სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინები თბილისსა და დუშეთში, ანგარიში უცხოურ ბანკში - რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი მინისტრის პოსტს?
ბინები თბილისსა და დუშეთში, ანგარიში უცხოურ ბანკში - რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი მინისტრის პოსტს?

ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. რო­გორც მის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გეგ­მავ­და, თუმ­ცა 2021 წლის კრი­ზი­სუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რის და ასე­ვე, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის გამო, რამ­დე­ნი­მე თვით გა­და­დო.

"მინ­და გაც­ნო­ბოთ ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვო ვიცე-პრე­მი­ე­რი­სა და ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა. უნდა ვთქვა, რომ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრად, და­ახ­ლო­ე­ბით, სამ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს ვგეგ­მავ­დი, თუმ­ცა გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ წინ გვე­ლო­და 2021 წლის კრი­ზი­სუ­ლი ბი­უ­ჯე­ტის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რა, ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვა­ლუ­ტო ფონდთან პროგ­რა­მის დას­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე, გა­დავ­წყვი­ტე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე თვით გა­და­მე­დო" - წერს ექსმი­ნის­ტრი.

"ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და, რა ქო­ნე­ბით ტო­ვებს ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ის ერთ-ერთი იყო მი­ნის­ტრე­ბი­დან, რო­მელ­საც უცხო­ურ ბან­კში აქვს ან­გა­რი­ში.

კერ­ძოდ, ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს გარ­და, HSBC (ბრი­ტა­ნე­თი) ბან­კში ფლობს 143 308 აშშ დო­ლარს.

რო­გორც მის მიერ 2020 წლის 29 სექ­ტემ­ბერს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ივა­ნე მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის შე­მო­სა­ვალ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის პოსტზე 2019 წელს 58 800 ლარი შე­ად­გი­ნა.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ფლობს 950 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­სა და 290,95 კვ. მეტ­რის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში;

თბი­ლის­ში 22,45 კვ. მეტ­რის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბის 50%-იან წილს, რო­მე­ლიც 2018 წელს გა­მი­ჯვნის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს მი­ღე­ბუ­ლი. მას­ვე ეკუთ­ვნის 217,82 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი დე­და­ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც ასე­ვე გა­მი­ჯვნის სა­ფუძ­ველ­ზე აქვს მი­ღე­ბუ­ლი;

94 კვ. მეტ­რის მი­წის ნაკ­ვე­თი თბი­ლის­ში, რო­მე­ლიც 2018 წელს გა­მი­ჯვნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო. გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრის სა­კუთ­რე­ბა­შია თბი­ლის­ში მდე­ბა­რე 178,56 კვ. მეტ­რი­სა და 90,62 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ბინა და 48 კვ. მეტ­რის არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თ.ნ
1

ხალხს პურის ფული არააქვს ესენი მილიონრები არიან ამას ქვია სამართალი და ესარის მთავრობა??.

ალექს
0

მეც ვაპირებ გადავდგე და არ ვიცი როგორ გადაიტანთ ამას კოლეგა კომენტატორები ! არაა ეს ჩემი საქმე !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ბინები თბილისსა და დუშეთში, ანგარიში უცხოურ ბანკში - რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი მინისტრის პოსტს?

ბინები თბილისსა და დუშეთში, ანგარიში უცხოურ ბანკში - რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი მინისტრის პოსტს?

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობას ტოვებს. როგორც მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურის და ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების გამო, რამდენიმე თვით გადადო.

"მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო" - წერს ექსმინისტრი.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებით ტოვებს ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი იყო მინისტრებიდან, რომელსაც უცხოურ ბანკში აქვს ანგარიში.

კერძოდ, ივანე მაჭავარიანი, საქართველოს გარდა, HSBC (ბრიტანეთი) ბანკში ფლობს 143 308 აშშ დოლარს.

როგორც მის მიერ 2020 წლის 29 სექტემბერს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, ივანე მაჭავარიანის შემოსავალმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე 2019 წელს 58 800 ლარი შეადგინა.

დოკუმენტის თანახმად, მაჭავარიანი ფლობს 950 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთსა და 290,95 კვ. მეტრის საცხოვრებელ სახლს დუშეთის მუნიციპალიტეტში;

თბილისში 22,45 კვ. მეტრის შენობა-ნაგებობის 50%-იან წილს, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული. მასვე ეკუთვნის 217,82 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართი დედაქალაქში, რომელიც ასევე გამიჯვნის საფუძველზე აქვს მიღებული;

94 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთი თბილისში, რომელიც 2018 წელს გამიჯვნის საფუძველზე მიიღო. გარდა ამისა, მინისტრის საკუთრებაშია თბილისში მდებარე 178,56 კვ. მეტრისა და 90,62 კვ. მეტრი ფართობის ბინა და 48 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართი...წაიკითხეთ სრულად

სად და როგორ უნდა დაჯავშნონ ადგილები 65 წელს ზემოთ პირებმა, "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის?

"რატო დაარტყი ბიჭო?!" - ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის და ეპარქიის განცხადება

"თუ პატრიარქი დაადასტურებს, რომ მე "უძღები შვილი" ვარ, ბოდიშს მოვიხდი, თუ მე დავუდასტურებ, რომ ქრისტეს კანონებით არ მართავს ეკლესიას, მან მოინანიოს" - მეუფე პეტრე