პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე" - რას წერს ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის მე-4 წლისთავზე
"2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე" - რას წერს ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის მე-4 წლისთავზე

2024 წელს სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გენს ოფი­ცი­ა­ლურ გა­ნა­ცხადს ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რო­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

“ზუს­ტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ და ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­ულ­მა მო­ქა­ლა­ქემ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა მი­ი­ღო.

ეს იყო უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა, რო­მე­ლიც შე­დე­გად მო­ი­ტა­ნა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ურ­ყევ­მა ნე­ბამ, გახ­დეს და­სავ­ლუ­რი თა­ნა­მე­გობ­რო­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი, აგ­რეთ­ვე „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლის­ხმე­ვამ და და­უ­ღა­ლავ­მა მუ­შა­ო­ბამ.

მე­ა­მა­ყე­ბა, რომ პი­რა­დად ვეს­წრე­ბო­დი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მას, რო­მელ­ზეც ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი. ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის 4 წლის თავ­ზე, რო­გორც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, მინ­და კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო და შე­გახ­სე­ნოთ, რომ 2024 წელს სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გენს ოფი­ცი­ა­ლურ გა­ნა­ცხადს ევ­რო­კავ­ში­რის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან წევ­რო­ბა­ზე“, - წერს კო­ბა­ხი­ძე „ფე­ის­ბუქ­ზე“.

გა­სუ­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მი­ლი­ონ­ზე მეტი ვი­ზი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში. ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მიღ­წე­ვაა, ქვე­ყა­ნა ამ ნა­ბი­ჯით კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­და ევ­რო­პის ერ­თი­ან ოჯახს.

“დღეს 4 წელი შეს­რულ­და მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უვი­ზოდ მგზავ­რო­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში/შენ­გე­ნის სივ­რცე­ში.

სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბის მიღ­წე­ვაა, რა­საც მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი უძღო­და წინ. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ ნა­ბი­ჯით კი­დევ უფრო და­უ­ახ­ლოვ­და ევ­რო­პის ერ­თი­ან ოჯახს. ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მიერ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ნი­ჭე­ბით კი­დევ უფრო გან­მტკიც­და სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც სან­დო და ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რის სტა­ტუ­სი და და­დას­ტურ­და მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რა ქვეყ­ნის ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს გა­ნუხ­რელ წინსვლას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე, რაც ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭოს რი­გით მე-6 შეხ­ვედ­რა­ზე და­დას­ტურ­და.

გა­სუ­ლი ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მი­ლი­ონ­ზე მეტი ვი­ზი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში. უვი­ზო მი­მოს­ვლამ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­ხა­და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი - მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­უ­წყო ხელი ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას, ბიზ­ნეს კავ­ში­რე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, სტუ­დენ­ტუ­რი გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კავ­ში­რე­ბი­სა თუ ზო­გა­დად, ხალ­ხთა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ამ პე­რი­ოდს თან ახ­ლდა, ასე­ვე, გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რის სა­პა­სუ­ხო­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის, ევ­რო­კავ­ში­რი­სა და მისი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა.

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის გამო თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლა შე­ზღუ­დუ­ლია, მაგ­რამ გვჯე­რა, მალე შევ­ძლებთ ამ გა­მოწ­ვე­ვის გა­და­ლახ­ვას და შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კვლავ შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­აგ­რძე­ლე­ბენ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში მიღ­წე­უ­ლი ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­პოვ­რით სარ­გებ­ლო­ბას“, - წერს და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი „ფე­ის­ბუქ­ზე“.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკაკი
0

წარადგენს განაცხადს და როგორც ნატოში გვალოდინებენ როგორც მინიმუმ 2 ათეული წელი. თურქეთს 50 წელზე მეტს ალოდინებენ 

სიმართლე
0

წევედით ევროპისკენ 

ავტორი:

"2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე" - რას წერს ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის მე-4 წლისთავზე

"2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე" - რას წერს ირაკლი კობახიძე ვიზალიბერალიზაციის მე-4 წლისთავზე

2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ზუსტად 4 წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღო.

ეს იყო უდიდესი წარმატება, რომელიც შედეგად მოიტანა ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ, გახდეს დასავლური თანამეგობრობის სრულფასოვანი წევრი, აგრეთვე „ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ.

მეამაყება, რომ პირადად ვესწრებოდი ევროპარლამენტის სხდომას, რომელზეც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიზალიბერალიზაციის 4 წლის თავზე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო და შეგახსენოთ, რომ 2024 წელს საქართველო წარადგენს ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე“, - წერს კობახიძე „ფეისბუქზე“.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის მიღწევაა, ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს.

“დღეს 4 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ მგზავრობენ ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის სივრცეში.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობის მიღწევაა, რასაც მრავალრიცხოვანი რეფორმები უძღოდა წინ. ჩვენი ქვეყანა ამ ნაბიჯით კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპის ერთიან ოჯახს. ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიერ ჩვენი მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის მინიჭებით კიდევ უფრო განმტკიცდა საქართველოს, როგორც სანდო და ღირსეული პარტნიორის სტატუსი და დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ. საქართველო აგრძელებს განუხრელ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რაც ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 შეხვედრაზე დადასტურდა.

გასული ოთხი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლამ საქართველოს მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი გახადა ახალი შესაძლებლობები - მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს კავშირების გაღრმავებას, სტუდენტური გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას, პროფესიონალური კავშირებისა თუ ზოგადად, ხალხთაშორისი ურთიერთობების გაძლიერებას. ამ პერიოდს თან ახლდა, ასევე, გამოწვევები, რის საპასუხოდაც საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიერ კოორდინირებული და წარმატებული ნაბიჯები გადაიდგა.

სამწუხაროდ, დღეს გლობალური პანდემიის გამო თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდულია, მაგრამ გვჯერა, მალე შევძლებთ ამ გამოწვევის გადალახვას და შესაბამისი პასუხისმგებლობით, საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეუფერხებლად გააგრძელებენ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული ამ მნიშვნელოვანი მონაპოვრით სარგებლობას“, - წერს დავით ზალკალიანი „ფეისბუქზე“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება - კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღო უწყებათაშორისმა საბჭომ?

"პარტიების ნაწილი ნახევარი საათის წინ მოდიოდა და ბოლო წუთში რაღაც მოხდა..." - პრეზიდენტის მიწვევის მიუხედავად ოპოზიცია ღონისძიებაზე არ მივიდა