სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?
ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?

მთა­ვა­რი რუ­სუ­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხის Первый канал-ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ვლა­დი­მერ პოზ­ნე­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბის აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. ცნო­ბი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი ფრა­ზით არის ცნო­ბი­ლი, მათ შო­რის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი, რაც ქარ­თვე­ლე­ბის პრო­ტესტს იწ­ვევს, 2010 წელს გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბაა: "აფხა­ზე­თი არას­დროს გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი".

პოზ­ნე­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­მო­ვი­და. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ის 1-ელ აპ­რილს, "დუ­რა­კე­ბის" დღეს არის და­ბა­დე­ბუ­ლი. ის 87 წლის გახ­და...

"მე მე­სა­მე წე­ლია, რაც თბი­ლის­ში აღ­ვნიშ­ნავ და­ბა­დე­ბის დღეს. მე ჩა­მო­ვე­დი არა პო­ლი­ტი­კა­ზე სა­სა­უბ­როდ, არა­მედ ჩემი და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნად", - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

rosbalt.ru-ს მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი პუბ­ლი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით, პოზ­ნე­რი ამ­ბობს, რომ "აფხა­ზე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და­კარ­გუ­ლია, რა­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლის წვლი­ლი დი­დია" .

ასევე დაგაინტერესებთ
23:05 / 31-03-2021

"საქართველოში დაბადების დღის აღნიშვნა ტრადიციად მექცა..." - არსებული ინფორმაციით, ვლადიმერ პოზნერის მასპინძელი მირანდა მირიანაშვილია

00:13 / 01-04-2021

"მოლაპარაკებებს რომ აწარმოებდნენ, კომენდანტის საათის მომიზეზებით თავაზიანად ეთქვათ უარი წვეულების გამართვაზე" - რას წერს რაჭველი პოზნერის ჩამოსვლაზე?

00:31 / 01-04-2021

"პოზნერი იმსახურებს ამ სახის პროტესტს? არ მომწონს ის რაც ხდება, ადამიანი ჩამოვიდა და უნდა მივუვარდით" - მეგრელიშვილი

07:29 / 01-04-2021

"წინანდალი, 2011 წელი - სააკაშვილი პუტინის საყვარელი რეჟისორის - მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილში" - რას წერს ლექსო თამაზაშვილი "ფეისბუქზე"?

11:42 / 01-04-2021

"ასეთ დიდ ჯარიმას და რისხვას არ ვიმსახურებდით... პოზნერისთვისაც მოულოდნელი იყო ასეთი დახვედრა" - რას ამბობს "ვინოტელის" მფლობელი ბენო ქაშაკაშვილი?

11:25 / 01-04-2021

"არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი ხშირად სტუმრობს საქართველოს" - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება პოზნერის ვიზიტზე

13:02 / 01-04-2021

"ცხოვრებაში არ მინახავს პოზნერი, აეროპორტში მე და ჩემი მეუღლე სხვა ადამიანებს ვაცილებდით" - რას ამბობს ბასა ფოცხიშვილი გავრცელებულ კადრებზე?

14:35 / 01-04-2021

ვინ არის რუსი მილიარდერის ცოლი მირანდა მირიანაშვილი და რომელი ცნობილი ქართველი მსახიობი იყო მისი პირველი ქმარი - პოზნერის მასპინძლის პირადი ცხოვრება

"ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ იმ რე­გი­ონს. ბევ­რჯერ და დიდ­ხანს ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩემ­თვის სრუ­ლი­ად ნა­თე­ლი იყო, რომ აფხა­ზებს ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა არ უნ­დო­დათ... მე­ტიც, თა­ვად ვარ მოწ­მე, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მათ მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან ადა­მი­ა­ნე­ბად აღიქ­ვამ­დნენ, თით­ქოს აფხა­ზე­ბი ახ­ლა­ხან ჩა­მო­ვიდ­ნენ ხი­დან და ა.შ..." - ამ­ბობს ის სა­ქარ­თვე­ლო­ზე სა­უბ­რი­სას ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

"რო­დე­საც რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ფუჭ­და და ეს მოხ­და, სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, მისი საკ­მაო ძა­ლის­ხმე­ვით, რა­მაც და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, იქამ­დე აფხა­ზეთ­ში იყო სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი, სა­დაც იყ­ვნენ ე.წ. რუსი სამ­შვი­დო­ბო­ე­ბი. ვი­თა­რე­ბა უკი­დუ­რე­სად და­ძა­ბუ­ლი იყო და რო­გორც ჩანს, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა სამ­ხრეთ ოსე­თი და აფხა­ზე­თი" - გა­ნა­ცხა­და მან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, სა­ა­კაშ­ვილს თა­ვი­სი გათ­ვლე­ბი ჰქონ­და.

"მას ეგო­ნა, მის ქმე­დე­ბებ­ზე რუ­სეთს რე­ა­გი­რე­ბა არ ექ­ნე­ბო­და და რუ­სე­თი, აფხა­ზე­თის გამო მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­აღ­მდეგ არ წა­ვი­დო­და და ურ­თი­ერ­თო­ბას არ გა­ი­ფუ­ჭებ­და. მე­ო­რეც, ეგო­ნა, რომ ამე­რი­კა და­ეხ­მა­რე­ბო­და. თუმ­ცა, შეც­და. ამე­რი­კე­ლე­ბი არ და­ეხ­მარ­ნენ, რუ­სეთ­მა კი უპა­სუ­ხა. ეს სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან სამ­ხედ­რო შეჭ­რა იყო და შე­დე­გად, მან აფხა­ზე­თი სა­მუ­და­მოდ და­კარ­გა. აფხა­ზე­თი არას­დროს გახ­დე­ბა მისი ნა­წი­ლი და რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლი, ამის "მიღ­წე­ვა­ში" თა­ვის ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რა. ის ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნია და მას­ზე სა­უბ­რი­სას, მხო­ლოდ ამით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი..." - გა­ნა­ცხა­და მან.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მან კი­დევ არა­ერ­თხელ ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე სხვა კუ­თხი­თაც, ჰქონ­და ლი­რი­უ­ლი გა­დახ­ვე­ვე­ბიც. მა­გა­ლი­თად, რუსი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მენ­ტა­ლურ გან­სხვა­ვე­ბებ­ზე. 2016 წელს, ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ჩა­მოს­ვლაც გა­იხ­სე­ნა...

"1975 წელს ქარ­თვე­ლი მე­გობ­რის, ვახო ჟღენ­ტის მოწ­ვე­ვით, რო­მე­ლიც მა­შინ "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და­ში" მუ­შა­ობ­და, პირ­ვე­ლად ჩა­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. თბი­ლი­სის ცენ­ტრში, სას­ტუმ­რო ივე­რი­ა­ში და­მა­ბი­ნა­ვეს. ულა­მა­ზე­სი იყო, გა­მორ­ჩე­უ­ლი ხე­დე­ბით. სა­ღა­მოს სტუმ­რად წა­ვე­დით. სუფ­რას­თან 20-მდე ადა­მი­ა­ნი იჯდა, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სუფ­რა იყო, სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბით... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ოცი­ვე ადა­მი­ა­ნი მე მა­დღეგ­რძე­ლებ­და, თუ რო­გო­რი კარ­გი, სა­ო­ცა­რი ვარ და ჩემი მშობ­ლე­ბი უნდა ამა­ყობ­დნენ ჩე­მით...

გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუს­მენ­დი. მათ ხომ არა­ფე­რი იცოდ­ნენ ჩემ­ზე, პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დი და დიდი ალ­ბა­თო­ბით, უკა­ნას­კნე­ლა­დაც. იქ­ნებ სუ­ლაც ნა­ძი­რა­ლა და სა­ში­ნე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ?.. ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ყალ­ბე იყო, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­ათს გაგ­რძელ­და. რო­გორც ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი სუფ­რა. მერე ვა­ხომ მო­მა­ცი­ლა სას­ტუმ­რო­ში და გზა­ში მკი­თხა - რა­ტომ ასეთ ცუდ გან­წყო­ბა­ზე, უკ­მა­ყო­ფი­ლო რითი ხარო? თავს უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ, მაგ­რამ გი­პა­სუ­ხებ, ქარ­თვე­ლე­ბი თვალ­თმაქ­ცე­ბი ხართ, ისი­ნი არ მიც­ნო­ბენ და მა­ინც მა­ქებ­დნენ-მეთ­ქი... პირ­ველ რიგ­ში, მათ იცი­ან, რომ შენ ჩემი მე­გო­ბა­რი ხარ, ჩემ­გან გიც­ნო­ბენ და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, ცუდი ადა­მი­ა­ნი იყო. მე­ო­რეც - მარ­თლაც უღირ­სი რომ იყო, ასე­თი სი­ტყვე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ, ოდ­ნავ მა­ინც უკე­თე­სი გახ­დე­ბიო... ვი­ფიქ­რე, რა იდი­ო­ტი ვარ, ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნი სა­ზო­მით ვზო­მავთ, ისი­ნი სრუ­ლი­ად სხვა­ნა­ი­რად ფიქ­რო­ბენ, ბევ­რად დე­ლი­კა­ტუ­რად და გო­ნივ­რუ­ლად, ვიდ­რე ჩვენ-მეთ­ქი..." - იხ­სე­ნებს ის 2016 წელს Первый канал -სთვის ჩა­წე­რილ ტე­ლე­გა­და­ცე­მა­ში.

sputnik-ის აფხა­ზე­თის გან­ყო­ფი­ლე­ბამ, ტე­ლე­კომ­პა­ნია იმედ­თან 2017 წელს ჩა­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვი­უს ის ნა­წი­ლი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც პოზ­ნე­რი ქარ­თვე­ლე­ბის, აფხა­ზე­ბი­სა და ოსე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უბ­რობ­და. ის 70-იან წლებ­ში აფხა­ზეთ­ში ვი­ზიტს იხ­სე­ნებ­და და ქარ­თვე­ლებ­სა და აფხა­ზებს შო­რის "სა­ში­ნელ ურ­თი­ერ­თო­ბას" იხ­სე­ნებ­და, რო­დე­საც ქარ­თვე­ლე­ბი აფხა­ზებს "არას­რულ­ფა­სო­ვან" ადა­მი­ა­ნე­ბად აღიქ­ვამ­დნენ და რის სა­ფუძ­ველ­ზეც, ორ ხალ­ხს შო­რის შე­ტა­კე­ბე­ბი ხდე­ბო­და...

იმა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში პოზ­ნერ­მა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ნა­ტოს პო­ლი­ტი­კაც გა­აკ­რი­ტი­კა, რა­საც მა­შინ ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან მწვა­ვე კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. რუს ჟურ­ნა­ლისტს ან­ტიკ­რემ­ლის­ტურ მე­დი­ა­ში "პუ­ტი­ნის პრო­პა­გან­დისტს" უწო­დე­ბენ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის თა­ვა­დაც წერ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ჩა­მო­ვი­და, ქუ­ჩა­ში მას ადა­მი­ა­ნე­ბი ხვდე­ბოდ­ნენ, ესალ­მე­ბოდ­ნენ და მას­თან ერ­თად ფო­ტოს იღებ­დნენ... შემ­დეგ კი ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ას ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

"სა­კუ­თარ ხედ­ვებ­ზე ვი­სა­უბ­რე, აფხა­ზეთ­ზე, ოსეთ­ზე... იმა­ზეც, რაც ჩემი თვა­ლი ვნა­ხე. მე­გო­ნა, ქარ­თუ­ლი მე­დია თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, მაგ­რამ შევ­ცდი, უმ­რა­ვი რამ და­მაბ­რა­ლეს, უამ­რა­ვი სიკ­ვდი­ლი და ცოდ­ვა ამ­კი­დეს, რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტო­ბა და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლეს. არა­და, მხო­ლოდ ჩემი აზრი გა­მოვ­თქვი..." - იხ­სე­ნებ­და რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი.

ვლა­დი­მირ პოზ­ნერ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს მუდ­მი­ვად და აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალ­ყურს, თბი­ლის­ში გავ­რი­ლო­ვის ვი­ზი­ტიც არ და­ტო­ვა უყუ­რა­დღე­ბოდ. თა­ვის სპე­ცი­ა­ლურ ინ­ტერ­ნეტ-გვერ­დზე pozneronline.ru, მან 20 ივ­ნი­სის ღა­მეს ბლო­გიც მი­უ­ძღვნა, სა­დაც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის კო­მუ­ნის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რე­ბის­გან შემ­დგა­რი დე­ლე­გა­ცი­ის თბი­ლის­ში ვი­ზიტს გა­ნი­ხი­ლავ­და.

"თუ გინ­დათ მომ­კა­ლით და არ მე­გო­ნა, თუ კო­მუ­ნის­ტურ პარ­ტი­ა­ში მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი იყ­ვნენ, არ ვიცი სულ მე­გო­ნა, რომ ათე­ის­ტე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა, თურ­მე ყო­ფი­ლან, მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი და კარ­გი პო­ლი­ტი­კო­სი გავ­რი­ლო­ვი... ჰოდა, ის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და, რო­გორც ჩანს, იცო­და, სად უნდა დამ­ჯდა­რი­ყო, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცი­ის ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. ვფიქ­რობ, იქ არის რე­ა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, რე­ა­ლუ­რი და არა მოჩ­ვე­ნე­ბი­თი... ყვე­ლა­ფე­რი დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ში გა­და­ი­ზარ­და.

შე­დე­გად, პუ­ტინ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ავი­ა­მი­მოს­ვლა შე­ა­ჩე­რა... ქვე­ყა­ნა­ში ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი გა­ი­ზარ­და. ვფიქ­რობ, ქარ­თუ­ლი მხა­რე მარ­თა­ლი არ არის იმ დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის გამო, მაგ­რამ ავი­ა­მი­მოს­ვლის შე­ჩე­რე­ბის აზრს ვერ ვხვდე­ბი.... შე­ეძ­ლო ეთ­ქვათ, პა­ტივ­ცე­მუ­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბო, გაფრ­თხი­ლებთ, თქვენ­თვის ჯო­ბია, არ წახ­ვი­დეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, იქ თქვენ­თვის უსაფრ­თხო არ არის. ისე, რო­გორც ამე­რი­კე­ლე­ბი აკე­თე­ბენ თა­ვი­ანთ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით - ჯობს არა­ბულ ქვეყ­ნებ­ში ვი­ზი­ტის­გან თავი შე­ი­კა­ვოთ. ეს უკვე გა­სა­გე­ბი იქ­ნე­ბო­და. ასე მგო­ნია, ისი­ნი კარ­გად ვერ ხვდე­ბი­ან რას აკე­თე­ბენ, ვი­ტყო­დი, რომ სა­ბავ­შვო ბა­ღია, ოღონდ საკ­მა­ოდ სა­ხი­ფა­თო..." - წერ­და ის.

2006 წელს პოზ­ნე­რი ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა მა­მუ­ლის წი­ნა­შე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღვაწ­ლის­თვის და­ა­ჯილ­დო­ვა. მა­შინ მი­ზე­ზად რუ­სუ­ლი ტელე-რა­დი­ოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­წე­უ­ლი შრო­მა და­სა­ხელ­და

ვლა­დი­მირ პოზ­ნე­რი ხში­რად ხვდე­ბა რუ­სუ­ლი მე­დი­ის კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში. ის მე­ო­რედ 74 წლის ასაკ­ში, მას­ზე 21 წლის უმ­ცროს ნა­დეჟ­და სო­ლო­ვი­ე­ვა­ზე და­ქორ­წინ­და. მა­ნამ­დე, 37 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეკა­ტე­რი­ნა ორ­ლო­ვას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნით გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი კი, მის დაკ­რძალ­ვა­ზე არ მი­სუ­ლა...

ვლე­დი­მერ პოზ­ნე­რი და ნა­დეჟ­და სო­ლო­ვი­ე­ვა

ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბის ნა­წი­ლი მან გერ­მა­ნი­ა­სა და ამე­რი­კა­ში გა­ა­ტა­რა. მა­მა­მი­სი Metro-Goldwyn-Mayer-ის ევ­რო­პულ ფი­ლი­ალ­ში მუ­შა­ობ­და... რუ­სეთ­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ, მან მა­ლე­ვე მო­ი­კი­და ფეხი, 90-იან წლებ­ში მას ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკიმ შეს­თა­ვა­ზა ახა­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც პრო­ექ­ტმა არ გა­ა­მარ­თლა. ზო­გა­დად, მის­თვის წარ­მა­ტე­ბა 50 წლის შემ­დეგ და­ი­წყო. მან სიმ­სივ­ნე­ზე ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა.

მკითხველის კომენტარები / 83 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
56
ორმაგი სტანდარტი. რით განსხვავდება ბურჯანაძე პოზნერისგან?
დ გ
113

მოიძიეთ იუთუბში ან ინტერნეტში და ნახავთ არავითარი კრიტიკული განცხადებები არ ააქვს ამ ჟურნალისტს პირიქით აქებს სტუმართმოყვარეობას 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?

ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით ახსოვთ ის ქართველებს?

მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა. ცნობილი ტელეწამყვანი არაერთი სკანდალური ფრაზით არის ცნობილი, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც ქართველების პროტესტს იწვევს, 2010 წელს გაკეთებული განცხადებაა: "აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი".

პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, ის 1-ელ აპრილს, "დურაკების" დღეს არის დაბადებული. ის 87 წლის გახდა...

"მე მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს. მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ ჩემი დაბადების დღის აღსანიშნად", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

rosbalt.ru-ს მიერ მომზადებული პუბლიკაციის მიხედვით, პოზნერი ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოსთვის დაკარგულია, რაშიც სააკაშვილის წვლილი დიდია" .

"ძალიან კარგად ვიცნობ იმ რეგიონს. ბევრჯერ და დიდხანს ვიყავი საქართველოში და ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ აფხაზებს ქართველებთან ერთად ცხოვრება არ უნდოდათ... მეტიც, თავად ვარ მოწმე, რომ ქართველები მათ მეორეხარისხოვან ადამიანებად აღიქვამდნენ, თითქოს აფხაზები ახლახან ჩამოვიდნენ ხიდან და ა.შ..." - ამბობს ის საქართველოზე საუბრისას ერთ-ერთ ინტერვიუში.

"როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და ეს მოხდა, სააკაშვილის დროს, მისი საკმაო ძალისხმევით, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იქამდე აფხაზეთში იყო სამხედრო მოქმედებები, სადაც იყვნენ ე.წ. რუსი სამშვიდობოები. ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო და როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა ძალისმიერი მეთოდებით დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი" - განაცხადა მან ინტერვიუში.

მისივე თქმით, სააკაშვილს თავისი გათვლები ჰქონდა.

"მას ეგონა, მის ქმედებებზე რუსეთს რეაგირება არ ექნებოდა და რუსეთი, აფხაზეთის გამო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ არ წავიდოდა და ურთიერთობას არ გაიფუჭებდა. მეორეც, ეგონა, რომ ამერიკა დაეხმარებოდა. თუმცა, შეცდა. ამერიკელები არ დაეხმარნენ, რუსეთმა კი უპასუხა. ეს საქართველოს მხრიდან სამხედრო შეჭრა იყო და შედეგად, მან აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგა. აფხაზეთი არასდროს გახდება მისი ნაწილი და რა თქმა უნდა, სააკაშვილი, ამის "მიღწევაში" თავის ქვეყანას ძალიან დაეხმარა. ის ძალიან უცნაური ადამიანია და მასზე საუბრისას, მხოლოდ ამით შემოვიფარგლები..." - განაცხადა მან.

მოგვიანებით, მან კიდევ არაერთხელ ისაუბრა საქართველოზე, როგორც პოლიტიკური, ასევე სხვა კუთხითაც, ჰქონდა ლირიული გადახვევებიც. მაგალითად, რუსი და ქართველი ხალხის მენტალურ განსხვავებებზე. 2016 წელს, ერთ-ერთ გადაცემაში, საქართველოში პირველი ჩამოსვლაც გაიხსენა...

"1975 წელს ქართველი მეგობრის, ვახო ჟღენტის მოწვევით, რომელიც მაშინ "კომსომოლსკაია პრავდაში" მუშაობდა, პირველად ჩავედი საქართველოში. თბილისის ცენტრში, სასტუმრო ივერიაში დამაბინავეს. ულამაზესი იყო, გამორჩეული ხედებით. საღამოს სტუმრად წავედით. სუფრასთან 20-მდე ადამიანი იჯდა, ქართული ტრადიციული სუფრა იყო, სადღეგრძელოებით... წარმოიდგინეთ, ეს ოცივე ადამიანი მე მადღეგრძელებდა, თუ როგორი კარგი, საოცარი ვარ და ჩემი მშობლები უნდა ამაყობდნენ ჩემით...

გაოცებული ვუსმენდი. მათ ხომ არაფერი იცოდნენ ჩემზე, პირველად ვხედავდი და დიდი ალბათობით, უკანასკნელადაც. იქნებ სულაც ნაძირალა და საშინელი ადამიანი ვარ?.. ეს ყველაფერი სიყალბე იყო, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა. როგორც ზოგადად ქართული სუფრა. მერე ვახომ მომაცილა სასტუმროში და გზაში მკითხა - რატომ ასეთ ცუდ განწყობაზე, უკმაყოფილო რითი ხარო? თავს უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ გიპასუხებ, ქართველები თვალთმაქცები ხართ, ისინი არ მიცნობენ და მაინც მაქებდნენ-მეთქი... პირველ რიგში, მათ იციან, რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ, ჩემგან გიცნობენ და წარმოუდგენელია, ცუდი ადამიანი იყო. მეორეც - მართლაც უღირსი რომ იყო, ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ, ოდნავ მაინც უკეთესი გახდებიო... ვიფიქრე, რა იდიოტი ვარ, ყველაფერს ჩვენი საზომით ვზომავთ, ისინი სრულიად სხვანაირად ფიქრობენ, ბევრად დელიკატურად და გონივრულად, ვიდრე ჩვენ-მეთქი..." - იხსენებს ის 2016 წელს Первый канал -სთვის ჩაწერილ ტელეგადაცემაში.

sputnik-ის აფხაზეთის განყოფილებამ, ტელეკომპანია იმედთან 2017 წელს ჩაწერილი ინტერვიუს ის ნაწილი გაავრცელა, სადაც პოზნერი ქართველების, აფხაზებისა და ოსების ურთიერთობაზე საუბრობდა. ის 70-იან წლებში აფხაზეთში ვიზიტს იხსენებდა და ქართველებსა და აფხაზებს შორის "საშინელ ურთიერთობას" იხსენებდა, როდესაც ქართველები აფხაზებს "არასრულფასოვან" ადამიანებად აღიქვამდნენ და რის საფუძველზეც, ორ ხალხს შორის შეტაკებები ხდებოდა...

იმავე ინტერვიუში პოზნერმა რუსეთთან ურთიერთობაში ნატოს პოლიტიკაც გააკრიტიკა, რასაც მაშინ ქართველი საზოგადოებისგან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. რუს ჟურნალისტს ანტიკრემლისტურ მედიაში "პუტინის პროპაგანდისტს" უწოდებენ.

მოგვიანებით, ის თავადაც წერდა, რომ საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ქუჩაში მას ადამიანები ხვდებოდნენ, ესალმებოდნენ და მასთან ერთად ფოტოს იღებდნენ... შემდეგ კი ქართულ ტელევიზიას ინტერვიუ მისცა.

"საკუთარ ხედვებზე ვისაუბრე, აფხაზეთზე, ოსეთზე... იმაზეც, რაც ჩემი თვალი ვნახე. მეგონა, ქართული მედია თავისუფალი იყო, მაგრამ შევცდი, უმრავი რამ დამაბრალეს, უამრავი სიკვდილი და ცოდვა ამკიდეს, რუსეთის პროპაგანდისტობა და მისი ინტერესების დაცვაში დამადანაშაულეს. არადა, მხოლოდ ჩემი აზრი გამოვთქვი..." - იხსენებდა რუსი ჟურნალისტი.

ვლადიმირ პოზნერმა, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს მუდმივად და აქტიურად ადევნებს თვალყურს, თბილისში გავრილოვის ვიზიტიც არ დატოვა უყურადღებოდ. თავის სპეციალურ ინტერნეტ-გვერდზე pozneronline.ru, მან 20 ივნისის ღამეს ბლოგიც მიუძღვნა, სადაც რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრებისგან შემდგარი დელეგაციის თბილისში ვიზიტს განიხილავდა.

"თუ გინდათ მომკალით და არ მეგონა, თუ კომუნისტურ პარტიაში მართლმადიდებლები იყვნენ, არ ვიცი სულ მეგონა, რომ ათეისტები იყვნენ, თუმცა, თურმე ყოფილან, მართლმადიდებელი და კარგი პოლიტიკოსი გავრილოვი... ჰოდა, ის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, როგორც ჩანს, იცოდა, სად უნდა დამჯდარიყო, რასაც ადგილობრივი ოპოზიციის ხმაური მოჰყვა. ვფიქრობ, იქ არის რეალური ოპოზიცია, რეალური და არა მოჩვენებითი... ყველაფერი დემონსტრაციებში გადაიზარდა.

შედეგად, პუტინმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეაჩერა... ქვეყანაში ანტირუსული განწყობები გაიზარდა. ვფიქრობ, ქართული მხარე მართალი არ არის იმ დემონსტრაციების გამო, მაგრამ ავიამიმოსვლის შეჩერების აზრს ვერ ვხვდები.... შეეძლო ეთქვათ, პატივცემულო მოქალაქეებო, გაფრთხილებთ, თქვენთვის ჯობია, არ წახვიდეთ საქართველოში, იქ თქვენთვის უსაფრთხო არ არის. ისე, როგორც ამერიკელები აკეთებენ თავიანთ მოქალაქეებთან დაკავშირებით - ჯობს არაბულ ქვეყნებში ვიზიტისგან თავი შეიკავოთ. ეს უკვე გასაგები იქნებოდა. ასე მგონია, ისინი კარგად ვერ ხვდებიან რას აკეთებენ, ვიტყოდი, რომ საბავშვო ბაღია, ოღონდ საკმაოდ სახიფათო..." - წერდა ის.

2006 წელს პოზნერი ვლადიმერ პუტინმა მამულის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. მაშინ მიზეზად რუსული ტელე-რადიოს განვითარებისთვის გაწეული შრომა დასახელდა

ვლადიმირ პოზნერი ხშირად ხვდება რუსული მედიის კრიტიკის ქარცეცხლში. ის მეორედ 74 წლის ასაკში, მასზე 21 წლის უმცროს ნადეჟდა სოლოვიევაზე დაქორწინდა. მანამდე, 37 წლის განმავლობაში, ეკატერინა ორლოვასთან ქორწინებაში იმყოფებოდა, რომელიც სიმსივნით გარდაიცვალა. ცნობილი ჟურნალისტი კი, მის დაკრძალვაზე არ მისულა...

ვლედიმერ პოზნერი და ნადეჟდა სოლოვიევა

ახალგაზრდობის წლების ნაწილი მან გერმანიასა და ამერიკაში გაატარა. მამამისი Metro-Goldwyn-Mayer-ის ევროპულ ფილიალში მუშაობდა... რუსეთში ჩამოსვლის შემდეგ, მან მალევე მოიკიდა ფეხი, 90-იან წლებში მას ბორის ბერეზოვსკიმ შესთავაზა ახალი სატელევიზიო გადაცემის მომზადება, თუმცა რატომღაც პროექტმა არ გაამართლა. ზოგადად, მისთვის წარმატება 50 წლის შემდეგ დაიწყო. მან სიმსივნეზე ორჯერ გაიმარჯვა.

"ასეთი ტემპით 4 წელიწადი მოვუნდებით მოსახლეობის თუნდაც ნახევრის აცრას...ანტიჩინური ისტერია ვნებს მთლიანად აცრის კამპაანიას" - რომან გოცირიძე

მეუფე სტეფანემ არქიმანდრიტი ათინოგენი ​სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, რამდენიმე სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა

"ეპიდვითარება უარესდება - შეიძლება საყოველთაო გავრცელება დაიწყოს" - ამირან გამყრელიძე