სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?
"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრი­ტა­ნულ გა­ზეთ "დე­ი­ლი ტე­ლეგ­რაფ­ში" («The Daily Telegraph») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "რუ­სე­თი თა­ვის მო­ქა­ლა­ქე­ებს აფრ­თხი­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმოგ­ზა­უ­რონ“, რო­მელ­შიც საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რა­დაა გად­მო­ცე­მუ­ლი თბი­ლის­ში ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის ყოფ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი (ავ­ტო­რი - ნა­ტა­ლია ვა­სი­ლე­ვა, გა­ზე­თის კო­რეს­პონ­დენ­ტი რუ­სეთ­ში).

"გა­ა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრბო ოთხშა­ბათს სა­ღა­მოს თბი­ლი­სის ცენ­ტრში მდე­ბა­რე ფე­შე­ნებ­ლურ სას­ტუმ­როს­თან შე­იკ­რი­ბა, სა­დაც რუ­სე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ის ცნო­ბი­ლი წამ­ყვა­ნი ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი თა­ვის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­და. პრო­ტეს­ტი პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი იქნა რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის მიერ: ისი­ნი აცხა­დებ­დნენ, რომ 87 წლის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა ჩა­სუ­ლი­ყო მის მიერ 2010 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო, რომ­ლის თა­ნახ­მად, "აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­ლებს, რო­გორც ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლად ყოფ­ნა აღარ სურთ“.

კრემ­ლმა იმა­ვე დღეს დაგ­მო თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი და შეშ­ფო­თე­ბა გა­მოხ­ტა რუსი ტუ­რის­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გამო. აქვე ვი­ტყვით, რომ სა­ქარ­თვე­ლო რუსი ტუ­რის­ტე­ბის­თვის დას­ვე­ნე­ბის პო­პუ­ლა­რულ ქვე­ყა­ნას წარ­მო­ად­გენს. "სა­ქარ­თვე­ლო სა­ხი­ფა­თო გახ­და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის და ეს რე­ა­ლო­ბა რუ­სებ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ“, - გა­ნა­ცხა­და კრემ­ლის პრესმდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა, რო­მელ­მაც ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ქარ­თულ პო­ლი­ცი­ას, ტე­ლე­წამ­ყვა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გამო.

რუ­სე­თი და სა­ქარ­თვე­ლო ერ­თმა­ნეთს 2008 წლის აგ­ვოს­ტო­დან მტრო­ბენ, როცა მათ შო­რის ხან­მოკ­ლე ომი მოხ­და და რო­მე­ლიც სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბით დას­რულ­და, თუმ­ცა მათი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი გა­ე­რომ არ აღი­ა­რა. თა­ვის მხრივ, რუ­სეთ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა რო­გორც პირ­ველს, ასე­ვე მე­ო­რეს, მაგ­რამ მათი ფორ­მა­ლუ­რი ანექ­სია არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია.

ასევე დაგაინტერესებთ
16:43 / 01-04-2021

"მრცხვენია იმის გამო, რაც წუხელ თბილისში მოხდა..." - თინა კანდელაკი პოზნერის სკანდალურ ვიზიტს ეხმაურება

17:17 / 01-04-2021

"ეს რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, აჩვენონ ტურისტებს, რომ საქართველოში ჩასვლა არ შეიძლება" - გავრილოვი პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე

20:46 / 01-04-2021

"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?

21:47 / 01-04-2021

"ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან, ამიტომაც ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები" - ვლადიმერ პოზნერი

რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, თბი­ლის­ში, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სას­ტუმ­როს­თან შეკ­რე­ბი­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ხმა­უ­რობ­დნენ და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის მი­სა­მარ­თით სა­ლან­ძღავ სი­ტყვებს გაჰ­ყვი­როდ­ნენ. იმა­ვე სა­ღა­მოს­ვე ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი და მისი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბი სხვა სას­ტუმ­რო­ში გა­და­ვიდ­ნენ, თუმ­ცა გა­ა­ვე­ბულ აქ­ტი­ვის­ტთა ბრბო იქაც მი­ვი­და, შე­ნო­ბას ელექტრო­დე­ნი გა­მო­ურ­თო და კვერ­ცხე­ბის სრო­ლა და­უ­წყო, იქვე ახ­ლოს მდგა­რი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის წი­ნა­შე.

ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი და მისი სტუმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღით დარ­ჩე­ნას გეგ­მავ­დნენ, იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში პო­ლი­ცი­ის ეს­კორ­ტით წა­სუ­ლიყ­ვნენ და პირ­ვე­ლი აპ­რი­ლის დი­ლას, ტე­ლე­წამ­ყვა­ნის და­ბა­დე­ბის დღეს (მას 87 წელი შე­უს­რულ­და), მოს­კოვ­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებ­და, რომ ვლა­დი­მერ პოზ­ნერს ქვე­ყა­ნა­ში გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლი­აო, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში იგი და მისი თან­ხმლე­ბი პი­რე­ბი მა­ინც და­ა­ჯა­რი­მეს: იმი­ტომ, რომ კო­რო­ნა­ვირ­სუ­სის პან­დე­მი­ის გამო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის პი­რო­ბე­ბი და­არ­ღვი­ეს (თა­ვის მხრივ, ვლა­დი­მერ პოზ­ნერ­მა ჯა­რი­მის გა­დახ­დის ფაქ­ტი უარ­ყო).

ოთხშა­ბათს მომ­ხდა­რი საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლა იმის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლია, თუ რა ფარ­თო აღ­შფო­თე­ბას იწ­ვევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა­დას­ხვა ფე­ნებ­ში რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პი­რე­ბის ფაქ­ტი.

ბოლო წლებ­ში თბი­ლის­სა და მოს­კოვს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა თან­და­თან დათ­ბა - იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც ზოგი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი აკ­რი­ტი­კებს და "პრო­მოს­კო­ვურს“ უწო­დებს, თა­ვი­სი ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ზრუ­ნავს და ყო­ველ­წლი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით ორ მი­ლი­ონ რუს ტუ­რისტს მას­პინ­ძლობს.

სა­ქარ­თვე­ლომ, რო­მე­ლიც ცდი­ლობს კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი თა­ვი­სი ეკო­ნო­მი­კა გა­ნამ­ტკი­ცოს, ამას წი­ნათ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ე­სალ­მე­ბა რუსი ტუ­რის­ტე­ბის ჩას­ვლას ქვე­ყა­ნა­ში ამ გა­ზა­ფხულ­ზე და მათ თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნას შე­უმ­სუ­ბუ­ქებს: თუ ტუ­რის­ტებს კო­ვიდ-19-ის ტეს­ტი უარ­ყო­ფი­თი ექ­ნე­ბათ, ისი­ნი კა­რან­ტინს არ გა­ივ­ლი­ან.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ სწრა­ფად მო­ახ­დი­ნა ვლა­დი­მერ პოზ­ნერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი­სა­გან დის­ტან­ცი­რე­ბა და მომ­ხდარ უწეს­რი­გო­ბა­ში ბრა­ლი ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს წა­უ­ყე­ნა - ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთ მთა­ვარ გმირს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ ქვეყ­ნის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ზა­რა­ლის მი­ყე­ნე­ბა­სა და სა­ბო­ტაჟ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. "ექ­სტრე­მის­ტებ­მა თა­ვი­ან­თი მოქ­მე­დე­ბა ისეთ დროს და­ამ­თხვი­ეს, როცა ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ტუ­რის­ტე­ბის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა“, - თქვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

ეს ინ­ცი­დენ­ტი ძა­ლი­ან ჰგავს 2019 წელს თბი­ლის­ში მომ­ხდარ ქუ­ჩის მღელ­ვა­რე­ბას, როცა ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტებ­მა პარ­ლა­მენ­ტში მყოფ რუს პო­ლი­ტი­კოს­ზე თავ­დას­ხმის საფრ­თხე შექ­მნეს. იმ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მალე გა­და­ი­ზარ­და შე­ტა­კე­ბა­ში, რო­მელ­მაც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკან­და­ლი და რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ავი­ა­მი­მოს­ვლის შე­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვია. წყა­რო

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
angel
19

ქაჯი ხალხი დადის დაახლოებით 5000 ათასის ფარგლებში და მთელი ერი შეარცხვინეს და შეაწუხეს...ოცნებას როგორც ძინავს,ეგრე მძინარე უნდა გაუშვა სოროსთან

პიდარასტების ქვეყანა
41

რუსოფობების გამო ქვეყანა უნდა დაპაუზდეს ,ვიდრე არის!

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

"რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“ - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანულ გაზეთ "დეილი ტელეგრაფში" («The Daily Telegraph») გამოქვეყნებულია სტატია, სათაურით: "რუსეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ საქართველოში არ იმოგზაურონ“, რომელშიც საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული თბილისში ვლადიმერ პოზნერის ყოფნასთან დაკავშირებული ინციდენტი (ავტორი - ნატალია ვასილევა, გაზეთის კორესპონდენტი რუსეთში).

"გაავებული ადამიანების ბრბო ოთხშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში მდებარე ფეშენებლურ სასტუმროსთან შეიკრიბა, სადაც რუსეთის ტელევიზიის ცნობილი წამყვანი ვლადიმერ პოზნერი თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა. პროტესტი პროვოცირებული იქნა რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის მიერ: ისინი აცხადებდნენ, რომ 87 წლის ტელეწამყვანი საქართველოში არ უნდა ჩასულიყო მის მიერ 2010 წელს გაკეთებული განცხადების გამო, რომლის თანახმად, "აფხაზეთის მცხოვრებლებს, როგორც ჩანს, საქართველოს ნაწილად ყოფნა აღარ სურთ“.

