მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან
"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

ბრი­ტა­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ის ბი-ბი-სის რუ­სულ­მა სამ­სა­ხურ­მა («BBC russian») გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვრცე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა, სა­თა­უ­რით: "კრემ­ლის "ლუქს-კლა­სის“ კა­რან­ტი­ნი: რო­გორ მუ­შა­ო­ბენ სა­მე­დი­ცი­ნო ობ­სერ­ვა­ტო­რე­ბი პუ­ტი­ნის მფრი­ნა­ვე­ბი­სა და მას­თან მო­სა­უბ­რე­ე­ბი­სათ­ვის პან­დე­მი­ის დროს“. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში გად­მო­ცე­მუ­ლია რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბე­ბი "კო­ვიდ-19“-ის პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში. მა­სა­ლა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რო­გორ იმ­ყო­ფე­ბი­ან კა­რან­ტინ­ში ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის მფრი­ნა­ვე­ბი, მძღო­ლე­ბი, ექი­მე­ბი და უბ­რა­ლოდ, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად ხვდე­ბი­ან პრე­ზი­დენტს და მას­თან აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. პუბ­ლი­კა­ცი­ა­ში ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო დამ­კვირ­ვე­ბელ-ობ­სერ­ვა­ტო­რე­ბის ფუნ­ქცი­ებს, ასე­ვე ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ი­სა­გან დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად თან­ხე­ბის ხარ­ჯვის კრემ­ლი­სე­ულ მე­თო­დებს.

გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას შე­მოკ­ლე­ბით:

შარ­შან, 2020 წლის მარ­ტის ბო­ლოს, როცა რუ­სეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი გა­მოვ­ლინ­და, პრე­ზი­დენ­ტი­სა და ქვეყ­ნის სხვა პირ­ვე­ლი პი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე სპე­ცი­ა­ლუ­რი ავი­ა­რაზ­მის "რო­სი­ას“ ეკი­პა­ჟი პირ­ვე­ლად "ჩა­ი­კე­ტა“ კა­რან­ტინ­ში, მოს­კო­ვის ახ­ლოს მდე­ბა­რე ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით "დესნა“. მას შემ­დეგ პი­ლო­ტე­ბი, მძღო­ლე­ბი, მე­დი­კო­სე­ბი და ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ვლა­დი­მირ პუ­ტინს ხში­რად ხვდე­ბი­ან, რე­გუ­ლა­რუ­ლად ატა­რე­ბენ რამ­დე­ნი­მე კვი­რას კრემ­ლის სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში და სას­ტუმ­რო­ებ­ში. პამ­დე­მი­ი­სა­გან მათ და­სა­ცა­ვად პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი იყო 6,4 მი­ლი­არდ რუბ­ლზე მეტი (და­ახ­ლო­ე­ბით 85 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი).

რო­გორ მუ­შა­ობს ეს სის­ტე­მა?

  • სპეც­მომ­სა­ხუ­რე­ბის გამო და­ხუ­რულ­ნი

კრემ­ლის ყვე­ლა­ზე მსხვილ ოთხ სა­ნა­ტო­რი­უმს - "ვა­ტუ­ტინ­კას“, "დესნას“ (მოს­კო­ვის ოლ­ქში), "და­გო­მისს“ და "რუსს“ - სოჭ­ში, სა­დაც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ყვე­ლა­ზე მეტ დროს ატა­რებს, ყვე­ლა­ზე მეტი და­ფი­ნან­სე­ბა აქვთ - და­ახ­ლო­ე­ბით ორი მი­ლი­არ­დი რუბ­ლი. ეს სა­ნა­ტო­რი­უ­მე­ბი, პან­სი­ო­ნა­ტე­ბი და სას­ტუმ­რო­ე­ბი შარ­შან მარ­ტი­დან ფაქ­ტი­უ­რად "სპეც­მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე“ არი­ან გა­დაყ­ვა­ნილ­ნი: ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ანს მათ­ში ნომ­რის და­ჯავ­შნა და სარ­გებ­ლო­ბა არ შე­უძლია. თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ცხად­და, რომ ისი­ნი მო­ქა­ლა­ქე­თა მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის მხო­ლოდ 2020 წლის ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბოდ­ნენ და­ხუ­რულ­ნი, მაგ­რამ რო­გორც გა­მოც­მე­ბის გა­მოკ­ვლე­ვით გა­ირ­კვა, ისი­ნი ამ დრო­ის­თვის, 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი­სათ­ვის, ისევ და­ხუ­რუ­ლია და ჯე­რაც არ გახ­სნი­ლან. უფრო მე­ტიც, რამ­დე­ნი­მე კონ­ტრაქ­ტის ვადა გაგ­რძელ­და.

  • წი­ნა­საფ­რე­ნი მომ­ზა­დე­ბა მოს­კოვ­ში

კრემ­ლის კუ­რორ­ტე­ბის ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დამ­კვე­თი მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ავი­ა­რაზ­მი "რო­სია“ გახ­და, რომ­ლის მთა­ვა­რი მგზავ­რე­ბი არი­ან პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნი. ასე­თი რე­ი­სე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად "გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად“ მი­იჩ­ნე­ვა და რო­გორც წესი, უმაღ­ლეს დო­ნე­ზე არი­ან დაც­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი.

