პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს
"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის ვი­ზი­ტის გარ­შე­მო ატე­ხილ ხმა­ურს აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან რუ­სუ­ლი მე­დია და ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. "რო­გორ ჩა­უ­შა­ლეს რუს ჟურ­ნა­ლისტს და­ბა­დე­ბის დღე თბი­ლის­ში", "კვერ­ცხე­ბით ჩა­ქო­ლი­ლი" 87 წლის იუ­ბი­ლე" და პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბა თბი­ლის­ში ქუ­ჩებ­ში", - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში პოზ­ნე­რის თბი­ლი­სურ ვო­ი­აჟ­ზე.

"თბი­ლის­ში, ლოკ­და­უ­ნის დარ­ღვე­ვის გამო ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რი, მისი მე­გობ­რე­ბი და რეს­ტო­რა­ნი, რო­მელ­მაც მათ უმას­პინ­ძლა, და­ა­ჯა­რი­მეს", - წერს გა­მო­ცე­მა rbc.ru. მი­სი­ვე ცნო­ბით, ად­გი­ლობ­რივ­მა შსს-მ, ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დარ­ღვე­ვის გამო, 32 პირი 2000-2000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა, მათ შო­რის არის ცნო­ბი­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტიც. "რეს­ტო­რან "ვი­ნო­ტელს" კი, 10 000 ლა­რის გა­დახ­და მო­უ­წევს", - წერს გა­მო­ცე­მა.

dw.com. ru-ს ცნო­ბით, რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი პოზ­ნე­რი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მას შემ­დეგ, რაც ად­გი­ლობ­რივ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა, სპონ­ტა­ნუ­რად გა­მარ­თეს საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია. მან მთე­ლი ღამე აქ­ცი­ე­ბი­სა და საპ­რო­ტეს­ტო შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე გა­ა­ტა­რა. "ის არ ცნობს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და აქ ჩა­მოს­ვლის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვს", - აცხდებ­დნენ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი პოზ­ნე­რის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

დი­ლით ადრე კი, ის იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. "ავ­ტო­ბუსს, რო­მელ­შიც პოზ­ნე­რი და მისი მე­გობ­რე­ბი ჩას­ხდნენ, აქ­ტი­ვის­ტებ­მა კვერ­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს... ის აე­რო­პორ­ტამ­დე სტვე­ნი­თა და ხმა­მა­ღა­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით გა­ა­ცი­ლეს", - წერს გა­მო­ცე­მა.

ასევე დაგაინტერესებთ
16:21 / 01-04-2021

"სიტყვები არ მაქვს, მხოლოდ მეშინია, მტკივა, მწყინს..." - რა ვიდეოს აქვეყნებს პოზნერის ერთ-ერთი სტუმარი "ინსტაგრამზე" და როგორ ეხმიანებიან მას

16:43 / 01-04-2021

"მრცხვენია იმის გამო, რაც წუხელ თბილისში მოხდა..." - თინა კანდელაკი პოზნერის სკანდალურ ვიზიტს ეხმაურება

18:33 / 01-04-2021

"გისურვებთ, დიდ ხანს გქონდეთ სურვილი შეკრიბოთ დიდი კომპანია და იმხიარულოთ. ყოველთვის თქვენი კოლია" - როგორ მიულოცა ნიკოლოზ ცისკარიძემ პოზნერს დაბადების დღე?

20:46 / 01-04-2021

"ზღვარგადასული რეაქცია დააზიანებს ვალუტის შემოდინების ნაკადს, რაც შეიძლებოდა მიგვეღო რუსეთიდან შემოსული ტურისტებისგან" - როგორ ეხმაურება გიორგი კვირიკაშვილი პოზნერის ვიზიტს?

21:24 / 01-04-2021

"თბილისში მარტში მიყვარს ჩამოსვლა, როდესაც ბუნება იღვიძებს" - რა ვიდეოს ავრცელებენ თბილისში მყოფი თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ ცისკარიძე?

11:53 / 02-04-2021

"ვიზიტის ისე მოწყობა, თითქოს კოლონიზატორები მოვიდნენ, რათა გაერთონ, როდესაც ადგილობრივები სახლებში სხედან, სამარცხვინოა" - რას წერს "დოჟდის" რედაქტორი

"თბი­ლის­ში კვერ­ცხე­ბი და­უ­ში­ნეს სას­ტუმ­როს, რო­მელ­შიც რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ვლა­დი­მირ პოზ­ნე­რი იმ­ყო­ფე­ბო­და", - ამ სა­თა­უ­რით ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ria.ru გა­სულ ღა­მეს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის თბი­ლის­ში სტუმ­რო­ბას.

ცნო­ბილ­მა რუს­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა თბი­ლი­სი ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სით და­ტო­ვა, წერს ekhokavkaza.com. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ის ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნას 3 აპ­რი­ლამ­დე აპი­რებ­და.

რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სრუ­ლი­ად ადეკ­ვა­ტუ­რია პოზ­ნე­რის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ზოგი კი რჩე­ბა იმ აზ­რზე, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, ზედ­მე­ტი სი­ხის­ტით, ქარ­თულ-რუ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბებს კვლა­ვაც აზი­ა­ნებს.

"ბრა­ვო, ქარ­თვე­ლე­ბო!.. ბუ­მე­რან­გის კა­ნო­ნის ძა­ლი­ან კარ­გი მა­გა­ლი­თი აჩ­ვე­ნეთ. შე­უძ­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნა გიყ­ვარ­დეს და მის ტკი­ვილს არ აღი­ა­რებ­დე და პა­ტივს არ სცემ­დე", - წერს დიმა კა­ცუ­ე­ვი.

"ერთი წუ­თით მა­ინც წარ­მო­იდ­გი­ნონ იმ ან­გა­ჟი­რე­ბულ­მა აქ­ტი­ვის­ტებ­მა, რა იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო რუსი ტუ­რის­ტე­ბის გა­რე­შე და მერე ია­როთ სტვე­ნით თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში... ჩვენც არ გვაქვს ერ­თი­ა­ნო­ბა, რომ მათ ვაჩ­ვე­ნოთ, რას ნიშ­ნავს ნამ­დვი­ლი პრო­ტეს­ტი, ვი­ღა­ცე­ებს ქარ­თუ­ლი ჭა­ჭი­სა და შავ-თეთ­რი ღვი­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ..." - წერს ოლეგ ბა­ლა­გა­ნო­ვი "дожд-ის" "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დის"კო­მენ­ტა­რებ­ში.

"ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სიმ­შვი­დეა და შე­გიძ­ლი­ათ დას­ვე­ნე­ბა... ღმერ­თმა და­გი­ფა­როს, რამე ზედ­მე­ტი თუ წა­მოგცდა, თუნ­დაც შენი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რომ იქი­დან გა­მოქ­ცე­ვა მო­გი­წევს.. სი­ვე­ლუ­რე!" - წერს სერ­გეი კი­რი­ლენ­კო.

თუმ­ცა, მას მა­შინ­ვე უპა­სუ­ხეს, რომ ქვე­ყა­ნას, სა­დაც სტუმ­რად ჩა­დი­ხარ, ირ­ჩევ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და მისი ის­ტო­რი­ი­სა და კულ­ტუ­რის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა თუ არა, სულ ცოტა სო­ლი­და­რო­ბა უნდა გქონ­დეს.

