პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ" - რა განაცხადა პრემიერმა "ნამახვანჰესზე"?
"დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ" - რა განაცხადა პრემიერმა "ნამახვანჰესზე"?

დღეს ჩვენ ვხე­დავთ ჰიბ­რი­დუ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ომის გა­მოკ­ვე­თილ ნიშ­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვე­ნი ქვეყ­ნის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა პირ­და­პი­რაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას­თან, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, "ნა­მახ­ვა­ნ­ჰე­სის" მშე­ნებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტია.

"ქარ­თველ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 30-40 წლის წინ და­ი­წყეს მუ­შა­ო­ბა "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­ზე". ის აჟი­ო­ტა­ჟი და ხმა­უ­რი, რაც არის და­წყე­ბუ­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გე­ბა­რია. მინ­და გავ­მიჯ­ნო გულ­წრფე­ლად ჩარ­თუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ე­ბი ამ პრო­ცეს­ში და მე­ო­რე მხრივ, ზოგი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი და ზო­გიც - უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი და ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ჩვენ უკვე გავ­ზარ­დეთ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წილი, ყო­ველ წელს იზ­რდე­ბა მოხ­მა­რე­ბაც და შე­სა­ბა­მი­სად, იმ­პორ­ტიც იზ­რდე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ და­ვი­წყოთ, ხელი შე­ვუ­წყოთ და წა­ვა­ხა­ლი­სოთ ჰე­სე­ბის, მათ შო­რის, დიდი, მცი­რე და მიკ­რო­ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის მინ­და გან­ვმარ­ტო, ვინც გულ­წრფე­ლად წუხს იმი­ტომ, რომ ზოგს ინ­ფორ­მა­ცია არ აქვს და მეტი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა სა­ჭი­რო. "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­თან" და­კავ­ში­რე­ბით, ეკო­ნო­მი­კი­სა მი­ნისტრს და გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს და­ვა­ვა­ლე, ისი­ნი ად­გილ­ზე ჩა­ვიდ­ნენ და ნა­ხეს, ყვე­ლას შეხ­ვდნენ და და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი. ასე­ვე, კომ­პა­ნი­ას­თან მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტზე. ის, რომ კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­ჩერ­დე­ბა 9-დან 12 თვემ­დე, კი­დევ ერთხელ გა­და­მოწ­მდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მათ შო­რის უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის მიერ. ასე­ვე, შე­მოწ­მდე­ბა გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბის ეფექ­ტი, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია თუ არ არის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, ასე­ვე რი­ო­ნის ხე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის შე­იქ­მნე­ბა ხუთ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ფონ­დი", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რის თქმით, უნდა შე­წყდეს ან­ტი­სა­ხელ­მწი­რო­ებ­რი­ვი რი­ტო­რი­კა, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და ინ­ვეს­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

"მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ 30 მი­ლი­ო­ნი უკვე და­ხარ­ჯუ­ლი აქვს კომ­პა­ნი­ას კომ­პენ­სა­ცი­ებ­ში. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია 840 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს "ნა­მახ­ვა­ნ­ჰეს­ში. და­მი­სა­ხე­ლეთ კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც კრი­ზი­სის დროს ამ­ხე­ლა ინ­ვეს­ტი­ცი­ას შე­მო­ი­ტანს ქვე­ყა­ნა­ში და ჩვენ ამას ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით და ვა­ფერ­თხებთ სა­მუ­შა­ო­ებს. ასე­ვე სა­უ­ბა­რი იყო რამ­დე­ნი­მე წლით ტე­რი­ტო­რი­ე­ბის იჯა­რით გა­და­ცე­მა­ზე, ეს მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა მთელ მსოფ­ლი­ო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ეს გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­რო­ებ­რი­ვი და ისე­თი რი­ტო­რი­კა, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლის ჩვენს მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან და ინ­ვეს­ტო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, უნდა შე­წყდეს.

ახლა საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღე­ბი და­ი­წყეს მცი­რე და მიკ­რო ჰე­სებ­ზეც. რე­ა­ლუ­რად ჩვენ ვის­მენთ ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ აგო­რე­ბულ, ხე­ლოვ­ნუ­რად ინ­სპი­რი­რე­ბულ ტალ­ღას, ეს უნდა შე­ჩერ­დეს და ამის­თვის სა­ხელ­მწი­ფო ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს კა­ნო­ნის და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა ავით­ვი­სოთ.

"ვი­ნა­ი­დან ჩვენ ვართ პა­ტა­რა და ღა­რი­ბი ქვე­ყა­ნა, ის რე­სურ­სი რაც გვაქვს, მაქ­სი­მა­ლუ­რად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად და გო­ნივ­რუ­ლად უნდა იყოს ათ­ვი­სე­ბუ­ლი. ჩვენ ოქ­როს შუ­ა­ლედს ყო­ველ­თვის ვი­პო­ვით და ინ­ვეს­ტო­რებ­თან და სა­ხელ­მწფოს­თან ერ­თად ამ პრო­ექ­ტებს გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მთავ­რო­ბა­ში უკვე და­ვი­წყეთ იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ დიდ ჰე­სებ­ში სა­სურ­ვე­ლია სა­ხელ­მწი­ფოც ჩა­ერ­თოს. ასე­თი ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს ჩარ­თუ­ლო­ბით და მო­ნა­წი­ლე­ობთ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ეს ნიშ­ნავს ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას სწრა­ფი ტემ­პე­ბით, მეტ და­საქ­მე­ბას და ზო­გა­დად, ჩვე­ნი ქვეყ­ნის სიძ­ლი­ე­რეს", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
-
53

100%!!! 

