ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დგენანი ესწრებიან.
სამოქალაქო ორგანიზაციები ქვეყანაში არსებული კრიზისის გადაჭრის გზებზე დენიელსონს საკუთარ ხედვებს გააცნობენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" დირექტორის ნინო დოლიძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული კრიზისი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა, სისტემური პრობლემების გადაჭრის მიზნით.
როგორც დოლიძემ ჟურნალისტებს კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა, პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ინიციატივები არასაკმარისია და "არსებული პრობლემების ფასადურად გადაჭრა არ უნდა მოხდეს".
"გამოსავალია, ისე მოხდეს საარჩევნო სისტემის, საარჩევნო კომისიების, სასამართლო სისტემის დაბალანსება, რომ ოპოზიციურ პარტიებს ამ ყველაფერში თანაბარი მონაწილეობა ჰქონდეს", - აღნიშნა ნინო დოლიძემ.
მანამდე კრისტიან დანიელსონმა და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტის წევრებთან ვიდეოკონფერენცია გამართეს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ გუშინ, ჩამოვიდა.
როგორც კრისტიან დანიელსონმა მედიასთან განაცხადა, "ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძლიერების გამოვლინებაა".
ცნობილია, რომ დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს. კრისტიან დანიელსონის ინფორმაციით, ის საქართველოში 3 დღის განმავლობაში დარჩება.
სამი დღე არ ეყოფა , 267 პარტია , პლიუს დასვენებები, ერთი წელი უნდა !თითო პარტიას სამა სამი არასამთავრობო ყავს , სამი წელი მაგათ უნდათ , ჯამში 4 წელი დასვენებებით ! ადრე , ხალხი რომ ბნელი იყო არასაუწყებო დაცვა გვყავდა , ობიექტებს იცავდნენ , ოღონდ შსს არ ერქვა , ოღონდ შსს ხალხი გვედგა ობიექტის კარებში , შსსსავე წესრიგით ! ისეა ეს არასამთავრობეოები პარტია არ ქვია, მაგრამ პარტიაა !
სამწუხაროდ ბევრმა არ იცის ჩვენი სისტემის რაობა, ის პრორუსულია და ქოცს არ შეუქმნია-ამის თავი არ აქვს , მან ის ნაცისგან მიიღო , ნაცმა კი ის შექმნა და ხვეწა რუსულ თარგზე , ჯერ კიდევ როცა მოქკავშირში როცა ბრძანდებოდა და მერე ხელს ვინ შეუშლიდა , დიახ ბურჯანაძე, სააკაშვილი, ჟვანია ( აცხონოს !), მერაბიშვილი, გოგორიშვილი, ბარამიძე, ბობოხიძე, წერეთელი, მოგვიანებით ოქრუაშვილი, ჭიაბერაშვილი, ბოკერია, თარხნიშვილი,გვარამია , ეს ის ბირთვია ვინც არსებული სამოხელეო პარტოკრატიული პლუტოკრატიის ოლიგარქიული დიქტატურა შექმნა და ახლა დანიელსონთან იმას აპროტესტებს , რაც თავად შექმნა ! არ არის გულწრფელი, არა , მას სისტემის შეცვლა არ სურს, ქოცის ჩანაცვლება სურს იგივე სისტემაში ! ბრიშტი ორივეს და ერთი ძახილის ნიშანი , წადით მინამ მთელები ხართ !