სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"
ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"

ქარ­თვე­ლი ემიგ­რანტ მეგი სტემ­პენს, რო­მე­ლიც უკვე წლე­ბია AMBEBI.GE-ს მკი­თხველს მე-2 მსოფ­ლიო ომის დროს, გერ­მა­ნი­ა­ში მი­მო­ფან­ტუ­ლი და დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ აწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამ­ჯე­რად ხელ­ში ჩა­უ­ვარ­და ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი და სი­სას­ტი­კით ცნო­ბი­ლი ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც ლა­იფ­ცი­გის არ­ქივ­ში თით­ქმის სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხე­ბო­და.

"დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილმში, რო­მე­ლიც ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა, ასა­ხუ­ლია ტყვე­ე­ბის "ცხოვ­რე­ბა", ასე­ვე, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის შეხ­ვედ­რე­ბი ტყვე­ებ­თან. ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის ტყვე­თა ბა­ნაკს, რო­მე­ლიც ვერ­მახ­ტის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში შე­დი­ო­და, მე­სა­მე რა­ი­ხის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი იო­ზეფ გე­ბელ­სი ეწ­ვია. ფილ­მს მზის შუქი არას­დროს უნა­ხავს, რად­გან რა­ი­ხის სტან­დარ­ტე­ბი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის ბა­ნა­კი­დან თით­ქმის არა­ფე­რი შე­მორ­ჩა - ომის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბა­ნა­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის საწ­რთვნე­ლი ბაზა იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი..." - ამ­ბობს მეგი სტემ­პე­ნი.

მი­სი­ვე თქმით, ბოლო დღე­ებ­ში, ად­გი­ლობ­რივ­მა დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტებ­მა, აქამ­დე უც­ნო­ბი, 70-მდე ფოტო იპო­ვეს, რომ­ლე­ბიც ყუთ­ში იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა, რო­გორ მოხ­ვდა ეს ფო­ტო­ე­ბი არ­ქივ­ში, არა­ვინ იცის.

"ან­ტი­ფა­ში­ტუ­რი საბ­ჭოს ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ნი­ე­ლა შმო­ლი იხ­სნებ­და, თუ რო­გორ იპო­ვეს ფო­ტო­ე­ბი, გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, აქამ­დე რო­გორ ვე­რა­ვინ მი­აგ­ნო იმ ყუთს, რო­მელ­შიც ნა­პოვნ ფო­ტო­ებ­ზეც ტყვე­ე­ბი არი­ან ასა­ხუ­ლი. უნი­ფორ­მა­ზე ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რომ საბ­ჭო­ე­ლი სამ­ხედ­რო ტყვე­ე­ბი არი­ან. ასე­ვეა და­ღუ­პუ­ლე­ბის, წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­კად­რე­ბი... შმო­ლის თქმით, ფო­ტო­ე­ბის ქვეშ რამ­დე­ნი­მე გა­სავ­რცე­ლე­ბე­ლი ბრო­შუ­რა, Flugblätter პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ფურ­ცლე­ბიც იყო, რო­მე­ლიც იმ წლებ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რიგ­დე­ბო­და, მათ­ზე და­ტა­ნი­ლი იყო ეს ფო­ტო­ე­ბი, მე­სა­მე რა­ი­ხის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ხომ სხვა ერებს მე­ო­რე­ხა­რის­ხოვ­ნად მი­იჩ­ნევ­დნენ... ომის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ბა­ნა­კის ზე­დამ­ხედ­ვე­ლებ­სა და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალ­ზე ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

ფო­ტო­ე­ბის უკა­ნა მხა­რეს შე­მორ­ჩე­ნი­ლია წე­ბოს კვა­ლი, ანუ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში იყო და ალ­ბომ­ში ჰქონ­დათ ჩაკ­რუ­ლი, რო­მე­ლიც ბა­ნა­კის იმ­ჟა­მინ­დელ ზე­დამ­ხედ­ველს ეკუთ­ვნო­და", - ამ­ბობს სტემ­პე­ნი.

ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, იენს ნა­გე­ლი ამ­ბობს, რომ ფო­ტო­ე­ბი სამ­ხედ­რო წო­დე­ბის ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­ი­ღეს, მათ შო­რის იყ­ვნენ რი­გი­თე­ბი, ოფიც­რე­ბი.