კონ­ტრაქ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სას­ტუმ­რო­ებ­თან და სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­თან და­ი­დო "და­ცუ­ლი პი­რე­ბის სა­ნი­ტა­რულ-ეპი­დე­მო­ლო­გი­უ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის“ მიზ­ნით. ავი­ა­რაზ­მი "რო­სი­ას’ წარ­მო­მად­გენ­ლებს ყო­ვე­ლი ფრე­ნის წინ სა­მე­დი­ცი­ნო ტეს­ტებს უკე­თე­ბენ, ასე­ვე ახ­დე­ნენ იმ პი­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა­საც, რომ­ლე­ბიც თვითმფრი­ნა­ვე­ბის ტექ­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბას ამოწ­მე­ბენ.

ბი-ბი-სის ერთ-ერთი წყა­როს თქმით, ფრე­ნის მომ­ზა­დე­ბის და­ვა­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად პი­ლო­ტებს, სტი­უ­არ­დე­სებს და ფლა­ით-მე­ნე­ჯე­რებს ეძ­ლე­ვათ, თუმ­ცა ზოგ­ჯერ მათ სი­ა­ში სა­რე­ზერ­ვო ეკი­პა­ჟიც ხვდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ათო­ბით პი­ლო­ტი, სტი­უ­არ­დე­სა და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ავი­ა­რაზმ "რო­სი­ას“ სა­ბა­ზი­სო აე­რო­პორტ ვნუ­კო­ვო­ში ირი­ცხე­ბი­ან, ფრე­ნე­ბის წინ კა­რან­ტინ­ში, სახ­ლი­დან მო­შო­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ - სას­ტუმ­რო-სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში, სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით, რამ­დე­ნი­მე დღით და­წყე­ბუ­ლი, ორი ან კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

  • კა­რან­ტი­ნი სოჭ­ში და ყი­რიმ­ში

მფრი­ნა­ვებ­თან და­დე­ბულ კონ­ტრაქ­ტებ­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი იმა­ზე, თუ ვისი "სა­ნი­ტა­რულ-ეპი­დე­მო­ლო­გი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა“ უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ მათ კა­რან­ტინ­ში "ჯდო­მის“ დროს. თუმ­ცა, ავი­ა­რაზმ "რო­სი­ას“ ფრე­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი დონე შე­იძ­ლე­ბა იმით აიხ­სნას, რომ სწო­რედ მათ თვითმფრი­ნა­ვებს მიჰ­ყავთ სოჭ­ში უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან შე­სახ­ვედ­რად. ამას ირი­ბად ადას­ტუ­რებს ის ფაქ­ტი, რომ სოჭ­ში შექ­მნი­ლი კო­ვი­დი­ზო­ლა­ტო­რებს ორ­ჯერ მეტი და­ფი­ნან­სე­ბა აქვთ, ვიდ­რე მოს­კოვ­ში არ­სე­ბუ­ლებს.

პან­დე­მი­ის დროს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი თა­ვის სო­ჭის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ბევ­რს მუ­შა­ობ­და. მის ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში - "და­გო­მის­ში“, "რუს­ში“ და "სოჭ­ში“ ობ­სერ­ვა­ტო­რე­ბის მთე­ლი არ­მია იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი. გარ­და მისა, იქ იყ­ვნენ არამ­ხო­ლოდ პუ­ტი­ნის, მი­შუს­ტი­ნი­სა და ლავ­რო­ვის თვითმფრი­ნა­ვე­ბის, არა­მედ სამ­თავ­რო­ბო ვერ­ტმფრენ­თა ეკი­პა­ჟე­ბიც - "ყვე­ლა­სათ­ვის იყო და­ჯავ­შნუ­ლი ნომ­რე­ბი“.

ერთ-ერთი რუ­სუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ცე­მის "პრო­ექ­ტის“ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნულ სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ აგ­რეთ­ვე პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, პი­რა­დი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი და ტე­ლე­ო­პე­რა­ტო­რე­ბი, გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის "მოს­კო­ვი/კრემ­ლი/პუ­ტი­ნის“ წევრთა ნა­წი­ლი.

არა­ვინ იცის ზუს­ტად, თუ რამ­დენ ხანს იქ­ნე­ბი­ან და­ხუ­რუ­ლი ეს და­სას­ვე­ნე­ბელ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი ობი­ექ­ტე­ბი. სა­ნა­ტო­რი­უმ "და­გო­მი­სის“ პრეს­სამ­სა­ხურ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ობ­სერ­ვა­ტორ­თა გან­თავ­სე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი "და­ხუ­რულ ინ­ფორ­მა­ცი­ას“ მი­ე­კუთ­ვნე­ბა და პა­სუ­ხი­სათ­ვის პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს უნდა მი­მარ­თო­თო. მსგავ­სი პა­სუ­ხე­ბი ჰქონ­დათ "რუ­სი­სა" და სო­ჭის მეს­ვე­უ­რებ­საც

რაც შე­ე­ხე­ბა ყი­რიმ­ში მდე­ბა­რე სა­ნა­ტო­რი­უ­მებს:

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის­თვის (მათ შო­რის, ავი­ა­რაზმ "რო­სი­ას“ პი­ლო­ტე­ბის­თვი­საც) გა­მო­ყო­ფი­ლი იქნა სა­ნა­ტო­რი­უ­მი "ნი­ჟნა­ია ორე­ან­და“, იალ­ტის ახ­ლოს. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის გა­ვიხ­სე­ნოთ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ყოფ­ნა ყი­რიმ­ში, ავ­ტოტ­რა­სა "თავ­რი­დის“ გახ­სნის დროს, ივ­ლის­ში. მფრი­ნა­ვე­ბი სწო­რედ "ნი­ჟნა­ია ორე­ან­და­ში“ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ერ­თად­გი­ლი­ან ლუქს-ნომ­რებ­ში, სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით და ტრანსფე­რით.

  • კა­რან­ტი­ნი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის სტუმ­რე­ბი­სათ­ვის

24 ივ­ნისს, გა­მარ­ჯვე­ბის 75-ე წლის­თა­ვის აღ­ნიშ­ვნი­სას ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი წი­თელ მო­ე­დან­ზე ომის ვე­ტე­რა­ნებს შეხ­ვდა, 80-კა­ცი­ან ჯგუფს. რო­გორც ბი-ბი-სიმ გა­არ­კვია, ვე­ტე­რა­ნე­ბი, პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს კონ­ტრაქ­ტით, სა­ნამ ქვეყ­ნის მე­თა­ურს შეხ­ვდე­ბოდ­ნენ, ორ­კვი­რი­ან კა­რან­ტი­ნი მოს­კო­ვის ოლ­ქში მდე­ბა­რე გა­მა­ჯან­სა­ღე­ბელ კომ­პლექს "კლი­აზ­ში" გა­ა­ტა­რეს (სა­კონ­ტრაქ­ტო თან­ხა - 19,5 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი).

სხვა­თა შო­რის, კრემ­ლის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მის დროს და­ა­დას­ტუ­რა, რომ "ვე­ტე­რან­თა ჯგუ­ფი კა­რან­ტინ­ში სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და: "ჩვენ მათ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც ვზრუ­ნავ­დით“, - აღ­ნიშ­ნა პრესმდი­ვან­მა.

ვე­ტე­რა­ნე­ბის გარ­და, კა­რან­ტი­ნი მოს­კო­ვის სას­ტუმ­რო­ებ­ში გა­ა­ტა­რეს ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რე­ბის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­მაც. მა­გა­ლი­თად, "ბოლ­შა­ია ია­კი­მენ­კა­ზე მდე­ბა­რე "პრე­ზი­დენტ-ოტელ­ში“ იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ "სა­ხალ­ხო ერ­თი­ა­ნო­ბის დღის“ სა­ზე­ი­მოდ აღ­ნიშ­ვნის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

  • კა­რან­ტი­ნი თუ ექი­მე­ბის სა­მუ­შაო?

პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს ნება და­ერ­თო პამ­დე­მი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კი­სათ­ვის მთავ­რო­ბის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხე­ბის ნა­წი­ლი და­ე­ხარ­ჯა იმ პი­რე­ბის "სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის“, რომ­ლე­ბიც უწყე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან, ანუ იმათ, ვინც კრემლში და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს ორ­გა­ნო­ებ­ში მუ­შა­ობს, ასე­ვე "მათ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი კონ­ტინ­გენ­ტი­სათ­ვის - გა­დამ­დგა­რი ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის, მათი ოჯა­ხე­ბის­თვის და ა.შ. კრემ­ლის მთა­ვარ­მა სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ - ცენ­ტრა­ლურ­მა კლი­ნი­კურ­მა სა­ა­ვად­მყო­ფომ ამ მიზ­ნე­ბი­სათ­ვის მი­ი­ღო ერთ მი­ლი­არ­ზე მეტი რუბ­ლი, რომ­ლის გაკრვე­უ­ლი ნა­წი­ლი ექი­მე­ბის მივ­ლი­ნე­ბა­ში და­ი­ხარ­ჯა სოჭ­ში და ვალ­და­ი­ში.

2020 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე მოს­კოვ­ში თით­ქმის 40-ზე მეტ მე­დი­კოსს მო­უხ­და ღამე სახ­ლის გა­რეთ, პრე­ზი­დენ­ტის სას­ტუმ­რო "არ­ბატ­ში“ გა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ექი­მე­ბი იქ ცხოვ­რობ­დნენ 30 სექ­ტემ­ბე­რი­დან 16 ოქ­ტომ­ბრამ­დე, შემ­დეგ კი ნო­ემ­ბრის თვე­ში. მარ­თა­ლია, ვლა­დი­მირ პუ­ტინს იმ ხა­ნებ­ში სტუმ­რე­ბი არ ჰყო­ლია, მაგ­რამ ექი­მე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი იყ­ვნენ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბით.

ზამ­თარ­ში კრემ­ლის ცენ­ტრა­ლურ­მა კლი­ნი­კურ­მა სა­ვად­მყო­ფომ ექი­მე­ბი კავ­კა­სი­ის მთებ­ში, "კრას­ნა­ია პო­ლი­ა­ნა­ში“ გაგ­ზავ­ნა, სა­დაც ვლა­დი­მირ პუ­ტინს თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი უყ­ვარს. მარ­თა­ლია, იქ პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს თა­ვი­სი სას­ტუმ­რო­ე­ბი არ აქვს, მაგ­რამ ისი­ნი "გა­ზპ­რო­მის“ კუთ­ვნილ სას­ტუმ­რო "პო­ლი­ა­ნა­ში" ცხოვ­რობ­დნენ. მათ­თან ერ­თად სას­ტუმ­რო­ში იყ­ვნენ კრემ­ლის სატ­რან­სპორ­ტო კომ­ბი­ნა­ტის "რო­სი­ას“ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მძღო­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც პრე­ზი­დენტს და ქვეყ­ნის პირ­ველ პი­რებს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

იბა­დე­ბა კი­თხვა: სა­ი­დან იღებ­და (იღებს) კრემ­ლი თან­ხებს პან­დე­მი­ი­სა­გან და­სა­ცა­ვად?

პა­სუ­ხი: ყო­ველ­წლი­უ­რად პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს კუთ­ვნი­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბი და კუ­რორ­ტე­ბი სუბ­სი­დი­ებს იღე­ბენ, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი­სა და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის, ასე­ვე კრემ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის გა­დამ­დგარ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვი­საც.

თით­ქოს­და პან­დე­მი­ას სას­ტუმ­რო­ე­ბი უნდა და­ე­ზა­რა­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ მოხ­და პი­რი­ქით - ტუ­რის­ტუ­ლი სფე­როს წი­ნა­შე მდგა­რი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე კრემ­ლის სა­ნა­ტო­რი­უ­მებ­მა უძ­ლი­ე­რე­სი "ფი­ნან­სუ­რი გა­დას­ხმე­ბი“ მი­ი­ღეს სა­კა­რან­ტი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბი­სათ­ვის. თან­ხე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მოხ­და სა­ხელ­მწი­ფო სა­თათ­ბი­როს მიერ 2020 წლის 31 მარტს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად, მთავ­რო­ბას ნება ეძ­ლე­ვა თან­ხე­ბი თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით და­ხარ­ჯოს პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ჩარ­ჩო­ებ­ში.

ამ კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, მთავ­რო­ბამ, მი­ხე­ილ მი­შუს­ტი­ნის ხელ­მო­წე­რით, 2020 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს სამ­სა­ხურს თით­ქმის 4,2 მი­ლი­არ­დი რუბ­ლი გა­და­უ­რი­ცხა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სამ­მარ­თვე­ლომ თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბით გა­და­უ­ნა­წი­ლა სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ებს და სა­ნა­ტო­რი­უ­მებს.

"ბი-ბი-სის" რუ­სულ­მა სამ­სა­ხურ­მა პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლოს კი­თხვე­ბი გა­უგ­ზავ­ნა და­ფი­ნან­სე­ბი­სა და თან­ხე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბის მიზ­ნით, მაგ­რამ რო­გორც კრემ­ლი­დან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი პა­სუ­ხით ირ­კვე­ვა, "სამ­მარ­თვე­ლო სა­კა­რან­ტი­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი არ არის და ამი­ტომ ეს კი­თხვე­ბი მას არ ეხე­ბა“. თით­ქმის იგი­ვე პა­სუ­ხი გას­ცა დას­მულ კი­თხვებს კრემ­ლის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მაც: "მე სამ­მარ­თვე­ლოს პა­სუხს ვე­რა­ფერს და­ვა­მა­ტებ“. კი­თხვა­ზე, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის და­სა­ცა­ვად ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და არის თუ არა მსგავ­სი პრაქ­ტი­კა სხვა ქვეყ­ნებ­ში, პეს­კოვ­მა არ უპა­სუ­ხა.

  • "გუ­ბერ­ნა­ტო­რუ­ლი“ კა­რან­ტი­ნი კრემლში: უთო და სამი სა­წო­ლი

პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­თა სამ­მარ­თვე­ლო ფულს იხ­დის არა მარ­ტო იმ ობ­სერ­ვა­ცი­ა­ში, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი პი­რე­ბის ფრე­ნას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, არა­მედ იმ პი­რე­ბის კა­რან­ტი­ნის­თვი­საც, რომ­ლე­ბიც პრე­ზი­დენ­ტთან კონ­ტაქ­ტო­ბენ. ამ სის­ტე­მას მე­ო­რე მხა­რეც აქვს: თუ პრე­ზი­დენ­ტი რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში ვი­ზი­ტით მი­დის, ად­გი­ლობ­რივ­მა ჩი­ნოვ­ნი­კებ­მა, პრე­ზი­დენ­ტის შეხ­ვედ­რის წინ სა­კუ­თა­რი კა­რან­ტი­ნის ხარ­ჯე­ბი თვი­თონ უნდა გა­და­ი­ხა­დონ.

