პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა
"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მარ­კე­ტა გრე­გო­რო­ვა აცხა­დებს, რომ თუკი სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ 7 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის, ის მე-8 იქ­ნე­ბა, ვინც ამ გან­ცხა­დე­ბას შე­უ­ერ­თდე­ბა. ევ­რო­ნეს­ტის ვიცე-თავ­მჯდო­მა­რემ და სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რმა ამის შე­სა­ხებ „ტვი­ტერ­ში“ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

„გან­ცხა­დე­ბა ძი­რი­თა­დად ეკუთ­ვნო­და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე წევ­რებს. თუკი ეს საკ­მა­რი­სი არ არის, ნება მო­მე­ცით მას ვიცე-თავ­მჯდო­მა­რის მე-8 ხმა და­ვუ­მა­ტო. დიახ, შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვის შე­უძ­ლებ­ლო­ბას, თუნ­დაც ისე­თი კარ­გის, რო­გო­რიც ბა­ტონ­მა და­ნი­ელ­სონ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს შე­დე­გი. ევ­რო­კავ­ში­რი არის პარტნი­ო­რი და არა - ინ­სტრუ­მენ­ტი“, - და­წე­რა მან „ტვი­ტერ­ზე“, როცა პო­ლი­ტი­კოს ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას პოს­ტი გა­ა­ზი­ა­რა, სა­დაც ხოშ­ტა­რია წერს, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის გან­ცხა­დე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია და­ი­წყო.

მა­ნამ­დე, პარ­ლა­მენ­ტის პირ­ველ­მა ვიცე-სპი­კერ­მა გია ვოლ­სკიმ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის ეს პო­ზი­ცია, როცა ისი­ნი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბით "იმუქ­რე­ბი­ან", გა­უ­გე­ბა­რია.

„გა­უ­გე­ბა­რია ამ 7 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის პო­ზი­ცია, იმის ნაც­ვლად, რომ იმა­ზე სა­უბ­რობ­დნენ, სა­ი­დან მო­დის პრობ­ლე­მა, რა­ტომ ვერ შე­თან­ხმდა ოპო­ზი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, იმუქ­რე­ბი­ან, რომ სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, თუკი ევ­რო­კავ­შირს ეს 7 პარ­ლა­მენ­ტა­რი მი­მარ­თავს. ცნო­ბის­თვის, იქ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რია“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სა­ერ­თო გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­გან კომ­პრო­მის­ზე უა­რის თქმის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი არ უნდა მო­ე­ლოდ­ნენ ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან ჩვე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბას. მას­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის მხრი­დან იქ­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­წო­დე­ბა, რომ მომ­ხდარს შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვეს ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის კუ­თხით.

გან­ცხა­დე­ბას ხელს აწერს მა­ღა­ლი რან­გის 7 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი: ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე დე­ვიდ მა­კკა­ლის­ტე­რი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­ლე­გა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე მა­რი­ნა კა­ლი­უ­რან­დი, „ევ­რო­ნეს­ტის“ სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის დე­ლე­გა­ცი­ის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე ან­დრი­უს კუ­ბი­ლი­უ­სი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი ვი­ო­ლა ფონ კრა­მო­ნი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხებ­ზე თა­ნა­მომხსე­ნე­ბე­ლი სვენ მიკ­სე­რი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი მა­იკლ გა­ლე­რი და ლი­ე­ტუ­ვე­ლი დე­პუ­ტა­ტი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი პეტ­რას აუშ­ტრე­ვი­ჩი­უ­სი.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელი
0

რა თანხაში ჯდები მერვედ

დვალთელი
54

კიდევ ერთი ჭკუის მასწავლებელი საკუთარ ქვეყანას მიხედეთ

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა

"თუ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე 7 ევროპარლამენტარის განცხადება საკმარისი არ არის, მე-8 ვიქნები, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება" - გრეგოროვა

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ თუკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ 7 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება საკმარისი არ არის, ის მე-8 იქნება, ვინც ამ განცხადებას შეუერთდება. ევრონესტის ვიცე-თავმჯდომარემ და საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრმა ამის შესახებ „ტვიტერში“ პოსტი გამოაქვეყნა.

„განცხადება ძირითადად ეკუთვნოდა ევროპარლამენტის თავმჯდომარე წევრებს. თუკი ეს საკმარისი არ არის, ნება მომეცით მას ვიცე-თავმჯდომარის მე-8 ხმა დავუმატო. დიახ, შეთანხმების მიღწევის შეუძლებლობას, თუნდაც ისეთი კარგის, როგორიც ბატონმა დანიელსონმა გამოაქვეყნა, ნამდვილად შეიძლება მოჰყვეს შედეგი. ევროკავშირი არის პარტნიორი და არა - ინსტრუმენტი“, - დაწერა მან „ტვიტერზე“, როცა პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას პოსტი გააზიარა, სადაც ხოშტარია წერს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარების განცხადების დისკრედიტაცია დაიწყო.

მანამდე, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნული განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების ეს პოზიცია, როცა ისინი სანქციების დაწესებით "იმუქრებიან", გაუგებარია.

„გაუგებარია ამ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია, იმის ნაცვლად, რომ იმაზე საუბრობდნენ, საიდან მოდის პრობლემა, რატომ ვერ შეთანხმდა ოპოზიცია და ხელისუფლება, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ევროკავშირს ეს 7 პარლამენტარი მიმართავს. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია“, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიებისგან კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა მოელოდნენ ევროკავშირის მხრიდან ჩვეულ საქმიანობასთან დაბრუნებას. მასში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის მხრიდან იქნება განსაკუთრებული მოწოდება, რომ მომხდარს შედეგები მოჰყვეს ფინანსური დახმარების კუთხით.

განცხადებას ხელს აწერს მაღალი რანგის 7 ევროპარლამენტარი: ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერი, ევროპარლამენტში სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი სვენ მიკსერი, ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი და ლიეტუველი დეპუტატი ევროპარლამენტის წევრი პეტრას აუშტრევიჩიუსი.