"ფო­ტო­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რად რა­ი­ხის­თვის იღებ­დნენ და არ­ჩევ­დნენ... რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნა­პოვ­ნი სუ­რა­თე­ბი და­ი­წუ­ნეს, მაგ­რამ, მთლად გა­და­საყ­რე­ლად ვერ გა­ი­მე­ტეს. მა­შინ ფო­ტო­ებს ქა­ლაქ რი­ზას ფო­ტო­ა­ტე­ლი­ე­ში ბეჭ­დავ­დნენ", - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, რომ­ლის თქმი­თაც, ერთ-ერთ ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლია გე­ბელ­სის ვი­ზი­ტიც. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ერთ-ერთ წე­რილ­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლია: "ცა­ი­თ­ჰა­ინ­ში სტუმ­რო­ბამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი არ მოგ­ვი­ტა­ნა - ტყვედ­ჩა­ვარ­დნილ­თა უმე­ტე­სო­ბა ბე­ლა­რუ­სე­ბი არი­ან, მათ ასე თუ ისე ადა­მი­ა­ნუ­რი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­დათ, ეს კი პრო­პა­გან­დის­თვის არ გა­მოგ­ვად­გე­ბა".

ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, არ­ქივ­ში შე­მორ­ჩე­ნილ ფო­ტო­მა­სა­ლა­ში არი­ან თუ არა ქარ­თვე­ლე­ბი, მაგ­რამ ცა­ი­თ­ჰა­ი­ნის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კის არ­ქი­ვი­დან ირ­კვე­ვა, რომ იქ 200-მდე ქარ­თველს მო­უ­წია არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა. ტყვე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ტუ­ბერ­კუ­ლოზს შე­ე­წი­რა.

გთა­ვა­ზობთ იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხე­ლებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ.

ივა­ნე მი­ხე­ი­ლის ძე აბე­ლაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1913 წელს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შა­ში­ან­ში. დე­დის გვა­რი - ბე­რი­კაშ­ვი­ლი. მე­უღ­ლე - ნაზი აბე­ლაშ­ვი­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 12 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 204224. წო­დე­ბა - უფ­რო­სი სერ­ჟან­ტი. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 19 მა­ისს. დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ცა­ი­თ­ჰა­ი­ნი, გერ­მა­ნია.

ივა­ნე ტა­რი­ე­ლის ძე თეთ­რა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, დმა­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გო­მა­რეთ­ში. დე­დის გვა­რი - ოქ­რო­პი­რი­ძე. მე­უღ­ლე - და­რი­კო თეთ­რა­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 13 ივ­ლისს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 204237. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 25 აპ­რილს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ცა­ი­თ­ჰა­ი­ნი, გერ­მა­ნია.

ნი­კო­ლოზ მი­ხე­ი­ლის ძე ზამ­ბა­ხი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1902 წელს, ქუ­თა­ის­ში, ტყი­ბუ­ლის ქუჩა #36. მე­უღ­ლე - მა­რია ზამ­ბა­ხი­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 26 მა­ისს, ლო­ზო­ვა­ი­ა­ში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 203305. და­ი­ღუ­პა 1944 წლის 8 მარტს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ცა­ი­თ­ჰა­ი­ნი, გერ­მა­ნია.

აკა­კი სე­მე­ნის ძე ვა­შა­კი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1922 წელს, ხო­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუბ­ში. დედა ან მე­უღ­ლე - მი­ნა­დო­რა ვა­შა­კი­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 16 მა­ისს ქერჩში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 178700. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 19 დე­კემ­ბერს. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ცა­ი­თ­ჰა­ი­ნი, გერ­მა­ნია.

ვიქ­ტორ პორ­ფი­რეს ძე დო­ნა­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წლის 15 ნო­ემ­ბერს (ან 1921 წლის 6 ნო­ემ­ბერს), ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აფენ­ში, თუმ­ცა, მი­სა­მარ­თად ფიქ­სირ­დე­ბა, თბი­ლი­სი, ცხა­კა­ი­ას # 47. სტუ­დენ­ტი. დე­დის გვარ-სა­ხე­ლია - ეფ­რო­სი­ნე ფი­რუ­ზის ასუ­ლი რეხ­ვი­აშ­ვი­ლი... ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 2 სექ­ტემ­ბერს. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი IV. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 133431. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 25 ივ­ნისს, ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით. პირ­ვე­ლა­დი დაკ­რძალ­ვის ად­გი­ლი: ცა­ი­თ­ჰა­ი­ნი, გერ­მა­ნია.

იორ­და­ნი სერ­გოს ძე ბი­ლი­ხო­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1903 (ან 1902) წელს, ოზურ­გე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჯუ­მათ­ში. ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს 1941 წლის 10 მა­ისს. მე­უღ­ლე ანე­ტა ბი­ლი­ხო­ძე. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 2 მა­ისს, კურსკში. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი VIII (318). ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 60117. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 19 სექ­ტემ­ბერს. უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა 1942 წლი­დან.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
3

ყველა ქართველი.მებრძოლი გმირია

----
0

რამხელა ტრაგიკული ისტორიები იმალება ამ ფოტოების უკან. ეეჰ, რა არის ეს ცხოვრება?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"

ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"

ქართველი ემიგრანტ მეგი სტემპენს, რომელიც უკვე წლებია AMBEBI.GE-ს მკითხველს მე-2 მსოფლიო ომის დროს, გერმანიაში მიმოფანტული და დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ აწვდის ინფორმაციას, ამჯერად ხელში ჩაუვარდა ნაცისტურ გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სისასტიკით ცნობილი ცაითჰაინის საკონცენტრაციო ბანაკის ფოტოები, რომელიც ლაიფციგის არქივში თითქმის საუკუნის განმავლობაში ინახებოდა.

"დოკუმენტური ფილმში, რომელიც ცაითჰაინის საკონცენტრაციო ბანაკის არქივში ინახება, ასახულია ტყვეების "ცხოვრება", ასევე, ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნების შეხვედრები ტყვეებთან. ცაითჰაინის ტყვეთა ბანაკს, რომელიც ვერმახტის დაქვემდებარებაში შედიოდა, მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იოზეფ გებელსი ეწვია. ფილმს მზის შუქი არასდროს უნახავს, რადგან რაიხის სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. ცაითჰაინის ბანაკიდან თითქმის არაფერი შემორჩა - ომის დასრულების შემდეგ, ბანაკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის საწრთვნელი ბაზა იყო განლაგებული..." - ამბობს მეგი სტემპენი.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში, ადგილობრივმა დოკუმენტალისტებმა, აქამდე უცნობი, 70-მდე ფოტო იპოვეს, რომლებიც ყუთში იყო მოთავსებული, თუმცა, როგორ მოხვდა ეს ფოტოები არქივში, არავინ იცის.

"ანტიფაშიტური საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი, დანიელა შმოლი იხსნებდა, თუ როგორ იპოვეს ფოტოები, გაოცებული იყო, აქამდე როგორ ვერავინ მიაგნო იმ ყუთს, რომელშიც ნაპოვნ ფოტოებზეც ტყვეები არიან ასახული. უნიფორმაზე ადვილი მისახვედრია, რომ საბჭოელი სამხედრო ტყვეები არიან. ასევეა დაღუპულების, წამების ამსახველი ფოტოკადრები... შმოლის თქმით, ფოტოების ქვეშ რამდენიმე გასავრცელებელი ბროშურა, Flugblätter პროპაგანდისტული ფურცლებიც იყო, რომელიც იმ წლებში, მოსახლეობაში რიგდებოდა, მათზე დატანილი იყო ეს ფოტოები, მესამე რაიხის პოლიტიკოსები ხომ სხვა ერებს მეორეხარისხოვნად მიიჩნევდნენ... ომის დასრულებისთანავე, ბანაკის ზედამხედველებსა და მომსახურე პერსონალზე ძებნა გამოცხადდა.

ფოტოების უკანა მხარეს შემორჩენილია წებოს კვალი, ანუ, დიდი ალბათობით, კერძო საკუთრებაში იყო და ალბომში ჰქონდათ ჩაკრული, რომელიც ბანაკის იმჟამინდელ ზედამხედველს ეკუთვნოდა", - ამბობს სტემპენი.

ცაითჰაინის მუზეუმის დირექტორი, იენს ნაგელი ამბობს, რომ ფოტოები სამხედრო წოდების ადამიანებმა გადაიღეს, მათ შორის იყვნენ რიგითები, ოფიცრები.

"ფოტოებს სპეციალურად რაიხისთვის იღებდნენ და არჩევდნენ... როგორც ჩანს, რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი სურათები დაიწუნეს, მაგრამ, მთლად გადასაყრელად ვერ გაიმეტეს. მაშინ ფოტოებს ქალაქ რიზას ფოტოატელიეში ბეჭდავდნენ", - ამბობს ქართველი ემიგრანტი, რომლის თქმითაც, ერთ-ერთ ფოტოზე ასახულია გებელსის ვიზიტიც. ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ წერილში ჩანიშნულია: "ცაითჰაინში სტუმრობამ სასურველი შედეგები არ მოგვიტანა - ტყვედჩავარდნილთა უმეტესობა ბელარუსები არიან, მათ ასე თუ ისე ადამიანური გარეგნობა ჰქონდათ, ეს კი პროპაგანდისთვის არ გამოგვადგება".

ძნელი სათქმელია, არქივში შემორჩენილ ფოტომასალაში არიან თუ არა ქართველები, მაგრამ ცაითჰაინის საკონცენტრაციო ბანაკის არქივიდან ირკვევა, რომ იქ 200-მდე ქართველს მოუწია არაადამიანურ პირობებში ყოფნა. ტყვეთა უმრავლესობა ტუბერკულოზს შეეწირა.

გთავაზობთ იმ ქართველების გვარ-სახელებს, რომლებიც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდნენ.

ივანე მიხეილის ძე აბელაშვილი, დაბადებული 1913 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში. დედის გვარი - ბერიკაშვილი. მეუღლე - ნაზი აბელაშვილი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 12 ივლისს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 204224. წოდება - უფროსი სერჟანტი. დაიღუპა 1944 წლის 19 მაისს. დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ივანე ტარიელის ძე თეთრაძე, დაბადებული 1902 წელს, დმანისის რაიონის სოფელ გომარეთში. დედის გვარი - ოქროპირიძე. მეუღლე - დარიკო თეთრაძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 13 ივლისს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 204237. დაიღუპა 1943 წლის 25 აპრილს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ნიკოლოზ მიხეილის ძე ზამბახიძე, დაბადებული 1902 წელს, ქუთაისში, ტყიბულის ქუჩა #36. მეუღლე - მარია ზამბახიძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 26 მაისს, ლოზოვაიაში. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 203305. დაიღუპა 1944 წლის 8 მარტს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

აკაკი სემენის ძე ვაშაკიძე, დაბადებული 1922 წელს, ხონის რაიონის სოფელ გუბში. დედა ან მეუღლე - მინადორა ვაშაკიძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 16 მაისს ქერჩში. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 178700. დაიღუპა 1942 წლის 19 დეკემბერს. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

ვიქტორ პორფირეს ძე დონაძე, დაბადებული 1920 წლის 15 ნოემბერს (ან 1921 წლის 6 ნოემბერს), ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, თუმცა, მისამართად ფიქსირდება, თბილისი, ცხაკაიას # 47. სტუდენტი. დედის გვარ-სახელია - ეფროსინე ფირუზის ასული რეხვიაშვილი... ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 2 სექტემბერს. ბანაკი: შტალაგი IV. ბანაკის ნომერი: 133431. დაიღუპა 1942 წლის 25 ივნისს, ტუბერკულოზით. პირველადი დაკრძალვის ადგილი: ცაითჰაინი, გერმანია.

იორდანი სერგოს ძე ბილიხოძე, დაბადებული 1903 (ან 1902) წელს, ოზურგეთის რაიონის სოფელ ჯუმათში. ჯარში გაიწვიეს 1941 წლის 10 მაისს. მეუღლე ანეტა ბილიხოძე. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 2 მაისს, კურსკში. ბანაკი: შტალაგი VIII (318). ბანაკის ნომერი: 60117. დაიღუპა 1943 წლის 19 სექტემბერს. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 1942 წლიდან.

მედია - რუსეთი ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ბანაკს აშენებს

"აქაურები შეშინებულები არიან, - ამერიკამ ჯარი არ უნდა გაიყვანოს, თორემ თალიბები თუ შემოვიდნენ, ყველას დაგვხოცავენო" - რას ჰყვება ქართველი კაპიტანი, რომელიც ავღანეთში მსახურობს

ყველა იმ ადამიანით, ვისაც პარაფსიქოლოგიური თვისებები ჰქონდა, კე-გე-ბე ინტერესდებოდა, მათ შორის იყო ჯუნა დავითაშვილიც - ტელეპათია: მისტიფიკაცია თუ სპეცსამსახურების საიდუმლო იარაღი?