სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."
სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."

დიდ­გო­რის ბრძო­ლა თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით, ყო­ველ­გვა­რი გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, გა­მორ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღემ­დე არ წყდე­ბა კა­მა­თი, სად მოხ­და ბრძო­ლა და რო­გორ წა­რი­მარ­თა იგი. ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ ბრძო­ლას და­ვი­თის მე­მა­ტი­ა­ნე სულ რა­ღაც 500 სი­ტყვას უთ­მობს და ეს ტექ­სტიც ზო­გა­დი ფრა­ზე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

რამ­დე­ნა­დაც უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, მე­მა­ტი­ა­ნე იმა­საც კი არ აღ­ნიშ­ნავს, სად მდე­ბა­რე­ობ­და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბა­თა მთა­ვა­რი ეპი­ცენ­ტრი. მისი ზო­გა­დი ფრა­ზა, რომ მტე­რი მო­ვი­და "თრი­ა­ლეთს, მან­გლის[ს] და დიდ­გორ­თა"და­ზუს­ტე­ბით არა­ფერს გვე­უბ­ნე­ბა ლო­კა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­მა­რის ის­ტო­რი­კო­სი - "ის­ტო­რი­ა­ნი და­აზ­მა­ნი შა­რა­ვან­დედ­თა­ნის" ავ­ტო­რი უფრო აკონ­კრე­ტებს და "ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლად" მო­ნათ­ლუ­ლი ბრძო­ლის ად­გი­ლად დიდ­გორს ასა­ხე­ლებს: შამ­ქორ­თან ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ "დრო­შა იგი ხა­ლი­ფა­სი, რო­მე­ლი მო­ი­ღო შალ­ვა ახალ­ცი­ხელ­მან, წარ­გზავ­ნა ესე მო­ნას­ტერ­სა დიდ­სა წი­ნა­შე ხა­ხუ­ლის აღ­მრთის მშობ­ლი­სა­სა, მსგავ­სად მა­მის პა­პი­სა მა­თი­სა. მა­შინ მას წა­რეგ­ზავ­ნა მოძრცÂლი­ქე­დი­სა­გან დორ­ბე­ზე სა­და­ყა­ის ძისა, ჟამ­თა დიდ­გორ­თა გაქ­ცე­ვი­სა­თა მა­ნი­ა­კი ოქ­რო­სა, შემ­კუ­ლი­თუ­ა­ლე­ბი­თა ძარ­ფა­სი­სა­თა".

დიდ­გო­რის სა­ხე­ლი შერყვნი­ლი ფორ­მით იხ­სე­ნი­ე­ბა ამ ბრძო­ლის შე­სა­ხებ არ­სე­ბულ უცხო­ურ წყა­რო­ებ­შიც. ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ის სამი ძი­რი­თა­დი მო­საზ­რე­ბა დიდ­გო­რის ბრძო­ლას სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი მი­უ­ძღვნა სარ­გის კა­კა­ბა­ძემ, რო­მელ­შიც გა­მოთ­ქვა მო­საზ­რე­ბა, რომ ბრძო­ლა მოხ­და ვრცელ ველ­ზე სო­ფელ დიღ­მის მი­და­მო­ებ­ში. მკვლე­ვა­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ დიდ­გო­რის მთა­ზე, ხალ­ხუ­რი გად­მო­ცე­მით, ორი ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა და­სავ­ლეთ (ზემო) დიდ­გორ­ზე, ხოლო მე­ო­რე, გა­დამ­წყვე­ტი - სო­ფელ დიღ­მის მი­და­მო­ებ­ში ე.წ. დიდ­გორ­წინ­ზე. აქვე არ­შე­იძ­ლე­ბა არ ვახ­სე­ნოთ ის ფაქ­ტი, რომ XVIII სა­უ­კუ­ნე­ში და უფრო ად­რეც, ტო­პო­ნი­მი "დიდ­გო­რი" მდი­ნა­რე დიღ­მის­წყლის რე­გი­ონ­ში არ დას­ტურ­დე­ბა. 1728 წელს ოს­მა­ლებ­მა აღ­წე­რეს თბი­ლი­სის ვი­ლა­ი­ე­თი და ყვე­ლა სო­ფე­ლი სპე­ცი­ა­ლურ "დავ­თარ­ში" შე­ი­ტა­ნეს. სო­ფელ დიღ­მის გარ­შე­მო იხ­სე­ნი­ე­ბა წო­დო­რე­თი, ვე­ძი­სი, კარ­სა­ნი, მუ­ხათ­გვერ­დი, თე­ლო­ვა­ნი, ნი­კუ­ლი, ყურ­ყუ­ტა, არ­მა­ზი. ოს­მალ­თათ­ვის სო­ფე­ლი დიდ­გო­რი უც­ნო­ბია. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლის მიერ შექ­მნილ რუ­კებ­ზეც საკ­მა­ოდ დაწ­ვრი­ლე­ბი­თაა აღ­წე­რი­ლი დიღ­მის ხე­ო­ბა, მაგ­რამ არც იგი ახ­სე­ნებს ამ ზო­ნა­ში ტო­პო­ნიმ "დიდ­გორს". ვფიქ­რობთ, ამ სა­ხელ­წო­დე­ბის სო­ფე­ლი (ე.წ. ქვე­მო­დიდ­გო­რი) გვი­ან­დე­ლი და­სახ­ლე­ბაა.

1972 წელს და­ი­ბეჭ­და დიდ­გო­რის ბრძო­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი შოთა მეს­ხი­ას ფრი­ად სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოკ­ვლე­ვა - "ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი", რო­მელ­შიც მთლი­ა­ნო­ბა­ში XI სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­სა და XII სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი მე­ო­თხე­დის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­აა გად­მო­ცე­მუ­ლი. ძი­რი­თა­დი ბრძო­ლის ად­გი­ლად შოთა მეს­ხია ზემო დიდ­გორს მი­იჩ­ნევს, ნიჩ­ბი­სის წყლის სა­თა­ვე­ე­ბის მი­და­მოს (დღე­ვან­დე­ლი დიდ­გო­რის მე­მო­რი­ა­ლის­მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია), თუმ­ცა იქვე აღ­ნიშ­ნავს, რომ მტრის ჯა­რის "მე­ო­რე ნა­წილ­მა კი­დევ, დიდ­გო­რის კალ­თე­ბი­დან შე­მო­სულ­მა, დიღ­მის ხე­ო­ბა და­ი­ჭი­რა. ასე რომ, მტრის ლაშ­ქრით გა­ივ­სო რო­გორც ზემო, ასე­ვე ქვე­მო დიდ­გო­რი, რო­მელ­თაც და­ვი­თის ის­ტო­რი­კო­სი ერთ გე­ოგ­რა­ფი­ულ პუნ­ქტად მო­იხ­სე­ნი­ებს, ოღონდ მრავ­ლო­ბი­თი რი­ცხვით - "დიდ­გორ­ნი". დიდ­გო­რის ბრძო­ლის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეთ­მო­ბა 1973 წელს გა­მო­ცე­მულ ქვე­ლი ჩხა­ტა­რა­იშ­ვი­ლი­სა და ივა­ნე შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის წიგნ­ში - "დიდ­გო­რის ბრძო­ლა". შე­სა­ბა­მი­სი ნარ­კვე­ვი ეკუთ­ვნის ივა­ნე შა­იშ­მე­ლაშ­ვილს, რო­მელ­მაც ბრძო­ლის ად­გი­ლად შე­მო­სა­ზღვრა დიდ­გო­რის ქე­დის ჩრდი­ლო­ე­თი მო­ნაკ­ვე­თი, რო­მე­ლიც ერთი მხრივ კოშ­კა­ყე­ლის ქედს სწვდე­ბო­და, ხოლო აღ­მო­სავ­ლე­თით - ნიჩ­ბი­სის ხევს. მეც­ნი­ე­რის თქმით, ქარ­თუ­ლი არ­მი­ის გან­ლა­გე­ბის­თვის დიდ­გო­რის ქე­დი­დან რომ გა­გე­ხე­და, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რჩე­ბო­და, თით­ქოს იგი ორ მთას შუა ტყით და­ბუ­რულ ხე­ო­ბა­ში იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი."არ­მია, რო­მე­ლიც ესო­დენ გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის ბრძო­ლის წინ ერთ ხე­ო­ბა­ში მო­ემ­წყვდე­ო­და, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სარ­დლო­ბის ღირ­სი არ იქ­ნე­ბო­დაო", - დას­ძენს მეც­ნი­ე­რი.

