საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ?" - დათო ოქიტაშვილი პოზნერის ჩამოსვლაზე
"2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ?" - დათო ოქიტაშვილი პოზნერის ჩამოსვლაზე

კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ პრო­ტეს­ტის ფორ­მა მის­თვის იყო მი­უ­ღე­ბე­ლი.

"რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში სა­უბ­რი­სას მან 2011 წელი გა­იხ­სე­ნა, რო­დე­საც კა­ხეთ­ში რუსი რე­ჟი­სო­რის ნი­კი­ტა მი­ხალ­კო­ვის ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ფორ­მა უნდა იყოს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც არ უყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა, არ უყ­ვარს აფხა­ზე­თი, არ უყ­ვარს ოსე­თი, არ უყ­ვარს იმ ბი­ჭე­ბის და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის საფ­ლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ბრძო­ლას შე­ე­წირ­ნენ, ჩემ­თვის ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან მი­უ­ღე­ბე­ლი.

მე გა­ვა­კე­თე ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ ფორ­მა იყო ცუდი. 2011 წელს ქა­თა­მი კვერ­ცხს არ დებ­და?

მი­ხალ­კო­ვის შვი­ლის ქორ­წილ­ში შა­ლა­ხოს რომ ცეკ­ვავ­დნენ? რთუ­ლია წარ­სულ­ზე სა­უ­ბა­რი. წარ­სულ­ზე ნუ სა­უბ­რო­ბო, ამ­ბო­ბენ, მაგ­რამ თუ წარ­სულ­ზე არ ისა­უბ­რე, მო­მა­ვალ­ზე ვერ ისა­უბ­რებ" - გა­ნა­ცხა­და დათო ოქი­ტაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში 31 მარტს ჩა­მო­ვი­და. მის ვი­ზიტს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა, რომ­ლებ­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით, პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც შე­უ­ერ­თდნენ. პოზ­ნერს სას­ტუმ­რო "ვი­ნო­ტე­ლის" და­ტო­ვე­ბა, სა­დაც ის სტუმ­რებ­თან ერ­თად ვახ­შმობ­და, პრო­ტეს­ტის ფონ­ზე, პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით, მო­უ­წია.

"ვი­ნო­ტე­ლი" კი შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურ­მა აკ­რძა­ლუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, 10 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, პოზ­ნე­რი არის გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც "აფხა­ზე­თი არას­დროს იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი" და მან სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­ტო­ვოს. ამას­თან, აქ­ტი­ვის­ტე­ბი აცხა­დებ­დნენ, რომ პოზ­ნერ­მა და მის­მა სტუმ­რებ­მა ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი და­არ­ღვი­ეს.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
47

... მიხალკოვას ქორწილში მიშას ,, ნიჩურტა'' ჰქონდა გაკეთებული!!! მე აქ არ ვარო!!!)))

წოწო
104

მიშა 2012 წელს გადადგა და წავიდა მორჩა დღეს 2021 წელია 2021 წელიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ?" - დათო ოქიტაშვილი პოზნერის ჩამოსვლაზე

"2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა? მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ?" - დათო ოქიტაშვილი პოზნერის ჩამოსვლაზე

კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი ამბობს, რომ ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლის შემდეგ პროტესტის ფორმა მისთვის იყო მიუღებელი.

"რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას მან 2011 წელი გაიხსენა, როდესაც კახეთში რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"ფორმა უნდა იყოს შემუშავებული და იმ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვარს ჩემი ქვეყანა, არ უყვარს აფხაზეთი, არ უყვარს ოსეთი, არ უყვარს იმ ბიჭების და იმ ადამიანების საფლავები, რომლებიც ამ ბრძოლას შეეწირნენ, ჩემთვის ასეთი ადამიანები არიან მიუღებელი.

მე გავაკეთე ამასთან დაკავშირებით განცხადება, მაგრამ ფორმა იყო ცუდი. 2011 წელს ქათამი კვერცხს არ დებდა?

მიხალკოვის შვილის ქორწილში შალახოს რომ ცეკვავდნენ? რთულია წარსულზე საუბარი. წარსულზე ნუ საუბრობო, ამბობენ, მაგრამ თუ წარსულზე არ ისაუბრე, მომავალზე ვერ ისაუბრებ" - განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. პოზნერს სასტუმრო "ვინოტელის" დატოვება, სადაც ის სტუმრებთან ერთად ვახშმობდა, პროტესტის ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით, მოუწია.

"ვინოტელი" კი შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, 10 000 ლარით დააჯარიმა. აქციის მონაწილეების თქმით, პოზნერი არის განცხადების ავტორი, რომლის თანახმადაც "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" და მან საქართველო უნდა დატოვოს. ამასთან, აქტივისტები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა ე.წ. კომენდანტის საათი დაარღვიეს.