თუ რო­გორ მუ­შა­ობს ეს სის­ტე­მა, გან­ვი­ხი­ლოთ ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­როდ­ში ოლ­ქში (სა­როვ­ში) ვი­ზი­ტის მა­გა­ლით­ზე, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გან­ხორ­ცი­ელ­და, პან­დე­მი­ის გა­გა­ნია მე­ო­რე ტალ­ღის დროს

პრე­ზი­დენ­ტის ად­გილ­ზე ჩას­ვლის წინ სა­ოლ­ქო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ რე­გი­ო­ნის ბი­უ­ჯე­ტი­დან ერთი მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი გა­მოჰ­ყო სხვა­დას­ხვა შეს­ყიდ­ვე­ბი­სათ­ვის, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და პან­დე­მი­ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კას იმ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზიტს შე­ე­ხე­ბო­და. ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის 20 თა­ნამ­შრო­მე­ლი ად­გი­ლობ­რივ პან­სი­ო­ნატ­ში გა­ნა­თავ­სეს - 15-დღით, სამ­ჯე­რა­დი კვე­ბით, რაც ბი­უ­ჯეტს 150 ათა­სი რუბ­ლი და­უჯ­და.

ყვე­ლა­ზე ორი­გი­ნა­ლუ­რი შეს­ყიდ­ვა იყო კაკ­ლის ფერი სამი ხის სა­წო­ლის შე­ძე­ნა, მას­თან ერ­თად - ლე­ი­ბის, საბ­ნის, გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი თეთ­რე­უ­ლის ექ­ვსი კომ­პლექ­ტის, ერთი უთო­სა და ოთხი სე­ი­ფის ყიდ­ვა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ნი­ჟ­ნი ნოვ­გო­რო­დის კრემლში - ად­გი­ლობ­რი­ვი მთავ­რო­ბის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნეს. სწო­რედ იქ მოხ­და გუ­ბერ­ნა­ტორ გლებ ნი­კი­ტი­ნი­სა და მისი ორი თა­ნა­შემ­წის თვი­თი­ზო­ლა­ცია ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რის წინ.

სხვა­თა შო­რის, "სა­გუ­ბერ­ნა­ტო­რო კა­ფეს“ ცალ­კე კონ­ტრაქ­ტი გა­უ­ფორ­მეს ობ­სერ­ვა­ცი­ა­ში მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კვე­ბი­სათ­ვის. ასე­ვე ოლ­ქის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დაკ­ვე­თით, მათ­თვის დამ­ზა­დე­ბუ­ლი იქნა პლას­ტი­კუ­რი ქე­ი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი­სათ­ვის და 5-მეტ­რი­ა­ნი ბა­ნე­რი "ობ­სერ­ვა­ცი­ა­ში მყო­ფი ოლ­ქის მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მუ­შა­ო­ბის ად­გი­ლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“.წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
24

ვლადიმირ-ხანი უფრო შეეფერება, რადგან აგრესიულ იმპერიას მართავს და თვალი სხვისი მიწების დაპყრობაზე უჭირავს.

------
13

ძალიან საყვარელია, ფილერების და ბოტოქსების მოსიარულე უფასო რეკლამააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

"ლუქს-კარანტინი" მფრინავების, მძღოლების და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს - როგორ იცავს ვლადიმირ პუტინი თავს კორონავირუსისგან

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ბი-ბი-სის რუსულმა სამსახურმა («BBC russian») გამოაქვეყნა ვრცელი ჟურნალისტური გამოკვლევა, სათაურით: "კრემლის "ლუქს-კლასის“ კარანტინი: როგორ მუშაობენ სამედიცინო ობსერვატორები პუტინის მფრინავებისა და მასთან მოსაუბრეებისათვის პანდემიის დროს“. პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის პრეზიდენტის მომსახურე პერსონალის ცხოვრებისა და მუშაობის პირობები "კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში. მასალაში ნაჩვენებია, თუ როგორ იმყოფებიან კარანტინში ვლადიმირ პუტინის მფრინავები, მძღოლები, ექიმები და უბრალოდ, ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ხვდებიან პრეზიდენტს და მასთან აქტიური ურთიერთობა აქვთ. პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა როგორც სამედიცინო დამკვირვებელ-ობსერვატორების ფუნქციებს, ასევე ვლადიმირ პუტინის კორონავირუსის ინფექციისაგან დაცვის უზრუნველსაყოფად თანხების ხარჯვის კრემლისეულ მეთოდებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

შარშან, 2020 წლის მარტის ბოლოს, როცა რუსეთში კორონავირუსის პირველი დაავადებულები გამოვლინდა, პრეზიდენტისა და ქვეყნის სხვა პირველი პირების მომსახურე სპეციალური ავიარაზმის "როსიას“ ეკიპაჟი პირველად "ჩაიკეტა“ კარანტინში, მოსკოვის ახლოს მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში, სახელწოდებით "დესნა“. მას შემდეგ პილოტები, მძღოლები, მედიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც ვლადიმირ პუტინს ხშირად ხვდებიან, რეგულარულად ატარებენ რამდენიმე კვირას კრემლის სანატორიუმებში და სასტუმროებში. პამდემიისაგან მათ დასაცავად პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს მიერ გამოყოფილი იყო 6,4 მილიარდ რუბლზე მეტი (დაახლოებით 85 მილიონი დოლარი).

