პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განსხვავებაა "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის? - თენგიზ ცერცვაძის დეტალური განმარტება ვაქცინებზე
რა განსხვავებაა "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის? - თენგიზ ცერცვაძის დეტალური განმარტება ვაქცინებზე

ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე დე­ტა­ლუ­რად გან­მარ­ტავს რა გან­სხვა­ვე­ბაა "ას­ტრა­ზე­ნე­კა­სა" და "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნებს შო­რის.

რო­გორც მან "იმე­დის" გა­და­ცე­მა "ანა­ტო­მი­ა­ში" ისა­უბ­რა, ეს ორი ვაქ­ცი­ნა ერ­თმა­ნე­თის­გან ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად გან­სხვავ­დე­ბა და "ფა­ი­ზე­რი" "ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე" ერთი სა­ფე­ხუ­რით მაღ­ლა დგას.

"ეს კი­თხვა აინ­ტე­რე­სებს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს. ტექ­ნო­ლო­გი­უ­რად რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვევ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნას ვექ­ტო­რულ ვაქ­ცი­ნას ეძა­ხი­ან, რო­დე­საც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და­სუს­ტე­ბუ­ლი ადე­ნო­ვირუ­სი, რო­მელ­შიც შეყ­ვა­ნი­ლია ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის ერთ-ერთი ცი­ლის კო­დი­რე­ბის­თვის. ორ­გა­ნიზ­მში შეგვყავს და­სუს­ტე­ბუ­ლი ადე­ნო­ვირუ­სი, რო­მე­ლიც არა­ნა­ირ პა­თო­ლო­გი­ას არ იწ­ვევს. ეს ვაქ­ცი­ნა ორ­გა­ნიზმს აძ­ლევს ინ­სტრუქ­ცი­ას, რო­გორ აწარ­მო­ოს ე.წ. წვე­ტი­ა­ნი ცი­ლე­ბი, რო­მელ­ზეც უნდა გა­მო­მუ­შავ­დეს ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი და მოხ­დეს უჯრე­დუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტის ესი­ლი­მი­ზა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა "ფა­ი­ზერს", იქ სულ სხვა ტექ­ნო­ლო­გი­აა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მარ­თლაც ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გია. მარ­თლა პირ­ვე­ლად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იმ ტი­პის ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­გო­რიც არის "ფა­ი­ზე­რი". ეს არის ე.წ. "ერე­ნემ" ვაქ­ცი­ნე­ბი, რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში შეგვყავს არა და­სუს­ტე­ბუ­ლი ვირუ­სის კულ­ტუ­რა, არა­მედ შეგვყავს შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლი, მე­სენ­ჯე­რუ­ლი "ერე­ნე­მი".

"ას­ტრა­ზე­ნე­კას" დროს ჩვენ შეგვყავს ადე­ნო­ვირუ­სი, დნმ ინ­ფორ­მა­ცია და ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით წარ­მო­იშ­ვე­ბა "ერე­ნე­მი". "ფა­ი­ზე­რის" ვაქ­ცი­ნა ერთი სა­ფე­ხუ­რით წინ არის, ანუ პირ­და­პირ შეგვყავს ვირუ­სის "ერე­ნე­მი", რო­მე­ლიც ასე­ვე შე­ი­ცავს ინ­სტურ­ქცი­ას, თუ რო­გორ მო­ახ­დი­ნოს ორ­გა­ნიზ­მმა ვირუ­სის ცი­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა.

არ არ­სე­ბობს რა­ი­მე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ ამ ორი ვაქ­ცი­ნის ჩვე­ნე­ბებს ან უკუჩ­ვე­ნე­ბებს შო­რის გან­სხვა­ვე­ბაა. "ას­ტრა­ზე­ნე­კა" თით­ქოს უფრო ეფექ­ტი­ა­ნია 55 წელს ზე­მოთ ასა­კის ადა­მი­ა­ნებს შო­რის, ხოლო "ფა­ი­ზე­რი" უფრო ახალ­გაზ­რდებ­ში", - აღ­ნიშ­ნა ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
##!!!
0

დავამატებდი,ასტრა ზენეკა ღირს 5 ჯერ იაფი ვიდრე ფაიზერი,4$ და 20$ ერთი დოზა.ისრაელმა გადაიხადა ფაიზერში ღირებულებაზე მეტი რათა პირველი ყოფილიყო.ორმაგი დოზა ისრაელს დაუჯდა 47$.ამას ქვია მოსახლეობაზე ზრუნვა. მეორე კიდევ,მსოფლიოში უკვე დომინანტია ბრიტანული ვარიანტი B.1.1.7,რომელიც საქართველოშიც ვრცელდება და ამ ვირუსს ახასიათებს სწრაფი გავრცელება და ჩვეულებრივ კოვიდზე ძლიერია. ფაიზერი ამ ვირუსს ამარცხებს,დადგენილია კვლევებით,ასტრა ზენეკა ვერ ამარცხებს, იმიტომ რომ ეფექტიანობა ბრიტანულთან ძალიან დაბალი აქვს. პირადად მე და ჩემი ახლობლები არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ავიცრათ ასტრა ზენეკათი,რომელიც მსოფლიოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ მოსწონს,მაგ ვაქცინით აცრილია ძალიან ცოტა პროცენტი და ზოგირთი ქვეყანა ჯერაც უარზეა აცრას თავისი მოსახლეობა. 

პენსიონერი
2

თუ პერსონალი არ ყოფნით,"ყიფშიძემ" ვაჟაზე შეაჩეროს აცრა..რიგი იყო და წამოვედი,დისტანცია არაა!

ავტორი:

რა განსხვავებაა "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის? - თენგიზ ცერცვაძის დეტალური განმარტება ვაქცინებზე

რა განსხვავებაა "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერს" შორის? - თენგიზ ცერცვაძის დეტალური განმარტება ვაქცინებზე

ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დეტალურად განმარტავს რა განსხვავებაა "ასტრაზენეკასა" და "ფაიზერის" ვაქცინებს შორის.

როგორც მან "იმედის" გადაცემა "ანატომიაში" ისაუბრა, ეს ორი ვაქცინა ერთმანეთისგან ტექნოლოგიურად განსხვავდება და "ფაიზერი" "ასტრაზენეკაზე" ერთი საფეხურით მაღლა დგას.

"ეს კითხვა აინტერესებს მოსახლეობის დიდ ნაწილს. ტექნოლოგიურად რადიკალურად განსხვევდება ერთმანეთისგან. "ასტრაზენეკას" ვაქცინას ვექტორულ ვაქცინას ეძახიან, როდესაც გამოიყენება დასუსტებული ადენოვირუსი, რომელშიც შეყვანილია ინფორმაცია კორონავირუსის ერთ-ერთი ცილის კოდირებისთვის. ორგანიზმში შეგვყავს დასუსტებული ადენოვირუსი, რომელიც არანაირ პათოლოგიას არ იწვევს. ეს ვაქცინა ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, როგორ აწარმოოს ე.წ. წვეტიანი ცილები, რომელზეც უნდა გამომუშავდეს ანტისხეულები და მოხდეს უჯრედული იმუნიტეტის ესილიმიზაცია.

რაც შეეხება "ფაიზერს", იქ სულ სხვა ტექნოლოგიაა გამოყენებული. მართლაც ახალი ტექნოლოგია. მართლა პირველად არის გამოყენებული იმ ტიპის ვაქცინები, როგორიც არის "ფაიზერი". ეს არის ე.წ. "ერენემ" ვაქცინები, როდესაც ორგანიზმში შეგვყავს არა დასუსტებული ვირუსის კულტურა, არამედ შეგვყავს შუალედური რგოლი, მესენჯერული "ერენემი".

"ასტრაზენეკას" დროს ჩვენ შეგვყავს ადენოვირუსი, დნმ ინფორმაცია და ამ ინფორმაციით წარმოიშვება "ერენემი". "ფაიზერის" ვაქცინა ერთი საფეხურით წინ არის, ანუ პირდაპირ შეგვყავს ვირუსის "ერენემი", რომელიც ასევე შეიცავს ინსტურქციას, თუ როგორ მოახდინოს ორგანიზმმა ვირუსის ცილების წარმოება.

არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ამ ორი ვაქცინის ჩვენებებს ან უკუჩვენებებს შორის განსხვავებაა. "ასტრაზენეკა" თითქოს უფრო ეფექტიანია 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებს შორის, ხოლო "ფაიზერი" უფრო ახალგაზრდებში", - აღნიშნა ცერცვაძემ.