საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადრე ჩვენთან ათეულობით ტურისტი მოდიოდა, პანდემიამ ყველაფერი გააჩერა" - საუკუნოვანი კერამიკა თელავში და კაცი, რომელიც 50 წელია თიხასთან მეგობრობს
"ადრე ჩვენთან ათეულობით ტურისტი მოდიოდა, პანდემიამ ყველაფერი გააჩერა" - საუკუნოვანი კერამიკა თელავში და კაცი, რომელიც 50 წელია თიხასთან მეგობრობს

სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­რა­მი­კის წარ­მო­ე­ბას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ქარ­თუ­ლი კე­რა­მი­კა გან­სა­კუთ­რე­ბით ღვი­ნის ჭურ­ჭლის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც, თა­ვის მხრივ, მჭიდ­რო კავ­შირ­შია მეღ­ვი­ნე­ო­ბის უძ­ვე­ლეს ტრა­დი­ცი­ას­თან. ქვევ­რი, კულა, ხე­ლა­და, აზარ­ფე­შა, დოქი, ფი­ა­ლა, სურა - ზი­არ­ჭურ­ჭლის ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა, რო­მე­ლიც ფორ­მე­ბის უჩ­ვე­უ­ლო სიმ­დიდ­რით ხა­სი­ათ­დე­ბა და რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, სწო­რედ ჭინ­ჭი­ლა, ხე­ლა­და და კი­დევ ბევ­რი სხვა, ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია. კე­რა­მი­კის წარ­მო­ე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფე­ლი ვარ­დი­სუ­ბა­ნი. იქ კე­რა­მი­კის წარ­მო­ე­ბას სა­ფუძ­ვე­ლი მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში აპო­ლონ ნა­ცა­რაშ­ვილ­მა ჩა­უ­ყა­რა, მის საქ­მი­ა­ნო­ბას დღეს მისი შვი­ლი აგ­რძე­ლებს.

გო­გი­ტა ნა­ცა­რაშ­ვი­ლი:

- ვარ­დი­სუ­ბა­ნი ულა­მა­ზე­სი სოფ­ლია, ის თე­ლა­ვი­დან 2 კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც ჩემი "კე­რა­მი­კუ­ლი სა­წარ­მო" მუ­შა­ობს. ამ საქ­მეს სა­ფუძ­ვე­ლი მა­მა­ჩემ­მა - აპო­ლონ ნა­ცა­რაშ­ვილ­მა ჩა­უ­ყა­რა და მის საქ­მი­ა­ნო­ბას დღეს მე ვაგ­რძე­ლებ. ასე რომ, პრო­ფე­სი­ით კე­რა­მი­კო­სი გახ­ლა­ვართ. ამ ხე­ლო­ბას მა­მა­ჩე­მის­გან და­ვე­უფ­ლე, რო­მე­ლიც 6 წლის ასა­კი­დან თი­ხას­თან მო­პყრო­ბას და კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კა-ტექ­ნო­ლო­გი­ას მას­წავ­ლი­და. ასე რომ, აქ­ტი­უ­რად ვაგ­რძე­ლებ წი­ნაპ­რე­ბის და­ნა­ტო­ვარ საქ­მეს" - გვე­უბ­ნე­ბა ბა­ტო­ნი გო­გი­ტა.

- მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი გაქვთ დამ­ზა­დე­ბუ­ლი, თით­ქმის ყვე­ლა სა­ხის სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ჭურ­ჭე­ლი, თუმ­ცა დე­კო­რა­ტი­უ­ლი ნივ­თე­ბიც არის... თა­ვად ირ­ჩევთ იმას რა და­ამ­ზა­დოთ, თუ მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბი­დან გა­მო­დი­ნა­რე გამ­დიდ­რდა თქვე­ნი ნა­წარ­მის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი?

