სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ის საქართველოსთვის ენერგორესურსების ძირითადი მომწოდებელი იყოს" - რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობას?
"მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ის საქართველოსთვის ენერგორესურსების ძირითადი მომწოდებელი იყოს" - რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობას?

სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნა­თა­გან ბოლო დრო­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ამ­ბა­ვი ჯერ არა­შე­ნე­ბულ "ნა­მახ­ვა­ნ­ჰესს" უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­საც მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბა 9-დან 12 თვემ­დე დრო­ით გა­და­ი­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ჰესი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი და ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­ზე" ლა­პა­რა­კი­სას შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბაც კი გა­ა­კე­თა: "დღეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჰიბ­რი­დუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ომის გა­მოკ­ვე­თილ ნიშ­ნებს ვხე­დავთ".

ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, გარე ძა­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებ­სა და კონ­კრე­ტუ­ლად "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­ზე" AMBEBI.GE-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე ესა­უბ­რე­ბა.

- უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, როცა ვლა­პა­რა­კობთ ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვე­ყა­ნა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბი ფუნ­და­მენ­ტუ­რად ნაკ­ვლე­ვი იყოს, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ენერ­გე­ტი­კუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კომ­პო­ნენ­ტია, რა­ზეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა და კი ბა­ტო­ნო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა და ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. რაც შე­ე­ხე­ბა ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას, ჰე­სე­ბი, ისე­ვე, რო­გორც სხვა ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, ენერ­გე­ტი­კუ­ლი რე­სურ­სე­ბი გარე ბაზ­რე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ჰქონ­დეს და ამ თვალ­საზ­რი­სით ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც იყოს თვითკმა­რი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სტრა­ტე­გი­უ­ლი და ფუნ­და­მენ­ტუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა. თუმ­ცა, აქ რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბაა მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­სა­ღე­ბი:

პირ­ვე­ლი, რომ ჰე­სე­ბი, ისე­ვე, რო­გორც თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი, მზის სად­გუ­რე­ბი და ქა­რის ელექტრო სად­გუ­რე­ბი, სა­ჭი­როა და არ იქ­ნე­ბო­და სწო­რი იმა­ზე ლა­პა­რა­კი, რომ ჩვენ ენერ­გე­ტი­კუ­ლი სიმ­ძლავ­რე­ე­ბი არ გვჭირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ფონ­ზე, როცა ჩვე­ნი ჰიდ­რო­ე­ნერ­გო რე­სურ­სე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წილს, და­ახ­ლო­ე­ბით, 20%-ს ვი­ყე­ნებთ, მაგ­რამ ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ თვალ­საზ­რი­სით უსაფრ­თხო­ე­ბის გან­მტკი­ცე­ბის პრო­ცეს­ში ჩვე­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის ჩვენ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი არ და­ვა­ზა­რა­ლოთ - ესაა იგი­ვე, გა­რე­მოს დაც­ვა, ბუ­ნებ­რი­ვი და ტექ­ნო­გე­ნუ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა და ა.შ. ასე რომ, ჩვენ თუ ერთ საქ­მეს ვა­კე­თებთ, არ უნდა გა­ვა­ფუ­ჭოთ სხვა და ეს ამ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა არ გა­მო­რი­ცხავს იმას, რომ ჰესი აშენ­დეს უსაფრ­თხოდ.

- რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზო­გა­დად, რომ სა­ქარ­თვე­ლო ენერ­გო­და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყოს და ამ თვალ­საზ­რი­სით, რა პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, რა უნდა შე­იც­ვა­ლოს, რათა ამას მი­ვაღ­წი­ოთ?

- ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ჩვენ­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან თუნ­დაც, რომ საკ­მა­ოდ რთულ რე­გი­ონ­ში ვართ. შევ­ხე­დოთ, ვინ არი­ან ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი ამ თვალ­საზ­რი­სით - ჩვენ ძი­რი­თა­დად რუ­სულ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ და თურ­ქულ ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ვერც ერთი მათ­გა­ნი ჩა­ით­ვლე­ბა იმ პარტნი­ო­რად, რო­მელ­თა­ნაც შეგ­ვიძ­ლია, თავი 100%-ით უსაფრ­თხოდ ვიგ­რძნოთ - ეს ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. მე­ო­რეა, რომ გვაქვს სიმ­ძლავ­რე­ე­ბი, თუნ­დაც ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბის სა­ხით, რო­მე­ლიც შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რომ შე­ვამ­ცი­როთ ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და თუ ვერ ვიქ­ნე­ბით ბო­ლომ­დე და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მომ­წო­დებ­ლე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გვყავ­დეს, რაც ჩვენს რე­გი­ონ­ში რთუ­ლად მი­საღ­წე­ვია. ამ ფონ­ზე კი­დევ უფრო მა­ღა­ლია ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა, ეს ერთ-ერთი სა­კი­თხია, რა­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კონ­სენ­სუ­სი უნდა არ­სე­ბობ­დეს, რად­გან ჩვენ გვჭირ­დე­ბა ის, რომ ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მა­ინც (რად­გან ჩვენ არ გვაქვს ბუ­ნებ­რი­ვი აირი და ნავ­თო­ბი) ჩვე­ნი­ვე გვქონ­დეს და ეს ბო­ლომ­დე ათ­ვი­სე­ბუ­ლი იყოს.

- ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რო­გო­რია რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბი ჩვენ მი­მართ?

- რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, გა­სა­გე­ბი ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი აქვს. ეს არ არის მარ­ტო ინ­ტე­რე­სი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ან სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ, ესაა ინ­ტე­რე­სი უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის, რომ მას სურს, ჰქონ­დეს კონ­ტრო­ლი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის რო­გორც მიმ­ღებ, ისე გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და რე­სურ­სებ­ზე, რომ იგი თვი­თონ იყოს ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ძი­რი­თა­დი მიმ­წო­დე­ბე­ლი მსოფ­ლიო ბაზ­რის­თვის, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მისი საგ­რძნო­ბი ნა­წი­ლის­თვის. რაც უფრო მე­ტად არი­ან სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და­მო­კი­დე­ბულ­ნი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ენერ­გე­ტი­კულ რე­სურ­სებ­ზე, მით უფრო იოლი ხდე­ბა რუ­სე­თის­თვის მისი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის იმპლე­მენ­ტა­ცია. შე­სა­ბა­მი­სად, აქ სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბულ კონ­სპი­რა­ცი­ას ვა­წყდე­ბით, რო­მელ­ზეც მსჯე­ლო­ბა ძა­ლი­ან ჰი­პო­თე­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და, სწო­რი არ არის, რად­გან ეს ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი და გა­მო­ხა­ტუ­ლია - მოს­კო­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ ის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ძი­რი­თა­დი მომ­წო­დე­ბე­ლი იყოს და ჩვენ მას­ზე ვი­ყოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ისე­ვე, რო­გორც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა სა­ხელ­მწი­ფო იქ­ნე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი მას­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ანუ, აქ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კი არა­ფე­რი ხდე­ბა, ეს ბუ­ნებ­რი­ვი მო­ცე­მუ­ლო­ბაა, რა­საც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა აკე­თებს, ვი­საც ენერ­გე­ტი­კულ რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა აქვს, რუ­სე­თი კი მსოფ­ლი­ო­ში ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ექ­სპორ­ტი­ო­რია. თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, მას აღ­ნიშ­ნუ­ლი ამ­ბი­ცია აქვს, ისე­ვე, რო­გორც ეს აქვს აზერ­ბა­ი­ჯანს, ისე­ვე, რო­გორც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ამ­ბი­ცია თურ­ქეთ­საც აქვს, რომ იგი იყოს არა მხო­ლოდ ენერ­გო­რე­სურ­სე­ბის, არა­მედ ზო­გა­დად, მსოფ­ლიო ვაჭ­რო­ბა­ში ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჰაბი.

- კონ­კრე­ტუ­ლად "ნა­მახ­ვა­ნ­ჰესს" რომ შე­ვე­ხოთ, პრე­მი­ერ­მა ამა­ზე სა­უბ­რი­სას შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: "დღეს ჩვენ ვხე­დავთ ჰიბ­რი­დუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ომის გა­მოკ­ვე­თილ ნიშ­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ". და­ე­თან­ხმე­ბო­დით თუ არა ამ გან­ცხა­დე­ბას და რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს?

- რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობთ ზო­გა­დად, ჰიბ­რი­დულ ომსა და ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­მოწ­ვე­ვა­ზე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ცო­დეთ, რო­გორ უყუ­რებს ამ გა­მოწ­ვე­ვას თვი­თონ სა­ხელ­მწი­ფო. ჩვენ იმ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს მკა­ფი­ოდ გა­წე­რი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ხედ­ვა ნა­ცი­ო­ნა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­აჩ­ნია - ბო­ლოს და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წი­ნაა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ცეფ­ცია. თვი­თონ ტერ­მი­ნი "ჰიბ­რი­დუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ომიც" რას შე­იძ­ლე­ბა ნიშ­ნავ­დეს - გა­სა­გე­ბია, რომ აქ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ალ­ბათ იგუ­ლის­ხმა ის, რომ ჩვენს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან გარე ძა­ლე­ბიც, რაც იდე­ა­ში, ლო­გი­კუ­რია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, არ შე­იძ­ლე­ბა, იქით წა­ვიყ­ვა­ნოთ სა­უ­ბა­რი, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ტეს­ტი აქვს ან გარ­კვე­ულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი უჩ­ნდე­ბა, მა­ინ­ცდა­მა­ინც ამ უცხო ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლია.

რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაა "ნა­მახ­ვან­ზე" კი­თხვე­ბი? პირ­ვე­ლი კი­თხვე­ბი მა­ინც უსაფრ­თხო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩნდე­ბა, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ცუ­ლი იმის­გან, რომ არ მოხ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი ტექ­ნო­გე­ნუ­რი კა­ტას­ტრო­ფა, რო­დე­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი ობი­ექ­ტი აშენ­დე­ბა. მით უმე­ტეს, კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მო­ცე­მულ ობი­ექტს აშე­ნებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ღალ ნდო­ბას არ იწ­ვევს. ჩვენ ნა­ნა­ხი გვაქვს მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ერთი პრო­ექ­ტი, ეს უკვე აჭა­რა­ში აშე­ნე­ბუ­ლი ჰიდ­რო­ე­ლექტრო სად­გუ­რია, სა­დაც სა­მი­დან ორი გვი­რა­ბი ჩა­მო­ი­შა­ლა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბა 2 წლის წინ დას­რულ­და, ის დღემ­დე არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და არ იძ­ლე­ვა იმ შე­დეგს, რა შე­დე­გიც მას უნდა მო­ე­ტა­ნა.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ლო­გი­კუ­რია, როცა კი­თხვე­ბი ჩნდე­ბა და უმ­ჯო­ბე­სია, სა­ხელ­მწი­ფომ იმა­ზე იმუ­შა­ოს, რომ ასეთ კი­თხვებს ელე­მენ­ტა­რუ­ლად, გა­ე­ცეს პა­სუ­ხი. როცა ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ შეც­დო­მე­ბი იქნა დაშ­ვე­ბუ­ლი, უკაც­რა­ვად და, ეს შეც­დო­მე­ბი აქაც რომ არ იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი, ამის­გან ჩვენ და­ზღვე­ულ­ნი ვართ?

ერ­თია, რომ გვჭირ­დე­ბა სიმ­ძლავ­რე­ე­ბი, მაგ­რამ რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ეს სიმ­ძლავ­რე­ე­ბი იმავდრო­უ­ლად, უსაფრ­თხო უნდა იყოს - მე არ უნდა მქონ­დეს იმის შიში, რომ ჰესი როცა აშენ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ერთ დღეს და­ვიტ­ბო­რო იმის გამო, რომ ვი­ღა­ცას რა­ღაც შე­ე­შა­ლა, მა­გა­ლი­თად, ვერ გათ­ვა­ლა, რა სიმ­ყა­რის უნდა ყო­ფი­ლი­ყო კაშ­ხა­ლი, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო გვი­რა­ბი და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, საფრ­თხე­ე­ბი უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ტეს­ტიც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, აქე­თაა მი­მარ­თუ­ლი.

მედ­ლის მე­ო­რე მხა­რეა, რომ ასე­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა ინ­ტე­რე­სიც, რო­გო­რი­ცაა იგი­ვე, მათი სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა, მათი ქო­ნებ­რი­ვი უფ­ლე­ბე­ბი, და­ცუ­ლი იყოს. მივ­დი­ვართ მე­სა­მე პრობ­ლე­მამ­დეც - რა­ტო­მაა მთავ­რო­ბის მი­მართ ასე­თი უნ­დობ­ლო­ბა? იმი­ტომ, რომ ჩვენ ვხე­დავთ, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში, გარ­კვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ხში­რად ჩვენ რა­ღაც პრო­ექ­ტებს მეც­ნი­ე­რუ­ლი გათ­ვლე­ბის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვა­კე­თებთ, არ ვუს­მენთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს და შემ­დეგ უფრო რთუ­ლი და მძი­მე შე­დე­გე­ბის წი­ნა­შე ვდგე­ბით.

სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ის, რომ გა­რე­მოს დაც­ვის პო­ლი­ტი­კა ზო­გა­დად, უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლი იყო და ის არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და სრულ­ფა­სოვ­ნად, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლი, არა­და, ეს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერთი ფუნ­და­მენ­ტუ­რი კომ­პო­ნენ­ტია, რად­გან საქ­მე ადა­მი­ა­ნის სა­ცხოვ­რე­ბელ გა­რე­მოს შე­ე­ხე­ბა, ადა­მი­ა­ნებს კი სრუ­ლი უფ­ლე­ბა აქვთ, ნე­ბის­მი­ე­რი საფრ­თხის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ, რაც მათ შე­იძ­ლე­ბა, გა­რე­მო­დან და­ე­მუქ­როს. სწო­რედ ამა­ზეა ლა­პა­რა­კი, რომ ეს კი­თხვის ნიშ­ნე­ბი თუ მო­იხ­სნე­ბა, თუ შე­მო­ვა კომ­პა­ნია, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის დიდი ის­ტო­რია ექ­ნე­ბა, თუ ჯე­რო­ვა­ნი ექ­სპერ­ტუ­ლი კვლე­ვე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა და თუ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სი ბო­ლომ­დე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, არ მგო­ნია, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმის წი­ნა­აღ­მდე­გი იყოს, რომ ქვე­ყა­ნას ენერ­გო­სიმ­ძლავ­რე­ე­ბი გა­აჩ­ნდეს.

არას­წო­რია ასე­თი მიდ­გო­მა, რომ ხალ­ხი ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დის და ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჰიბ­რი­დუ­ლი ომის ნა­წილ­ნი არი­ან. ეს პრობ­ლე­მა ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ კლასს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის დღი­დან - ყვე­ლას, ვინც მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ მე­ინ­სტრი­მულ იდე­ას არ ეთან­ხმე­ბა, ვე­ძა­ხით სა­ხელ­მწი­ფოს მტერ­სა და მო­ღა­ლა­ტეს, მა­შინ, რო­დე­საც შე­იძ­ლე­ბა, მო­ის­მი­ნოს ადა­მი­ან­მა კრი­ტი­კა და გა­ი­გოს, რა­შია პრობ­ლე­მა.

სულ მცი­რე, თვი­თო­ნაც უნდა გა­უჩ­ნდეთ კი­თხვე­ბი - მე არ მგო­ნია, რო­მე­ლი­მე ნა­ცი­ო­ნა­ლურ ხე­ლი­სუ­ფალს აწყობ­დეს ასე­თი რამ, რომ გან­ხორ­ცი­ელ­დეს გი­გან­ტუ­რი ჰე­სის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც შემ­დეგ ასე­უ­ლო­ბით ან ათასე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხეს შე­უქ­მნის. მთავ­რო­ბამ უნდა წარ­მო­ად­გი­ნოს ყვე­ლა გა­რან­ტია იმი­სა, რომ პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, 100%-ით უსაფრ­თხოა - აქ სა­უ­ბა­რი არაა 99%-იან უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც, რად­გან ეს არაა თუნ­დაც, გა­ზე­თე­ბის გა­სა­ყი­დი ჯი­ხუ­რის ჩად­გმა რო­მე­ლი­მე პარკში, აქ ლა­პა­რა­კია ჰიდ­რო­ე­ლექტრო სად­გურ­ზე, რომ­ლის პა­ტა­რა ავა­რი­ა­საც შე­იძ­ლე­ბა, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მოჰ­ყვეს რო­გორც გა­რე­მოს­თვის, ისე - ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
0

ანუ გინდა მოუშვებს გაზს გიმდა დაკეტავს; მაგის ხელში ხარ დაკეტვის დროს ნამუსი შეაწუხებს თუ, რა. იმიტომაც ერიდებიან ამ შარა გზის ავაზაკს

ადამიანი
25

აქ ჰესები ჰესებად და ქვეყნის გაყიდვაა მთავარი! რუსზე იქნები დამოკიდებული თუ თურქზე დიდი განსხვავებაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ის საქართველოსთვის ენერგორესურსების ძირითადი მომწოდებელი იყოს" - რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობას?

"მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ის საქართველოსთვის ენერგორესურსების ძირითადი მომწოდებელი იყოს" - რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობას?

საქართველოში განვითარებულ მოვლენათაგან ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამბავი ჯერ არაშენებულ "ნამახვანჰესს" უკავშირდება, რომლის მშენებლობასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება. რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, კაშხლის მშენებლობა 9-დან 12 თვემდე დროით გადაიდება. საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები მიუთითებენ, რომ ჰესი უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს ეკონომიკური და ენერგოდამოუკიდებლობისთვის. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ნამახვანჰესზე" ლაპარაკისას შემდეგი განცხადებაც კი გააკეთა: "დღეს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ვხედავთ".

ზოგადად, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე, გარე ძალების ინტერესებსა და კონკრეტულად "ნამახვანჰესზე" AMBEBI.GE-ს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ესაუბრება.

- უპირველეს ყოვლისა, როცა ვლაპარაკობთ ენერგოდამოუკიდებლობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში აღნიშნული საკითხები ფუნდამენტურად ნაკვლევი იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება ნაციონალური უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რაზეც დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, მდგრადი განვითარება და კი ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება სახელმწიფოს სრულფასოვანი და მდგრადი განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. რაც შეეხება ჰესების მშენებლობას, ჰესები, ისევე, როგორც სხვა ენერგოობიექტები, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, ენერგეტიკული რესურსები გარე ბაზრებისგან დამოუკიდებლად ჰქონდეს და ამ თვალსაზრისით ნაწილობრივ მაინც იყოს თვითკმარი, შეიძლება ითქვას, სტრატეგიული და ფუნდამენტური მნიშვნელობისაა. თუმცა, აქ რამდენიმე გარემოებაა მხედველობაში მისაღები:

პირველი, რომ ჰესები, ისევე, როგორც თბოელექტროსადგურები, მზის სადგურები და ქარის ელექტრო სადგურები, საჭიროა და არ იქნებოდა სწორი იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ ენერგეტიკული სიმძლავრეები არ გვჭირდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ჩვენი ჰიდროენერგო რესურსების ძალიან მცირე ნაწილს, დაახლოებით, 20%-ს ვიყენებთ, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვალსაზრისით უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესის ჩვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არ დავაზარალოთ - ესაა იგივე, გარემოს დაცვა, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების თავიდან აცილება და ა.შ. ასე რომ, ჩვენ თუ ერთ საქმეს ვაკეთებთ, არ უნდა გავაფუჭოთ სხვა და ეს ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ითქვას, რომ ჰესის მშენებლობა არ გამორიცხავს იმას, რომ ჰესი აშენდეს უსაფრთხოდ.

- რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად, რომ საქართველო ენერგოდამოუკიდებელი იყოს და ამ თვალსაზრისით, რა პრობლემები გვაქვს, რა უნდა შეიცვალოს, რათა ამას მივაღწიოთ?

- ენერგოდამოუკიდებლობა ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, გამომდინარე იქიდან თუნდაც, რომ საკმაოდ რთულ რეგიონში ვართ. შევხედოთ, ვინ არიან ჩვენი პარტნიორები ამ თვალსაზრისით - ჩვენ ძირითადად რუსულ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენერგორესურსებზე ვართ დამოკიდებული და საბოლოო ჯამში, ვერც ერთი მათგანი ჩაითვლება იმ პარტნიორად, რომელთანაც შეგვიძლია, თავი 100%-ით უსაფრთხოდ ვიგრძნოთ - ეს ერთი მიმართულებაა. მეორეა, რომ გვაქვს სიმძლავრეები, თუნდაც ჰიდრორესურსების სახით, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ შევამციროთ ეს დამოკიდებულება და თუ ვერ ვიქნებით ბოლომდე დამოუკიდებლები, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მომწოდებლები მაქსიმალურად დივერსიფიცირებული გვყავდეს, რაც ჩვენს რეგიონში რთულად მისაღწევია. ამ ფონზე კიდევ უფრო მაღალია ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობა, ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც საზოგადოებაში კონსენსუსი უნდა არსებობდეს, რადგან ჩვენ გვჭირდება ის, რომ ენერგორესურსების გარკვეული ნაწილი მაინც (რადგან ჩვენ არ გვაქვს ბუნებრივი აირი და ნავთობი) ჩვენივე გვქონდეს და ეს ბოლომდე ათვისებული იყოს.

- ამ მიმართულებით როგორია რუსეთის ინტერესები ჩვენ მიმართ?

- რუსეთის ფედერაციას ძალიან მარტივი, გასაგები ეკონომიკური ინტერესი აქვს. ეს არ არის მარტო ინტერესი საქართველოს მიმართ ან საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ინტერესი უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფედერაციისთვის, რომ მას სურს, ჰქონდეს კონტროლი ენერგორესურსების როგორც მიმღებ, ისე გამანაწილებელ საშუალებებსა და რესურსებზე, რომ იგი თვითონ იყოს ენერგორესურსების ძირითადი მიმწოდებელი მსოფლიო ბაზრისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისი საგრძნობი ნაწილისთვის. რაც უფრო მეტად არიან სხვა სახელმწიფოები დამოკიდებულნი რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკულ რესურსებზე, მით უფრო იოლი ხდება რუსეთისთვის მისი პოლიტიკური დღის წესრიგის იმპლემენტაცია. შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე, რომ რაღაც განსაკუთრებულ კონსპირაციას ვაწყდებით, რომელზეც მსჯელობა ძალიან ჰიპოთეტური იქნებოდა, სწორი არ არის, რადგან ეს ინტერესი ძალიან კონკრეტული და გამოხატულია - მოსკოვი დაინტერესებულია, რომ ის საქართველოსთვის ენერგორესურსების ძირითადი მომწოდებელი იყოს და ჩვენ მასზე ვიყოთ დამოკიდებული, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო იქნება დაინტერესებული, რომ მეზობელი ქვეყნები მასზე ენერგეტიკულად დამოკიდებულები იყვნენ. ანუ, აქ რაღაც განსაკუთრებული კი არაფერი ხდება, ეს ბუნებრივი მოცემულობაა, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს, ვისაც ენერგეტიკულ რესურსებზე წვდომა აქვს, რუსეთი კი მსოფლიოში ენერგორესურსების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია. თავისთავად ცხადია, მას აღნიშნული ამბიცია აქვს, ისევე, როგორც ეს აქვს აზერბაიჯანს, ისევე, როგორც ტერიტორიული თავისებურებებიდან გამომდინარე, ეს ამბიცია თურქეთსაც აქვს, რომ იგი იყოს არა მხოლოდ ენერგორესურსების, არამედ ზოგადად, მსოფლიო ვაჭრობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი.

- კონკრეტულად "ნამახვანჰესს" რომ შევეხოთ, პრემიერმა ამაზე საუბრისას შემდეგი განცხადება გააკეთა: "დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ". დაეთანხმებოდით თუ არა ამ განცხადებას და რაში გამოიხატება ეს?

- როდესაც ვლაპარაკობთ ზოგადად, ჰიბრიდულ ომსა და ნებისმიერი ტიპის უსაფრთხოების გამოწვევაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორ უყურებს ამ გამოწვევას თვითონ სახელმწიფო. ჩვენ იმ რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც სახელმწიფოს მკაფიოდ გაწერილი პოლიტიკური ხედვა ნაციონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ გააჩნია - ბოლოს დაახლოებით 10 წლის წინაა განახლებული ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია. თვითონ ტერმინი "ჰიბრიდული ენერგეტიკული ომიც" რას შეიძლება ნიშნავდეს - გასაგებია, რომ აქ პრემიერ-მინისტრმა ალბათ იგულისხმა ის, რომ ჩვენს ენერგოდამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან გარე ძალებიც, რაც იდეაში, ლოგიკურია, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება, იქით წავიყვანოთ საუბარი, რომ ყველა ადამიანი, ვისაც საქართველოში პროტესტი აქვს ან გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება, მაინცდამაინც ამ უცხო ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგის განმახორციელებელია.

რასთან დაკავშირებითაა "ნამახვანზე" კითხვები? პირველი კითხვები მაინც უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩნდება, რამდენად იქნება მოსახლეობა და საზოგადოება დაცული იმისგან, რომ არ მოხდება გარკვეული ტექნოგენური კატასტროფა, როდესაც აღნიშნული ობიექტი აშენდება. მით უმეტეს, კომპანია, რომელიც მოცემულ ობიექტს აშენებს, საზოგადოებაში მაღალ ნდობას არ იწვევს. ჩვენ ნანახი გვაქვს მის მიერ განხორციელებული ერთი პროექტი, ეს უკვე აჭარაში აშენებული ჰიდროელექტრო სადგურია, სადაც სამიდან ორი გვირაბი ჩამოიშალა და მიუხედავად იმისა, რომ ჰესის მშენებლობა 2 წლის წინ დასრულდა, ის დღემდე არ ფუნქციონირებს და არ იძლევა იმ შედეგს, რა შედეგიც მას უნდა მოეტანა.

აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, როცა კითხვები ჩნდება და უმჯობესია, სახელმწიფომ იმაზე იმუშაოს, რომ ასეთ კითხვებს ელემენტარულად, გაეცეს პასუხი. როცა ლაპარაკობენ, რომ შეცდომები იქნა დაშვებული, უკაცრავად და, ეს შეცდომები აქაც რომ არ იქნება დაშვებული, ამისგან ჩვენ დაზღვეულნი ვართ?

ერთია, რომ გვჭირდება სიმძლავრეები, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ეს სიმძლავრეები იმავდროულად, უსაფრთხო უნდა იყოს - მე არ უნდა მქონდეს იმის შიში, რომ ჰესი როცა აშენდება, შეიძლება, ერთ დღეს დავიტბორო იმის გამო, რომ ვიღაცას რაღაც შეეშალა, მაგალითად, ვერ გათვალა, რა სიმყარის უნდა ყოფილიყო კაშხალი, როგორი უნდა ყოფილიყო გვირაბი და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ შემთხვევაში, საფრთხეები უნდა გამოვრიცხოთ და საზოგადოების პროტესტიც უპირველეს ყოვლისა, აქეთაა მიმართული.

მედლის მეორე მხარეა, რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოების სხვა ინტერესიც, როგორიცაა იგივე, მათი საკუთრების უფლება, მათი ქონებრივი უფლებები, დაცული იყოს. მივდივართ მესამე პრობლემამდეც - რატომაა მთავრობის მიმართ ასეთი უნდობლობა? იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების უდიდესი ნაწილი ბოლო პერიოდში, გარკვეული ხარვეზებით განხორციელდა. ხშირად ჩვენ რაღაც პროექტებს მეცნიერული გათვლებისგან დამოუკიდებლად ვაკეთებთ, არ ვუსმენთ სპეციალისტებს და შემდეგ უფრო რთული და მძიმე შედეგების წინაშე ვდგებით.

სამწუხარო რეალობაა ჩვენს ქვეყანაში ის, რომ გარემოს დაცვის პოლიტიკა ზოგადად, უგულებელყოფილი იყო და ის არ განიხილებოდა სრულფასოვნად, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი, არადა, ეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია, რადგან საქმე ადამიანის საცხოვრებელ გარემოს შეეხება, ადამიანებს კი სრული უფლება აქვთ, ნებისმიერი საფრთხის შესახებ იცოდნენ, რაც მათ შეიძლება, გარემოდან დაემუქროს. სწორედ ამაზეა ლაპარაკი, რომ ეს კითხვის ნიშნები თუ მოიხსნება, თუ შემოვა კომპანია, რომელსაც წარმატებული პროექტების განხორციელების დიდი ისტორია ექნება, თუ ჯეროვანი ექსპერტული კვლევები ჩატარდება და თუ მოსახლეობის ინტერესი ბოლომდე გათვალისწინებული იქნება, არ მგონია, ჩვენი საზოგადოება იმის წინააღმდეგი იყოს, რომ ქვეყანას ენერგოსიმძლავრეები გააჩნდეს.

არასწორია ასეთი მიდგომა, რომ ხალხი ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის და ადამიანები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილნი არიან. ეს პრობლემა ჰქონდა საქართველოს პოლიტიკურ კლასს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან - ყველას, ვინც მმართველი პოლიტიკური ელიტის მიერ შემოთავაზებულ მეინსტრიმულ იდეას არ ეთანხმება, ვეძახით სახელმწიფოს მტერსა და მოღალატეს, მაშინ, როდესაც შეიძლება, მოისმინოს ადამიანმა კრიტიკა და გაიგოს, რაშია პრობლემა.

სულ მცირე, თვითონაც უნდა გაუჩნდეთ კითხვები - მე არ მგონია, რომელიმე ნაციონალურ ხელისუფალს აწყობდეს ასეთი რამ, რომ განხორციელდეს გიგანტური ჰესის პროექტი, რომელიც შემდეგ ასეულობით ან ათასეულობით მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. მთავრობამ უნდა წარმოადგინოს ყველა გარანტია იმისა, რომ პროექტი, რომელიც ხორციელდება, 100%-ით უსაფრთხოა - აქ საუბარი არაა 99%-იან უსაფრთხოებაზეც, რადგან ეს არაა თუნდაც, გაზეთების გასაყიდი ჯიხურის ჩადგმა რომელიმე პარკში, აქ ლაპარაკია ჰიდროელექტრო სადგურზე, რომლის პატარა ავარიასაც შეიძლება, საკმაოდ სერიოზული პრობლემები მოჰყვეს როგორც გარემოსთვის, ისე - ადამიანებისთვის.