"ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
“უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ - ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა.
ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს - ჩვენს უნიკალურ კულტურას, ქართული პოლიფონიური მუსიკის გადარჩენის, აღდგენისა და მსოფლიოში ამ საგანძურის გატანის საქმეს.
მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს”, - აცხადებს ივანიშვილი.
თქვენ დათქვენმა ოჯახმა ბევრი ადამიანის გული დაკარგეთ , როდესაც ქვეყანა მიუგდეთ ამ პანდემიის დროს ტიკარაძე, გეტკინათ არა გული რაძნლია კოვიით გაწყვეტილი ხალხის გლოვა , ეს თქვენი ცოლის დამსახურებაც არის , უტვინო მინისტრი რომ გაიმეტა ერისთვის , ორი ეკატერინე რომ მართავს სისტემას კიდევ კარგად ვართ, ნახვამდის
სამწუხაროდ, ადამიანები უკვდავები არ არიან, მაგრამ ამხნის კაცი ბავშვივით ვნატრობდი - ნეტა სულ იცოცხლოს მეთქი ......... არ გამოვიდა, ორივე ხელით ვეთანხმები ზაზა შენგელიას, როცა ქართულ ფოლკლორში მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე ექვთიმეს ღვაწლს შეადარა და როგორც რეზო თაბუკაშვილი ექვთიმეზე ფილმის ბოლოს ამბობს - ნათელში იყავ, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესო, მეც მოუქნელად, მაგრამ მაინც მივბაძავ - ნათელში იყავ, ქართული სიმღერის ფოლკლორთუხუცესო