მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისი კვალი ოჩამჩირის სკოლებში აღმოაჩინეს" - რას წერენ აფხაზები გალში დაკავებულ ნარკოდამნაშავეებზე?
"ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისი კვალი ოჩამჩირის სკოლებში აღმოაჩინეს" - რას წერენ აფხაზები გალში დაკავებულ ნარკოდამნაშავეებზე?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის გა­ლის რა­ი­ონ­ში, ად­გი­ლობ­რივ­მა ე.წ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ხუთი პირი და­ა­კა­ვეს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­დნენ. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის Черноморэнерго-ს (აფხა­ზუ­რი ენერ­გო­კომ­პა­ნია) რა­ი­ო­ნუ­ლი ფი­ლი­ა­ლის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი.

ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ პირ­ველ ოტო­ბა­ი­ას გამ­გე­ბე­ლი, 1987 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბეს­ლან თურ­ქია, Энергосбыт-ის და Черноморэнерго-ის ინ­სპექ­ტო­რი, ოჩამ­ჩი­რე­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ირაკ­ლი ლაკრბა, ოჩამ­ჩი­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ არა­სა­ძიხ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, ას­ტა­მურ ლაგ­ვი­ლა­ვა და ორი ად­გი­ლობ­რი­ვი - გი­ორ­გი შა­რია და ონი­სე ხუ­ბუ­ლა­ვა.

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის მო­საზ­რე­ბით, მათ მე­ტა­დონ­თან ერ­თად, სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აღ­მო­აჩ­ნდათ, თუმ­ცა ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ამა თუ იმ პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი ნარ­კო­მოხ­მა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს.

"რე­გი­ონ­ში არა­ხა­ლია, რომ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე პი­რე­ბი ნარ­კო­ტი­კე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარს არ ამ­ბო­ბენ... ამი­ტომ, ისი­ნი კარ­გად აგ­ვა­რე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბას სტა­ჟი­ან ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­თან" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

გა­ლის რა­ი­ონ­ში მომ­ხდარ და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ონ­ში რამ­დე­ნი­მე ვერ­სია გავ­რცელ­და - არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ეს ფაქ­ტი, აფხა­ზეთ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლის ეფექ­ტუ­რო­ბის წარ­მო­ჩე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, რად­გან ბოლო თვე­ებ­ში, არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც ე.წ. მი­ლი­ცი­ას რე­გი­ონ­ში ცნო­ბი­ლი ნარ­კო­რე­ა­ლა­ზა­ტო­რე­ბი და­უ­კა­ვე­ბია, თუმ­ცა საკ­მა­ოდ დიდი თან­ხის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რა­მაც მო­სახ­ლე­ო­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერ­დნენ, რომ ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბი, ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უნდა და­ეხვრი­ტათ, ან სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯათ, თუმ­ცა სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შეც­ვა­ლეს, რად­გან მა­თი­ვე თქმით, "რე­გი­ონ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბი, ძი­რი­თა­დად, რუ­სე­თი­დან შე­მო­აქვთ. დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი, რუ­სე­თი სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზო­მის გა­მო­ყე­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცემს... შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნი მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე დარ­ჩე­ბო­და".

გალ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი ხუ­თე­უ­ლის გარ­შე­მო ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის კი­დევ ერთი ვერ­სია ასე­თია - ნარ­კო­ტი­კე­ბის გა­მავ­რცე­ლებ­ლებს შო­რის დიდი შე­ჯა­ხე­ბა მოხ­და, ხუ­თი­დან ერთ-ერთი, რო­მე­ლიც წლე­ბია ამ ბიზ­ნეს­შია, ამ გზით მო­ი­შო­რეს, მან კი, და­ნარ­ჩე­ნი ოთხიც ჩა­ით­რია...

"ბევ­რმა იცის, რომ ის, ჩვე­ნი ოჩამ­ჩი­რე­ლი, რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­თაც კარ­გად ით­ბობ­და ხელს. ვი­თომ მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში იყო ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ მისი კვა­ლი ოჩამ­ჩი­რის რამ­დე­ნი­მე სკო­ლა­შიც აღ­მო­ა­ჩი­ნეს... უფ­როსკლა­სე­ლე­ბი რომ სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ა­ში არი­ან ჩა­ძი­რუ­ლი, ეს ახა­ლი არ არის, მაგ­რამ ვინ ამა­რა­გებს მათ, ეს უკვე სა­ინ­ტე­რე­სოა. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, კვე­ბავ­და და იკ­ვე­ბე­ბო­და სკო­ლე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი ფუ­ლით. იმე­დია, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა და ამ საქ­მე­ში გა­რე­უ­ლი სხვა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გვარ-სა­ხე­ლებ­საც წა­ვი­კი­თხავთ შსს სა­იტ­ზე" - წერს ერთ-ერთი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ბაგ­რატ აფხა­ზი.

"არ მჯე­რა, რომ რო­მე­ლი­მე მათ­განს შე­სა­ბა­მის სას­ჯელს მი­უს­ჯი­ან, ჩა­ე­რე­ვი­ან ბო­ბო­ლე­ბი და მხო­ლოდ პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბათ, ისე­თი პირი უჩანს. ვი­თომ არას­დროს უნა­ხავთ, მის ჭიშ­კარ­თან ატუ­ზუ­ლი, სკო­ლი­დან მო­მა­ვა­ლი ან სკო­ლა­ში მი­მა­ვა­ლი პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭე­ბი. იმ აფ­თი­ა­ქე­ბის უკან, სა­ი­და­ნაც ეს ოჩამ­ჩი­რე­ლი წილს იღებ­და... ვინც დგას ამის უკან, ყვე­ლამ ვი­ცით, ამი­ტომ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, კა­ნო­ნი შერ­ჩე­ვი­თი იქ­ნე­ბა და საკ­ლა­სო ოთა­ხებ­ში და­სა­ხო­ცად შეყ­რილ მო­ზარ­დებ­საც შე­ვე­გუ­ე­ბით" - წერს არ­კა­დი ავი­ძ­ბა.

მთა­ვა­რი ფოტო: abkhazinform.com - აფხა­ზი მო­ზარ­დე­ბი სო­ხუმ­ში, ნარ­კო­ტი­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­დე­გო აქ­ცი­ა­ზე

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeTo
0

კი მაგრამ აფხაზური ენა ტყუილად შეგიქმნეს აგერ 2 წლის წინ? მაინც რუსულად წერთ?

ნიკო
44

ჩვენ თავსაც მივხედოთ, უარესი მდგომარეობაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისი კვალი ოჩამჩირის სკოლებში აღმოაჩინეს" - რას წერენ აფხაზები გალში დაკავებულ ნარკოდამნაშავეებზე?

"ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული და მისი კვალი ოჩამჩირის სკოლებში აღმოაჩინეს" - რას წერენ აფხაზები გალში დაკავებულ ნარკოდამნაშავეებზე?

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში, ადგილობრივმა ე.წ. სამართალდამცველებმა, ნარკოტიკების მოხმარება-რეალიზაციისთვის ხუთი პირი დააკავეს, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდნენ. დაკავებულებს შორის არის Черноморэнерго-ს (აფხაზური ენერგოკომპანია) რაიონული ფილიალის მთავარი ინსპექტორი.

ასევე დაკავებულები არიან, გალის რაიონის სოფელ პირველ ოტობაიას გამგებელი, 1987 წელს დაბადებული ბესლან თურქია, Энергосбыт-ის და Черноморэнерго-ის ინსპექტორი, ოჩამჩირეში დაბადებული ირაკლი ლაკრბა, ოჩამჩირის რაიონის სოფელ არასაძიხში დაბადებული, ასტამურ ლაგვილავა და ორი ადგილობრივი - გიორგი შარია და ონისე ხუბულავა.

ადგილობრივი მოსახლეობის მოსაზრებით, მათ მეტადონთან ერთად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩნდათ, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ პოზიციაზე მყოფი ადამიანები ნარკომოხმარებისთვის დააკავეს.

"რეგიონში არახალია, რომ სტაბილური შემოსავლის მქონე პირები ნარკოტიკების მიღებაზე უარს არ ამბობენ... ამიტომ, ისინი კარგად აგვარებენ ურთიერთობას სტაჟიან ნარკორეალიზატორებთან" - წერენ ადგილობრივები.

გალის რაიონში მომხდარ დაკავებასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ რეგიონში რამდენიმე ვერსია გავრცელდა - არსებობს ვარაუდი, რომ ეს ფაქტი, აფხაზეთში ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობის წარმოჩენას ემსახურებოდა, რადგან ბოლო თვეებში, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ე.წ. მილიციას რეგიონში ცნობილი ნარკორეალაზატორები დაუკავებია, თუმცა საკმაოდ დიდი თანხის შემდეგ გაათავისუფლეს, რამაც მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.

აფხაზები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ნარკორეალიზატორები, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, უნდა დაეხვრიტათ, ან სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება შეცვალეს, რადგან მათივე თქმით, "რეგიონში ნარკოტიკები, ძირითადად, რუსეთიდან შემოაქვთ. დამნაშავის დაკავების შემთხვევაში კი, რუსეთი სასჯელის უმაღლესი ზომის გამოყენების უფლებას არ მისცემს... შესაბამისად, კანონი მხოლოდ ქაღალდზე დარჩებოდა".

გალში დაკავებული ხუთეულის გარშემო ადგილობრივების კიდევ ერთი ვერსია ასეთია - ნარკოტიკების გამავრცელებლებს შორის დიდი შეჯახება მოხდა, ხუთიდან ერთ-ერთი, რომელიც წლებია ამ ბიზნესშია, ამ გზით მოიშორეს, მან კი, დანარჩენი ოთხიც ჩაითრია...

"ბევრმა იცის, რომ ის, ჩვენი ოჩამჩირელი, რეალიზაციითაც კარგად ითბობდა ხელს. ვითომ მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული, მაგრამ მისი კვალი ოჩამჩირის რამდენიმე სკოლაშიც აღმოაჩინეს... უფროსკლასელები რომ სააფთიაქო ნარკომანიაში არიან ჩაძირული, ეს ახალი არ არის, მაგრამ ვინ ამარაგებს მათ, ეს უკვე საინტერესოა. ერთ-ერთი მათგანი, კვებავდა და იკვებებოდა სკოლებიდან შემოსული ფულით. იმედია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ამ საქმეში გარეული სხვა დამნაშავეების გვარ-სახელებსაც წავიკითხავთ შსს საიტზე" - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ბაგრატ აფხაზი.

"არ მჯერა, რომ რომელიმე მათგანს შესაბამის სასჯელს მიუსჯიან, ჩაერევიან ბობოლები და მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის გადაუკვალიფიცირდებათ, ისეთი პირი უჩანს. ვითომ არასდროს უნახავთ, მის ჭიშკართან ატუზული, სკოლიდან მომავალი ან სკოლაში მიმავალი პატარა გოგო-ბიჭები. იმ აფთიაქების უკან, საიდანაც ეს ოჩამჩირელი წილს იღებდა... ვინც დგას ამის უკან, ყველამ ვიცით, ამიტომ არაფერი შეიცვლება, კანონი შერჩევითი იქნება და საკლასო ოთახებში დასახოცად შეყრილ მოზარდებსაც შევეგუებით" - წერს არკადი ავიძბა.

მთავარი ფოტო: abkhazinform.com - აფხაზი მოზარდები სოხუმში, ნარკოტიკების გავრცელების საწინააღდეგო აქციაზე

"წელიწადი და ორი თვეა მამის საფლავზე სანთელი ვერ ამინთია! მაფერხებს წესები, რაც ჩემი ქვეყნის მთავრობამ დამიწესა!" - სულისშემძვრელი კადრები დოკუმენტური ფილმიდან "მე გადავცურე ენგური"

"ტკივილი არ ნელდება, უფრო გაუსაძლისი ხდება - ჩემი შვილის მკვლელები დაუსჯელები დადიან" - არჩილ ტატუნაშვილის მამა

"მითხრა, აქ პატიმარი კი არა, სათამაშო ვარო - უიმედოდ არის" - რას ყვება მეუღლე, ცხინვალის ციხეში ზაზა გახელაძის მონახულების შემდეგ