მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება" - რა რეკომენდაციას გვაძლევს ალერგოლოგი
"ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება" - რა რეკომენდაციას გვაძლევს ალერგოლოგი

ალერ­გი­ი­სა და იმუ­ნო­ლო­გი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის, მაია გო­თუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგო­მი რე­აქ­ცია იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც ფი­ლერს იყე­ნე­ბენ, 1-2 დღის შემ­დეგ ვლინ­დე­ბა.

რო­გორც მაია გო­თუ­ამ აღ­ნიშ­ნა, ის უმე­ტე­სად შე­შუ­პე­ბა-შე­წით­ლე­ბის სა­ხით არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ფი­ლე­რია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

„როცა პა­ცი­ენ­ტი მო­დის და ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე ავ­სებს კი­თხვარს, რო­მე­ლიც აც­რამ­დე მათ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას ეხე­ბა, ფი­ლერ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვა არის და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვა. ფი­ლე­რე­ბის გა­მომ­ყე­ნე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­ში რე­აქ­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით არის გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, არა მწვა­ვედ, არა­მედ 1-2 დღის შემ­დეგ. ის უმე­ტე­სად ვლინ­დე­ბა შე­შუ­პე­ბა - შე­წით­ლე­ბის სა­ხით იმ ად­გი­ლას, სა­დაც ფი­ლე­რია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. არის სპე­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია, გა­იდ­ლა­ი­ნი, რო­მე­ლიც ამე­რი­კის დე­მორ­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ქი­რურ­გი­ის სამ­სა­ხურ­მა შექ­მნა და იქ ნათ­ქვა­მია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის ფი­ლე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა უკუჩ­ვე­ნე­ბა არ არის და არც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დგომ ფი­ლე­რის გა­მო­ყე­ნე­ბა არის უკუჩ­ვე­ნე­ბა. ამას­თან, დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში არის რე­კო­მენ­და­ცია, რომ ზოგი მეც­ნი­ე­რის აზ­რით, სა­სურ­ვე­ლია მო­ქა­ლა­ქეს ფი­ლე­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე 2 კვი­რის პე­რი­ოდ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი არ ჰქონ­დეს, თუმ­ცა, შე­საძ­ლოა, იყოს მეტი დროც გა­სუ­ლი. მაგ­რამ, ფი­ლე­რის გა­კე­თე­ბა არ წარ­მო­ად­გენს უკუჩ­ვე­ნე­ბას შემ­დგო­მი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. თა­ვად რე­აქ­ცია, გა­მოვ­ლი­ნე­ბა არ მი­იჩ­ნე­ვა სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბად. ეს ჩვე­უ­ლებ­რივ მე­დი­კა­მენ­ტებს, სტე­რო­ი­დებს, ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ პრე­პარ­ტებს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ისიც უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ფი­ლე­რის ეს რე­აქ­ცია მხო­ლოდ კო­ვიდ 19-ის ვაქ­ცი­ნის­თვის არაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ანა­ლო­გი­უ­რი არის აღ­ნიშ­ნუ­ლი გრი­პის ვაქ­ცი­ნა­ზე, შე­იძ­ლე­ბა იყოს სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ჩა­რე­ვი­სას მე­ქა­ნი­კურ გა­ა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ზე, ინ­ფექ­ცი­ა­ზეც. ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ყვე­ლა იმ პრე­პა­რატს, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე და არ წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბის მი­ზეზს. კარ­გია, რომ ეს კი­თხვა და­ე­მა­ტა, რად­გან ადა­მი­ა­ნი წი­ნას­წარ იყოს გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი და ად­ვი­ლად იყოს და­ზღვე­უ­ლი შე­სა­ბა­მი­სი მე­დი­კა­მენ­ტით“,- გა­ნა­ცხა­და გო­თუ­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება" - რა რეკომენდაციას გვაძლევს ალერგოლოგი

"ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება" - რა რეკომენდაციას გვაძლევს ალერგოლოგი

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის, მაია გოთუას განცხადებით, ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია იმ ადამიანებში, რომლებიც ფილერს იყენებენ, 1-2 დღის შემდეგ ვლინდება.

როგორც მაია გოთუამ აღნიშნა, ის უმეტესად შეშუპება-შეწითლების სახით არის გამოვლენილი იმ ადგილზე, სადაც ფილერია გამოყენებული.

„როცა პაციენტი მოდის და ვაქცინაციამდე ავსებს კითხვარს, რომელიც აცრამდე მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ფილერთან დაკავშირებული კითხვა არის დამატებითი კითხვა. ფილერების გამომყენებელ ადამიანებში რეაქცია მოგვიანებით არის განვითარებული, არა მწვავედ, არამედ 1-2 დღის შემდეგ. ის უმეტესად ვლინდება შეშუპება - შეწითლების სახით იმ ადგილას, სადაც ფილერია გამოყენებული. არის სპეციალური დოკუმენტაცია, გაიდლაინი, რომელიც ამერიკის დემორმატოლოგიური ქირურგიის სამსახურმა შექმნა და იქ ნათქვამია, რომ ვაქცინაციისთვის ფილერის გამოყენება უკუჩვენება არ არის და არც ვაქცინაციის შემდგომ ფილერის გამოყენება არის უკუჩვენება. ამასთან, დოკუმენტაციაში არის რეკომენდაცია, რომ ზოგი მეცნიერის აზრით, სასურველია მოქალაქეს ფილერი ვაქცინაციამდე 2 კვირის პერიოდში გაკეთებული არ ჰქონდეს, თუმცა, შესაძლოა, იყოს მეტი დროც გასული. მაგრამ, ფილერის გაკეთება არ წარმოადგენს უკუჩვენებას შემდგომი ვაქცინაციის ჩასატარებლად. თავად რეაქცია, გამოვლინება არ მიიჩნევა სერიოზულ გართულებად. ეს ჩვეულებრივ მედიკამენტებს, სტეროიდებს, ანტიჰისტამინუ პრეპარტებს ექვემდებარება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფილერის ეს რეაქცია მხოლოდ კოვიდ 19-ის ვაქცინისთვის არაა დამახასიათებელი. ანალოგიური არის აღნიშნული გრიპის ვაქცინაზე, შეიძლება იყოს სტომატოლოგიური ჩარევისას მექანიკურ გააღიზიანებაზე, ინფექციაზეც. ექვემდებარება ყველა იმ პრეპარატს, რაც ჩამოვთვალე და არ წარმოადგენს საზოგადოების შეშფოთების მიზეზს. კარგია, რომ ეს კითხვა დაემატა, რადგან ადამიანი წინასწარ იყოს გაფრთხილებული და ადვილად იყოს დაზღვეული შესაბამისი მედიკამენტით“,- განაცხადა გოთუამ.

"კოვიდის გადატანის შემდეგ ფილტვში გაურკვეველი წარმონაქმნი გაუჩნდა..." - 37 წლის კობა ალხაზაშვილს დახმარება ესაჭიროება

"ფაიზერით“ აცრის რიგში 9 000 ადამიანია, მათგან 20 % სამედიცინო პერსონალია" - ამირან გამყრელიძე

"ქვეყანა იმყოფება ფაზაში, რაც, გარკვეულწილად, მესამე ტალღის დასაწყისია" - ეკატერინე ტიკარაძე