მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება" - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო
"მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება" - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

გუ­რი­ა­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 28 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მათ შო­რის 18 სო­ფელ შრო­მა­ში, ხოლო 4 ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სა­ყუ­რა­დღე­ბო სოფ­ლებ­ში, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა გუ­რი­ის მხა­რე­ში გი­ორ­გი სა­ხო­კი­ამ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ოზურ­გე­თი­სა და ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის იმ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ეპიდსი­ტუ­ა­ცია გარ­თულ­და, ყვე­ლა სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა.

მის­ვე თქმით, ორი კვი­რის შემ­დეგ მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გი­თა და ანა­ლი­ზით და­ი­გეგ­მე­ბა შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი.

"სა­ყუ­რა­დღე­ბოა ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ფე­ლი შრო­მა, ხოლო ლან­ჩხუ­თის შემ­თხვე­ვა­ში სოფ­ლე­ბი: ჩო­ჩხა­თი, ნი­გო­ე­თი და ნიგვზი­ა­ნი. აქ ხორ­ცი­ელ­დე­ბა მა­სობ­რი­ვი, კარ­და­კა­რის პრინ­ცი­პით ტეს­ტი­რე­ბა. ღა­მის მო­ნა­ცე­მე­ბით, სო­ფელ შრო­მა­ში სა­ერ­თო ჯამ­ში იყო 500-მდე პირი გა­ტეს­ტი­ლი სწრა­ფი "პი­სი­არ“ ტეს­ტით, სა­ი­და­ნაც და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა იყო მხო­ლოდ 18. რაც შე­ე­ხე­ბა ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, სა­მი­ვე სო­ფელ­ში გა­ი­ტეს­ტა 400 ადა­მი­ა­ნი, სა­ი­და­ნაც 4 შემ­თხვე­ვა იყო და­დე­ბი­თი. ჯა­მუ­რად გუ­შინ ღა­მის მო­ნა­ცე­მე­ბით, გუ­რი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 28 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მათ შო­რის 18 სო­ფელ შრო­მა­ში, ხოლო 4 ლან­ჩხუ­თის სა­ყუ­რა­დღე­ბო სოფ­ლებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცესს, რამ­დე­ნი­მე სკო­ლა გა­და­ვი­და ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე, ხოლო სა­ბავ­შვო ბა­ღებ­მა ორი კვი­რით შე­ა­ჩე­რა მუ­შა­ო­ბა. ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რაც ტარ­დე­ბა, მო­ი­ცავს ორ­კვი­რი­ან პე­რი­ოდს რო­გორც თერ­მოსკრი­ნინ­გის ნა­წი­ლი , ასე­ვე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და ბა­ღე­ბის მზა­ო­ბა.

და­მა­ტე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბებს ამ ეტა­პის­თვის არ გან­ვი­ხი­ლავთ, ამას უკვე გვაჩ­ვე­ნებს ის ეპიდ­ვი­თა­რე­ბა, რაც გვექ­ნე­ბა შემ­დეგ კვი­რას და ორი კვი­რის თავ­ზე და იქი­დან მი­ღე­ბუ­ლი ანა­ლი­ზით და ინ­ფორ­მა­ცი­ით და­ი­გეგ­მე­ბა შემ­დგო­მი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბულ­მა გუ­რი­ის მხა­რე­ში გი­ორ­გი სა­ხო­კი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­რი­ის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბის გამო, კონ­ტრო­ლი გამ­კაცრ­და.

ოზურ­გე­თის, ლან­ჩხუ­თის და ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის 4 სო­ფელ­ში პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტე­ბი მო­ე­წყო.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ნა­ყო­ფე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბით, COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა აქ­ტი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის მიზ­ნით, ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ შრო­მა­ში, ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლებ­ში - ჭყო­ნა­გო­რა­სა და ჩო­ჩხათ­ში, ასე­ვე სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­სან­ტი­ა­ში პო­ლი­ცი­ის სა­კონ­ტრო­ლო პუნ­ქტე­ბი ამოქ­მედ­და.

"გუ­რი­ის რე­გი­ონ­ში და­სა­ხე­ლე­ბულ სოფ­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა მო­ე­წყო და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვე­ლე კარ­ვე­ბი აა­წყვეს.

უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ჩა­მოთ­ვლილ სოფ­ლებ­ში შემსვლელ და გა­მომ­სვლელ მო­ქა­ლა­ქე­ებს ად­გილ­ზე უტარ­დე­ბათ თერ­მოსკრი­ნინ­გი. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მათ ად­გილ­ზე­ვე ჩა­უ­ტარ­დე­ბათ ტეს­ტი­რე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სოფ­ლებ­ში მო­ქა­ლა­ქე­თა შეს­ვლა-გა­მოს­ვლა არ იზღუ­დე­ბა და არც სხვა მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი არ წეს­დე­ბა.

პო­ლი­ცია COVID-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად ახორ­ცი­ე­ლებს.

პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად სოფ­ლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად პატ­რუ­ლი­რე­ბენ.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად მიმ­დი­ნა­რე პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდი­ან და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, გა­მო­ი­ჩი­ნონ მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ატა­რონ პირ­ბა­დე და და­ე­მორ­ჩი­ლონ არ­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებს. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მყო­ფი ყვე­ლა პირი ვალ­დე­ბუ­ლია, და­ე­მორ­ჩი­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­რო­ში მოქ­მედ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება" - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

"მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება" - ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო

გურიაში, კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 18 სოფელ შრომაში, ხოლო 4 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საყურადღებო სოფლებში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ განუცხადა.

მისი თქმით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც ეპიდსიტუაცია გართულდა, ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.

მისვე თქმით, ორი კვირის შემდეგ მიღებული შედეგითა და ანალიზით დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯები.

,,საყურადღებოა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელი შრომა, ხოლო ლანჩხუთის შემთხვევაში სოფლები: ჩოჩხათი, ნიგოეთი და ნიგვზიანი. აქ ხორციელდება მასობრივი, კარდაკარის პრინციპით ტესტირება. ღამის მონაცემებით, სოფელ შრომაში საერთო ჯამში იყო 500-მდე პირი გატესტილი სწრაფი ,,პისიარ“ ტესტით, საიდანაც დადებითი შემთხვევა იყო მხოლოდ 18. რაც შეეხება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს, სამივე სოფელში გაიტესტა 400 ადამიანი, საიდანაც 4 შემთხვევა იყო დადებითი. ჯამურად გუშინ ღამის მონაცემებით, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 18 სოფელ შრომაში, ხოლო 4 ლანჩხუთის საყურადღებო სოფლებში.

რაც შეეხება სასწავლო პროცესს, რამდენიმე სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლების რეჟიმზე, ხოლო საბავშვო ბაღებმა ორი კვირით შეაჩერა მუშაობა. ეს ღონისძიებები, რაც ტარდება, მოიცავს ორკვირიან პერიოდს როგორც თერმოსკრინინგის ნაწილი , ასევე სასწავლო პროცესი და ბაღების მზაობა.

დამატებით ღონისძიებებს ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ, ამას უკვე გვაჩვენებს ის ეპიდვითარება, რაც გვექნება შემდეგ კვირას და ორი კვირის თავზე და იქიდან მიღებული ანალიზით და ინფორმაციით დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი სახოკიამ.

შეგახსენებთ, გურიის რამდენიმე სოფელში კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, კონტროლი გამკაცრდა.

ოზურგეთის, ლანჩხუთის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების 4 სოფელში პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჭყონაგორასა და ჩოჩხათში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში პოლიციის საკონტროლო პუნქტები ამოქმედდა.

"გურიის რეგიონში დასახელებულ სოფლებში სპეციალური ინფრასტრუქტურა მოეწყო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული პუნქტების ტერიტორიაზე საველე კარვები ააწყვეს.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოთვლილ სოფლებში შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, მათ ადგილზევე ჩაუტარდებათ ტესტირება. აღნიშნული სოფლებში მოქალაქეთა შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არც სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები არ წესდება.

პოლიცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ახორციელებს.

პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას ვირუსის გავრცელების აღმოსაფხვრელად მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს", - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ვითარებაა რიონის ხეობაში, სადაც წყლის ჭავლის მანქანა შეიყვანეს - მობილიზებულია პოლიცია

ინფიცირების 464 ახალი შემთხვევა და 7 გარდაცვლილი - როგორია კორონავირუსის განახლებული მონაცემები

"ვაჟის ტრაგედიამ ახალგაზრდა გურამი შინაგანად გადატეხა, წავიდა თავის ულამაზეს ირაკლისთან" - რას იხსებებს მაია ორჯონიკიძე დოჩანაშვილზე?