ძლივს არ მოვისმენეთ ადექვატური შეფასება?! სხათაშორის მისმა წინამორბედმა ამ მიმართულებითაც დაუშვა შეცდომები და უსუსურობა გამოავლინა, ან შეიძლება მიზანმიმართულადაც მოქმედებდა, რისი ეჭვიც ეხლა უფრო ჩნდება როდესაც რთულ მომენტში საკუთარ გუნდს საკმაოდ მტკივნეული დარტყმა მიაყენა თავისის გადადგომით.

Dato
28

თქვენნაირები რომ არიან მთავრობაში იმიტომ ვართ ღარიბები. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ" - რა განაცხადა პრემიერმა "ნამახვანჰესზე"?

"დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ" - რა განაცხადა პრემიერმა "ნამახვანჰესზე"?

დღეს ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობასთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ნამახვანჰესის" მშენებლობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი პროექტია.

"ქართველმა მეცნიერებმა დაახლოებით 30-40 წლის წინ დაიწყეს მუშაობა "ნამახვანჰესზე". ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც არის დაწყებული, აბსოლუტურად გაუგებარია. მინდა გავმიჯნო გულწრფელად ჩართული მოქალაქეეები ამ პროცესში და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგიც - უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები. ჩვენ უკვე გავზარდეთ იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი, ყოველ წელს იზრდება მოხმარებაც და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ, ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ჰესების, მათ შორის, დიდი, მცირე და მიკროჰესების მშენებლობა. იმ მოქალაქეებისთვის მინდა განვმარტო, ვინც გულწრფელად წუხს იმიტომ, რომ ზოგს ინფორმაცია არ აქვს და მეტი კომუნიკაციაა საჭირო. "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით, ეკონომიკისა მინისტრს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დავავალე, ისინი ადგილზე ჩავიდნენ და ნახეს, ყველას შეხვდნენ და დაიწყეს საუბარი. ასევე, კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას რამდენიმე პუნქტზე. ის, რომ კაშხლის მშენებლობის სამუშაოები შეჩერდება 9-დან 12 თვემდე, კიდევ ერთხელ გადამოწმდება ყველაფერი, მათ შორის უცხოელი ექსპერტების მიერ. ასევე, შემოწმდება გარემოს ზემოქმედების ეფექტი, დამაზიანებელია თუ არ არის დამაზიანებელი, ასევე რიონის ხეობის განვითარებისთვის შეიქმნება ხუთმილიონიანი ფონდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, უნდა შეწყდეს ანტისახელმწიროებრივი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის მეზობელ სახელმწიფოებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას.

"მოსახლეობისთვის მინდა განვმარტო, რომ 30 მილიონი უკვე დახარჯული აქვს კომპანიას კომპენსაციებში. გარდა ამისა, კომპანია 840 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს "ნამახვანჰესში. დამისახელეთ კომპანია, რომელიც კრიზისის დროს ამხელა ინვესტიციას შემოიტანს ქვეყანაში და ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით და ვაფერთხებთ სამუშაოებს. ასევე საუბარი იყო რამდენიმე წლით ტერიტორიების იჯარით გადაცემაზე, ეს მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ეს გაუაზრებელი, ანტისახელმწიროებრივი და ისეთი რიტორიკა, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან და ინვესტორებთან ურთიერთობას, უნდა შეწყდეს.

ახლა საპროტესტო ტალღები დაიწყეს მცირე და მიკრო ჰესებზეც. რეალურად ჩვენ ვისმენთ ჩვენი ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ აგორებულ, ხელოვნურად ინსპირირებულ ტალღას, ეს უნდა შეჩერდეს და ამისთვის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული რესურსი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ.

"ვინაიდან ჩვენ ვართ პატარა და ღარიბი ქვეყანა, ის რესურსი რაც გვაქვს, მაქსიმალურად რაციონალურად და გონივრულად უნდა იყოს ათვისებული. ჩვენ ოქროს შუალედს ყოველთვის ვიპოვით და ინვესტორებთან და სახელმწფოსთან ერთად ამ პროექტებს განვახორციელებთ. მთავრობაში უკვე დავიწყეთ იმაზე საუბარი, რომ დიდ ჰესებში სასურველია სახელმწიფოც ჩაერთოს. ასეთი ეროვნული მნიშვნელობის პროექტები სახელმწიფოს ჩართულობით და მონაწილეობთ, მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს ენერგოდამოუკიდებლობას, ეკონომიკის განვითარებას სწრაფი ტემპებით, მეტ დასაქმებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ასე ვერ გაგრძელდება: საქართველო ან საკუთარ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს, ან გარკვეულ ფასს გადაიხდის" - ანდრიუს კუბილიუსი

"7 ევროპარლამენტარის განცხადების უკან ყველა ჩვენგანი ვდგავართ, მათ შორის იმ წინადადების უკან, რაც ფინანსური დახმარების შესაძლო შეწყვეტას ეხება" - ევროპარლამენტარი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"