კრემლმა იმავე დღეს დაგმო თბილისში მომხდარი ამბავი და შეშფოთება გამოხტა რუსი ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო. აქვე ვიტყვით, რომ საქართველო რუსი ტურისტებისთვის დასვენების პოპულარულ ქვეყანას წარმოადგენს. "საქართველო სახიფათო გახდა რუსეთის მოქალაქეებისათვის და ეს რეალობა რუსებმა უნდა გააცნობიერონ“, - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, რომელმაც ასევე მადლობა გადაუხადა ქართულ პოლიციას, ტელეწამყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო.

რუსეთი და საქართველო ერთმანეთს 2008 წლის აგვოსტოდან მტრობენ, როცა მათ შორის ხანმოკლე ომი მოხდა და რომელიც სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად გამოცხადებით დასრულდა, თუმცა მათი სუვერენიტეტი გაერომ არ აღიარა. თავის მხრივ, რუსეთმა მხარი დაუჭირა როგორც პირველს, ასევე მეორეს, მაგრამ მათი ფორმალური ანექსია არ განუხორციელებია.

როგორც ქართული საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, თბილისში, ვლადიმერ პოზნერის სასტუმროსთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ხმაურობდნენ და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისამართით სალანძღავ სიტყვებს გაჰყვიროდნენ. იმავე საღამოსვე ვლადიმერ პოზნერი და მისი თანხმლები პირები სხვა სასტუმროში გადავიდნენ, თუმცა გაავებულ აქტივისტთა ბრბო იქაც მივიდა, შენობას ელექტროდენი გამოურთო და კვერცხების სროლა დაუწყო, იქვე ახლოს მდგარი პოლიციელების წინაშე.

ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც თბილისში რამდენიმე დღით დარჩენას გეგმავდნენ, იძულებულნი გახდნენ თბილისის აეროპორტში პოლიციის ესკორტით წასულიყვნენ და პირველი აპრილის დილას, ტელეწამყვანის დაბადების დღეს (მას 87 წელი შეუსრულდა), მოსკოვში დაბრუნებულიყვნენ.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებდა, რომ ვლადიმერ პოზნერს ქვეყანაში გადაადგილება თავისუფლად შეუძლიაო, მაგრამ საბოლოო ჯამში იგი და მისი თანხმლები პირები მაინც დააჯარიმეს: იმიტომ, რომ კორონავირსუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კომენდანტის საათის პირობები დაარღვიეს (თავის მხრივ, ვლადიმერ პოზნერმა ჯარიმის გადახდის ფაქტი უარყო).

ოთხშაბათს მომხდარი საპროტესტო გამოსვლა იმის დამადასტურებელია, თუ რა ფართო აღშფოთებას იწვევს საქართველოს მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირების ფაქტი.

ბოლო წლებში თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა თანდათან დათბა - იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა, რომელსაც ზოგი ოპოზიციონერი აკრიტიკებს და "პრომოსკოვურს“ უწოდებს, თავისი ტურისტული სექტორის განვითარებისთვის ზრუნავს და ყოველწლიურად დაახლოებით ორ მილიონ რუს ტურისტს მასპინძლობს.

საქართველომ, რომელიც ცდილობს კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული თავისი ეკონომიკა განამტკიცოს, ამას წინათ განაცხადა, რომ მიესალმება რუსი ტურისტების ჩასვლას ქვეყანაში ამ გაზაფხულზე და მათ თავის ტერიტორიაზე ყოფნას შეუმსუბუქებს: თუ ტურისტებს კოვიდ-19-ის ტესტი უარყოფითი ექნებათ, ისინი კარანტინს არ გაივლიან.

საქართველოს მთავრობამ სწრაფად მოახდინა ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტისაგან დისტანცირება და მომხდარ უწესრიგობაში ბრალი ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს წაუყენა - ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გმირს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია "ერთიანი ნაცმოძრაობა“ ქვეყნისთვის მაქსიმალური ზარალის მიყენებასა და საბოტაჟში დაადანაშაულა. "ექსტრემისტებმა თავიანთი მოქმედება ისეთ დროს დაამთხვიეს, როცა ჩვენი ქვეყანა ტურისტების მისაღებად ემზადება“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა.

ეს ინციდენტი ძალიან ჰგავს 2019 წელს თბილისში მომხდარ ქუჩის მღელვარებას, როცა ოპოზიციის აქტივისტებმა პარლამენტში მყოფ რუს პოლიტიკოსზე თავდასხმის საფრთხე შექმნეს. იმ პერიოდში დაწყებული საპროტესტო აქციები მალე გადაიზარდა შეტაკებაში, რომელმაც დიპლომატიური სკანდალი და რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტა გამოიწვია. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ბათუმში სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

"სირცხვილიას" აქცია - მსვლელობა ბათუმში - სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"