბია. მო­ვუ­ყე­ვი ინ­ტერ­ვი­უ­ზე, დო­ჩა­ნაშ­ვილ­ზე, იმა­ზე, ამა­ზე. მის­მენ­და, ხმას არ იღებ­და. მეტ­რო დე­ლის­თან ჩა­მომ­სვა.

რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, ჩემი პირვლი წიგ­ნის წარ­დგე­ნა­ზე გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლიც მო­ვი­და (სულ 7-8 კაცი მო­ვი­და) და მა­შინ მივ­ხვდი, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში, არა­ნა­ი­რი "გი­ცა­ნი", და­გი­ნა­ხე და ჩემი სა­მა­გი­დო მწე­რა­ლი ხარ არ არ­სე­ბობ­და. მან­ქა­ნის მძღოლს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვილ­მა სთხო­ვა წა­ვეყ­ვა­ნე. და ჩემ­თვის სათ­ქმე­ლიც თვი­თონ და­ა­რი­გა. რომ ვუ­თხა­რი, თქვენ გა­მო­მიგ­ზავ­ნეთ ის მან­ქა­ნა, ფე­ხით რომ არ მევ­ლო-მეთ­ქი, ზუს­ტად ისე ჩა­ი­ცი­ნა. "ვი­ცო­დი, რომ გაყ­ვე­ბო­დიო!"

ასე­თი კაცი იყო. ნამ­დვი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი. პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე მი­მა­ნიშ­ნა, რო­გო­რიც უნდა იყოს ნორ­მა­ლუ­რი კაცი. და­მეხ­მა­რა და თან გაკ­ვე­თი­ლი ჩა­მი­ტა­რა, ოს­ტა­ტუ­რად. მე გულ­წრფე­ლად მიყ­ვარ­და ეს დიდი ადა­მი­ა­ნი".

გუ­შინ, 82 წლის ასაკ­ში ქარ­თვე­ლი მწე­რა­ლი გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. მწერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ორი კვი­რის წინ დამ­ძიმ­და. ის ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში "ნი­უ­ჰოს­პი­ტალ­ში" იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ექი­მე­ბის თქმით, მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მე იყო და მწე­რა­ლი მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

გიორგი
0

Ღირსეულად ცხოვრების მაგალითი იყო

Ნათელი მის სულს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი

"ვკითხე, ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი-მეთქი. ჩაეცინა... ასეთი იყო. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი" - რას იხსენებს დოჩანაშვილზე გურამ მეგრელიშვილი

მწერალი გურამ მეგრელიშვილი გურამ დოჩანაშვილთან პირველი შეხვედრისა და ინტერვიუს სახალისო ამბავს სოციალურ ქსელში იხსენებს:

"გურამ დოჩანაშვილი ბოლოს აზროვნების აკადემიაში მკითხველთან შეხვედრაზე ვნახე. დასასრულს გამოველაპარაკე და ვკითხე:

- ბატონო გურამ, გახსოვთ განავლის მზიდი მანქანის ამბავი? ვისაც მისი ჩაცინება უნახავს, გაგახსენდებათ ეს სახე. ახსოვდა, ცხადია. ჩვენ გვერდით ერთი დამსწრე იდგა და კი გამოგვხედა ძალიან გაკვირვებულმა, მაგრამ აბა რას გაიგებდა? ამბავი კი ასეთია:

2000 (ან წელი მეშლება და 2001 წელს) გაზეთ "ახალ 7 დღიდან", Lia Toklikishvili-მა ინტერვიუზე გამაგზავნა. არჩევანი ჩემზე იყო, პირველი ინტერვიუ უნდა ყოფილიყო. დოჩანაშვილი ავარჩიე, ცხადია. მუხათწყაროში ისვენებდა. ტაქსით ავედი. შვილიშვილთან და მეუღლესთან ერთად იყო. რომ ვთქვა გაუხარდა-მეთქი, მოვიტყუები. არ უყვარდა ინტერვიუ, თანაც ასე, დაუგეგმავი.

რაკი ამხელა გზა გივლია, ცოტა ვილაპარაკოთ და მოგცემ ინტერვიუსო. მეთქი, გავალ, ტაქსისტს გავაფრთხილებ და შემოვალ. სადღაა შენი ტაქსი? დამტოვა და გაპარულა (ორივე გზის ფული წინასწარ მივეცი). შევტრიალდი და სანამ საუბარს დავიწყებდით, როსინის ოპერა ჩართო, მოდი, მოვუსმინოთ და მერე ვილაპარაკოთო. ერთი ფირფიტა მოვისმინეთ და მერე იყო ეს ინტერვიუც.

