საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თაღლითები ყოფილხართ! დაამტკიცეთ, რომ მე მაქვს მოქმედი ბიზნესი!" - ხათუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას ეხმაურება
"თაღლითები ყოფილხართ! დაამტკიცეთ, რომ მე მაქვს მოქმედი ბიზნესი!" - ხათუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას ეხმაურება

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" კვლე­ვას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მის­მა მე­უღ­ლემ, ზურა ხა­ჩი­ძემ სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი და­არ­ღვია.

"სე­რი­ო­ზუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია მე­გო­ნეთ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თაღ­ლი­თე­ბი და ცრუ­პენ­ტე­ლე­ბი ყო­ფილ­ხართ!!!!!

უხ­სო­ვარ დრო­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც არას­დროს უფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბია და რომ­ლის არ­სე­ბო­ბაც აღარც კი მახ­სოვ­და, თქვენ XXI სა­უ­კუ­ნე­ში გა­ა­ცო­ცხლეთ, რო­გორც მოქ­მე­დი ბიზ­ნე­სი და არც კი გა­და­ა­მოწ­მეთ, ოდეს­მე რამე შე­მო­სა­ვა­ლი თუ ჰქო­ნია ამ კომ­პა­ნი­ებს.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ვი­თხოვ, თქვენს მიერ ტი­რა­ჟი­რე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, დო­კუ­მენ­ტუ­რად და­ა­სა­ბუ­თოთ!!!! და­ამ­ტკი­ცეთ, რომ მე მაქვს მოქ­მე­დი ბიზ­ნე­სი და შე­სა­ბა­მი­სად შე­მო­სა­ვა­ლი ამ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მო­გი­წევთ კა­ნო­ნით პა­სუ­ხის­გე­ბა ან სა­ჯა­რო ბო­დი­ში!!! ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნია" - წერს ჟორ­და­ნია.

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლომ" სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ე­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა 2020 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი შე­ის­წავ­ლა, რის შე­დე­გა­დაც გა­ირ­კვა, რომ 46 მოქ­მე­დი და ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი­დან დეკ­ლა­რა­ცია ათმა ხარ­ვე­ზე­ბით შე­ავ­სო.

ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. მა­თი­ვე ცნო­ბით, 7 შემ­თხვე­ვა­ში თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს კერ­ძო კომ­პა­ნი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი წილი მარ­თვის უფ­ლე­ბით სხვა პი­რის­თვის არ გა­და­უ­ცია; 4 შემ­თხვე­ვა­ში კი, სა­ერ­თოდ არ აქვს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი მისი ან/და ოჯა­ხის წევ­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი.

კერ­ძოდ, "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ცნო­ბით, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლის მო­ად­გი­ლე, ზურა ხა­ჩი­ძემ 2020 წლის აგ­ვის­ტო­ში შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ მი­უ­თი­თა, რომ მისი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია ჟორ­და­ნია არის დი­რექ­ტო­რი და ფლობს წი­ლებს შემ­დეგ კომ­პა­ნი­ებ­ში: შპს “ივენთ კომ­პა­ნი ნან - Event Company NAN” - 50% წილი, დი­რექ­ტო­რი და შპს “ტრან­სატ­ლან­ტი­კი და პარტნი­ო­რე­ბი” - 25% წილი. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შე­ფა­სე­ბით, ეს სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვაა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სიმართლე
20

ე ბიჯო დაავიწყდა და რა ქნას..

ალექს
4

ეგ კანონი ბუტაფორიულია, წილის გდაცემა ფორმალურია ! აი სატრასტო კომპანიას რომ გადააბარებდეს, მაშინ იქნებოდა ნაღდი, აბა ცოლისძმას გადააბარებ და კანონი დაცულია ? ინტერესთა კონფლიქტი აღმოიფხვრა თუ ნათლულს და ნათლია ან მეჯვარეს გადავეცი წილი ? წილი სატრასტო კომპანიას უნდა გადაეცეს , არც ნათესავია და არც ნათელმირონი, ანუ შენი კლანი არაა , აქციონერულია , პროფესიონალურად სანდო , კომპეტენტური, დაზღვეული და ბიუჯეტთან პირნათელია , თან საფონდო ბირჟაზე კოტირებს, აქციის ფასი და დარიცხიული დივიდენდი იზრდება , ხალხს მისდის დივიდენდი და არ პარტიული ბოსის სანთესაო კლანს , ე , მაშინა კანოი კანონიდა სხვათაშორის არასამთავრობო სწორედ მაშინ იქნება არასამთავრობო , ახლა საუწყებოა -სანაცე ! ნაცარქექიებო !

ავტორი:

"თაღლითები ყოფილხართ! დაამტკიცეთ, რომ მე მაქვს მოქმედი ბიზნესი!" - ხათუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას ეხმაურება

"თაღლითები ყოფილხართ! დაამტკიცეთ, რომ მე მაქვს მოქმედი ბიზნესი!" - ხათუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას ეხმაურება

ხათუნა ჟორდანია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ მისმა მეუღლემ, ზურა ხაჩიძემ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი დაარღვია.

"სერიოზული ორგანიზაცია მეგონეთ და ჩვეულებრივი თაღლითები და ცრუპენტელები ყოფილხართ!!!!!

უხსოვარ დროში დარეგისტრირებული ორგანიზაციები, რომლებსაც არასდროს უფუნქციონირებია და რომლის არსებობაც აღარც კი მახსოვდა, თქვენ XXI საუკუნეში გააცოცხლეთ, როგორც მოქმედი ბიზნესი და არც კი გადაამოწმეთ, ოდესმე რამე შემოსავალი თუ ჰქონია ამ კომპანიებს.

კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენს მიერ ტირაჟირებული ცრუ ინფორმაცია, დოკუმენტურად დაასაბუთოთ!!!! დაამტკიცეთ, რომ მე მაქვს მოქმედი ბიზნესი და შესაბამისად შემოსავალი ამ კომპანიებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოგიწევთ კანონით პასუხისგება ან საჯარო ბოდიში!!! ხათუნა ჟორდანია" - წერს ჟორდანია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების თანამდებობის პირთა 2020 წელს შევსებული დეკლარაციები შეისწავლა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ 46 მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ათმა ხარვეზებით შეავსო.

ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, 7 შემთხვევაში თანამდებობის პირს კერძო კომპანიაში არსებული წილი მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია; 4 შემთხვევაში კი, საერთოდ არ აქვს დეკლარირებული მისი ან/და ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული კომპანიები.

კერძოდ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზურა ხაჩიძემ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე ნატალია ჟორდანია არის დირექტორი და ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში: შპს “ივენთ კომპანი ნან - Event Company NAN” - 50% წილი, დირექტორი და შპს “ტრანსატლანტიკი და პარტნიორები” - 25% წილი. არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ეს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.

10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გყავდეს მეგობრად ვერძი

მსვლელობა რუსთაველზე - სამოქალაქო აქტივისტები "კომენდანტის საათისა" და ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ

"კომპანიამ განაახლა მუშაობა, უკან არ დავიხევთ!" - რიონის ხეობაში ხმაური და დაპირისპირება იყო