- რო­დე­საც პირ­ვე­ლად და­ი­წყო სა­წარ­მო­ში ჭურ­ჭლის წარ­მო­ე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ხე­ო­ბის ნივ­თი მზად­დე­ბო­და, ესე­ნი იყო - ფი­ა­ლა, ყან­წი, დოქი, პა­ტა­რა და დიდი ზო­მის ქვევ­რი და ა.შ. ამ ეტა­პის­თვის კი, მომ­ხმა­რებ­ლის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­ახ­ლო­ე­ბით, 30 სა­ხე­ო­ბის ნივ­თის დამ­ზა­დე­ბა შეგ­ვიძ­ლია. რა თქმა უნდა, ნივ­თე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის შეკ­ვე­თის შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, დღეს არ არის ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თუ­ლი თი­ხის ნა­წარ­მის მი­მართ.

- რთუ­ლია კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მის წარ­მო­ე­ბა? და რამ­დე­ნად სრულ­ყო­ფი­ლად ხართ აღ­ჭურ­ვი­ლი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კით?

- საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია შე­ის­წავ­ლოს. დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში სა­ჭი­როა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის თიხა, თი­ხის სა­ზე­ლი და­ნად­გა­რი, "ჩარ­ხი"-და­ნად­გა­რი, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც მზად­დე­ბა ჭურ­ჭე­ლი, გა­მო­საწ­ვა­ვი ღუ­მე­ლი და ა.შ. სრუ­ლად არის ჩვე­ნი სა­წარ­მო არ­ჭურ­ვი­ლი სა­ჭი­რო და შე­სა­ბა­მი­სი და­ნად­გა­რე­ბით.

- რა დრო სჭირ­დე­ბა მა­გა­ლი­თად, ერთი კონ­კრე­ტუ­ლი ნივ­თის დამ­ზა­დე­ბას?

- სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად თი­თო­ე­უ­ლი ნივ­თი რამ­დე­ნი­მე პრო­ცე­დუ­რას გა­დის. დამ­ზა­დე­ბა პირ­ველ დღეს ხდე­ბა, შემ­დეგ გა­მოშ­რო­ბას 5-6 დღე სა­ჭირ­დე­ბა, შემ­დეგ ნა­წარ­მი გა­მო­საწ­ვავ ღუ­მელ­ში გა­დაგ­ვაქვს, სა­დაც 7-8 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­ხის მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ხდე­ბა გა­მოწ­ვა.

- ამ­ბო­ბენ, "თიხა მღე­რი­სო"...

- "თიხა მღე­რის“ - ეს გა­მო­ნათ­ქვა­მი ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი­დან მო­დის. კარ­გად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი და გა­მომ­წვა­რი თი­ხის ნა­წარ­მის ერ­თმა­ნეთ­თან შე­ხე­ბი­სას სპე­ცი­ფი­უ­რი ხმა გა­მო­ი­ცე­მა, რა­საც ზა­რის და­რეკ­ვას შე­ვა­და­რებ­დი. სწო­რედ ამ ხმა­ზე ამ­ბობ­დნენ ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან, რომ „თიხა მღე­რის“...

- მოს­წავ­ლე­ე­ბი გყავთ? ანუ და­ინ­ტე­რე­სე­ბა არის ამ უძ­ვე­ლე­სი ხე­ლო­ბის მი­მართ?

- ამ ეტა­პის­თვის არ გვყავს მოს­წავ­ლე­ე­ბი, თუმ­ცა სი­ა­მოვ­ნე­ბით გავ­ცემთ დაგ­რო­ვილ ცოდ­ნას და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ვას­წავ­ლით ამ საქ­მეს, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს უძ­ვე­ლე­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა არ გაქ­რეს და რაც შე­იძ­ლე­ბა, მეტ­მა ადა­მი­ან­მა შე­ის­წავ­ლოს. ეს ხომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის და ხე­ლოვ­ნე­ბის ნა­წი­ლია...

- ყვე­ლას შე­უძ­ლია მისი შეს­წავ­ლა?