რას საქმიანობო, დასასრულს მკითხა. ვსწავლობ და თანაც მწერალი ვარ! - ამაყად ვუთხარი. თუ დრო გექნებათ, წაგაკითხებთ, ხელნაწერს-მეთქი. გავაკვირვე, ჩემი მოკლე ჭკუით. წამაკითხეო, ჩაეღიმა იმ თავისი ცნობილი ღიმილით. უკვე მობნელებულზე (ბლინებიც მაჭამეს და ჩაიც დამალევინეს), მეკითხება სახლში რითი მიდიხარო. ტაქსი მელოდება გარეთ-მეთქი, მოვატყუე. ამდენი ხანი რომელი ტაქსი გელოდება ან სად დგასო. მოსახვევში დგას, მწეველია და თქვენი მოერიდა-მეთქი. კარგიო, დავემშვიდობეთ და წამოვედი.

მოვდივარ თავდაღმართში, უკვე ღამეა. აღარც ფული მაქვს და იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგონი ახლაც არ დადის, მაგრამ შეფრთიანებული ვარ, ჩემი საყვარელი მწერალი გავიცანი და თან თბილისში ხელნაწერიც უნდა ვანახო.

აჩერებს მანქანა, მძღოლი კარს აღებს და მეკითხება:- "გურამ მეგრელიშვილი?" - "დიახ!"- "მწერალი გურამ მეგრელიშვილი?" - კი გამიკვირდა, ერთი პატარა მოთხრობა მაქვს გაზეთში დაბეჭდილი და უკვე საიდან მიცნობენ-მეთქი, მაგრამ ამაყად დავუკარი თავი.- "დაჯექი, თბილისში წაგიყვან!"

დავჯექი და კაი კილომეტრი რომ გავიარეთ და სუნმა შემაწუხა, მერე ვკითხე ეს რა მანქანაა-მეთქი."გავნავოზია, შვილო. მძღნერი!"როგორია, თავი დიდი მწერალი გგონია, ზიხარ "გავნავოზში" და მიდიხარ თბილისში.

საიდან მიცანით-მეთქი, ვკითხე. მუხათწყაროში ვიყავი ჭის დასაცლელად და გიცანიო. ამაზე სულ გავიფუყე და გზაში ენა არ გამიჩერებია. მოვუყევი ინტერვიუზე, დოჩანაშვილზე, იმაზე, ამაზე. მისმენდა, ხმას არ იღებდა. მეტრო დელისთან ჩამომსვა.

რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი პირვლი წიგნის წარდგენაზე გურამ დოჩანაშვილიც მოვიდა (სულ 7-8 კაცი მოვიდა) და მაშინ მივხვდი, რომ სინამდვილეში, არანაირი "გიცანი", დაგინახე და ჩემი სამაგიდო მწერალი ხარ არ არსებობდა. მანქანის მძღოლს გურამ დოჩანაშვილმა სთხოვა წავეყვანე. და ჩემთვის სათქმელიც თვითონ დაარიგა. რომ ვუთხარი, თქვენ გამომიგზავნეთ ის მანქანა, ფეხით რომ არ მევლო-მეთქი, ზუსტად ისე ჩაიცინა. "ვიცოდი, რომ გაყვებოდიო!"

ასეთი კაცი იყო. ნამდვილი მასწავლებელი. პირველივე შეხვედრაზე მიმანიშნა, როგორიც უნდა იყოს ნორმალური კაცი. დამეხმარა და თან გაკვეთილი ჩამიტარა, ოსტატურად. მე გულწრფელად მიყვარდა ეს დიდი ადამიანი".

გუშინ, 82 წლის ასაკში ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. მწერლის მდგომარეობა ორი კვირის წინ დამძიმდა. ის ამ პერიოდის განმავლობაში "ნიუჰოსპიტალში" იყო მოთავსებული. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმე იყო და მწერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

"მე, 90 წლის მოქალაქე ასტრაზენეკაზე დავრეგისტრირდი, მეკითხებიან ხომ არ გეშინიაო..." - რას წერს ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

"გურამ დოჩანაშვილს, ერთხელ ვკითხე - ღმერთს რომ შეხვდებით, რას ეტყვით - მეთქი. უცებ ცრემლი მოაწვა.... მეო, ისეთი დიდი ცოდვილი ვარო, მე რა უნდა ვუთხრაო" - გიორგი კეკელიძე

კახა კალაძის ემოციური შეხვედრა შვილებთან - რა კადრებს აქვეყნებს დედაქალაქის მერი კლინიკის დატოვების შემდეგ