პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმძიმესი პაციენტი იყო, ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა" - გულიკო ჩაფიძე გამორიცხავს, რომ ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება
"უმძიმესი პაციენტი იყო, ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა" - გულიკო ჩაფიძე გამორიცხავს, რომ ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება

ჩა­ფი­ძის სა­ხე­ლო­ბის გა­და­უ­დე­ბე­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, კარ­დი­ო­ლო­გი გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძე "მედ­კა­პი­ტა­ლის" გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის შე­სა­ხებ "მთა­ვარ­თან" სა­უბ­რობს.

"ფილ­ტვე­ბის უმ­ძი­მე­სი ფიბ­რო­ზი ჰქონ­და, თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გია. გარ­და­იც­ვა­ლა სუნ­თქვი­თი უკ­მა­რი­სო­ბით. უმ­ძი­მე­სი პა­ცი­ენ­ტი იყო. ფილ­ტვე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი ანო­მა­ლია ჰქონ­და და ჰქონ­და გა­მო­ხა­ტუ­ლი ფიბ­რო­ზი. ვაქ­ცი­ნა­ცია გა­უ­კეთ­და 15 მარტს, ასე რომ, ეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ბრა­ლი არ არის, ორი კვი­რის მერე მო­იყ­ვა­ნეს ჩვენ­თან ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­დან (29 მარტს). ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ბრა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, იმა­ვე დღე­ებ­ში უნდა გა­მოვ­ლე­ნი­ლი­ყო", - აცხა­დებს გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და­იც­ვა­ლა "მედ­კა­პი­ტა­ლის" ექი­მი, რო­მელ­მაც ორი კვი­რით ადრე კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა გა­ი­კე­თა, თუმ­ცა "მედ­კა­პი­ტალ­ში" გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბა ვაქ­ცი­ნამ გა­მო­იწ­ვია.

რო­გორც კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ნუ­ცხა­და, ექიმს აც­რის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი გარ­თუ­ლე­ბა არ გა­მოვ­ლე­ნია.

"მედ­კა­პი­ტა­ლის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს და აცხა­დებს, რომ ექი­მი ჩა­ფი­ძის სა­ხე­ლო­ბის გა­და­უ­დე­ბელ კარ­დი­ო­ლო­გი­ურ ცენ­ტრში გარ­და­იც­ვა­ლა.

ამ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე­მაც. მისი თქმით, პირ­ვე­ლა­დი მოკ­ვლე­ვით, მომ­ხდა­რი აც­რას არ უკავ­შირ­დე­ბა.

"რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო ამ წუ­თებ­ში იმ­ყო­ფე­ბა ად­გილ­ზე, თუმ­ცა პირ­ვე­ლა­დი მოკ­ვლე­ვით, პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აც­რა­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბას შო­რის, ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლი არ არის. სა­ა­გენ­ტო არის ად­გილ­ზე და მიმ­დი­ნა­რე­ობს მოკ­ვლე­ვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გვე­ცო­დი­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია", - აღ­ნიშ­ნა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რტ
13

ჰოდა დააჩქარა პროცესი

ობივატელი
7

თუ ასეთი მძიმე პაციენტი იყო აცრა რატომ გაუკეთეს მაშინ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"უმძიმესი პაციენტი იყო, ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა" - გულიკო ჩაფიძე გამორიცხავს, რომ ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება

"უმძიმესი პაციენტი იყო, ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა" - გულიკო ჩაფიძე გამორიცხავს, რომ ექიმის გარდაცვალება ვაქცინაციას უკავშირდება

ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, კარდიოლოგი გულიკო ჩაფიძე "მედკაპიტალის" გარდაცვლილი ექიმის შესახებ "მთავართან" საუბრობს.

"ფილტვების უმძიმესი ფიბროზი ჰქონდა, თანდაყოლილი პათოლოგია. გარდაიცვალა სუნთქვითი უკმარისობით. უმძიმესი პაციენტი იყო. ფილტვების თანდაყოლილი ანომალია ჰქონდა და ჰქონდა გამოხატული ფიბროზი. ვაქცინაცია გაუკეთდა 15 მარტს, ასე რომ, ეს ვაქცინაციის ბრალი არ არის, ორი კვირის მერე მოიყვანეს ჩვენთან ვაქცინაციიდან (29 მარტს). ვაქცინაციის ბრალი რომ ყოფილიყო, იმავე დღეებში უნდა გამოვლენილიყო", - აცხადებს გულიკო ჩაფიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა "მედკაპიტალის" ექიმი, რომელმაც ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა "მედკაპიტალში" გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

როგორც კლინიკის წარმომადგენელმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

"მედკაპიტალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით, პირველადი მოკვლევით, მომხდარი აცრას არ უკავშირდება.

"რეგულირების სააგენტო ამ წუთებში იმყოფება ადგილზე, თუმცა პირველადი მოკვლევით, პირდაპირი კავშირი აცრასა და გარდაცვალებას შორის, ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. სააგენტო არის ადგილზე და მიმდინარეობს მოკვლევა, მოგვიანებით გვეცოდინება ინფორმაცია", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

"ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისთვის..." - რაზე იქადაგა პატრიარქმა ხარებას

გია ვოლსკი "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

"ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ახალი საგაზაფხულო შეთავაზება ამოქმედდა