როგორ მუშაობს ეს სისტემა?

  • სპეცმომსახურების გამო დახურულნი

კრემლის ყველაზე მსხვილ ოთხ სანატორიუმს - "ვატუტინკას“, "დესნას“ (მოსკოვის ოლქში), "დაგომისს“ და "რუსს“ - სოჭში, სადაც ვლადიმირ პუტინი ყველაზე მეტ დროს ატარებს, ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ - დაახლოებით ორი მილიარდი რუბლი. ეს სანატორიუმები, პანსიონატები და სასტუმროები შარშან მარტიდან ფაქტიურად "სპეცმომსახურებაზე“ არიან გადაყვანილნი: ჩვეულებრივ ადამიანს მათში ნომრის დაჯავშნა და სარგებლობა არ შეუძლია. თავდაპირველად გაცხადდა, რომ ისინი მოქალაქეთა მომსახურებისათვის მხოლოდ 2020 წლის ზაფხულის ბოლომდე იქნებოდნენ დახურულნი, მაგრამ როგორც გამოცმების გამოკვლევით გაირკვა, ისინი ამ დროისთვის, 2021 წლის გაზაფხულისათვის, ისევ დახურულია და ჯერაც არ გახსნილან. უფრო მეტიც, რამდენიმე კონტრაქტის ვადა გაგრძელდა.

  • წინასაფრენი მომზადება მოსკოვში

კრემლის კურორტების ყველაზე მსხვილი ოფიციალური დამკვეთი მთელი წლის განმავლობაში ავიარაზმი "როსია“ გახდა, რომლის მთავარი მგზავრები არიან პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი. ასეთი რეისები ოფიციალურად "განსაკუთრებულ მნიშვნელოვნად“ მიიჩნევა და როგორც წესი, უმაღლეს დონეზე არიან დაცვით უზრუნველყოფილი.

კონტრაქტების უმრავლესობა სასტუმროებთან და სანატორიუმებთან დაიდო "დაცული პირების სანიტარულ-ეპიდემოლოგიური უზრუნველყოფის“ მიზნით. ავიარაზმი "როსიას’ წარმომადგენლებს ყოველი ფრენის წინ სამედიცინო ტესტებს უკეთებენ, ასევე ახდენენ იმ პირების შემოწმებასაც, რომლებიც თვითმფრინავების ტექნიკურ მდგომარეობას ამოწმებენ.

ბი-ბი-სის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ფრენის მომზადების დავალება ჩვეულებრივად პილოტებს, სტიუარდესებს და ფლაით-მენეჯერებს ეძლევათ, თუმცა ზოგჯერ მათ სიაში სარეზერვო ეკიპაჟიც ხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ათობით პილოტი, სტიუარდესა და სხვა სპეციალისტები, რომლებიც ავიარაზმ "როსიას“ საბაზისო აეროპორტ ვნუკოვოში ირიცხებიან, ფრენების წინ კარანტინში, სახლიდან მოშორებით ცხოვრობენ - სასტუმრო-სანატორიუმებში, სამჯერადი კვებით, რამდენიმე დღით დაწყებული, ორი ან კვირის განმავლობაში.

  • კარანტინი სოჭში და ყირიმში

მფრინავებთან დადებულ კონტრაქტებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვისი "სანიტარულ-ეპიდემოლოგიური კეთილდღეობა“ უნდა უზრუნველყონ მათ კარანტინში "ჯდომის“ დროს. თუმცა, ავიარაზმ "როსიას“ ფრენების უსაფრთხოების მაღალი დონე შეიძლება იმით აიხსნას, რომ სწორედ მათ თვითმფრინავებს მიჰყავთ სოჭში უმაღლესი თანამდებობის პირები ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. ამას ირიბად ადასტურებს ის ფაქტი, რომ სოჭში შექმნილი კოვიდიზოლატორებს ორჯერ მეტი დაფინანსება აქვთ, ვიდრე მოსკოვში არსებულებს.

პანდემიის დროს ვლადიმირ პუტინი თავის სოჭის რეზიდენციაში ბევრს მუშაობდა. მის ახლოს მდებარე სანატორიუმებში - "დაგომისში“, "რუსში“ და "სოჭში“ ობსერვატორების მთელი არმია იყო განლაგებული. გარდა მისა, იქ იყვნენ არამხოლოდ პუტინის, მიშუსტინისა და ლავროვის თვითმფრინავების, არამედ სამთავრობო ვერტმფრენთა ეკიპაჟებიც - "ყველასათვის იყო დაჯავშნული ნომრები“.

ერთ-ერთი რუსული პოპულარული გამოცემის "პროექტის“ მონაცემების მიხედვით, აღნიშნულ სანატორიუმებში განთავსებულები იყვნენ აგრეთვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, პირადი ფოტოგრაფები და ტელეოპერატორები, გადამღები ჯგუფის "მოსკოვი/კრემლი/პუტინის“ წევრთა ნაწილი.

არავინ იცის ზუსტად, თუ რამდენ ხანს იქნებიან დახურული ეს დასასვენებელ-გამაჯანსაღებელი ობიექტები. სანატორიუმ "დაგომისის“ პრესსამსახურში ამბობენ, რომ ობსერვატორთა განთავსების შესახებ მონაცემები "დახურულ ინფორმაციას“ მიეკუთვნება და პასუხისათვის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს უნდა მიმართოთო. მსგავსი პასუხები ჰქონდათ "რუსისა" და სოჭის მესვეურებსაც

რაც შეეხება ყირიმში მდებარე სანატორიუმებს:

რუსეთის პრეზიდენტის მომსახურე პერსონალისთვის (მათ შორის, ავიარაზმ "როსიას“ პილოტებისთვისაც) გამოყოფილი იქნა სანატორიუმი "ნიჟნაია ორეანდა“, იალტის ახლოს. მაგალითისათვის გავიხსენოთ ვლადიმირ პუტინის ყოფნა ყირიმში, ავტოტრასა "თავრიდის“ გახსნის დროს, ივლისში. მფრინავები სწორედ "ნიჟნაია ორეანდაში“ იმყოფებოდნენ, ერთადგილიან ლუქს-ნომრებში, სამჯერადი კვებით და ტრანსფერით.

  • კარანტინი ვლადიმირ პუტინის სტუმრებისათვის

24 ივნისს, გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნისას ვლადიმირ პუტინი წითელ მოედანზე ომის ვეტერანებს შეხვდა, 80-კაციან ჯგუფს. როგორც ბი-ბი-სიმ გაარკვია, ვეტერანები, პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს კონტრაქტით, სანამ ქვეყნის მეთაურს შეხვდებოდნენ, ორკვირიან კარანტინი მოსკოვის ოლქში მდებარე გამაჯანსაღებელ კომპლექს "კლიაზში" გაატარეს (საკონტრაქტო თანხა - 19,5 მილიონი რუბლი).

სხვათა შორის, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამხედრო აღლუმის დროს დაადასტურა, რომ "ვეტერანთა ჯგუფი კარანტინში საუკეთესო პირობებში იმყოფებოდა: "ჩვენ მათ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავდით“, - აღნიშნა პრესმდივანმა.

ვეტერანების გარდა, კარანტინი მოსკოვის სასტუმროებში გაატარეს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრების სხვა მონაწილეებმაც. მაგალითად, "ბოლშაია იაკიმენკაზე მდებარე "პრეზიდენტ-ოტელში“ იზოლირებულები იყვნენ "სახალხო ერთიანობის დღის“ საზეიმოდ აღნიშვნის მონაწილეები.

  • კარანტინი თუ ექიმების სამუშაო?

პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ნება დაერთო პამდემიის პროფილაქტიკისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების ნაწილი დაეხარჯა იმ პირების "სამედიცინო დახმარებისათვის“, რომლებიც უწყებას ემსახურებიან, ანუ იმათ, ვინც კრემლში და ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში მუშაობს, ასევე "მათზე მიმაგრებული კონტინგენტისათვის - გადამდგარი ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის, მათი ოჯახებისთვის და ა.შ. კრემლის მთავარმა სამკურნალო დაწესებულებამ - ცენტრალურმა კლინიკურმა საავადმყოფომ ამ მიზნებისათვის მიიღო ერთ მილიარზე მეტი რუბლი, რომლის გაკრვეული ნაწილი ექიმების მივლინებაში დაიხარჯა სოჭში და ვალდაიში.

2020 წლის შემოდგომაზე მოსკოვში თითქმის 40-ზე მეტ მედიკოსს მოუხდა ღამე სახლის გარეთ, პრეზიდენტის სასტუმრო "არბატში“ გაეტარებინა. ექიმები იქ ცხოვრობდნენ 30 სექტემბერიდან 16 ოქტომბრამდე, შემდეგ კი ნოემბრის თვეში. მართალია, ვლადიმირ პუტინს იმ ხანებში სტუმრები არ ჰყოლია, მაგრამ ექიმები დაკავებული იყვნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებით.

ზამთარში კრემლის ცენტრალურმა კლინიკურმა სავადმყოფომ ექიმები კავკასიის მთებში, "კრასნაია პოლიანაში“ გაგზავნა, სადაც ვლადიმირ პუტინს თხილამურებით სრიალი უყვარს. მართალია, იქ პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს თავისი სასტუმროები არ აქვს, მაგრამ ისინი "გაზპრომის“ კუთვნილ სასტუმრო "პოლიანაში" ცხოვრობდნენ. მათთან ერთად სასტუმროში იყვნენ კრემლის სატრანსპორტო კომბინატის "როსიას“ ავტომობილების მძღოლებიც, რომლებიც პრეზიდენტს და ქვეყნის პირველ პირებს ემსახურებიან.

