დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე ჩატარებული აზომვების პირველად შედეგებზე აქვეყნებს.
მისი ინფორმაციით, მყარდება ვარაუდი, რომ შესაძლოა უფრო მეტი მასა დაიძრას, ვიდრე მოსალოდნელია.
"მეწყრის ტანზე გეოდეზიური აზომვების პირველადი შედეგები. ისრებით მოცემულია მეწყრის ტანის გადაადგილების მიმართულება, ხოლო ციფრებით ფარდობითი გადაადგილების მნიშვნელობა.
შედეგის ტრენდი შესაბამისობაში მოდის აეროფოტო მონიტორინგთან, რომელსააც ასევე ვაწარმოებთ. შედეგების ანალიზი ემთხვევა ასევე ჩვენს მიერ ელექტოძიებით მიღებულ პროფილებს.
დასკვნა: ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია. შესაბამისად ჩვენს ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება, საფუძველი აქვს.
ვაგრძელებთ მონიტორინგს, რათა პირველადი შედეგები დავაზუსტოთ.(გეოდეზიური აზომვა ყოველდღე, აეროფოტო 3 დღეში ერთელ, სიჩქარე მოცემულია სანტიმეტრებში). როგორც ხედავთ, შესაძლოა მთელი სხეულია დინამიკაში(მოძრაობს)" - წერს გოდოლაძე.
მე ამ აეროფოტოგადაღებაზე ვხედავ ისრები სხვადასხვა მხარეს მიემართება, წერტილების ნომრებს ვერ ვარჩევ რომ დაგიკონკრეტოთ, ასევე რღვევის ხაზი არ ვრცელდება ბოლომდე და ბლოკი არ არის მოწყვეტილი დედა სხეულს. აუცილებლად შესასწავლია ლითოლოგიურად ბლოკის ამგები ქანები. მე როგორც ვიცი არგილიტები და ქვიშაქვებია, ჩემის აზრით, გზის გასწვრივ იქნება ქვათაცვენა. ქანების ნაწილის მოხსნით შემცირდება დაძაბულობა.
ისე პრობლემას გეოლოგები უნდა სწავლობდნენ და არა აჟიტირებული სეისმოლოგები.
ამდენ მარჩიელობას ადექით და მოხსენით ეგ ზედა ფენა და ხალხიც დაწყნარდება რა