მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასთან ხშირად მქონდა ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხებზე" - რას ამბობენ უმრავლესობაში ივანე მაჭავარიანის წასვლაზე?
"მასთან ხშირად მქონდა ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხებზე" - რას ამბობენ უმრავლესობაში ივანე მაჭავარიანის წასვლაზე?

პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ვინ არ უნდა გა­ექ­ცეს, მი­თუ­მე­ტეს, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და.

კი­თხვა­ზე, უკავ­შირ­დე­ბა თუ არა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ რთულ ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რე­ბას, ოხა­ნაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ მის­თვის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ახლა გახ­და ცნო­ბი­ლი და მი­ზე­ზებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს.

"მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია რა­ი­მე სა­ხის და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა თქმა უნდა, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის სა­ხე­ლით ვერ ვი­სა­უბ­რებ, თუმ­ცა, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­ნა­ირ და­პი­რის­პი­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ას, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ვინ არ უნდა გა­ექ­ცეს, მი­თუ­მე­ტეს, როცა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვე­ბია ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის და სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. არ მგო­ნია, რომ ვინ­მე, რა­ი­მე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ურ­ბო­დეს. ეს ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­თვი­საც ახლა გახ­და ცნო­ბი­ლი, არ ვიცი რა­შია საქ­მე, გა­ვარ­კვევთ გუნდში.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არის გუნ­დი, რო­მე­ლიც არას­დროს გა­ურ­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და არა­ვინ არ გა­ვექ­ცე­ვით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, ეს არის ქვეყ­ნის მარ­თვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გვაქვს პან­დე­მი­ის სი­ტუ­ა­ცია, სა­დაც ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა უპირ­ვე­ლე­სია, ასე­ვე ეკო­ნო­მი­კა, სო­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ამ დროს ყვე­ლამ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ბევ­რი ვი­მუ­შა­ოთ იმის­თვის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ტვირ­თი. არ მინ­და და­ვუშ­ვა, რომ ვინ­მე რამე ტი­პის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გა­ექ­ცა“, - აცხა­დებს ოხა­ნაშ­ვი­ლი.

კი­თხვა­ზე, შე­უ­ერ­თდე­ბა თუ არა ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ახალ გუნდს, ოხა­ნაშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ „ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლობს“. ოხა­ნაშ­ვი­ლის თქმით­ვე, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის მი­მართ სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბის დროს არა­ნა­ი­რი კი­თხვის ნი­შა­ნი არ ჰქო­ნი­ათ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის და­ვით მა­თი­კაშ­ვი­ლის თქმით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა პა­სუ­ხია იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რაც ქვე­ყა­ნა­ში პან­დე­მი­ის გამო დად­გა.

"გვქონ­და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი სა­მუ­შაო პრო­ცე­სი ბევრ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით. იყო ცხა­რე კა­მა­თე­ბიც, კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბიც, ანუ, აქ­ტი­უ­რი მუშა პრო­ცე­სი მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში. მი­ზე­ზებ­ზე, თვი­თონ ისა­უბ­რებს.

კარ­გად ხე­დავთ ბა­ტო­ნი ღა­რი­ბა­ში­ლის კა­ბი­ნე­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით - ეს არის პა­სუ­ხი იმ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ის გამო დად­გა ქვე­ყა­ნა­ში. ფარ­თოდ გაშ­ლი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა ინ­ვეს­ტორ­თა მო­ძი­ე­ბის კუ­თხით, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ­მაც და­მა­ტე­ბით უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა ბი­უ­ჯეტ­ში“,- გა­ნა­ცხა­და მა­თი­კაშ­ვილ­მა.

რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა ვანო მა­ჭა­ვა­რი­ან­თან ხში­რად ჰქონ­დათ ძა­ლი­ან ცხა­რე კა­მა­თი სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბის ირ­გვლივ, თუმ­ცა ასე­ვე აქვს მას­თან პო­ზი­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა.

"ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბით აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნა­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი არ ასა­ხე­ლებს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის მი­ზეზს, მაგ­რამ გან­მარ­ტავს, რომ პოს­ტი­დან წას­ვლას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გეგ­მავ­და, თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ წინ იყო კრი­ზი­სუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რა, ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვით გა­და­დო.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმედა
21

საქართველოს გამანადგურებლები პასუხს აგებთ ყველაფერზე.

