დინამო არენაზე საქართველოსა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებამ ფეხბურთის ქართველი გულშემატკივარი, მართალია, კვლავ იმედგაცრუებული დატოვა, თუმცა ქართველი ფეხბურთელების თამაშით საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც კმაყოფილი დარჩა.
თამაში ანგარიშით 1-2, ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა. ქართველების მხრიდან ერთადერთი გოლი, ყველაზე იმედის მომცემმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.
ესპანურ გამოცემებში აღნიშნული თამაშის შესახებ არაერთი სტატია დაიწერა. ესპანელებმა საქები სიტყვები არ დაიშურეს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაც და მათ არც ქართველთა ემოციური ქომაგობა დარჩენიათ ყურადღების მიღმა.
გამოცემა As.com აქვეყნებს ვიდეოს, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორ ემოციურად აღნიშნავს კვარაცხელიას გოლს ტრიბუნიდან ერთ-ერთი ქომაგი:
"ეს არის ფეხბურთის მაგია. ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე თავისი ქვეყნის გოლზე", - წერს გამოცემა.
ნახეთ ვიდეო
ღმერთო რა "პაკაზუხობაააა"
კარგით რა, უსვით ახლა მკვდარს ფერუმარილი ...ქართული ფეხბურთი, როგოც ბევრი რამ ქართული მოკვდა, ან კომაშია, ან სულს აძლევს ... მხოლოდ ოცნება და ისიც ფუჭი იდიოტიზმია, მეტი არაფერი ... ჩვენ მხოლოდ წარსულზე ვსაუბრობთ და თუ ნაპოლეონს დავესეხებით "მუდმივად წარსულზე საუბრობს სულელი, ხოლო მომავალზე ბრიყვი" ... აწმყოს უნდა მიხედვა, რომ მომავალი დადგეს ბიძია-ბაბუა ... გაიგოთ იქნებ და გვეშველება ...