იბადება კითხვა: საიდან იღებდა (იღებს) კრემლი თანხებს პანდემიისაგან დასაცავად?

პასუხი: ყოველწლიურად პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს კუთვნილი სასტუმროები და კურორტები სუბსიდიებს იღებენ, როგორც პრეზიდენტისა და სხვა თანამდებობის პირების, ასევე კრემლის თანამშრომლების მომსახურებისათვის, მათ შორის გადამდგარ მაღალჩინოსნებისთვისაც.

თითქოსდა პანდემიას სასტუმროები უნდა დაეზარალებინა, მაგრამ მოხდა პირიქით - ტურისტული სფეროს წინაშე მდგარი პრობლემების ფონზე კრემლის სანატორიუმებმა უძლიერესი "ფინანსური გადასხმები“ მიიღეს საკარანტინო მომსახურებისათვის. თანხებით უზრუნველყოფა მოხდა სახელმწიფო სათათბიროს მიერ 2020 წლის 31 მარტს მიღებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმად, მთავრობას ნება ეძლევა თანხები თავისი შეხედულებით დახარჯოს პანდემიასთან ბრძოლის ჩარჩოებში.

ამ კანონის მიხედვით, მთავრობამ, მიხეილ მიშუსტინის ხელმოწერით, 2020 წლის განმავლობაში პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს სამსახურს თითქმის 4,2 მილიარდი რუბლი გადაურიცხა, რომელიც შემდეგ სამმართველომ თავისი შეხედულებით გადაუნაწილა სხვადასხვა სასტუმროებს და სანატორიუმებს.

"ბი-ბი-სის" რუსულმა სამსახურმა პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს კითხვები გაუგზავნა დაფინანსებისა და თანხების განაწილების დაზუსტების მიზნით, მაგრამ როგორც კრემლიდან გამოგზავნილი პასუხით ირკვევა, "სამმართველო საკარანტინო ღონისძიებების ორგანიზატორი არ არის და ამიტომ ეს კითხვები მას არ ეხება“. თითქმის იგივე პასუხი გასცა დასმულ კითხვებს კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც: "მე სამმართველოს პასუხს ვერაფერს დავამატებ“. კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის დასაცავად ასეთი მასშტაბური ღონისძიებები და არის თუ არა მსგავსი პრაქტიკა სხვა ქვეყნებში, პესკოვმა არ უპასუხა.

  • "გუბერნატორული“ კარანტინი კრემლში: უთო და სამი საწოლი

პრეზიდენტის საქმეთა სამმართველო ფულს იხდის არა მარტო იმ ობსერვაციაში, რომელიც პირველი პირების ფრენასთან არის დაკავშირებული, არამედ იმ პირების კარანტინისთვისაც, რომლებიც პრეზიდენტთან კონტაქტობენ. ამ სისტემას მეორე მხარეც აქვს: თუ პრეზიდენტი რომელიმე რეგიონში ვიზიტით მიდის, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა, პრეზიდენტის შეხვედრის წინ საკუთარი კარანტინის ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადონ.

თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა, განვიხილოთ ვლადიმირ პუტინის ნიჟნი ნოვგოროდში ოლქში (საროვში) ვიზიტის მაგალითზე, რომელიც გასული წლის ნოემბრის ბოლოს განხორციელდა, პანდემიის გაგანია მეორე ტალღის დროს

პრეზიდენტის ადგილზე ჩასვლის წინ საოლქო ხელმძღვანელობამ რეგიონის ბიუჯეტიდან ერთი მილიონი რუბლი გამოჰყო სხვადასხვა შესყიდვებისათვის, რომელიც ითვალისწინებდა პანდემიის პროფილაქტიკას იმ ღონისძიებებზე, რომლებიც პრეზიდენტის ვიზიტს შეეხებოდა. ღონისძიებების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის 20 თანამშრომელი ადგილობრივ პანსიონატში განათავსეს - 15-დღით, სამჯერადი კვებით, რაც ბიუჯეტს 150 ათასი რუბლი დაუჯდა.

ყველაზე ორიგინალური შესყიდვა იყო კაკლის ფერი სამი ხის საწოლის შეძენა, მასთან ერთად - ლეიბის, საბნის, გადასაფარებელი თეთრეულის ექვსი კომპლექტის, ერთი უთოსა და ოთხი სეიფის ყიდვა. ეს ყველაფერი ნიჟნი ნოვგოროდის კრემლში - ადგილობრივი მთავრობის რეზიდენციაში მიიტანეს. სწორედ იქ მოხდა გუბერნატორ გლებ ნიკიტინისა და მისი ორი თანაშემწის თვითიზოლაცია ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ.

სხვათა შორის, "საგუბერნატორო კაფეს“ ცალკე კონტრაქტი გაუფორმეს ობსერვაციაში მყოფი თანამშრომლების კვებისათვის. ასევე ოლქის ადმინისტრაციის დაკვეთით, მათთვის დამზადებული იქნა პლასტიკური ქეისი დოკუმენტებისათვის და 5-მეტრიანი ბანერი "ობსერვაციაში მყოფი ოლქის მთავრობის წევრების მუშაობის ადგილის უზრუნველსაყოფად“. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