ამ მსჯე­ლო­ბას თუ მივ­ყვე­ბით, და­ვით IV აღ­მა­შე­ნე­ბელს და­უ­კა­ვე­ბია ტე­რი­ტო­რია ნიჩ­ბი­სის ხე­ვის სა­თა­ვე­ე­ბის მიმ­დე­ბა­რედ. აქ­ვეა კოშ­კა­ყე­ლის ქედი და მის სამ­ხრე­თით სა­კურ­თხი­სის მწვერ­ვა­ლი. ამ ად­გი­ლებ­ში საბ­რძო­ლო ველი,ფაქ­ტობ­რი­ვად, არ არ­სე­ბობს. ეს არის პა­ტა­რა მთე­ბის მთე­ლი სის­ტე­მა, თა­ვი­სი ხე­ვე­ბით, რომ­ლე­ბი­ცერ­თმა­ნეთს უკავ­შირ­დე­ბა ვიწ­რო გა­სას­ვლე­ლე­ბით. იმ რა­ო­დე­ნო­ბის არ­მი­ას, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დიდ­გორ­ზე­ყო­ფი­ლი­ყო თავ­მოყ­რი­ლი, ამ სივ­რცე­ზე მოძ­რა­ო­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და.

რაც მთა­ვა­რია, ვი­ცით, რომ და­ვით­მა მთელ ბრძო­ლას 3 სა­ა­თი მო­ან­დო­მა. მე­ტიც, მე­მა­ტი­ა­ნე აღ­ნიშ­ნავს, რომ "და­ვი­თი­სი ესე­ო­დენ­თა მი­მართ წინა-გან­წყო­ბა სამ ჟა­მადმდე იყო, და ვერ­ცა პირ­ველ­სა კუ­ე­თე­ბა­სა შე­უძ­ლეს წინა-დადგრო­მად". ამ მი­ნიშ­ნე­ბით ისე გა­მო­დის, რომ მტერ­მა ვერ შეძ­ლო პირ­ვე­ლი შე­ტა­კე­ბის გაძ­ლე­ბა და უკუ­იქ­ცაო. ფაქ­ტია, ქარ­თველ­თა პო­ზი­ცია იმ­დე­ნად ხელ­საყ­რე­ლი იყო, რომ მათ­მა სამ­ხედ­რო მა­ნევ­რმა მო­წი­ნა­აღ­მდე­გე და­ფან­ტა და უკუ­აქ­ცია. ივა­ნე შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ად­გი­ლი კი ასეთ სა­ხარ­ბი­ე­ლო პო­ზი­ცი­ად ვერ ჩა­ით­ვლე­ბა. ჯერ ერთი, სა­ნამ ამ ად­გი­ლას მი­ვი­დო­და ილ-ღაზი, მის მზვე­რა­ვებს უნდა და­ე­კა­ვე­ბი­ნათ დიდი თო­ნეთ-მო­ხი­სის მი­და­მო­ე­ბი­დან კოშ­კა­ყე­ლის ქე­დამ­დე არ­სე­ბუ­ლი სივ­რცე.

დიდ­გო­რის ქე­დის უკა­ნა მხა­რე, სა­დაც მტრის­გან შე­უმ­ჩნევ­ლად უნდა და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი­ყო და­ვი­თის ლაშ­ქრის ნა­წი­ლი

მხო­ლოდ ასე შეძ­ლებ­და მტე­რი მი­სუ­ლი­ყო და­ვი­თის ბა­ნა­კამ­დე. ეს კი 12-14-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მო­ნაკ­ვე­თია. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი მთე­ბი მთლი­ა­ნად ბა­ტო­ნობს მთელ არე­მა­რე­ზე. რა გა­მო­დის, მტრის­თვის ხე­ლის გულ­ზე მო­ჩან­და ქარ­თველ­თა ბა­ნა­კი. ამა­სო­ბა­ში კო­ა­ლი­ცი­ის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბის მარ­ში­რე­ბაც უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, თურქ-სელ­ჩუ­კე­ბი და­ე­უფ­ლე­ბოდ­ნენ დიდ­გო­რის მთის 1800-მეტ­რი­ან სი­მაღ­ლეს და იმ პა­ტა­რა გო­რა­კებს, რო­მე­ლიც გრძელ­დე­ბა კოშ­კა­ყე­ლის ქე­დამ­დე და­ნიჩ­ბი­სის ხე­ვის სა­თა­ვე­ე­ბამ­დე. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ილ-ღაზი ეუფ­ლე­ბო­და სტრა­ტე­გი­ულ სი­მაღ­ლე­ებს და გა­მო­რი­ცხუ­ლია, თურქ-სელ­ჩუ­კებს ქარ­თველ­თა პირ­ველ­სა­ვე დარ­ტყმი­სას ზურ­გი ექ­ცი­ათ. დიდ­გო­რის ბრძო­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა გა­მოთ­ქვა სოსო მარ­გიშ­ვილ­მა თა­ვის წიგნ­ში "მი­თე­ბი და რე­ა­ლო­ბა და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მე­ფო­ბის შე­სა­ხებ". ამ ნაშ­რო­მის გა­მოს­ვლას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნამ­დვი­ლად არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. სოსო მარ­გიშ­ვი­ლის მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში ყვე­ლა­ზე სა­კა­მა­თო მო­ნაკ­ვე­თია დიდ­გო­რის ბრძო­ლის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ი­საა და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სა­კი­თხი. ბრძო­ლის ად­გილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ავ­ტო­რი წერ­და:

"ჩვე­ნი აზ­რით, ბრძო­ლის ზუს­ტი, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლის ლო­კა­ლი­ზე­ბა არ არის სა­ჭი­რო, რად­გან ამ მი­და­მო­ებ­ში ერთ ად­გი­ლას დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი ორი არ­მი­ის კომ­პაქ­ტუ­რი ბრძო­ლის გა­მარ­თვა არ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი და ასე­თი ხა­სი­ა­თის ბრძო­ლა აქ ვერ მოხ­დე­ბო­და... დიდ­გო­რის მი­და­მო­ე­ბის რე­ლი­ე­ფის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი, პრაქ­ტი­კუ­ლად, უშ­ვებს ერ­თა­დერ­თშე­საძ­ლებ­ლო­ბას, მომ­ხდა­რი­ყო ჩა­საფ­რე­ბი­თი ბრძო­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა სა­მარ­შო კო­ლო­ნით მოძ­რა­ვი მუს­ლი­მუ­რი არ­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ (რაც სავ­სე­ბით ეთან­ხმე­ბა წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბის ჩვე­ნე­ბებს). ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ბრძო­ლის ად­გი­ლი არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ერთი კომ­პაქ­ტუ­რი მო­ნაკ­ვე­თი, იგი უნდა მომ­ხდა­რი­ყო სა­მარ­შო კო­ლო­ნის გაშ­ლის გარ­კვე­ულ სიგ­რძე­ზე... ბრძო­ლა მუს­ლი­მე­ბის­თვის იყო მო­უ­ლოდ­ნე­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის არ­მი­ის თავ­დას­ხმი­სას ისი­ნი ბრძო­ლის­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­უმ­ზა­დებ­ლე­ბი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ".

დიდ­გო­რის ქედი და მის წინ არ­სე­ბუ­ლი ველი

ავ­ტორს მი­აჩ­ნია, რომ ქარ­თვე­ლე­ბი ილ-ღა­ზის ლაშ­ქარს მარ­ში­რე­ბი­სას და­ესხნენ თავს და რომ და­ვით­მა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მო­უ­წყო მათ ჩა­საფ­რება. ილ-ღაზი,სა­ერ­თოდ, დიდი მხე­დარ­თმთავ­რუ­ლი ნი­ჭით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ არც იმ­დე­ნად გუ­ლუბ­რყვი­ლო უნდა ყო­ფი­ლი­ყო, რომ თბი­ლი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი გზის სა­გან­გე­ბოდ დაზ­ვერ­ვის გა­რე­შე ჯა­რის მოძ­რა­ო­ბა და­ე­წყო. სა­ერ­თოდ, შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, რო­გორც წესი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნა იყო, მარ­ში­რე­ბის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე­ა­თა­სი­ა­ნი მზვე­რავ­თა რაზ­მის მიერ გზის სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­მოწ­მე­ბა. ვე­რეს ხე­ო­ბა საკ­მა­ოდ ვიწ­როა იმის­თვის, რომ აქ რა­ი­მე დიდი ბრძო­ლა გა­მარ­თუ­ლი­ყო.

სოსო მარ­გიშ­ვი­ლი წერს:

"12აგ­ვის­ტოს დი­ლით, რო­დე­საც ილ-ღა­ზის არ­მია მან­გლი­სის მი­და­მო­ე­ბი­დან სოფ­ლე­ბის, მო­ხი­სი-შამ­თა-დრე-ღვე­ვის გავ­ლით, მარ­შით მი­ე­მარ­თე­ბო­და ვე­რეს ხე­ო­ბის­კენ, ქარ­თუ­ლი არ­მი­ის ქვე­ი­თი ნა­წი­ლე­ბი ჩა­საფ­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ სო­ფელ ღვე­ვის ჩრდი­ლო­ე­თით, მდი­ნა­რე ვე­რეს შე­ნა­კა­დის დიდ­გო­რის ქედ­თან შე­ერ­თე­ბის ად­გი­ლას... ვე­რეს ხე­ო­ბის­კენ მი­მა­ვალ მტრის კო­ლო­ნის ავან­გარდს, სა­დღაც სო­ფელ ღვე­ვის­მი­და­მო­ებ­ში თავს და­ეს­ხა გზის სი­ახ­ლო­ვეს წი­ნას­წარ ჩა­საფ­რე­ბუ­ლი ქარ­თველ ცხე­ნო­სან­თა მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი რაზ­მი, რო­მე­ლიც ხან­მოკ­ლე ბრძო­ლის შემ­დეგ უკუ­იქ­ცა დიდ­გო­რის ქე­დის­კენ მდი­ნა­რე ვე­რეს შე­ნა­კად­ზე გა­მა­ვა­ლი გზით. იქით, სა­დაც მო­წყო­ბი­ლი იყო ქვე­ით­თა ჩა­საფ­რე­ბა... იმის პა­რა­ლე­ლუ­რად, რო­დე­საც და­ი­წყო ავან­გარ­დზე თავ­დას­ხმა... და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა და­ი­წყო ცხე­ნო­სან­თა რაზ­მე­ბის გა­მოყ­ვა­ნა ნიჩ­ბი­სის­წყლის სა­თა­ვე­ე­ბი­დან მო­ხი­სი-ნა­ო­ხა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ტე­ვის სა­წყის პო­ზი­ცი­ებ­ზე... ილ-ღაზი ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა... შე­დე­გი ასე­თი შე­ტე­ვი­სა იქ­ნე­ბო­და მხო­ლოდ ერთი: მუს­ლიმ­თა სა­მარ­შო კო­ლო­ნის რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად გა­პო­ბა,მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მე­ომ­რე­ბის უსის­ტე­მოდ ერ­თმა­ნეთ­ში არე­ვა, ჭყლე­ტი­სა და ქა­ო­სის წარ­მოქ­მნა და ლო­კა­ლუ­რი ალ­ყის კე­რე­ბის გა­ჩე­ნა...

კო­ა­ლი­ცი­უ­რი არ­მია სავ­სე­ბით და­კარ­გავ­და მარ­თვის უნარს და­დარ­ჩე­ბო­და მხო­ლოდ ერთი არ­ჩე­ვა­ნი, ბრძო­ლის ვე­ლი­დან გაქ­ცე­ვა".

ავ­ტო­რის მიერ რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბუ­ლი ბრძო­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს. ამ სა­კი­თხზე ვრცლად ჩვენს მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში ვი­სა­უბ­რებთ.

დიდ­გო­რის ველი, სო­ფელ მო­ხი­სის მი­და­მო­ე­ბი

აქ მხო­ლოდ აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გვექ­მნე­ბა, რომ სოსო მარ­გიშ­ვი­ლი ნაკ­ლე­ბად იც­ნობ­და დიდ­გო­რი­სა და მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბას. ილ-ღა­ზის კო­ა­ლი­ცი­ის შეს­ვლა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში თვით­მკვლე­ლო­ბის ტოლ­ფა­სი იყო, რად­გა­ნაც ბე­თა­ნი­ამ­დე მთელ ხე­ო­ბა­ზე ბა­ტო­ნობს მდი­ნა­რის მარ­ჯვნივ აზი­დუ­ლი მთა­თა სის­ტე­მა, რო­მელ­ზეც მდე­ბა­რე­ობს სო­ფე­ლი ორ­ბე­თი და წვე­რი. ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის ფლო­ბა ქარ­თვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და, უკვე ხე­ო­ბის და­სა­წყის­ში ილ-ღა­ზის ჯა­რის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ.

სა­კი­თხა­ვია, რო­მე­ლი სარ­და­ლი შე­იყ­ვან­და ჯარს ასეთ ვიწ­რობ­ში, რო­დე­საც სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობ­და. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ იმ ფაქ­ტზე, რომ ჯარი ვე­რეს ხე­ო­ბით თბი­ლი­სის­კენ გაჭ­რას აპი­რებ­და, ვგუ­ლის­ხმობთ იმა­საც, რომ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს მთე­ლი ხე­ო­ბა უნდა გა­ევ­ლოთ, თით­ქმის ბა­გებ-სა­ბურ­თა­ლომ­დე. სამ­ხედ­რო თვალ­საზ­რი­სით, არც ვე­რეს ხე­ო­ბის ჩა­კეტ­ვა წარ­მო­ად­გენ­და სიძ­ნე­ლეს და ბე­თა­ნია-წყნე­თის ხაზ­ზე ხომ მტრის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მო იქ­მნე­ბო­და.ამის გამო იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ლაშ­ქროდ შე­მო­სუ­ლი მტე­რი ვე­რეს ხე­ო­ბას, ფაქ­ტობ­რი­ვად, არი­ყე­ნებ­და და ამას თა­ვი­სი ახ­სნა აქვს - აქ არ­სე­ბუ­ლი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ტე­რია საკ­მა­ოდ მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო სამ­ხედ­რო მა­ნევ­რი­რე­ბის­თვის. ამ­დე­ნად, ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­ში არ­სე­ბობს ძი­რი­თა­დად სამი მო­საზ­რე­ბა:

  • ბრძო­ლა მოხ­და­სო­ფელ დიღ­მის ზე­მოთ არ­სე­ბულ ველ­ზე;
  • ილ-ღაზი და­ვით­მა და­ა­მარ­ცხა ნიჩ­ბი­სის ხე­ვის სა­თა­ვე­ებ­თან, და­ახ­ლო­ე­ბით დღე­ვან­დე­ლი მე­მო­რი­ა­ლის მი­და­მო­ებ­ში;
  • ქარ­თვე­ლე­ბი მტერს თავს და­ესხნენ ვე­რეს­ხე­ო­ბა­ში მარ­ში­რე­ბი­სას, ასე­ვე, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მთელ კო­ლო­ნას მან­გლი­სამ­დე.

რას მოგ­ვი­თხრო­ბენ წყა­რო­ე­ბი დიდ­გო­რის ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისიც მე­ტყვე­ლებს, რომ მის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მე­მა­ტი­ა­ნე­ნი მოგ­ვი­თხრო­ბენ. და­ვი­თის ის­ტო­რი­კო­სის გარ­და, ამ ბრძო­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი და­ცუ­ლი აქვს: გო­ტიე კან­ცლერს, მათე ურ­ჰა­ელს, ალ-ფა­რიკს, ქე­მალ ად-დინს, იბნ ალ-ასირს, სა­მუ­ე­ლა­ნელს, სმბატ სპა­რა­პეტს, მხი­თარ აი­რი­ვა­ნელს, ვარ­დან­სა და სხვებს.მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის გარ­და (ისიცმხო­ლოდ ვა­რა­უ­დი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ით­ქვას, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა ჩვე­ნი მე­მა­ტი­ა­ნე ბრძო­ლის ად­გი­ლას,თუმ­ცა მისი მო­ნა­თხრო­ბი­დან უფრო ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გვრჩე­ბა, რომ ის არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო დიდ­გორ­ზე გა­დამ­წყვეტ მო­მენ­ტში), ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ მე­მა­ტი­ა­ნე­თა­გან მხო­ლოდ ერთი - ალ-ფა­რი­კი იმ­ყო­ფე­ბო­და­დიდ­გო­რის ბრძო­ლის ად­გი­ლას. და­ნარ­ჩე­ნე­ბი გად­მო­ცე­მულ ამ­ბებს ახ­მო­ვა­ნე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა არაბ­მე­მა­ტი­ა­ნეს, მან თა­ვი­სი თვა­ლით და­ათ­ვა­ლი­ე­რა დიდ­გო­რის მი­და­მო­ე­ბი და, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქარ­თველ­თან­მხლებ პირ­თა წყა­ლო­ბით სა­ინ­ტე­რე­სო მი­ნიშ­ნე­ბე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა. ალ-ფა­რი­კის ცნო­ბა შე­უც­ვლე­ლია,რად­გა­ნაც იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რობ­და დიდ­გო­რის ბრძო­ლი­დან სულ რა­ღაც 33 წლის შემ­დეგ და ამდროს ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვ­და "ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლის" ამ­ბე­ბი. მე­ტიც, ამ მოვ­ლე­ნის მო­ნა­წი­ლე­თა­უმ­რავ­ლე­სო­ბა ჯე­რაც ცო­ცხა­ლი უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ. თა­ვად ალ-ფა­რი­კის მო­ნა­თხრო­ბით, მის დე­მეტ­რე I-თან­ყოფ­ნის დროს დიდ­გორ­ზე ტყვედ აყ­ვა­ნი­ლი არა­ბი ამი­რი სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ცი­ხე­ში ჰყო­ლი­ათ და­ტუ­სა­ღე­ბუ­ლი. აი, რას მოგ­ვი­თხრობს ალ-ფა­რი­კი დიდ­გო­რის ბრძო­ლის ად­გი­ლის შე­სა­ხებ: "გა­მო­ვი­და მეფე და­ვი­თი და მას­თან ერ­თად ძე მისი დი­მიტ­რი და­სავ­ლე­თის მხრი­დან დიდი ლაშ­ქრით და­ეშ­ვა მათ წი­ნა­აღ­მდეგ ამ მთი­დან მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი მთის ძირ­ში იყ­ვნენ და ჯერ არ მო­სუ­ლი­ყო ლაშ­ქა­რი არც სულ­ტან თოღ­რულ ბე­გი­სა, არც შამს ად-დავ­ლა ალ-აჰ­ბა­დი­სა და მის თან­მხლებ­თა. ქარ­თვე­ლე­ბი და მუს­ლი­მე­ბი შე­ებ­რძოლ­ნე­ნე რთმა­ნეთს დიდი ბრძო­ლით, და­მარ­ცხდა ნაჯმ ად-დინი. დი­დძა­ლი ხალ­ხი ამო­უ­ხო­ცეს. ურ­წმუ­ნო­ებ­მა(ქარ­თვე­ლებ­მა) ხელთ იგ­დეს დიდი ნა­დავ­ლი. ნაჯმ ად-დინი და დუბაჲსი მცი­რე რაზ­მით გა­იქ­ცნენ, ისე რომ, დარ­ჩნენ ქარ­თვე­ლებ­თან ტყვე­ე­ბი ჩვენს დრომ­დე. მე ვნა­ხე ამ ბრძო­ლის ველი, რო­დე­საც ჩა­ვე­დით­ბი­ლისს 548 წელს (1253/1254) და გავ­ჩერ­დი იქ, შემ­დეგ შე­ვე­დი აფხაზ­თა მე­ფის სამ­სა­ხურ­ში და­დავ­რჩი მას­თან". ამ ცნო­ბი­დან ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ორი დე­ტა­ლი:

დიდ­გო­რის რკა­ლი­სებ­რი ქედი - მო­ხი­სი, დიდი თო­ნე­თი, მან­გლი­სი

1. და­ვი­თი "და­ეშ­ვა მათ წი­ნა­აღ­მდეგ ამ მთი­დან მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი მთის ძირ­ში იყ­ვნე­ნო".

2. "მე ვნა­ხე ამ ბრძო­ლის ველი, რო­დე­საც ჩა­ვე­დი თბი­ლის­შიო".

რო­გორც ვხე­დავთ, ბრძო­ლა მომ­ხდა­რა მთის ძირ­ში არ­სე­ბულ ველ­ზე. ალ-ფა­რი­კი ახ­სე­ნებს ველს - არამ­თას, ხე­ო­ბას, ვიწ­რობს, არა­მედ ველს, რო­მე­ლიც მთის ძირ­შია გაშ­ლი­ლი და თა­ნაც ისე, რომ ამ მთი­დან შე­საძ­ლე­ბე­ლია სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ანუ დაშ­ვე­ბა და მტერ­ზე თავ­დას­ხმა .სად მდე­ბა­რე­ობ­და დიდ­გო­რის ველი და ბრძო­ლის ად­გი­ლი ერთ-ერთი მთა­ვა­რი შე­კი­თხვა, რო­მე­ლიც წარ­მო­ი­შო­ბა დიდ­გო­რის ბრძო­ლის ად­გი­ლის ლო­კა­ლი­ზა­ცი­ი­სას, არის ის, თუ სად უნდა ვე­ძი­ოთ დიდ­გო­რის ველი.

არა­და, აშ­კა­რაა, რომ ბრძო­ლა მოხ­და ველ­ზე.

ალ-ფა­რი­კის მი­ნიშ­ნე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საყ­რდე­ნია სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბი­სას. მე­ო­რე, ასე­ვე მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი უნდა იყოს ის დე­ტა­ლი, თუ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში რა ად­გილს უწო­დებ­დნენ დიდ­გო­რის მთას და იყო თუ არა ამ მი­და­მო­ებ­ში ველი. თა­ვი­დან­ვე უნდა ით­ქვას, რომ დიდ­გო­რი რამ­დე­ნი­მე­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი მთა­თა სის­ტე­მა იყო. იგი ოდით­გან­ვე მე­ფე­თა სა­ზა­ფხუ­ლო სამ­ყო­ფელს წარ­მო­ად­გენ­და. ეს რე­ა­ლო­ბა არ­სე­ბობ­და გვი­ან შუ­ა­სა­უ­კუ­ნე­ე­ბამ­დე.

1634 წლის სი­გე­ლით, როს­ტომ მეფე ყორ­ღა­ნაშ­ვილს "წე­ლი­წად­ში ერთხელ დიდ­გორ­ზე­სა­მას­პინ­ძლოს მორ­თმე­ვას" აკის­რებს. ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი დიდ­გო­რად საკ­მა­ოდ ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­აზ­რებ­და:

"ხოლო მთა დიდ­გო­რი­სა არს მა­ღა­ლი და თხემ­თა უტყეო, კალ­თა­თა ტყი­ა­ნი, ბა­ლახ-ყუ­ა­ვი­ლი­თა­და წყა­რო­ე­ბი­თა შემ­კუ­ლი, ნა­დირ­ნი მრა­ვალ­ნი. აქა არს წყა­რო - ცი­ვე­ბით გაყ­ვით­ლე­ბულ­მან უკე­თუ სუ­ას­და და­ი­ბა­ნოს პირი, წამს გა­ნჰ­კურ­ნებს. იყო ძუ­ე­ლად მე­ფე­თა სად­გუ­რი ზა­ფხულს, აწ არს მე­ფე­თა­ცხენ­თა საბ­მუ­რი ზა­ფხულს. არს მრა­ვალ­თა ად­გილ­თა მჭუ­რე­ტე­ლი. ამი­სი ჩდი­ლოთ კერ­ძი მე­ო­თხე სად­რო­შო­სი,ხოლო სამ­რით კერ­ძი ამის სად­რო­შო­სი". მე­მა­ტი­ა­ნე შე­მო­სა­ზღვრავს დიდ­გო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­საც. სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ მო­ნაკ­ვე­თის აღ­წე­რი­სას აღ­ნიშ­ნავს...

ამ ცნო­ბე­ბი­დან ნათ­ლად ჩანს, რომ სო­ფე­ლი მო­ხი­სი დიდ­გორ­ზეა, მის ნა­წილს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც აღი­ნიშ­ნა, ეს სო­ფე­ლი დიდ­გო­რის ნა­ხე­ვარ­წრი­უ­ლი ქე­დის სამ­ხრეთ ფერ­დობ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რომ­ლის სამ­ხრეთ, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ და აღ­მო­სავ­ლეთ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვრცე­ლი ვე­ლია. ეს გახ­ლავთ პირ­ვე­ლი ტე­რა­სა, რომ­ლი­და­ნაც ჩავ­დი­ვართ დიდი თო­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ ორი ტე­რა­სის დო­ნე­ებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბა კი და­ახ­ლო­ე­ბით 200-220 მეტ­რია.1551 წელს შედ­გე­ნილ თბი­ლი­სის სი­ო­ნი­სად­მი პატ­რონ რა­მა­ზის "შე­წი­რუ­ლე­ბის წიგნ­ში" ვკი­თხუ­ლობთ:

"მო­გახ­სე­ნეთ თქუ­ენ, სა­ში­ნელ­სა და ცათა მო­ბა­ძავ­სა, ქა­ლაქს სი­ონ­თა ღმრთის­მშო­ბელ­სა მცი­რე ესე შე­მო­სა­წი­რა­ვი - დიდ­გორ­ზე სო­ფე­ლი ფი­ცხი­სი მი­სის მთი­თა, ბა­რი­თა, წყლი­თა, წის­ქვი­ლი­თა, სახ­ნა­ვი­თა,სა­თი­ბი­თა, ქო­რი­თა, მი­მი­ნო­თა და ყოვ­ლის მი­სის სა­მარ­თლი­ა­ნის სამ­ძღვრი­თა, ხელ­შე­უ­ვა­ლად თქუ­ენ­თვის­მოგ­ვიხ­სე­ნე­ბია".

სო­ფე­ლი ფი­ცხი­სი დღეს აღარ არ­სე­ბობს, იგი სა­ვა­რა­უ­დოდ მდე­ბა­რე­ობ­და თა­ნა­მედ­რო­ვე სო­ფელ ორ­ბე­თი­სა და სო­ფელ ღო­ლო­ვა­ნის მი­და­მო­ებ­ში (კობა ხა­რა­ძის მო­საზ­რე­ბით, ფი­ცხი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე­სო­ფე­ლი ორ­ბე­თია). აქვე, დიდ­გორ­ზეა სა­ძი­ე­ბე­ლი სო­ფე­ლი მოქ­რი­სი, რომ­ლის სი­ახ­ლო­ვეს გა­დი­ო­და "დიდ­გორ­ზე სა­დიღ­მო შარა". მოქ­რი­სი დღე­ვან­დელ სო­ფელ ნა­ო­სა­რის სა­ნა­ხებ­ში უნდა ყო­ფი­ლი­ყო. დიდ­გო­რის ძირს მდე­ბა­რე­ობ­და სო­ფე­ლი აგუ­და­ნე­თი:

"გი­ბო­ძეთ თქვენ... ბა­რა­თაშ­ვილს გოს­ტა­შაბს... მკვიდ­რად და­მა­მუ­ლად დიდ­გო­რის ძირს სო­ფე­ლი აგუ­და­ნე­თი თქუ­ე­ნი ყო­ფი­ლი­ყო". რო­გორც ვხე­დავთ, ქარ­თუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სა­ბუ­თე­ბი პირ­და­პირ უთი­თე­ბენ დიდ­გო­რის რკა­ლი­სებ­რი ქე­დის მი­და­მო­ებ­ში რამ­დე­ნი­მე სოფ­ლის არ­სე­ბო­ბას, რო­მელ­თა­გან გვი­ან შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, უმე­ტე­სო­ბა, ნა­სოფ­ლა­რია (ვა­ხუშ­ტის რუ­კის მი­ხედ­ვით, ამ­ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობ­და ასე­ვე სოფ­ლე­ბი: ოძი­სი, ზემო ოძი­სი, ბო­ცი­ჯვა­რი.). აქ­ვეა სო­ფელ მო­ხი­სის მი­და­მო­ებ­ში საკ­მა­ოდ ვრცე­ლი ველი, რომ­ლი­და­ნაც ჩავ­დი­ვართ დიდი თო­ნე­თის ირ­გვლივ არ­სე­ბულ ტე­რა­სა­ზე. ილ-ღა­ზის არ­მი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლე­ბი სწო­რედ მან­გლი­სი­სა და დიდი თო­ნე­თის, ასე­ვე დიდ­გო­რის ქე­დის ძირ­ში­არ­სე­ბულ ველ­ზე უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ გან­ლა­გე­ბუ­ლი. მცი­რე ნა­წი­ლი ჯა­რი­სა კი ჯე­რაც თრი­ა­ლეთ­ში იდგა, ზურ­გი­დან­ქარ­თველ­თა შე­საძ­ლე­ბე­ლი თავ­დას­ხმის ასა­რი­დებ­ლად. მოკ­ლედ რომ მო­ვახ­დი­ნოთ მოვ­ლე­ნე­ბის რე­კონ­სტრუ­ი­რე­ბა, ის ასე­თი თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო - და­სა­წყის­ში ილ-ღა­ზის ლაშ­ქა­რი დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი იყო თრი­ა­ლეთ­ში, სა­ი­და­ნაც ის შე­მო­ვი­და მან­გლის-დიდ­გო­რის მი­და­მო­ებ­ში და და­ბა­ნაკ­და დღე­ვან­დე­ლი მან­გლი­სის, დიდი თო­ნე­თი­სა და სო­ფელ­მო­ხი­სის სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თით არ­სე­ბულ ველ­ზე. ქარ­თვე­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ დიდ­გო­რის რკა­ლი­სებ­რი ქე­დის უკან. ამ ად­გილს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და - მან­გლის-დიდი თო­ნე­თი­დან წა­მო­სუ­ლი მტრის­თვის და­ვი­თის არ­მი­ის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად შე­უმ­ჩნე­ვე­ლი იყო. მე­ო­რე ნა­წი­ლი­ქარ­თველ­თა ჯა­რი­სა იმ­ყო­ფე­ბო­და სო­ფელ ნა­ო­სა­რი­სა და ორ­ბეთს შო­რის არ­სე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ფლან­გუ­რი დარ­ტყმა სწო­რედ აქე­დან უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. ქარ­თველ­თა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი მტრის შე­სახ­ვედ­რად მთე­ბი­დან უნდა დაშ­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ ველ­ზე, მსგავ­სად ალ-ფა­რი­კის მი­თი­თე­ბი­სა.

პირ­ველ­სა­ვე დარ­ტყმას უნდა მოჰ­ყო­ლო­და მტრის უკუქ­ცე­ვა და დიდი თო­ნე­თი­სა და მან­გლი­სის მი­და­მო­ებ­ში და­ბა­ნა­კე­ბუ­ლებ­თან შე­რე­ვა. სწო­რედ ამან გა­ნა­პი­რო­ბა ილ-ღა­ზის არ­მი­ის რი­გებ­ში პა­ნი­კა, რი­თაც კარ­გად ისარ­გებ­ლეს სა­ბო­ლო­ოდ და­ვი­თის მე­ომ­რებ­მა და ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბას მი­აღ­წი­ეს.

ავ­ტო­რი: ჯაბა სა­მუ­შია

2021 წლის "ის­ტო­რი­ა­ნის" აპ­რილ-ივ­ნი­სის ნო­მერ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა ის­ტო­რი­კოს ჯაბა სა­მუ­ში­ას სტა­ტია "დიდ­გო­რის ბრძო­ლის" შე­სა­ხებ. ნარ­კვე­ვი ნა­წი­ლია ვრცე­ლი გა­მოკ­ვლე­ვი­სა - "დიდ­გო­რის ბრძო­ლა (და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის "ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი")".

ნახთ კიდევ რის წა­კი­თხვა შე­გიძ­ლი­ათ ჟურ­ნალ "ის­ტო­რი­ა­ნის" ახალ ნო­მერ­ში

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატი
1

წელს დიდგორის ბრწყინვალე გამარჯვების 900 წლისთავია. დიდგორი იმის ხსოვნა და ნიშანია, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობას, და რამდენმა მავნებელმაც არ უნდა ცადოს ჩვენი დარწმუნება იმაში, რომ სუსტები ვართ, რომ არაფერი შეგვიძლია, რომ რომელიმე ძლიერო მფარველის ფრთის ქვეშ უნდა ვიყოთ (რუსეთუმეები და მედასავლეთეები), მათ არაფერი გამოუვათ. მინიმუმ 3000 წელია ჩვენს მოდგმას სხელმწიფო გააჩნია და თუ ღმერთმა ინება და ჩვენც გავისარჯეთ, კიდევ დიდხანს იარსებებს. მთავარია ასეთებს (,,ჩვენ ყველაზე ცუდი ერი ვართ'', ,,ღმერთო, მეტეორი გვესროლე'' და ა.შ. ) არ ავყვეთ, თვითრწმენა და ბრძოლისუნარიანობა შევინარჩუნოთ, რთულია, მაგრამ ვალდებულები ვართ და თუ არ დავნებდებით, მომავალში კიდევ ბევრი დიდგორი გვექნება.

ლეგიონერი
31

ჯაბა სა­მუ­შიას,

ჯობია გადაიკითხო კარგად სოსო მარგიშვილის ნაშრომები და მერე გადმოაფრქვიო შენი მოსაზრებები იმის თაობაზე რომ სოსო არ იცნობს დიდგორის ბრძოლას (თუ სხვა მიზნებს არ ემსახურება ეს შენი დაკნინება) ..... და იმ ისტორიკოსების დადებითი შეფასებები რაც ამ ნაშრომს მოჰყვა..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."

სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."

დიდგორის ბრძოლა თავისი მნიშვნელობით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად ამისა, დღემდე არ წყდება კამათი, სად მოხდა ბრძოლა და როგორ წარიმართა იგი. ჩვენი ქვეყნის წარსულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრძოლას დავითის მემატიანე სულ რაღაც 500 სიტყვას უთმობს და ეს ტექსტიც ზოგადი ფრაზებით არის გაჯერებული.

რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მემატიანე იმასაც კი არ აღნიშნავს, სად მდებარეობდა საბრძოლო მოქმედებათა მთავარი ეპიცენტრი. მისი ზოგადი ფრაზა, რომ მტერი მოვიდა "თრიალეთს, მანგლის[ს] და დიდგორთა"დაზუსტებით არაფერს გვეუბნება ლოკალიზაციის კუთხით. მოგვიანებით თამარის ისტორიკოსი - "ისტორიანი დააზმანი შარავანდედთანის" ავტორი უფრო აკონკრეტებს და "ძლევაი საკვირველად" მონათლული ბრძოლის ადგილად დიდგორს ასახელებს: შამქორთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ "დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულის აღმრთის მშობლისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა. მაშინ მას წარეგზავნა მოძრცÂლიქედისაგან დორბეზე სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა მანიაკი ოქროსა, შემკულითუალებითა ძარფასისათა".

დიდგორის სახელი შერყვნილი ფორმით იხსენიება ამ ბრძოლის შესახებ არსებულ უცხოურ წყაროებშიც. ქართული ისტორიოგრაფიის სამი ძირითადი მოსაზრება დიდგორის ბრძოლას საინტერესო წიგნი მიუძღვნა სარგის კაკაბაძემ, რომელშიც გამოთქვა მოსაზრება, რომ ბრძოლა მოხდა ვრცელ ველზე სოფელ დიღმის მიდამოებში. მკვლევარი აღნიშნავს, რომ დიდგორის მთაზე, ხალხური გადმოცემით, ორი ბრძოლა გაიმართა. პირველი ბრძოლა დასავლეთ (ზემო) დიდგორზე, ხოლო მეორე, გადამწყვეტი - სოფელ დიღმის მიდამოებში ე.წ. დიდგორწინზე. აქვე არშეიძლება არ ვახსენოთ ის ფაქტი, რომ XVIII საუკუნეში და უფრო ადრეც, ტოპონიმი "დიდგორი" მდინარე დიღმისწყლის რეგიონში არ დასტურდება. 1728 წელს ოსმალებმა აღწერეს თბილისის ვილაიეთი და ყველა სოფელი სპეციალურ "დავთარში" შეიტანეს. სოფელ დიღმის გარშემო იხსენიება წოდორეთი, ვეძისი, კარსანი, მუხათგვერდი, თელოვანი, ნიკული, ყურყუტა, არმაზი. ოსმალთათვის სოფელი დიდგორი უცნობია. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილ რუკებზეც საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი დიღმის ხეობა, მაგრამ არც იგი ახსენებს ამ ზონაში ტოპონიმ "დიდგორს". ვფიქრობთ, ამ სახელწოდების სოფელი (ე.წ. ქვემოდიდგორი) გვიანდელი დასახლებაა.

1972 წელს დაიბეჭდა დიდგორის ბრძოლისადმი მიძღვნილი შოთა მესხიას ფრიად საინტერესო გამოკვლევა - "ძლევაი საკვირველი", რომელშიც მთლიანობაში XI საუკუნის მიწურულისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიაა გადმოცემული. ძირითადი ბრძოლის ადგილად შოთა მესხია ზემო დიდგორს მიიჩნევს, ნიჩბისის წყლის სათავეების მიდამოს (დღევანდელი დიდგორის მემორიალისმიმდებარე ტერიტორია), თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მტრის ჯარის "მეორე ნაწილმა კიდევ, დიდგორის კალთებიდან შემოსულმა, დიღმის ხეობა დაიჭირა. ასე რომ, მტრის ლაშქრით გაივსო როგორც ზემო, ასევე ქვემო დიდგორი, რომელთაც დავითის ისტორიკოსი ერთ გეოგრაფიულ პუნქტად მოიხსენიებს, ოღონდ მრავლობითი რიცხვით - "დიდგორნი". დიდგორის ბრძოლის ლოკალიზაციას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა 1973 წელს გამოცემულ ქველი ჩხატარაიშვილისა და ივანე შაიშმელაშვილის წიგნში - "დიდგორის ბრძოლა". შესაბამისი ნარკვევი ეკუთვნის ივანე შაიშმელაშვილს, რომელმაც ბრძოლის ადგილად შემოსაზღვრა დიდგორის ქედის ჩრდილოეთი მონაკვეთი, რომელიც ერთი მხრივ კოშკაყელის ქედს სწვდებოდა, ხოლო აღმოსავლეთით - ნიჩბისის ხევს. მეცნიერის თქმით, ქართული არმიის განლაგებისთვის დიდგორის ქედიდან რომ გაგეხედა, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს იგი ორ მთას შუა ტყით დაბურულ ხეობაში იყო განლაგებული."არმია, რომელიც ესოდენ გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრძოლის წინ ერთ ხეობაში მოემწყვდეოდა, დავით აღმაშენებლის სარდლობის ღირსი არ იქნებოდაო", - დასძენს მეცნიერი.

ამ მსჯელობას თუ მივყვებით, დავით IV აღმაშენებელს დაუკავებია ტერიტორია ნიჩბისის ხევის სათავეების მიმდებარედ. აქვეა კოშკაყელის ქედი და მის სამხრეთით საკურთხისის მწვერვალი. ამ ადგილებში საბრძოლო ველი,ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს არის პატარა მთების მთელი სისტემა, თავისი ხევებით, რომლებიცერთმანეთს უკავშირდება ვიწრო გასასვლელებით. იმ რაოდენობის არმიას, რომელიც შეიძლება დიდგორზეყოფილიყო თავმოყრილი, ამ სივრცეზე მოძრაობა გაუჭირდებოდა.

რაც მთავარია, ვიცით, რომ დავითმა მთელ ბრძოლას 3 საათი მოანდომა. მეტიც, მემატიანე აღნიშნავს, რომ "დავითისი ესეოდენთა მიმართ წინა-განწყობა სამ ჟამადმდე იყო, და ვერცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინა-დადგრომად". ამ მინიშნებით ისე გამოდის, რომ მტერმა ვერ შეძლო პირველი შეტაკების გაძლება და უკუიქცაო. ფაქტია, ქართველთა პოზიცია იმდენად ხელსაყრელი იყო, რომ მათმა სამხედრო მანევრმა მოწინააღმდეგე დაფანტა და უკუაქცია. ივანე შაიშმელაშვილის მიერ შემოთავაზებული ადგილი კი ასეთ სახარბიელო პოზიციად ვერ ჩაითვლება. ჯერ ერთი, სანამ ამ ადგილას მივიდოდა ილ-ღაზი, მის მზვერავებს უნდა დაეკავებინათ დიდი თონეთ-მოხისის მიდამოებიდან კოშკაყელის ქედამდე არსებული სივრცე.

დიდგორის ქედის უკანა მხარე, სადაც მტრისგან შეუმჩნევლად უნდა დაბანაკებულიყო დავითის ლაშქრის ნაწილი

მხოლოდ ასე შეძლებდა მტერი მისულიყო დავითის ბანაკამდე. ეს კი 12-14-კილომეტრიანი მონაკვეთია. ამ ტერიტორიაზე არსებული მთები მთლიანად ბატონობს მთელ არემარეზე. რა გამოდის, მტრისთვის ხელის გულზე მოჩანდა ქართველთა ბანაკი. ამასობაში კოალიციის სამხედრო ნაწილების მარშირებაც უნდა დაწყებულიყო. ფაქტობრივად, თურქ-სელჩუკები დაეუფლებოდნენ დიდგორის მთის 1800-მეტრიან სიმაღლეს და იმ პატარა გორაკებს, რომელიც გრძელდება კოშკაყელის ქედამდე დანიჩბისის ხევის სათავეებამდე. ასეთ სიტუაციაში ილ-ღაზი ეუფლებოდა სტრატეგიულ სიმაღლეებს და გამორიცხულია, თურქ-სელჩუკებს ქართველთა პირველსავე დარტყმისას ზურგი ექციათ. დიდგორის ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა სოსო მარგიშვილმა თავის წიგნში "მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ". ამ ნაშრომის გამოსვლას საზოგადოებაში ნამდვილად არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოსო მარგიშვილის მონოგრაფიაში ყველაზე საკამათო მონაკვეთია დიდგორის ბრძოლის ლოკალიზაციისაა და მიმდინარეობის საკითხი. ბრძოლის ადგილთან დაკავშირებით ავტორი წერდა:

"ჩვენი აზრით, ბრძოლის ზუსტი, ერთი კონკრეტული ადგილის ლოკალიზება არ არის საჭირო, რადგან ამ მიდამოებში ერთ ადგილას დაჯგუფებული ორი არმიის კომპაქტური ბრძოლის გამართვა არ იყო შესაძლებელი და ასეთი ხასიათის ბრძოლა აქ ვერ მოხდებოდა... დიდგორის მიდამოების რელიეფის თავისებურებები, პრაქტიკულად, უშვებს ერთადერთშესაძლებლობას, მომხდარიყო ჩასაფრებითი ბრძოლის ორგანიზება სამარშო კოლონით მოძრავი მუსლიმური არმიის წინააღმდეგ (რაც სავსებით ეთანხმება წერილობითი წყაროების ჩვენებებს). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრძოლის ადგილი არ შეიძლება ყოფილიყო ერთი კომპაქტური მონაკვეთი, იგი უნდა მომხდარიყო სამარშო კოლონის გაშლის გარკვეულ სიგრძეზე... ბრძოლა მუსლიმებისთვის იყო მოულოდნელი და, შესაბამისად, დავით აღმაშენებლის არმიის თავდასხმისას ისინი ბრძოლისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები უნდა ყოფილიყვნენ".

დიდგორის ქედი და მის წინ არსებული ველი

ავტორს მიაჩნია, რომ ქართველები ილ-ღაზის ლაშქარს მარშირებისას დაესხნენ თავს და რომ დავითმა ვერეს ხეობაში მოუწყო მათ ჩასაფრება. ილ-ღაზი,საერთოდ, დიდი მხედართმთავრული ნიჭით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არც იმდენად გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო, რომ თბილისისკენ მიმავალი გზის საგანგებოდ დაზვერვის გარეშე ჯარის მოძრაობა დაეწყო. საერთოდ, შუა საუკუნეებში, როგორც წესი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მარშირების დაწყებამდე რამდენიმეათასიანი მზვერავთა რაზმის მიერ გზის საგულდაგულოდ შემოწმება. ვერეს ხეობა საკმაოდ ვიწროა იმისთვის, რომ აქ რაიმე დიდი ბრძოლა გამართულიყო.

სოსო მარგიშვილი წერს:

"12აგვისტოს დილით, როდესაც ილ-ღაზის არმია მანგლისის მიდამოებიდან სოფლების, მოხისი-შამთა-დრე-ღვევის გავლით, მარშით მიემართებოდა ვერეს ხეობისკენ, ქართული არმიის ქვეითი ნაწილები ჩასაფრებულნი იყვნენ სოფელ ღვევის ჩრდილოეთით, მდინარე ვერეს შენაკადის დიდგორის ქედთან შეერთების ადგილას... ვერეს ხეობისკენ მიმავალ მტრის კოლონის ავანგარდს, სადღაც სოფელ ღვევისმიდამოებში თავს დაესხა გზის სიახლოვეს წინასწარ ჩასაფრებული ქართველ ცხენოსანთა მცირერიცხოვანი რაზმი, რომელიც ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკუიქცა დიდგორის ქედისკენ მდინარე ვერეს შენაკადზე გამავალი გზით. იქით, სადაც მოწყობილი იყო ქვეითთა ჩასაფრება... იმის პარალელურად, როდესაც დაიწყო ავანგარდზე თავდასხმა... დავით აღმაშენებელმა დაიწყო ცხენოსანთა რაზმების გამოყვანა ნიჩბისისწყლის სათავეებიდან მოხისი-ნაოხარის მიმართულებით შეტევის საწყის პოზიციებზე... ილ-ღაზი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა... შედეგი ასეთი შეტევისა იქნებოდა მხოლოდ ერთი: მუსლიმთა სამარშო კოლონის რამდენიმე ნაწილად გაპობა,მოწინააღმდეგის მეომრების უსისტემოდ ერთმანეთში არევა, ჭყლეტისა და ქაოსის წარმოქმნა და ლოკალური ალყის კერების გაჩენა...

კოალიციური არმია სავსებით დაკარგავდა მართვის უნარს დადარჩებოდა მხოლოდ ერთი არჩევანი, ბრძოლის ველიდან გაქცევა".

ავტორის მიერ რეკონსტრუირებული ბრძოლის მიმდინარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ამ საკითხზე ვრცლად ჩვენს მონოგრაფიაში ვისაუბრებთ.

დიდგორის ველი, სოფელ მოხისის მიდამოები

აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ სოსო მარგიშვილი ნაკლებად იცნობდა დიდგორისა და მდინარე ვერეს ხეობას. ილ-ღაზის კოალიციის შესვლა ვერეს ხეობაში თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, რადგანაც ბეთანიამდე მთელ ხეობაზე ბატონობს მდინარის მარჯვნივ აზიდული მთათა სისტემა, რომელზეც მდებარეობს სოფელი ორბეთი და წვერი. ამ სტრატეგიული სიმაღლეების ფლობა ქართველებს საშუალებას მისცემდა, უკვე ხეობის დასაწყისში ილ-ღაზის ჯარისთვის სერიოზული პრობლემა შეექმნათ.

საკითხავია, რომელი სარდალი შეიყვანდა ჯარს ასეთ ვიწრობში, როდესაც სხვა არჩევანი არსებობდა. როდესაც ვსაუბრობთ იმ ფაქტზე, რომ ჯარი ვერეს ხეობით თბილისისკენ გაჭრას აპირებდა, ვგულისხმობთ იმასაც, რომ სამხედრო ნაწილებს მთელი ხეობა უნდა გაევლოთ, თითქმის ბაგებ-საბურთალომდე. სამხედრო თვალსაზრისით, არც ვერეს ხეობის ჩაკეტვა წარმოადგენდა სიძნელეს და ბეთანია-წყნეთის ხაზზე ხომ მტრის გასანადგურებლად იდეალური გარემო იქმნებოდა.ამის გამო იყო, რომ საქართველოში სალაშქროდ შემოსული მტერი ვერეს ხეობას, ფაქტობრივად, არიყენებდა და ამას თავისი ახსნა აქვს - აქ არსებული საკომუნიკაციო არტერია საკმაოდ მოუხერხებელი იყო სამხედრო მანევრირებისთვის. ამდენად, ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ძირითადად სამი მოსაზრება:

  • ბრძოლა მოხდასოფელ დიღმის ზემოთ არსებულ ველზე;
  • ილ-ღაზი დავითმა დაამარცხა ნიჩბისის ხევის სათავეებთან, დაახლოებით დღევანდელი მემორიალის მიდამოებში;
  • ქართველები მტერს თავს დაესხნენ ვერესხეობაში მარშირებისას, ასევე, მოგვიანებით მთელ კოლონას მანგლისამდე.

რას მოგვითხრობენ წყაროები დიდგორის ბრძოლის საერთაშორისო მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის მემატიანენი მოგვითხრობენ. დავითის ისტორიკოსის გარდა, ამ ბრძოლის შესახებ ცნობები დაცული აქვს: გოტიე კანცლერს, მათე ურჰაელს, ალ-ფარიკს, ქემალ ად-დინს, იბნ ალ-ასირს, სამუელანელს, სმბატ სპარაპეტს, მხითარ აირივანელს, ვარდანსა და სხვებს.მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ავტორის გარდა (ისიცმხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, იმყოფებოდა თუ არა ჩვენი მემატიანე ბრძოლის ადგილას,თუმცა მისი მონათხრობიდან უფრო ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ის არ უნდა ყოფილიყო დიდგორზე გადამწყვეტ მომენტში), ზემოთ ჩამოთვლილ მემატიანეთაგან მხოლოდ ერთი - ალ-ფარიკი იმყოფებოდადიდგორის ბრძოლის ადგილას. დანარჩენები გადმოცემულ ამბებს ახმოვანებენ. რაც შეეხება არაბმემატიანეს, მან თავისი თვალით დაათვალიერა დიდგორის მიდამოები და, სავარაუდოდ, ქართველთანმხლებ პირთა წყალობით საინტერესო მინიშნებები დაგვიტოვა. ალ-ფარიკის ცნობა შეუცვლელია,რადგანაც იგი საქართველოში მოგზაურობდა დიდგორის ბრძოლიდან სულ რაღაც 33 წლის შემდეგ და ამდროს ყველას კარგად ახსოვდა "ძლევაი საკვირველის" ამბები. მეტიც, ამ მოვლენის მონაწილეთაუმრავლესობა ჯერაც ცოცხალი უნდა ყოფილიყვნენ. თავად ალ-ფარიკის მონათხრობით, მის დემეტრე I-თანყოფნის დროს დიდგორზე ტყვედ აყვანილი არაბი ამირი საქართველოს ერთ-ერთ ციხეში ჰყოლიათ დატუსაღებული. აი, რას მოგვითხრობს ალ-ფარიკი დიდგორის ბრძოლის ადგილის შესახებ: "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა მათ წინააღმდეგ ამ მთიდან მაშინ, როდესაც ისინი მთის ძირში იყვნენ და ჯერ არ მოსულიყო ლაშქარი არც სულტან თოღრულ ბეგისა, არც შამს ად-დავლა ალ-აჰბადისა და მის თანმხლებთა. ქართველები და მუსლიმები შეებრძოლნენე რთმანეთს დიდი ბრძოლით, დამარცხდა ნაჯმ ად-დინი. დიდძალი ხალხი ამოუხოცეს. ურწმუნოებმა(ქართველებმა) ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ნაჯმ ად-დინი და დუბაჲსი მცირე რაზმით გაიქცნენ, ისე რომ, დარჩნენ ქართველებთან ტყვეები ჩვენს დრომდე. მე ვნახე ამ ბრძოლის ველი, როდესაც ჩავედითბილისს 548 წელს (1253/1254) და გავჩერდი იქ, შემდეგ შევედი აფხაზთა მეფის სამსახურში დადავრჩი მასთან". ამ ცნობიდან ძალიან საინტერესოა ორი დეტალი:

დიდგორის რკალისებრი ქედი - მოხისი, დიდი თონეთი, მანგლისი

1. დავითი "დაეშვა მათ წინააღმდეგ ამ მთიდან მაშინ, როდესაც ისინი მთის ძირში იყვნენო".

2. "მე ვნახე ამ ბრძოლის ველი, როდესაც ჩავედი თბილისშიო".

როგორც ვხედავთ, ბრძოლა მომხდარა მთის ძირში არსებულ ველზე. ალ-ფარიკი ახსენებს ველს - არამთას, ხეობას, ვიწრობს, არამედ ველს, რომელიც მთის ძირშია გაშლილი და თანაც ისე, რომ ამ მთიდან შესაძლებელია სამხედრო მოქმედებების განხორციელება, ანუ დაშვება და მტერზე თავდასხმა .სად მდებარეობდა დიდგორის ველი და ბრძოლის ადგილი ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც წარმოიშობა დიდგორის ბრძოლის ადგილის ლოკალიზაციისას, არის ის, თუ სად უნდა ვეძიოთ დიდგორის ველი.

არადა, აშკარაა, რომ ბრძოლა მოხდა ველზე.

ალ-ფარიკის მინიშნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია საკითხზე მსჯელობისას. მეორე, ასევე მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ის დეტალი, თუ შუა საუკუნეებში რა ადგილს უწოდებდნენ დიდგორის მთას და იყო თუ არა ამ მიდამოებში ველი. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დიდგორი რამდენიმეკილომეტრიანი მთათა სისტემა იყო. იგი ოდითგანვე მეფეთა საზაფხულო სამყოფელს წარმოადგენდა. ეს რეალობა არსებობდა გვიან შუასაუკუნეებამდე.

1634 წლის სიგელით, როსტომ მეფე ყორღანაშვილს "წელიწადში ერთხელ დიდგორზესამასპინძლოს მორთმევას" აკისრებს. ვახუშტი ბატონიშვილი დიდგორად საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიაზრებდა:

"ხოლო მთა დიდგორისა არს მაღალი და თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი, ბალახ-ყუავილითადა წყაროებითა შემკული, ნადირნი მრავალნი. აქა არს წყარო - ცივებით გაყვითლებულმან უკეთუ სუასდა დაიბანოს პირი, წამს განჰკურნებს. იყო ძუელად მეფეთა სადგური ზაფხულს, აწ არს მეფეთაცხენთა საბმური ზაფხულს. არს მრავალთა ადგილთა მჭურეტელი. ამისი ჩდილოთ კერძი მეოთხე სადროშოსი,ხოლო სამრით კერძი ამის სადროშოსი". მემატიანე შემოსაზღვრავს დიდგორის ტერიტორიასაც. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთის აღწერისას აღნიშნავს...

ამ ცნობებიდან ნათლად ჩანს, რომ სოფელი მოხისი დიდგორზეა, მის ნაწილს წარმოადგენს. როგორც აღინიშნა, ეს სოფელი დიდგორის ნახევარწრიული ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს, რომლის სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით ვრცელი ველია. ეს გახლავთ პირველი ტერასა, რომლიდანაც ჩავდივართ დიდი თონეთის მიმართულებით. ამ ორი ტერასის დონეებს შორის განსხვავება კი დაახლოებით 200-220 მეტრია.1551 წელს შედგენილ თბილისის სიონისადმი პატრონ რამაზის "შეწირულების წიგნში" ვკითხულობთ:

"მოგახსენეთ თქუენ, საშინელსა და ცათა მობაძავსა, ქალაქს სიონთა ღმრთისმშობელსა მცირე ესე შემოსაწირავი - დიდგორზე სოფელი ფიცხისი მისის მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, სახნავითა,სათიბითა, ქორითა, მიმინოთა და ყოვლის მისის სამართლიანის სამძღვრითა, ხელშეუვალად თქუენთვისმოგვიხსენებია".

სოფელი ფიცხისი დღეს აღარ არსებობს, იგი სავარაუდოდ მდებარეობდა თანამედროვე სოფელ ორბეთისა და სოფელ ღოლოვანის მიდამოებში (კობა ხარაძის მოსაზრებით, ფიცხისი თანამედროვესოფელი ორბეთია). აქვე, დიდგორზეა საძიებელი სოფელი მოქრისი, რომლის სიახლოვეს გადიოდა "დიდგორზე სადიღმო შარა". მოქრისი დღევანდელ სოფელ ნაოსარის სანახებში უნდა ყოფილიყო. დიდგორის ძირს მდებარეობდა სოფელი აგუდანეთი:

"გიბოძეთ თქვენ... ბარათაშვილს გოსტაშაბს... მკვიდრად დამამულად დიდგორის ძირს სოფელი აგუდანეთი თქუენი ყოფილიყო". როგორც ვხედავთ, ქართული ისტორიული საბუთები პირდაპირ უთითებენ დიდგორის რკალისებრი ქედის მიდამოებში რამდენიმე სოფლის არსებობას, რომელთაგან გვიან შუა საუკუნეებში, უმეტესობა, ნასოფლარია (ვახუშტის რუკის მიხედვით, ამტერიტორიაზე არსებობდა ასევე სოფლები: ოძისი, ზემო ოძისი, ბოციჯვარი.). აქვეა სოფელ მოხისის მიდამოებში საკმაოდ ვრცელი ველი, რომლიდანაც ჩავდივართ დიდი თონეთის ირგვლივ არსებულ ტერასაზე. ილ-ღაზის არმიის ძირითადი ნაწილები სწორედ მანგლისისა და დიდი თონეთის, ასევე დიდგორის ქედის ძირშიარსებულ ველზე უნდა ყოფილიყვნენ განლაგებული. მცირე ნაწილი ჯარისა კი ჯერაც თრიალეთში იდგა, ზურგიდანქართველთა შესაძლებელი თავდასხმის ასარიდებლად. მოკლედ რომ მოვახდინოთ მოვლენების რეკონსტრუირება, ის ასეთი თანამიმდევრობით უნდა განხორციელებულიყო - დასაწყისში ილ-ღაზის ლაშქარი დისლოცირებული იყო თრიალეთში, საიდანაც ის შემოვიდა მანგლის-დიდგორის მიდამოებში და დაბანაკდა დღევანდელი მანგლისის, დიდი თონეთისა და სოფელმოხისის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებულ ველზე. ქართველები იმყოფებოდნენ დიდგორის რკალისებრი ქედის უკან. ამ ადგილს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა - მანგლის-დიდი თონეთიდან წამოსული მტრისთვის დავითის არმიის ძირითადი ნაწილი აბსოლუტურად შეუმჩნეველი იყო. მეორე ნაწილიქართველთა ჯარისა იმყოფებოდა სოფელ ნაოსარისა და ორბეთს შორის არსებულ ტერიტორიაზე. ფლანგური დარტყმა სწორედ აქედან უნდა განეხორციელებინათ. ქართველთა სამხედრო ნაწილები მტრის შესახვედრად მთებიდან უნდა დაშვებულიყვნენ ველზე, მსგავსად ალ-ფარიკის მითითებისა.

პირველსავე დარტყმას უნდა მოჰყოლოდა მტრის უკუქცევა და დიდი თონეთისა და მანგლისის მიდამოებში დაბანაკებულებთან შერევა. სწორედ ამან განაპირობა ილ-ღაზის არმიის რიგებში პანიკა, რითაც კარგად ისარგებლეს საბოლოოდ დავითის მეომრებმა და ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.

ავტორი: ჯაბა სამუშია

2021 წლის "ისტორიანის" აპრილ-ივნისის ნომერში გამოქვეყნდა ისტორიკოს ჯაბა სამუშიას სტატია "დიდგორის ბრძოლის" შესახებ. ნარკვევი ნაწილია ვრცელი გამოკვლევისა - "დიდგორის ბრძოლა (დავით აღმაშენებლის "ძლევაი საკვირველი")".

ნახთ კიდევ რის წაკითხვა შეგიძლიათ ჟურნალ "ისტორიანის" ახალ ნომერში