სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა მის გარდაცვალებას" - "მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი გარდაცვლილ ექიმზე
"არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა მის გარდაცვალებას" - "მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი გარდაცვლილ ექიმზე

"მედ­კა­პი­ტა­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ზაზა ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კლი­ნი­კის ექი­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცი­ას არ უკავ­შირ­დე­ბა.

რო­გორც მან “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "პო­ლიტ­ნი­უ­სი“ გა­ნა­ცხა­და, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ექი­მი სა­მუ­შაო გა­რე­მოს და­უბ­რუნ­და.

“გუ­ლის­ტკი­ვილს გა­მოვ­ხა­ტავ, რომ ჩვე­ნი კლი­ნი­კის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა ბმას, ვერც მე და არ მგო­ნია არ­სე­ბობ­დეს ექი­მი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ას და­უ­კავ­ში­რებ­და ამ ექი­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, გარ­კვე­უ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბა მოხ­და, რამ­დე­ნი­მე დღე და­ყოვ­ნდა იგი თბი­ლი­სის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, ამის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, თუ არ ვცდე­ბი მი­ზე­ზი გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბა უნდა იყოს.

ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა არ ნიშ­ნავს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის უკუჩ­ვე­ნე­ბას. ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­ტარ­და 16 რი­ცხვში და მან, ამის შემ­დეგ 1 კვი­რა სამ­სა­ხურ­ში იარა, პა­ცი­ენ­ტებს ღე­ბუ­ლობ­და, საკ­მა­ოდ მო­თხოვ­ნა­დი ექი­მი გახ­ლდათ. მერ­ვე დღეს აქვს ბი­უ­ლე­ტე­ნი აღე­ბუ­ლი, ჩვენ ვე­რა­ნა­რი­ად ვერ და­ვა­კავ­ში­რებთ ამ შემ­თხვე­ვას ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან“, -აცხა­დებს ზაზა ჯა­ფა­რი­ძე.

რო­გორც ზაზა ჯა­ფა­რი­ძე გან­მარ­ტავს, ექიმს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რა­ი­მე ჩი­ვი­ლი არ ჰქონ­და: „ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მას პრობ­ლე­მა არ ჰქო­ნია, თუ არ ჩავ­თვლით ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

მან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზეც ისა­უბ­რა.

წამ­ყვა­ნის კი­თხვა­ზე, შე­საძ­ლოა, თუ არა, მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის გამო, კლი­ნი­კა­ში და­საქ­მე­ბულ­მა პერ­სო­ნალ­მა იმუ­ნი­ზა­ცი­ა­ზე უარი თქვას, ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, რომ მას არ აქვს მო­ლო­დი­ნი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­მა უარი თქვას ვაქ­ცი­ნა­ცი­ზე.

"ვერ ვი­ტყვი, რომ ვაქ­ცი­ნა­ცა ჩქა­რი ტემ­პით და­ვი­წყეთ, მაგ­რამ და­ვი­წყეთ და იც­რე­ბოდ­ნენ ჩვე­ნი ექი­მე­ბიც და სხვა ექი­მე­ბიც გვა­კი­თხავ­დნენ. ახალ­ცი­ხის ფაქ­ტის შემ­დეგ ამ­ბუ­ლატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ში გა­ჩერ­და ვაქ­ცი­ნა­ცია. ჩვენ­თან 10 დღეა აღარ ტარ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია. სხვა კუ­თხით, ვერ ვი­ტყვი, რომ ძა­ლი­ან დიდი მონ­დო­მე­ბაა, თუმ­ცა, ექი­მე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ მა­ინც სურ­ვილს და ნელ-ნელა მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იმა­ტებს“, - აცხა­დებს ზაზა ჯა­ფა­რი­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Teo
1

რატომ არ წერთ გარდაცვლილის სახელს და გვარს?

 

1

თქვენ არ აკავშირებტ, მაგრამ ჩვენ ვხედავთ კავშირს, ვქცინის მერე გარდაიცვალა ექიმი და რამდენი ღის მერე ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვაქცინა ახალია და ჯერ შესწავლილი არ არის! ნუ გვადებილებთ.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა მის გარდაცვალებას" - "მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი გარდაცვლილ ექიმზე

"არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა მის გარდაცვალებას" - "მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორი გარდაცვლილ ექიმზე

"მედკაპიტალის“ გენერალური დირექტორის, ზაზა ჯაფარიძის განცხადებით, კლინიკის ექიმის გარდაცვალება კორონავირუსის ვაქცინაციას არ უკავშირდება.

როგორც მან “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში "პოლიტნიუსი“ განაცხადა, ვაქცინაციის შემდეგ ექიმი სამუშაო გარემოს დაუბრუნდა.

“გულისტკივილს გამოვხატავ, რომ ჩვენი კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი თანამშრომელი გარდაიცვალა. რაც შეეხება ბმას, ვერც მე და არ მგონია არსებობდეს ექიმი, რომელიც ვაქცინაციას დაუკავშირებდა ამ ექიმის გარდაცვალებას. რამდენადაც ვიცი, გარკვეული ქრონიკული დაავადებების გამწვავება მოხდა, რამდენიმე დღე დაყოვნდა იგი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, ამის შემდეგ გარდაიცვალა, თუ არ ვცდები მიზეზი გულ-სისხლძარღვთა დაავადება უნდა იყოს.

ქრონიკული დაავადება არ ნიშნავს ვაქცინაციისთვის უკუჩვენებას. ვაქცინაცია ჩატარდა 16 რიცხვში და მან, ამის შემდეგ 1 კვირა სამსახურში იარა, პაციენტებს ღებულობდა, საკმაოდ მოთხოვნადი ექიმი გახლდათ. მერვე დღეს აქვს ბიულეტენი აღებული, ჩვენ ვერანარიად ვერ დავაკავშირებთ ამ შემთხვევას ვაქცინაციასთან“, -აცხადებს ზაზა ჯაფარიძე.

როგორც ზაზა ჯაფარიძე განმარტავს, ექიმს, ვაქცინაციის შემდეგ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე ჩივილი არ ჰქონდა: „ვაქცინაციის დღიდან მოყოლებული, მას პრობლემა არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ქრონიკულ დაავადებას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან ვაქცინაციის მიმდინარეობაზეც ისაუბრა.

წამყვანის კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა, მომხდარი შემთხვევის გამო, კლინიკაში დასაქმებულმა პერსონალმა იმუნიზაციაზე უარი თქვას, ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას არ აქვს მოლოდინი, რომ სამედიცინო პერსონალმა უარი თქვას ვაქცინაციზე.

"ვერ ვიტყვი, რომ ვაქცინაცა ჩქარი ტემპით დავიწყეთ, მაგრამ დავიწყეთ და იცრებოდნენ ჩვენი ექიმებიც და სხვა ექიმებიც გვაკითხავდნენ. ახალციხის ფაქტის შემდეგ ამბულატრიულ დაწესებულებეში გაჩერდა ვაქცინაცია. ჩვენთან 10 დღეა აღარ ტარდება ვაქცინაცია. სხვა კუთხით, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი მონდომებაა, თუმცა, ექიმები გამოხატავენ მაინც სურვილს და ნელ-ნელა მსურველთა რაოდენობა იმატებს“, - აცხადებს ზაზა ჯაფარიძე.

ხვალ საქართველოში ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც "სინოფარმი" ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს

მამა ანდრია სარია განკვეთას ექვემდებარება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პატრიარქმა უნდა მიიღოს - მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისია

"აღმოჩნდა, რომ მოპარული ვარ და არა გაშვილებული" - როგორ ყიდდნენ ბავშვებს სამშობიაროებიდან და როგორ იპოვა ბებიის გაშვილებულმა ეკატერინე ჭონიაშვილმა ოჯახი