- რო­გორც ყვე­ლა საქ­მე­ში, აქაც მთა­ვა­რი მონ­დო­მე­ბაა, ისე­თი რთუ­ლი არ არის, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა ათ­ვი­სე­ბა ვერ შეძ­ლოს. მთა­ვა­რია, აინ­ტე­რე­სებ­დეს, მოს­წონ­დეს და მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სწავ­ლას მუდ­მი­ვად აგ­რძე­ლებ­დეს. თუმ­ცა „ჩარხთან“ მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის ად­ვი­ლი. რო­გოც აღ­ვნიშ­ნე, დიდი მონ­დო­მე­ბით ვეც­დე­ბით, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­ვას­წავ­ლოთ.

- რას ნიშ­ნავს ეს საქ­მი­ა­ნო­ბა პი­რა­დად თქვენ­თვის?

- ჩემ­თვის და ჩემი ოჯა­ხის­თვის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა, ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის­თვის ამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე ვა­კე­თო და იმედს ვი­ტო­ვებ, ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს თუ ჩა­მო­სულ ტუ­რისტს გა­ვაც­ნო და შე­ვას­წავ­ლო ჩვე­ნი ქვეყ­ნის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საქ­მი­ა­ნო­ბა.

- პან­დე­მი­ამ ხომ არ იმოქ­მე­და კე­რა­მი­კუ­ლი ნა­წარ­მის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ზე? რად­გან ტუ­რის­ტე­ბიც აღარ შე­მო­დი­ან ქვე­ყა­ნა­ში?

- პან­დე­მია, რო­გორც ყვე­ლა სფე­როს, ნე­გა­ტი­უ­რად ჩვენც შეგ­ვე­ხო. ყო­ველ­თვის იყო კა­ხეთ­ში ჩა­მო­სუ­ლი ტუ­რის­ტე­ბის მხრი­დან და­ინ­ტე­რე­სე­ბა. ჩვენს სა­წარ­მო­ში, ათე­უ­ლო­ბით ტუ­რის­ტი მო­დი­ო­და, რომ­ლე­ბიც, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, აქ­ტი­უ­რად იღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში და სამ­შობ­ლო­ში წა­სა­ღე­ბად ჩვენს ნა­წარმს ყი­დუ­ლობ­დნენ... ახლა ეს ყვე­ლა­ფე­რი ჯერ­ჯე­რო­ბით შე­ჩერ­და...

- სა­მო­მავ­ლოდ რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- აპ­რი­ლი­დან ვა­პი­რებთ, აქ­ტი­უ­რად გან­ვა­ახ­ლოთ მუ­შა­ო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვაქვს, სა­წარ­მო გა­ვა­ფარ­თო­ვოთ, არ გვაქვს ფი­ნან­სე­ბი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ხელი შე­ვუ­წყოთ. დახ­მა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გავზრდით წარ­მო­ე­ბას, და­ვამ­ზა­დებთ ყვე­ლა სა­ხე­ო­ბის ნივთს, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ვაჩ­ვე­ნებთ დამ­ზა­დე­ბუ­ლი პრო­დუქტს, ასე­ვე შევ­თა­ვა­ზებთ დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას.

იმე­დი გვაქვს, ად­გი­ლოვ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან გა­იზ­რდე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის ტუ­რის­ტე­ბის შე­მოს­ვლა ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ისევ ბევ­რი სტუ­მა­რი გვეწ­ვე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათო
0

ძალინ გვაინტერესებს ეს საქმიანობა თიხასთან მუშაობა გთხოვთ გვითხრათ სად შეიძლება ჩარხის შეძენა მადლობა

...
32

კაია თიხის ჭურჭელი, მაგრამ საკმაოდ ბინძური საქმეა. სულ ტალახში და თიხაში იქნები ამოთხვრილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ადრე ჩვენთან ათეულობით ტურისტი მოდიოდა, პანდემიამ ყველაფერი გააჩერა" - საუკუნოვანი კერამიკა თელავში და კაცი, რომელიც 50 წელია თიხასთან მეგობრობს