>>>>>>>>>>>>>
7

ვის გაახსენდები.........

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"მასთან ხშირად მქონდა ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხებზე" - რას ამბობენ უმრავლესობაში ივანე მაჭავარიანის წასვლაზე?

"მასთან ხშირად მქონდა ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხებზე" - რას ამბობენ უმრავლესობაში ივანე მაჭავარიანის წასვლაზე?

პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მითუმეტეს, როცა მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ივანე მაჭავარიანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მაჭავარიანის გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებას, ოხანაშვილი პასუხობს, რომ მისთვის ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ახლა გახდა ცნობილი და მიზეზებთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობს.

"მე არ მაქვს ინფორმაცია რაიმე სახის დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაურის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება შექმნილ სიტუაციას, პასუხისმგებლობას არავინ არ უნდა გაექცეს, მითუმეტეს, როცა მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენი საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად. არ მგონია, რომ ვინმე, რაიმე პასუხისმგებლობას გაურბოდეს. ეს ინფორმაცია ჩემთვისაც ახლა გახდა ცნობილი, არ ვიცი რაშია საქმე, გავარკვევთ გუნდში.

"ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელიც არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას და არავინ არ გავექცევით პასუხისმგებლობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებები, ეს არის ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, გვაქვს პანდემიის სიტუაცია, სადაც ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა უპირველესია, ასევე ეკონომიკა, სოციალური მიმართულება. ამ დროს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ბევრი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ საზოგადოებას ტვირთი. არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა“, - აცხადებს ოხანაშვილი.

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა ივანე მაჭავარიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ახალ გუნდს, ოხანაშვილი პასუხობს, რომ „ამასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს“. ოხანაშვილის თქმითვე, მაჭავარიანის მიმართ საკომიტეტო მოსმენების დროს არანაირი კითხვის ნიშანი არ ჰქონიათ.

უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობა პასუხია იმ გამოწვევებზე, რაც ქვეყანაში პანდემიის გამო დადგა.

"გვქონდა ძალიან აქტიური სამუშაო პროცესი ბევრ საკითხთან მიმართებით. იყო ცხარე კამათებიც, კონკრეტული გადაწყვეტილებებიც, ანუ, აქტიური მუშა პროცესი მისი მინისტრობის პერიოდში. მიზეზებზე, თვითონ ისაუბრებს.

კარგად ხედავთ ბატონი ღარიბაშილის კაბინეტის საქმიანობას ეკონომიკური მიმართულებით - ეს არის პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც პანდემიის გამო დადგა ქვეყანაში. ფართოდ გაშლილი საქმიანობაა ინვესტორთა მოძიების კუთხით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით, რომელმაც დამატებით უნდა განახორციელოს თანხების მობილიზება ბიუჯეტში“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორც უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა აღნიშნა ვანო მაჭავარიანთან ხშირად ჰქონდათ ძალიან ცხარე კამათი სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, თუმცა ასევე აქვს მასთან პოზიტიური თანამშრომლობის გამოცდილება.

"ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით აღმასრულებელი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს ქვეყნის ეკონომიკური სირთულეებიდან გამოყვანაზე. დარწმუნებული ვარ, მთავრობის ინიციატივები წარმატებული იქნება", - განუცხადა ჟურნალისტებს რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას მაჭავარიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მაჭავარიანი არ ასახელებს თანამდებობის დატოვების მიზეზს, მაგრამ განმარტავს, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.

"ფორმულა“ და "მთავარი არხი“ კანონსაწინააღმდეგო ფაქტს თუ დაამტკიცებენ, დავტოვებ დეპუტატის მანდატს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიხადონ ბოდიში ცილისწამებისთვის" - ანრი ოხანაშვილი

11 თვიანი პაუზის შემდე, საქართველო უკრაინაში ელჩს აბრუნებს

რას ამბობს გიგა ბოკერია ყოფილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე - "არ დავმალავ... ეს მიმაჩნია სამწუხარო და მცდარ გადაწყვეტილებად"