სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიზიტის ისე მოწყობა, თითქოს კოლონიზატორები მოვიდნენ, რათა გაერთონ, როდესაც ადგილობრივები სახლებში სხედან, სამარცხვინოა" - რას წერს "დოჟდის" რედაქტორი
"ვიზიტის ისე მოწყობა, თითქოს კოლონიზატორები მოვიდნენ, რათა გაერთონ, როდესაც ადგილობრივები სახლებში სხედან, სამარცხვინოა" - რას წერს "დოჟდის" რედაქტორი

ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ტი­ხონ ძი­ად­კო 31 მარტს, თბი­ლის­ში ჩა­მო­სულ ვლა­დი­მერ პოზ­ნერ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ეხ­მი­ა­ნე­ბა და "ფე­ის­ბუქ­ში" პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ძი­ად­კო თა­ვა­დაც თბი­ლის­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში პოზ­ნერ­თან ერ­თად არ ჩა­მო­სუ­ლა.

"გუ­შინ აე­რო­პორ­ტი­დან ფოტო გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე და დავ­წე­რე, რომ თბი­ლის­ში მივფრი­ნავ­დით და დღეს მი­ვი­ღე რამ­დე­ნი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბა, მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ვი­ყა­ვი თუ არა "იმა­ვე თვითმფრი­ნავ­ში“ - ვლა­დი­მერ პოზ­ნერ­თან და მის სტუმ­რებ­თან ერ­თად.

იმ რე­ის­ზე არ ვყო­ფილ­ვართ. ჩვენ ვნუ­კო­ვოს აე­რო­პორ­ტი­დან ერე­ვან­ში გავფრინ­დით და უკვე ერევ­ნი­დან თბი­ლის­ში წა­ვე­დით. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით იმით, რომ აე­რო­პორ­ტის და­ფა­ზე ვნა­ხეთ პირ­და­პი­რი რე­ი­სი თბი­ლი­სის­კენ - თით­ქმის ორი წე­ლია პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა. კარ­გია, თუ ადა­მი­ა­ნებს ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და ჩე­უძ­ლი­ათ, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ მეც შე­მეძ­ლოს. მაგ­რამ რაც შემ­დეგ მოხ­და, სულ მცი­რე, ძა­ლი­ან მი­უ­ღე­ბე­ლია.

თუ ვინ­მემ არ იცით, გე­ტყვით, რომ თბი­ლის­ში "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი 21:00 სათ­ზე იწყე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი იკე­ტე­ბა, გა­რეთ თით­ქმის არ და­დი­ან მან­ქა­ნე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი. მა­ღა­ზი­ე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი და­კე­ტი­ლია. დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მა 600 დო­ლა­რია. გა­მო­ნაკ­ლისს უშ­ვე­ბენ მხო­ლოდ მათ­თვის, ვი­საც საშ­ვი აქვს, მაგ­რამ საშ­ვი ადა­მი­ან­თა ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბას აქვს - ისე, რო­გორც იყო გა­ზა­ფხულ­ზე, მოს­კოვ­ში.

ხალ­ხი ამ ყვე­ლაფ­რის გამო ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლია, ძნე­ლია ამ შე­ზღუდ­ვებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე კი, ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით ჩა­მო­დი­ან თბი­ლის­ში დღე­სას­წა­უ­ლის­თვის. რო­გორც ყვე­ბი­ან, ყვე­ლა­ფე­რი ასე გან­ვი­თარ­და - თვითმფრი­ნა­ვი და­ეშ­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 8:00 სა­ათ­ზე. ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით სტუმ­რე­ბის­თვის გა­ა­კე­თე­ბი­ნა საშ­ვე­ბი და ყვე­ლა­ნი ავ­ტო­ბუ­სით წა­ვიდ­ნენ სას­ტუმ­რო სტამ­ბა­ში. ხოლო როცა უკვე "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" და­ი­წყო, წა­ვიდ­ნენ სა­ვახ­შმოდ "ვი­ნო­ტელ­ში", პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნი­სა და ციმ­ცი­მე­ბის თან­ხლე­ბით. შემ­დეგ კი მოხ­და ის, რაც მოხ­და, აქ­ცია, კვერ­ცხე­ბის სრო­ლა და გი­ნე­ბა.

რა თქმა უნდა, კვერ­ცხე­ბის სრო­ლა და გი­ნე­ბა კარ­გი არ არის, მაგ­რამ შენი გან­ცხა­დე­ბე­ბით ქვეყ­ნის ეროვ­ნულ ტრა­გე­დი­ას­თან, აფხა­ზეთ­თან შე­ხე­ბა და შემ­დეგ ისე ჩას­ვლა, თით­ქოს არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, არა­ნაკ­ლებ უა­რე­სი რა­მაა, თქვენ მზად უნდა იყოთ იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­მო­ხა­ტავს თა­ვის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ეს ათა­სო­ბით გარ­დაც­ვლი­ლი­სა და 250 000 ლტოლ­ვი­ლის ის­ტო­რი­აა.

ვი­ზი­ტის ისე მო­წყო­ბა, რომ კო­ლო­ნი­ზა­ტო­რე­ბი მო­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ის დახ­მა­რე­ბით დიდი ქვეყ­ნი­დან, რათა გა­ერ­თონ, რო­დე­საც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სახ­ლებ­ში სხე­დან და მა­ღა­ზი­ა­ში წას­ვლაც არ შე­უძ­ლი­ათ, ეს არ არის კარ­გი, ეს ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოა", - წერს ძი­ად­კო.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კიკი
2

ეგრეა, ყველაფერი არ მოსულა....

ნატა
26

ეს კაცი ძალიან კარგად აზროვნებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ვიზიტის ისე მოწყობა, თითქოს კოლონიზატორები მოვიდნენ, რათა გაერთონ, როდესაც ადგილობრივები სახლებში სხედან, სამარცხვინოა" - რას წერს "დოჟდის" რედაქტორი

"ვიზიტის ისე მოწყობა, თითქოს კოლონიზატორები მოვიდნენ, რათა გაერთონ, როდესაც ადგილობრივები სახლებში სხედან, სამარცხვინოა" - რას წერს "დოჟდის" რედაქტორი

ტელეკომპანია "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო 31 მარტს, თბილისში ჩამოსულ ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს. ძიადკო თავადაც თბილისში იმყოფება, თუმცა საქართველოში პოზნერთან ერთად არ ჩამოსულა.

"გუშინ აეროპორტიდან ფოტო გამოვაქვეყნე და დავწერე, რომ თბილისში მივფრინავდით და დღეს მივიღე რამდენიმე შეტყობინება, მეკითხებოდნენ ვიყავი თუ არა "იმავე თვითმფრინავში“ - ვლადიმერ პოზნერთან და მის სტუმრებთან ერთად.

იმ რეისზე არ ვყოფილვართ. ჩვენ ვნუკოვოს აეროპორტიდან ერევანში გავფრინდით და უკვე ერევნიდან თბილისში წავედით. გაკვირვებულები ვიყავით იმით, რომ აეროპორტის დაფაზე ვნახეთ პირდაპირი რეისი თბილისისკენ - თითქმის ორი წელია პირდაპირი ფრენები არ განხორციელებულა. კარგია, თუ ადამიანებს ჩარტერული რეისის საფასურის გადახდა ჩეუძლიათ, კარგი იქნებოდა, რომ მეც შემეძლოს. მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, სულ მცირე, ძალიან მიუღებელია.

თუ ვინმემ არ იცით, გეტყვით, რომ თბილისში "კომენდანტის საათი 21:00 სათზე იწყება. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი იკეტება, გარეთ თითქმის არ დადიან მანქანები, ადამიანები. მაღაზიები, რესტორნები, აფთიაქები და ყველაფერი დაკეტილია. დარღვევისთვის ჯარიმა 600 დოლარია. გამონაკლისს უშვებენ მხოლოდ მათთვის, ვისაც საშვი აქვს, მაგრამ საშვი ადამიანთა ძალიან მცირე რაოდენობას აქვს - ისე, როგორც იყო გაზაფხულზე, მოსკოვში.

ხალხი ამ ყველაფრის გამო ძალიან დაღლილია, ძნელია ამ შეზღუდვებზე დამოკიდებულება.

ყველაფრის ფონზე კი, ჩარტერული რეისით ჩამოდიან თბილისში დღესასწაულისთვის. როგორც ყვებიან, ყველაფერი ასე განვითარდა - თვითმფრინავი დაეშვა დაახლოებით 8:00 საათზე. ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ ხელისუფლების დახმარებით სტუმრებისთვის გააკეთებინა საშვები და ყველანი ავტობუსით წავიდნენ სასტუმრო სტამბაში. ხოლო როცა უკვე "კომენდანტის საათი" დაიწყო, წავიდნენ სავახშმოდ "ვინოტელში", პოლიციის მანქანისა და ციმციმების თანხლებით. შემდეგ კი მოხდა ის, რაც მოხდა, აქცია, კვერცხების სროლა და გინება.

რა თქმა უნდა, კვერცხების სროლა და გინება კარგი არ არის, მაგრამ შენი განცხადებებით ქვეყნის ეროვნულ ტრაგედიასთან, აფხაზეთთან შეხება და შემდეგ ისე ჩასვლა, თითქოს არაფერი მომხდარა, არანაკლებ უარესი რამაა, თქვენ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას, იმიტომ რომ საქართველოსთვის, ეს ათასობით გარდაცვლილისა და 250 000 ლტოლვილის ისტორიაა.

ვიზიტის ისე მოწყობა, რომ კოლონიზატორები მოვიდნენ პოლიციის დახმარებით დიდი ქვეყნიდან, რათა გაერთონ, როდესაც ადგილობრივები სახლებში სხედან და მაღაზიაში წასვლაც არ შეუძლიათ, ეს არ არის კარგი, ეს ძალიან სამარცხვინოა", - წერს ძიადკო.

თურქეთში პანდემიის "მესამე ტალღას" ებრძვიან - 40 000-ზე მეტი ინფიცირებული ყოველდღე და კვლავ შეზღუდვები: როგორია ვითარება მეზობელ ქვეყანაში

"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა" - ვითარება დონბასში

სახელმწიფო დეპარტამენტი: "რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს უკრაინაში ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან" - აშშ მზადაა პროცესებში ჩაერთოს