სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა - ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი" - რას წერს პრემიერი
"საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა - ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი" - რას წერს პრემიერი

სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში და­წი­ნა­უ­რე­ბის დრო დად­გა - ღრმად გვწამს, რომ ნა­ტო­საც ისე­ვე სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ჩვენ გვჭირ­დე­ბა იგი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

რო­გორც პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო მზად არის სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­როს კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

“1949 წლის 4 აპ­რილს, ვა­შინგტო­ნის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რით და­არ­სდა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია - ნატო.

ნა­ტოს ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი პრინ­ცი­პი ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­შე. მათი კო­ლექ­ტი­უ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა პო­ლი­ტი­კუ­რი და სამ­ხედ­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია.

ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა - სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი - ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და პო­ლი­ტი­კურ კონ­სენ­სუსს ეფუძ­ნე­ბა, რაც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც არის ასა­ხუ­ლი.

ალი­ანსთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლომ უდი­დეს პროგ­რესს მი­აღ­წია დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სრულ­ყო­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით.

ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პრინ­ციპ­ზე - „მეტი ნატო სა­ქარ­თვე­ლო­ში და მეტი სა­ქარ­თვე­ლო ნატო“-ში, კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვა და გა­აძ­ლი­ე­რა.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახლო, სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რია. ჩვენს სამ­ხედ­რო­ებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და თავ­და­დე­ბით დიდი წვლი­ლი შე­აქვთ სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში, იქ­ნე­ბა ეს ავ­ღა­ნეთ­ში „ნატო-ს მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სია“, თუ ევ­რო­კავ­ში­რის მი­სი­ე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­სა და მა­ლი­ში.

ჩვენ მზად ვართ სრუ­ლად გა­ვი­ზი­ა­როთ კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა.

მე უკვე გან­ვა­ცხა­დე ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან იენს სტოლ­ტენ­ბერგთან შეხ­ვედ­რი­სას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში და­წი­ნა­უ­რე­ბის დრო დად­გა.

ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვის­პი­რე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ალი­ან­სის გა­ფარ­თო­ე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ევ­რო­პუ­ლი და მსოფ­ლიო უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის; რომ ნა­ტო­საც ისე­ვე სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც ჩვენ გვჭირ­დე­ბა იგი“, - წერს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
12

შევა შალახოს მუსიკით)))) სინამდვილეში ვისი უფრო ეშინია???

rasa
19

ყვარყვარე თუთაბერის ბჟუტური.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

"საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა - ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი" - რას წერს პრემიერი

"საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა - ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი" - რას წერს პრემიერი

საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა - ღრმად გვწამს, რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, საქართველო მზად არის სრულად გაიზიაროს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

“1949 წლის 4 აპრილს, ვაშინგტონის ხელშეკრულების ხელმოწერით დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - ნატო.

ნატოს ფუძემდებლური პრინციპი ამბობს, რომ საზოგადოების კეთილდღეობა წარმოუდგენელია თავისუფლებისა და უსაფრთხოების გარეშე. მათი კოლექტიური უზრუნველყოფა პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით ორგანიზაციის უმთავრესი მიზანია.

ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვა - საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი - ფართო საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ეფუძნება, რაც კონსტიტუციაშიც არის ასახული.

ალიანსთან თანამშრომლობით საქართველომ უდიდეს პროგრესს მიაღწია დემოკრატიის განვითარებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებით.

ჩვენმა ხელისუფლებამ ეს თანამშრომლობა, დაფუძნებული პრინციპზე - „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატო“-ში, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა.

დღეს საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო, საიმედო პარტნიორია. ჩვენს სამხედროებს პროფესიონალიზმითა და თავდადებით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია“, თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში.

ჩვენ მზად ვართ სრულად გავიზიაროთ კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა.

მე უკვე განვაცხადე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრისას, რომ საქართველოს ნატოში დაწინაურების დრო დადგა.

ღრმად გვწამს, რომ შავი ზღვისპირეთის მიმართულებით ალიანსის გაფართოება აუცილებელი პირობაა ევროპული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის; რომ ნატოსაც ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება იგი“, - წერს ღარიბაშვილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე მმართველმა პარტიამ შესაძლოა თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინოს

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ვიწყებთ ქვეყნის მასშტაბურ განახლებას..." - რა ინიციატივა წარადგინა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე?