სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული დოკუმენტის ხელმოწერა" - კრისტიან დანიელსონის განცხადება დღევანდელი შეხვედრების შემდეგ
"ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული დოკუმენტის ხელმოწერა" - კრისტიან დანიელსონის განცხადება დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

ჩემი დღე­ვან­დე­ლი მი­ზა­ნი იყო მო­მე­ძებ­ნა გზე­ბი იმის­თვის, რომ ამ მე­დი­ა­ცი­ის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პუნ­ქტე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის პი­რად­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

და­ნი­ელ­სო­ნის თქმით, შე­თან­ხმე­ბის დო­კუ­მენტზე ხელ­მო­წე­რა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

„დღეს მე მქონ­და სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რებ­თან, ხვა­ლინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ჩემი დღე­ვან­დე­ლი მი­ზა­ნი იყო მო­მე­ძებ­ნა გზე­ბი იმის­თვის, რომ ამ მე­დი­ა­ცი­ის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პუნ­ქტე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ეს არის რთუ­ლი პრო­ცე­სი. დე­მოკ­რა­ტია სა­ჭი­რო­ებს მხედ­ვე­ლო­ბა­ში სხვა მხა­რე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბიც იყოს მი­ღე­ბუ­ლი და რო­გორც ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, ეს ნიშ­ნავს, ყვე­ლა მხრი­დან დათ­მო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ცესს, მე ვუ­თხა­რი პარ­ტი­ის ლი­დე­რებს, რომ ხვალ მა­გი­და­ზე ტექსტს დავ­დებ. მი­ზა­ნი არის, რომ მდგრა­დი ჩარ­ჩო იყოს გა­კე­თე­ბუ­ლი მო­მავ­ლის­თვის და ეს არის ნდო­ბის აღ­დგე­ნის გზა. ეს უპა­სუ­ხებს სა­ჭი­რო­ე­ბას იმი­სას, რომ გა­ტარ­დეს სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მა იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი­სად­მი და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სად­მი გა­ი­ზარ­დოს. სა­ბო­ლო­ოდ ეს არის პარ­ტი­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, პარ­ტი­ებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი,რომ აი­ღონ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ასე­თი დო­კუ­მენ­ტის ხელ­მო­წე­რა­ზე. ეს არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ლი­დე­რე­ბის­თვის, რომ აჩ­ვე­ნონ თა­ვი­ან­თი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სიმ­წი­ფე“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ­სონ­მა.

მისი თქმით, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბა შედ­გე­ბა, ეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­მარ­ჯვე­ბა იქ­ნე­ბა.

„შე­გახ­სე­ნებთ, რომ თუ შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა, არ იქ­ნე­ბი­ან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი და და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბი, იქ­ნე­ბი­ან მხო­ლოდ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ერთი მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი - ქარ­თვე­ლი ხალ­ხი. ამი­ტომ, დღეს მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა პარ­ტი­ას, უზ­რუნ­ველ­ყონ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ხვა­ლინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და და­ნი­ელ­სონ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ხვა­ლის­თვის მისი დო­კუ­მენ­ტი მზად იქ­ნე­ბა, რო­მელ­შიც შარლ მი­შე­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი.

"არ მო­ე­ლო­დოთ ჩემ­გან დე­ტა­ლებს, ხვალ დო­კუ­მენ­ტი მზად იქ­ნე­ბა. სა­კი­თხე­ბი ისე­დაც ვი­ცით იმი­ტომ, რომ ეს იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი პრე­ზი­დენტ მი­შე­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტში. შორს რომ გა­ვი­ხე­დოთ, ჩემი აზ­რით, მთა­ვა­რია მო­ვაგ­ვა­როთ ისე­თი პრობ­ლე­მე­ბი, რო­გო­რიც არის სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, სხვა სა­კი­თხე­ბიც იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი და ხვალ ჩვენ ამას წარ­ვად­გენთ“, - აღ­ნიშ­ნა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის პი­რად­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სონ­მა დღეს დი­ლი­დან შეხ­ვედ­რე­ბი გა­მარ­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან და პრე­ზი­დენ­ტთან. ასე­ვე მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ებ­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ჟიმ­ში შეხ­ვედ­რე­ბი. და­ნი­ელ­სო­ნი შეხ­ვდა რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, ასე­ვე ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ილკარი
86

მორჩა კინო, ვადამდელი არჩევნები არ იქნება. მელია, ციხიდან პირდაპირ პარლამენტში... 

niki
176

მართლა მაინტერესებს ოპზოცოა რა დათმობაზე მიდის? ე.ი. უნდა გამოუშვან ,,პოლიტმატიმრები,, მელია, რურუა, წულაია დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და შევლენ პარლამენტში? და ევროპას ჰგონია ესენი რომ პარლამენტში შევლენ მერე მორჩა?! ომი და აურზარი მერე ნახე ეხლა წყნარად მიმდინარეობს სხდომები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული დოკუმენტის ხელმოწერა" - კრისტიან დანიელსონის განცხადება დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

"ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ, საბოლოოდ, პარტიებზეა დამოკიდებული დოკუმენტის ხელმოწერა" - კრისტიან დანიელსონის განცხადება დღევანდელი შეხვედრების შემდეგ

ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დანიელსონის თქმით, შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა.

„დღეს მე მქონდა სხვადასხვა შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო მომეძებნა გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო. ეს არის რთული პროცესი. დემოკრატია საჭიროებს მხედველობაში სხვა მხარეების ინტერესებიც იყოს მიღებული და როგორც ყოველთვის ვამბობ, ეს ნიშნავს, ყველა მხრიდან დათმობას. რაც შეეხება პროცესს, მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს უპასუხებს საჭიროებას იმისას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა იმისთვის, რომ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი და მართლმსაჯულებისადმი გაიზარდოს. საბოლოოდ ეს არის პარტიების პასუხისმგებლობა, პარტიებზეა დამოკიდებული,რომ აიღონ პასუხისმგებლობა ასეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის, რომ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე“, - განაცხადა დანიელსონმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება, ეს ქართველი ხალხის გამარჯვება იქნება.

„შეგახსენებთ, რომ თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, არ იქნებიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში, ერთი მთავარი გამარჯვებული - ქართველი ხალხი. ამიტომ, დღეს მე მოვუწოდებ ყველა პარტიას, უზრუნველყონ საქართველოსთვის ხვალინდელი გამარჯვება“, - განაცხადა დანიელსონმა.

მისივე თქმით, ხვალისთვის მისი დოკუმენტი მზად იქნება, რომელშიც შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი ყველა საკითხი იქნება განხილული.

,,არ მოელოდოთ ჩემგან დეტალებს, ხვალ დოკუმენტი მზად იქნება. საკითხები ისედაც ვიცით იმიტომ, რომ ეს იყო დატოვებული პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში. შორს რომ გავიხედოთ, ჩემი აზრით, მთავარია მოვაგვაროთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულება. რა თქმა უნდა, სხვა საკითხებიც იქნება განხილული და ხვალ ჩვენ ამას წარვადგენთ“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა დღეს დილიდან შეხვედრები გამართა პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ასევე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკური პარტიებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრები. დანიელსონი შეხვდა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის ლიდერებს.

"რადიკალიზმი ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას" - როგორ აფასებს გახარია ჩაშლილ მოლაპარაკებებს?

"დღეს, პატივს მივაგებთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ხსოვნას" - რას წერს გიორგი გახარია

"ხელისუფლება იძახდა, - რაც არ უნდა იყოს, მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, ოპოზიციამ თავი შეიკავა რურუას "ქეისის" გამო" - მოლაპარაკების რა დეტალებზე საუბრობს ვახტანგ მეგრელიშვილი