საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსო რომ ციხიდან გამოვიდა, ამ დროს მანქანაში ვიჯექი... ძალიან ემოციური ვარ, ვერ შევძელი მასთან საჯაროდ შეხვედრა" - რას ჰყვება ნინო დარასელი დედის ციხიდან გათავისუფლებაზე?
"რუსო რომ ციხიდან გამოვიდა, ამ დროს მანქანაში ვიჯექი... ძალიან ემოციური ვარ, ვერ შევძელი მასთან საჯაროდ შეხვედრა" - რას ჰყვება ნინო დარასელი დედის ციხიდან გათავისუფლებაზე?

30 მარტს "ცენ­ტრ პო­ინ­ტის“ ერთ-ერ­თმა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა, ოთხწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვა. კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა სას­ჯე­ლი სრუ­ლად მო­ი­ხა­და. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, კარ­თან დახ­ვდა უფ­რო­სი შვი­ლიშ­ვი­ლი ზა­ზუ­კა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და გამ­ზრდელ ბე­ბი­ას­თან წლე­ბით და­შო­რე­ბას.

რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნინო და­რა­სე­ლი ambebi.ge-სთან ამ­ბობს, რომ თა­ვად ამ დროს მან­ქა­ნა­ში იჯდა და მისი ემო­ცი­უ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ გა­რის­კა დე­დას სა­ჯა­როდ, უამ­რა­ვი კა­მე­რი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტის თან­ხლე­ბით შეხ­ვედ­რო­და.

რო­გორ აგ­რძე­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი? - ნინო და­რა­სე­ლი ambebi.ge-ს ესა­უბ­რა:

- რუსო რომ ცი­ხი­დან გა­მო­ვი­და, ამ დროს მან­ქა­ნა­ში ვი­ჯე­ქი. ეს ჩვე­ნი ოჯა­ხის იმ­დე­ნად დიდი ტკი­ვი­ლი და უკვე სი­ხა­რუ­ლი იყო, რომ არ მინ­დო­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი საქ­ვეყ­ნოდ, ყვე­ლას­თვის მეჩ­ვე­ნე­ბი­ნა. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვარ, დე­და­ჩე­მი­ვით თავ­შე­კა­ვე­ბა მი­ჭირს. არ ვი­ცო­დი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ჩემი რე­აქ­ცია და ემო­ცია, ამას ხომ წი­ნას­წარ ვერ გათ­ვლი. ჩემ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო ჩემი შვი­ლე­ბი­სა და რუ­სოს შეხ­ვედ­რა. 27 წლის ზა­ზუ­კა და 12 წლის მა­რი­ტა დე­დამ გა­ზარ­და. ალ­ბათ ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ზა­ზუ­კა გუ­შინ იყო ბედ­ნი­ე­რი, ასე მგო­ნია, რომ სი­ხა­რუ­ლის­გან სი­მაღ­ლე­შიც კი გა­ი­ზარ­და.

- მა­რი­ტას ემო­ცი­ებ­ზე მოგ­ვი­ყე­ვით...

- დედა რომ და­ი­ჭი­რეს, მა­რი­ტა 7 წლის იყო. ახლა გარ­და­მა­ვა­ლი ასა­კი აქვს და რუ­სოს ცოტა ისე უყუ­რებს... რამ­დე­ნი­მე დღის წინ ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძეს­თან ჩავ­წე­რე ინ­ტერ­ვიუ და მიყ­ვე­ბო­და, მისი დედა გა­და­სახ­ლე­ბი­დან რომ დაბ­რუნ­და წლე­ბის შემ­დეგ, მი­ვე­დი და ხელი ჩა­მო­ვარ­თვიო. რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ კი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე მივ­დი­ო­დით და ლექ­სი მი­თხრა, - "ზღვა იყო ისე მშვი­დი და წყნა­რი, რომ აღარც მახ­სოვს იყო თუ არა“ - ეს სი­ტყვე­ბი იავ­ნა­ნა­სა­ვით ჩა­მეს­მაო. ჩვენც ასე ვართ, მა­რი­ტაც ალ­ბათ იავ­ნა­ნას ელო­დე­ბა. მთლად თქვე­ნო­ბით არ ელა­პა­რა­კე­ბა რუ­სოს, მაგ­რამ გან­წყო­ბა ასე­თი აქვს. ძა­ლი­ან მოს­წონს ქალი, რო­მე­ლიც მის­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბე­ლია, ამ­დე­ნი წელი ელო­და და ტე­ლე­ფონ­ზე თით­ქმის ყო­ველ­დღე ელა­პა­რა­კე­ბო­და, მაგ­რამ ჯერ მას­თან მარ­ტოც არ დარ­ჩე­ნი­ლა.

- თავს რო­გორ გრძნობს ქალ­ბა­ტო­ნი რუ­სუ­და­ნი?

- რო­გორც ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, ჩემი გული იქ დავ­ტო­ვეო, რად­გან მაია იქ დარ­ჩა. ასე­ვე არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი ის თე­მაც, რის გა­მოც იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. ბი­ნათმშე­ნებ­ლო­ბის გამო და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბიც არ არი­ან დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ნამ­დვი­ლე­ში კარ­გად არა­ფე­რია, მაგ­რამ, მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი წინ არის.

- ჯან­მრთე­ლო­ბით რო­გორ გრძნობს თავს?

- ჩვენ­ზე ძლი­ე­რად. გუ­შინ ცდი­ლობ­და, რომ ეს სი­ხა­რუ­ლის სტრე­სი ჩვენ­თვის შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა. გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ჩვენ­ზე კარ­გად...

- გუ­კას შვი­ლი თრი­ნი­თიც ახლა გა­იც­ნო...

- კი, პირ­ვე­ლად ნახა, მა­რი­ტა რუ­სოს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და და რუსო - თრი­ნი­თის. აზ­რე­ბი და ემო­ცი­ე­ბი ერ­თმა­ნეთ­ში მე­რე­ვა, ჯერ კი­დევ ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ...

მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
(((
37

რა სამარცხვინოა,ქალი რომ თაღლითობის მუხლით გასამართლდება:(

სააკაძე
27

ანტიკვარები კი აქვთ გამოჭიმული!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რუსო რომ ციხიდან გამოვიდა, ამ დროს მანქანაში ვიჯექი... ძალიან ემოციური ვარ, ვერ შევძელი მასთან საჯაროდ შეხვედრა" - რას ჰყვება ნინო დარასელი დედის ციხიდან გათავისუფლებაზე?

"რუსო რომ ციხიდან გამოვიდა, ამ დროს მანქანაში ვიჯექი... ძალიან ემოციური ვარ, ვერ შევძელი მასთან საჯაროდ შეხვედრა" - რას ჰყვება ნინო დარასელი დედის ციხიდან გათავისუფლებაზე?

30 მარტს "ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუსუდან კერვალიშვილმა, ოთხწლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება დატოვა. კერვალიშვილმა სასჯელი სრულად მოიხადა. გათავისუფლების შემდეგ, კართან დახვდა უფროსი შვილიშვილი ზაზუკა, რომელიც ძალიან განიცდიდა გამზრდელ ბებიასთან წლებით დაშორებას.

რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილი ნინო დარასელი ambebi.ge-სთან ამბობს, რომ თავად ამ დროს მანქანაში იჯდა და მისი ემოციურობიდან გამომდინარე, ვერ გარისკა დედას საჯაროდ, უამრავი კამერისა და ჟურნალისტის თანხლებით შეხვედროდა.

როგორ აგრძელებენ ცხოვრებას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახი? - ნინო დარასელი ambebi.ge-ს ესაუბრა:

- რუსო რომ ციხიდან გამოვიდა, ამ დროს მანქანაში ვიჯექი. ეს ჩვენი ოჯახის იმდენად დიდი ტკივილი და უკვე სიხარული იყო, რომ არ მინდოდა, ეს ყველაფერი საქვეყნოდ, ყველასთვის მეჩვენებინა. ძალიან ემოციური ვარ, დედაჩემივით თავშეკავება მიჭირს. არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა ჩემი რეაქცია და ემოცია, ამას ხომ წინასწარ ვერ გათვლი. ჩემთვის ძალიან ემოციური იყო ჩემი შვილებისა და რუსოს შეხვედრა. 27 წლის ზაზუკა და 12 წლის მარიტა დედამ გაზარდა. ალბათ ბოლო 5 წლის განმავლობაში ზაზუკა გუშინ იყო ბედნიერი, ასე მგონია, რომ სიხარულისგან სიმაღლეშიც კი გაიზარდა.

- მარიტას ემოციებზე მოგვიყევით...

- დედა რომ დაიჭირეს, მარიტა 7 წლის იყო. ახლა გარდამავალი ასაკი აქვს და რუსოს ცოტა ისე უყურებს... რამდენიმე დღის წინ ლანა ღოღობერიძესთან ჩავწერე ინტერვიუ და მიყვებოდა, მისი დედა გადასახლებიდან რომ დაბრუნდა წლების შემდეგ, მივედი და ხელი ჩამოვართვიო. რამდენიმე თვის შემდეგ კი ზღვის სანაპიროზე მივდიოდით და ლექსი მითხრა, - "ზღვა იყო ისე მშვიდი და წყნარი, რომ აღარც მახსოვს იყო თუ არა“ - ეს სიტყვები იავნანასავით ჩამესმაო. ჩვენც ასე ვართ, მარიტაც ალბათ იავნანას ელოდება. მთლად თქვენობით არ ელაპარაკება რუსოს, მაგრამ განწყობა ასეთი აქვს. ძალიან მოსწონს ქალი, რომელიც მისთვის ძალიან ახლობელია, ამდენი წელი ელოდა და ტელეფონზე თითქმის ყოველდღე ელაპარაკებოდა, მაგრამ ჯერ მასთან მარტოც არ დარჩენილა.

- თავს როგორ გრძნობს ქალბატონი რუსუდანი?

- როგორც ინტერვიუში თქვა, ჩემი გული იქ დავტოვეო, რადგან მაია იქ დარჩა. ასევე არ არის დასრულებული ის თემაც, რის გამოც იყო დაკავებული. ბინათმშენებლობის გამო დაზარალებულებიც არ არიან დაკმაყოფილებულები. ჯერჯერობით სინამდვილეში კარგად არაფერია, მაგრამ, მჯერა, ყველაფერი კარგი წინ არის.

- ჯანმრთელობით როგორ გრძნობს თავს?

- ჩვენზე ძლიერად. გუშინ ცდილობდა, რომ ეს სიხარულის სტრესი ჩვენთვის შეემსუბუქებინა. გამოიყურება ჩვენზე კარგად...

- გუკას შვილი თრინითიც ახლა გაიცნო...

- კი, პირველად ნახა, მარიტა რუსოს ათვალიერებდა და რუსო - თრინითის. აზრები და ემოციები ერთმანეთში მერევა, ჯერ კიდევ ძალიან აღელვებული ვარ...

საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

ნიკოლოზ ანთიძე თანამდებობას ტოვებს - რას აცხადებენ კულტურის სამინისტროში?

"ერთხელ ჩამოვიხსენი პირბადე და ზუსტად მაშინ დავინფიცირდი... უიმედო იყო ჩემი მდგომარეობა" - რას ჰყვება ფოტოგრაფი რეანიმაციაში გატარებულ უმძიმეს 1 თვეზე