"ადრე ჩვენთან ათეულობით ტურისტი მოდიოდა, პანდემიამ ყველაფერი გააჩერა" - საუკუნოვანი კერამიკა თელავში და კაცი, რომელიც 50 წელია თიხასთან მეგობრობს

საქართველოში კერამიკის წარმოებას უძველესი დროიდან ჩაეყარა საფუძველი. ქართული კერამიკა განსაკუთრებით ღვინის ჭურჭლის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც, თავის მხრივ, მჭიდრო კავშირშია მეღვინეობის უძველეს ტრადიციასთან. ქვევრი, კულა, ხელადა, აზარფეშა, დოქი, ფიალა, სურა - ზიარჭურჭლის ნაირსახეობაა, რომელიც ფორმების უჩვეულო სიმდიდრით ხასიათდება და როგორც სპეციალისტები ამბობენ, სწორედ ჭინჭილა, ხელადა და კიდევ ბევრი სხვა, ამის ნათელი მაგალითია. კერამიკის წარმოებით გამორჩეულია თელავის რაიონის სოფელი ვარდისუბანი. იქ კერამიკის წარმოებას საფუძველი მე-20 საუკუნეში აპოლონ ნაცარაშვილმა ჩაუყარა, მის საქმიანობას დღეს მისი შვილი აგრძელებს.

გოგიტა ნაცარაშვილი:

- ვარდისუბანი ულამაზესი სოფლია, ის თელავიდან 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, სადაც ჩემი "კერამიკული საწარმო" მუშაობს. ამ საქმეს საფუძველი მამაჩემმა - აპოლონ ნაცარაშვილმა ჩაუყარა და მის საქმიანობას დღეს მე ვაგრძელებ. ასე რომ, პროფესიით კერამიკოსი გახლავართ. ამ ხელობას მამაჩემისგან დავეუფლე, რომელიც 6 წლის ასაკიდან თიხასთან მოპყრობას და კერამიკული ნაწარმის დამზადების ტექნიკა-ტექნოლოგიას მასწავლიდა. ასე რომ, აქტიურად ვაგრძელებ წინაპრების დანატოვარ საქმეს" - გვეუბნება ბატონი გოგიტა.

- მრავალფეროვანი ნამუშევრები გაქვთ დამზადებული, თითქმის ყველა სახის საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, თუმცა დეკორატიული ნივთებიც არის... თავად ირჩევთ იმას რა დაამზადოთ, თუ მომხმარებლის მოთხოვნილებიდან გამოდინარე გამდიდრდა თქვენი ნაწარმის ჩამონათვალი?

- როდესაც პირველად დაიწყო საწარმოში ჭურჭლის წარმოება, დაახლოებით 10 სახეობის ნივთი მზადდებოდა, ესენი იყო - ფიალა, ყანწი, დოქი, პატარა და დიდი ზომის ქვევრი და ა.შ. ამ ეტაპისთვის კი, მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე, დაახლოებით, 30 სახეობის ნივთის დამზადება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, ნივთების მრავალფეროვნება მომხმარებლის შეკვეთის შესაბამისად იზრდება, თუმცა სამწუხაროდ, დღეს არ არის ჩვენი მოსახლეობის მხრიდან დიდი დაინტერესება ტრადიციული ქართული თიხის ნაწარმის მიმართ.

- რთულია კერამიკული ნაწარმის წარმოება? და რამდენად სრულყოფილად ხართ აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკით?

- საკმაოდ რთულია, თუმცა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია შეისწავლოს. დამზადების პროცესში საჭიროა მაღალი ხარისხის თიხა, თიხის საზელი დანადგარი, "ჩარხი"-დანადგარი, რომლის დახმარებითაც მზადდება ჭურჭელი, გამოსაწვავი ღუმელი და ა.შ. სრულად არის ჩვენი საწარმო არჭურვილი საჭირო და შესაბამისი დანადგარებით.

- რა დრო სჭირდება მაგალითად, ერთი კონკრეტული ნივთის დამზადებას?

- საბოლოო შედეგის მისაღებად თითოეული ნივთი რამდენიმე პროცედურას გადის. დამზადება პირველ დღეს ხდება, შემდეგ გამოშრობას 5-6 დღე საჭირდება, შემდეგ ნაწარმი გამოსაწვავ ღუმელში გადაგვაქვს, სადაც 7-8 საათის განმავლობაში თიხის მაღალ ტემპერატურაზე ხდება გამოწვა.

- ამბობენ, "თიხა მღერისო"...

- "თიხა მღერის“ - ეს გამონათქვამი ჩვენი წინაპრებიდან მოდის. კარგად დამუშავებული და გამომწვარი თიხის ნაწარმის ერთმანეთთან შეხებისას სპეციფიური ხმა გამოიცემა, რასაც ზარის დარეკვას შევადარებდი. სწორედ ამ ხმაზე ამბობდნენ ჩვენი წინაპრები უხსოვარი დროიდან, რომ „თიხა მღერის“...

- მოსწავლეები გყავთ? ანუ დაინტერესება არის ამ უძველესი ხელობის მიმართ?

- ამ ეტაპისთვის არ გვყავს მოსწავლეები, თუმცა სიამოვნებით გავცემთ დაგროვილ ცოდნას და ნებისმიერ მსურველს შევასწავლით ამ საქმეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უძველესი ტრადიციული საქმიანობა არ გაქრეს და რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა შეისწავლოს. ეს ხომ ჩვენი ქვეყნის კულტურის და ხელოვნების ნაწილია...

- ყველას შეუძლია მისი შესწავლა?

- როგორც ყველა საქმეში, აქაც მთავარი მონდომებაა, ისეთი რთული არ არის, რომ დაინტერესებულმა ადამიანმა ათვისება ვერ შეძლოს. მთავარია, აინტერესებდეს, მოსწონდეს და მიღებული შედეგის გასაუმჯობესებლად, სწავლას მუდმივად აგრძელებდეს. თუმცა „ჩარხთან“ მუშაობა ნამდვილად არ არის ადვილი. როგოც აღვნიშნე, დიდი მონდომებით ვეცდებით, ნებისმიერ მსურველს შევასწავლოთ.

- რას ნიშნავს ეს საქმიანობა პირადად თქვენთვის?

- ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა, ჩვენი ქვეყნის კულტურისთვის ამდენად მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთო და იმედს ვიტოვებ, ამ ქვეყნის მოქალაქეს თუ ჩამოსულ ტურისტს გავაცნო და შევასწავლო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი საქმიანობა.

- პანდემიამ ხომ არ იმოქმედა კერამიკული ნაწარმის მოთხოვნილებაზე? რადგან ტურისტებიც აღარ შემოდიან ქვეყანაში?

- პანდემია, როგორც ყველა სფეროს, ნეგატიურად ჩვენც შეგვეხო. ყოველთვის იყო კახეთში ჩამოსული ტურისტების მხრიდან დაინტერესება. ჩვენს საწარმოში, ათეულობით ტურისტი მოდიოდა, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას დამზადების პროცესში და სამშობლოში წასაღებად ჩვენს ნაწარმს ყიდულობდნენ... ახლა ეს ყველაფერი ჯერჯერობით შეჩერდა...

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

- აპრილიდან ვაპირებთ, აქტიურად განვაახლოთ მუშაობა. სამწუხაროდ, საშუალება არ გვაქვს, საწარმო გავაფართოვოთ, არ გვაქვს ფინანსები, რომ აღნიშნული საქმიანობის პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. დახმარების შემთხვევაში კი, დიდი სიამოვნებით გავზრდით წარმოებას, დავამზადებთ ყველა სახეობის ნივთს, დაინტერესებულ პირებს ვაჩვენებთ დამზადებული პროდუქტს, ასევე შევთავაზებთ დამზადების პროცესში მონაწილეობის მიღებას.

იმედი გვაქვს, ადგილოვრივი მოსახლეობიდან გაიზრდება დაინტერესება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში. ამიტომ იმედს ვიტოვებთ, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, ისევ ბევრი სტუმარი გვეწვევა.