"ყო­ველ წელს ჩავ­დი­ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ოჯახ­თან ერ­თად და ყო­ველ წელს მეტი მე­გო­ბა­რი ჩამ­ყავს, მაგ­რამ, ვიცი, ვინ უნდა წა­ვიყ­ვა­ნო... არას­დროს უს­ვრი­ათ ქვა და კვერ­ცხი, პი­რი­ქით, იქ გან­ცდილ სით­ბოს და ყუ­რა­დღე­ბას სხვა­გან ვერ შეხ­ვდე­ბით... დიახ, ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ჰყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ვინც მზად არის თა­ვი­სი თვითმყო­ფა­დო­ბა და­იც­ვას, დიდი და აგ­რე­სი­უ­ლი რუ­სე­თის პი­რის­პი­რაც კი და პოზ­ნერს, რო­მე­ლიც უსირ­ცხვი­ლოდ აცხა­დებს, რომ აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლო არ არის, იქ ჩას­ვლის და "გრი­ა­ლის" მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ მე უფრო იმ ქარ­თვე­ლე­ბის მიკ­ვირს, ვინც იქ მი­იწ­ვია..." - წერს ვლა­დი­მირ სავ­ჩენ­კო.

"ყო­ჩაღ, ქარ­თვე­ლე­ბო! იმ­პე­რი­ა­ლის­ტე­ბი თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში უნდა ის­ხდნენ, თა­ვი­ან­თი რუ­სუ­ლი სამ­ყა­რო­თი და ბრძნუ­ლი აზ­რე­ბიც იქი­დან აფ­რქვი­ონ" - მი­აჩ­ნია მა­რია შა­ლა­გა­ნო­ვას.

მკითხველის კომენტარები / 76 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქუთაისი
55

რატომ გაუკვირდა პოზნერს(შეიძლება არც გაკვირვებია) ასეთი რეაქცია ქართველი ხალხის მართლა გასაკვირია. რუსეთმა ბოლოს და ბოლოს უნდა შეიგნოს რომ მტერს ,ოკუპანტს, ქართული ხალხი ყოველთვის ასე შეხვდება.სულ ტყუილად აბრალებენ ოპოზიციას ხალხის უკმაყოფილებას.

Tazo
70

რა იმპერიალისტი გაქანებული ლიბერალია როგორც აქაური ლიბერალები ფიქრობენ რუსეთზე იგივე ფუქრობს პოზნერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები პოზნერის ჩაშლილ დაბადების დღეს

საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გარშემო ატეხილ ხმაურს აქტიურად ეხმაურებიან რუსული მედია და ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლები. "როგორ ჩაუშალეს რუს ჟურნალისტს დაბადების დღე თბილისში", "კვერცხებით ჩაქოლილი" 87 წლის იუბილე" და პოლიციის კორდონით გადაადგილება თბილისში ქუჩებში", - წერენ ინტერნეტსივრცეში პოზნერის თბილისურ ვოიაჟზე.

"თბილისში, ლოკდაუნის დარღვევის გამო ვლადიმერ პოზნერი, მისი მეგობრები და რესტორანი, რომელმაც მათ უმასპინძლა, დააჯარიმეს", - წერს გამოცემა rbc.ru. მისივე ცნობით, ადგილობრივმა შსს-მ, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, 32 პირი 2000-2000 ლარით დააჯარიმა, მათ შორის არის ცნობილი რუსი ჟურნალისტიც. "რესტორან "ვინოტელს" კი, 10 000 ლარის გადახდა მოუწევს", - წერს გამოცემა.

dw.com. ru-ს ცნობით, რუსი ჟურნალისტი პოზნერი იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა აქტივისტებმა, სპონტანურად გამართეს საპროტესტო აქცია. მან მთელი ღამე აქციებისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე გაატარა. "ის არ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აქ ჩამოსვლის მორალური უფლება არ აქვს", - აცხდებდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიის წევრები პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით.

დილით ადრე კი, ის იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა. "ავტობუსს, რომელშიც პოზნერი და მისი მეგობრები ჩასხდნენ, აქტივისტებმა კვერცხები დაუშინეს... ის აეროპორტამდე სტვენითა და ხმამაღალი შეძახილებით გააცილეს", - წერს გამოცემა.

"თბილისში კვერცხები დაუშინეს სასტუმროს, რომელშიც რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი იმყოფებოდა", - ამ სათაურით ასე ეხმიანება ria.ru გასულ ღამეს რუსი ჟურნალისტის თბილისში სტუმრობას.

ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა თბილისი ჩარტერული რეისით დატოვა, წერს ekhokavkaza.com. გამოცემის ცნობით, ის ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე აპირებდა.

რუსი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილის მოსაზრებით, ქართველი საზოგადოება სრულიად ადეკვატურია პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით. ზოგი კი რჩება იმ აზრზე, რომ ქართველი ხალხი, ზედმეტი სიხისტით, ქართულ-რუსულ ურთიერთობებს კვლავაც აზიანებს.

"ბრავო, ქართველებო!.. ბუმერანგის კანონის ძალიან კარგი მაგალითი აჩვენეთ. შეუძლებელია ქვეყანა გიყვარდეს და მის ტკივილს არ აღიარებდე და პატივს არ სცემდე", - წერს დიმა კაცუევი.

"ერთი წუთით მაინც წარმოიდგინონ იმ ანგაჟირებულმა აქტივისტებმა, რა იქნებოდა საქართველო რუსი ტურისტების გარეშე და მერე იაროთ სტვენით თბილისის ქუჩებში... ჩვენც არ გვაქვს ერთიანობა, რომ მათ ვაჩვენოთ, რას ნიშნავს ნამდვილი პროტესტი, ვიღაცეებს ქართული ჭაჭისა და შავ-თეთრი ღვინის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ..." - წერს ოლეგ ბალაგანოვი "дожд-ის" "ფეისბუქგვერდის"კომენტარებში.

"ამ ყველაფრის შემდეგ ამბობენ, რომ საქართველოში სიმშვიდეა და შეგიძლიათ დასვენება... ღმერთმა დაგიფაროს, რამე ზედმეტი თუ წამოგცდა, თუნდაც შენი განსხვავებული მოსაზრება, რომ იქიდან გამოქცევა მოგიწევს.. სიველურე!" - წერს სერგეი კირილენკო.

თუმცა, მას მაშინვე უპასუხეს, რომ ქვეყანას, სადაც სტუმრად ჩადიხარ, ირჩევ საკუთარი სურვილით და მისი ისტორიისა და კულტურის მიმართ პატივისცემა თუ არა, სულ ცოტა სოლიდარობა უნდა გქონდეს.

"ყოველ წელს ჩავდივარ საქართველოში, ოჯახთან ერთად და ყოველ წელს მეტი მეგობარი ჩამყავს, მაგრამ, ვიცი, ვინ უნდა წავიყვანო... არასდროს უსვრიათ ქვა და კვერცხი, პირიქით, იქ განცდილ სითბოს და ყურადღებას სხვაგან ვერ შეხვდებით... დიახ, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჰყავს საზოგადოება, ვინც მზად არის თავისი თვითმყოფადობა დაიცვას, დიდი და აგრესიული რუსეთის პირისპირაც კი და პოზნერს, რომელიც უსირცხვილოდ აცხადებს, რომ აფხაზეთი საქართველო არ არის, იქ ჩასვლის და "გრიალის" მორალური უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მე უფრო იმ ქართველების მიკვირს, ვინც იქ მიიწვია..." - წერს ვლადიმირ სავჩენკო.

"ყოჩაღ, ქართველებო! იმპერიალისტები თავიანთ სახლებში უნდა ისხდნენ, თავიანთი რუსული სამყაროთი და ბრძნული აზრებიც იქიდან აფრქვიონ" - მიაჩნია მარია შალაგანოვას.

"დარბაზში პირბადეს მხოლოდ პოპკორნის მირთმევის დროს მოიხსნიან..." - რა წესების დაცვა მოგიწევთ კინოთეატრებში?

დღის ფოტო: მიხაკები ენგურზე - დაღუპული აფხაზების ხსოვნას შამგონაში პატივი მიაგეს

"მეუფე სტეფანეს ყველა გადაწყვეტილება და მოქმედება, რაც მან ეპარქიაში განახორციელა, არის სრულად მხარდაჭერილი" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე