პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატო დაარტყი ბიჭო?!" - ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის და ეპარქიის განცხადება
"რატო დაარტყი ბიჭო?!" - ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის და ეპარქიის განცხადება

რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ის პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი იე­რო­ნი­მე (ქა­თა­მა­ძე) ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ძა­მას ხე­ო­ბა­ში, მო­ნა­ზო­ნი პა­ი­სი შატ­ბერ­დის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარს, მამა და­მი­ა­ნეს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და. რო­გორც მან „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, მო­ნა­ზონ პა­ისს მო­ნას­ტერ­ში შფო­თის შე­მო­ტა­ნის მცდე­ლო­ბა ჰქონ­და, რის გა­მოც მას მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა მო­უ­წო­და, ად­გი­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

მღვდელ­მო­ნა­ზონ იე­რო­ნი­მეს (ქა­თა­მა­ძე) გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, მამა პა­ი­სი გა­ღი­ზი­ან­და და წი­ნამ­ძღვარ­თან, ასე­ვე ად­გილ­ზე მყოფ სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბა და­ი­წყო.

"შატ­ბერ­დის მო­ნას­ტერ­ში, ძა­მას ხე­ო­ბა­ში სტუმ­რად მო­ნა­ზო­ნი პა­ი­სი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც ჩვენს ეპარ­ქი­ას არ ეკუთ­ვნის. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­როვ­ნე­ბამ კონ­ფლიქ­ტის ერ­თგვა­რი წა­ქე­ზე­ბა მო­ახ­დი­ნა. რო­დე­საც მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა შე­ა­ტყო, რომ მის­გან იყო მცდე­ლო­ბა, მო­ნას­ტერ­ში ერ­თგვა­რი შფო­თი შე­მო­ე­ტა­ნა, მო­უ­წო­დეს, და­ე­ტო­ვე­ბი­ნა ად­გი­ლი, სა­დაც ის დად­გე­ნილ წე­სებს არ ემორ­ჩი­ლე­ბო­და. ამის შემ­დგომ ის გა­ღი­ზი­ან­და და წი­ნამ­ძღვარ­თან, სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან, ვინც იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბა და­ი­წყო“,- გა­ნა­ცხა­და მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა იე­რო­ნი­მემ (ქა­თა­მა­ძე).

კი­თხვა­ზე, რამ გა­მო­იწ­ვია მო­ნაზვნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კითხს ამ ეტაპ­ზე იკ­ვლე­ვენ.

"ამის მიღ­მა ვე­რა­ფერს გე­ტყვით, რად­გან ჯერ ჩვენ სა­კითხს კარ­გად ვიკ­ვლევთ. მა­ნამ­დე კი, ეპარ­ქი­ი­დან არის მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ ეს პი­როვ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა წა­ვი­დეს. არ ვიცი, უკვე და­ტო­ვა ტე­რი­ტო­რია თუ არა, მაგ­რამ მას მო­უ­წო­დეს ეპარ­ქი­ის მხრი­დან, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­ტო­ვოს ტე­რი­ტო­რია, სა­დაც სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­დაც შფო­თი შე­მო­ი­ტა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა იე­რო­ნი­მემ (ქა­თა­მა­ძე).

მისი გან­მარ­ტე­ბით, მამა პა­ი­სი მო­ნა­ზო­ნია და მას არა­ნა­ი­რი მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს.

გარ­და ამი­სა, მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა იე­რო­ნი­მემ არ და­ა­დას­ტუ­რა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ინ­ცი­დენ­ტის დროს ვინ­მე და­შავ­და ან და­იჭ­რა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვერ და­გი­დას­ტუ­რებთ, მსგავ­სი არა­ფე­რი გვსმე­ნია“,- გა­ნა­ცხა­და მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა იე­რო­ნი­მემ (ქა­თა­მა­ძე).

მისი თქმით, რად­გან მო­ნა­ზო­ნი პა­ი­სი რუის-ურ­ბნი­სის ეპარ­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ არის, მას მხო­ლოდ იმას მო­უ­წო­დე­ბენ, რომ ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვოს.

მისი შე­ფა­სე­ბით, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი აღარ უნდა გან­მე­ორ­დეს, რად­გან „სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სტა­ტუსს არ­ცხვე­ნენ“.

„ნე­ბის­მი­ე­რი სა­სუ­ლი­ე­რო პირი ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყოს, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი არ მოხ­დეს, მი­თუ­მე­ტეს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მძი­მე მარ­ხვის პე­რი­ო­დია. ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში, არა­თუ ჩხუ­ბი, არა­მედ ხმა­მა­ღა­ლი სი­ტყვაც კი არ უნდა მო­დი­ო­დეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის მხრი­დან. რო­დე­საც ასეთ რა­ღა­ცებს აკე­თებს მო­ნა­ზო­ნი, ძა­ლი­ან დიდი დარ­ღვე­ვაა“,- გა­ნა­ცხა­და მღვდელ­მო­ნა­ზონ­მა იე­რო­ნი­მემ (ქა­თა­მა­ძე).

ცნო­ბის­თვის, ძა­მას ხე­ო­ბა­ში სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. „მთა­ვა­რი არ­ხის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნა­ზონ პა­ისს შატ­ბე­რის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა, მამა და­მი­ა­ნემ მოს­თხო­ვა, რომ მო­ნას­ტე­რი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, რა­საც ის არ და­ე­მორ­ჩი­ლა და და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. ტე­ლე­არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ლა-შე­მოხ­ლის დროს და­შავ­და და და­იჭ­რა რამ­დე­ნი­მე პირი.

„ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს-ში აზუს­ტებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნია
0

ფულზე დახამებული შავმღვდელოება,გაფასებს როგორ გაცვია და რა შესაძლებლობების პატრონი ხარ! თუ უქონელი ხარ ეზიზღები 

ნანა
9

ამას ქვია, აირია მონასტერი!

ავტორი:

"რატო დაარტყი ბიჭო?!" - ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის და ეპარქიის განცხადება

"რატო დაარტყი ბიჭო?!" - ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის და ეპარქიის განცხადება

რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელმონაზონი იერონიმე (ქათამაძე) ადასტურებს ინფორმაციას, რომ ძამას ხეობაში, მონაზონი პაისი შატბერდის მონასტრის წინამძღვარს, მამა დამიანეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მონაზონ პაისს მონასტერში შფოთის შემოტანის მცდელობა ჰქონდა, რის გამოც მას მონასტრის წინამძღვარმა მოუწოდა, ადგილი დაეტოვებინა.

მღვდელმონაზონ იერონიმეს (ქათამაძე) განმარტებით, აღნიშნულის გამო, მამა პაისი გაღიზიანდა და წინამძღვართან, ასევე ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებთან ფიზიკური შეხება დაიწყო.

"შატბერდის მონასტერში, ძამას ხეობაში სტუმრად მონაზონი პაისი იმყოფებოდა, რომელიც ჩვენს ეპარქიას არ ეკუთვნის. აღნიშნულმა პიროვნებამ კონფლიქტის ერთგვარი წაქეზება მოახდინა. როდესაც მონასტრის წინამძღვარმა შეატყო, რომ მისგან იყო მცდელობა, მონასტერში ერთგვარი შფოთი შემოეტანა, მოუწოდეს, დაეტოვებინა ადგილი, სადაც ის დადგენილ წესებს არ ემორჩილებოდა. ამის შემდგომ ის გაღიზიანდა და წინამძღვართან, სხვა ადამიანებთან, ვინც იქ იმყოფებოდა, ფიზიკური შეხება დაიწყო“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

კითხვაზე, რამ გამოიწვია მონაზვნის გაღიზიანება, მღვდელმონაზონმა აღნიშნა, რომ საკითხს ამ ეტაპზე იკვლევენ.

"ამის მიღმა ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ ჩვენ საკითხს კარგად ვიკვლევთ. მანამდე კი, ეპარქიიდან არის მოწოდებული, რომ ეს პიროვნება ოფიციალურად უნდა წავიდეს. არ ვიცი, უკვე დატოვა ტერიტორია თუ არა, მაგრამ მას მოუწოდეს ეპარქიის მხრიდან, რომ აუცილებლად დატოვოს ტერიტორია, სადაც სტუმრად იმყოფებოდა და სადაც შფოთი შემოიტანა“, - განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

მისი განმარტებით, მამა პაისი მონაზონია და მას არანაირი მღვდელმოქმედების უფლება არ აქვს.

გარდა ამისა, მღვდელმონაზონმა იერონიმემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ინციდენტის დროს ვინმე დაშავდა ან დაიჭრა.

„აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, მსგავსი არაფერი გვსმენია“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

მისი თქმით, რადგან მონაზონი პაისი რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენელი არ არის, მას მხოლოდ იმას მოუწოდებენ, რომ ტერიტორია დატოვოს.

მისი შეფასებით, მსგავსი ფაქტები აღარ უნდა განმეორდეს, რადგან „სასულიერო პირის სტატუსს არცხვენენ“.

„ნებისმიერი სასულიერო პირი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რომ მსგავსი შემთხვევები არ მოხდეს, მითუმეტეს, მოგეხსენებათ, მძიმე მარხვის პერიოდია. ასეთ ვითარებაში, არათუ ჩხუბი, არამედ ხმამაღალი სიტყვაც კი არ უნდა მოდიოდეს სასულიერო პირის მხრიდან. როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებს მონაზონი, ძალიან დიდი დარღვევაა“,- განაცხადა მღვდელმონაზონმა იერონიმემ (ქათამაძე).

ცნობისთვის, ძამას ხეობაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება მოხდა. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მონაზონ პაისს შატბერის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დამიანემ მოსთხოვა, რომ მონასტერი დაეტოვებინა, რასაც ის არ დაემორჩილა და დაპირისპირება მოხდა. ტელეარხის ინფორმაციით, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა და დაიჭრა რამდენიმე პირი.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში აზუსტებს.