ავტორი:

"ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ" - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"ვლადიმერ პოზნერს, რომელიც აშშ-ის მოქალაქეა, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ" - რა განცხადებას ავრცელებს შსს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევია.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.

"აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში.

რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- განმარტავენ უწყებაში.

ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი საქართველოში დღეს ჩამოვიდა. სასტუმროსთან, სადაც ის ახლა მეგობრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ და მის ქვეყანაში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

შსს პოზნერის ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს ასაჯაროებს - "ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა"

შეიარაღებული დაპირისპირება სტამბოლში, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა - თურქული მედიის ცნობით, ერთმანეთს ჩეჩნები და ქართველები დაუპირისპირდნენ

რუსი შოუმენები და ვლადიმერ პოზნერი შსს-მ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა