მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია საქართველოში - თამარ გაბუნია კონკრეტულ ვადას ასახელებს
როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია საქართველოში - თამარ გაბუნია კონკრეტულ ვადას ასახელებს

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცია აპ­რი­ლი­დან და­ი­წყე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც თა­მარ გა­ბუ­ნია აცხა­დებს, რე­გის­ტრი­რე­ბულ პი­რებს ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბა გეგ­მის მი­ხედ­ვით, მე-3 -მე-4 კვარ­ტალ­ში შე­ეძ­ლე­ბათ.

„რაც შე­ე­ხე­ბა სა­ყო­ველ­თაო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, და­ვი­წყებთ სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცი­ას, რომ გვქონ­დეს მსურ­ვე­ლე­ბის ზუს­ტი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი და იმის მო­ლო­დი­ნიც, თუ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი იქამ­დე, როცა ვაქ­ცი­ნა შე­მო­ვა. მა­სი­უ­რი, ფარ­თო ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ეტა­პე­ბი, ჩვე­ნი გეგ­მის მი­ხედ­ვით, მე-3- მე-4 კვარ­ტალ­შია და­გეგ­მი­ლი. თუმ­ცა, სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მი­უ­თი­თებს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის 30% არის ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც მე­ტად აქ­ტი­უ­რია ამ ვაქ­ცი­ნე­ბის მი­მართ. ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით 30%-ს ვერ ვხე­დავთ, რომ ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლია ვერც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან. დღეს და­ვი­წყეთ 65 წლის ზე­მოთ პი­რე­ბის რე­გის­ტრა­ცია. ამ დი­ლით და­ი­წყო პრო­ცე­სი და ჯერ ცოტა ად­რეა სა­უ­ბა­რი. ვფიქ­რობთ, აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე და­ვი­წყებთ სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრა­ცი­ას. თუმ­ცა, ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ყო­ველ­თაო რე­გის­ტრის სი­ა­ში მყოფ ადა­მი­ანს ხვალ­ვე შევ­თა­ვა­ზოთ ვაქ­ცი­ნა­ცია. სა­ყო­ველ­თაო ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა მე-3, მე-4 კვარ­ტალ­ში“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა­დას­ხვა ვაქ­ცი­ნის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის ვა­დებს, რო­გორც მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გან­მარ­ტავს, „ფა­ი­ზე­რის“ და „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის გარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში აპ­რი­ლი­დან „სი­ნო­ფარ­მის“ ვაქ­ცი­ნაც შე­მო­ვა, რა­საც სხვა ვაქ­ცი­ნე­ბიც და­ე­მა­ტე­ბა.

„ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ლა­პა­რა­კე­ბა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე, ასე­ვე „ფა­ი­ზე­რის“ და­მა­ტე­ბი­თი დო­ზე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა­ზე. „სი­ნო­ფარ­მის“ და „სო­ნო­ვა­კის“ დო­ზებ­ზე ვე­ლო­დე­ბით ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ას. დღე­საც არის ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­ნიშ­ნუ­ლი და­მა­ტე­ბი­თი კონ­სულ­ტა­ცია. ალ­ბათ, ადევ­ნებთ თვალს, რომ ძა­ლი­ან არის ეს ორი ვაქ­ცი­ნა და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ავ­ტო­რი­ზა­ცია მი­ი­ღოს. ასე­ვე „კო­ვაქ­სის“ პლატ­ფორ­მა­ზე გა­მოჩ­ნდა „ნო­ვა­ვაქ­სი“ და მე­ო­რე კვარტლის ბო­ლო­დან სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი მო­წო­დე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია და­ი­წყოს. ასე­ვე „ჯონ­სო­ნი&ჯონ­სო­ნი“ მე-3 კვარტლი­დან არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რომ „კო­ვაქ­სის“ პლა­ტორფმი­დან მი­ვი­ღოთ. ეს არის სუ­რა­თი, რო­მე­ლიც დღეს ჩვენ გვაქვს.

„სი­ნო­ფარ­მის“ ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ტა­ნა იქ­ნე­ბა უფრო მალე, აპ­რი­ლის თვე­ში­ვე. ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი­დან - უნ­გრე­თი, სერ­ბე­თი და ბევ­რი სხვა ქვე­ყა­ნა „სი­ნო­ფარმს“ წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი. „სი­ნო­ვაკს“ იყე­ნე­ბენ ჩვე­ნი მე­ზობ­ლე­ბი, თუმ­ცა, ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მისი აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და არც მკაც­რი მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბის­გან მისი ავ­ტო­რი­ზა­ცია, გან­სხვა­ვე­ბით „სი­ნო­ფარ­მის­გან“ ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის. თუმ­ცა, კარ­გია ის, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან გვაქვს და­მა­ი­მე­დე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია მალე მათი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ და ესეც და­ე­მა­ტე­ბა იმ მე­ნი­უს, რო­მე­ლიც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რატომ?
0

რატომ არ დებთ ვაქცინების ანოტაციებს?

!!!
0

რატომ არ ეუბნებით ხალხს ს ი მ ა რ თ ლ ე ს, რომ მიდის ვაქცინის კლინიკური კ ვ ლ ე ვ ა და ხალხი გინდათ ჩართოთ ამ პროცესში ძალდატანებით! ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ ექსპერიმენტში ეს მისი ნებაა და მისი გადასაწყვეტია. თქვენ ხალხს ატყუებთ და ეჭვი მიჩნდება ყველა იმ პირზე, ვინც ხალხს ამ თემაზე აბულინგებს, აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობს პრესით გნებავთ თუ ტელევიზიით, რომ მათ თავიანთი თავის დარდი უფრო აქვთ, ვიდრე მოსახლეობის! 

ხმა ამოიღონ უფლებადამცველებმა და სახალხო დამცველმა! შეწყდეს ძალადობა ხალხზე და მისცენ ხალხს უ ფ ლ ე ბ ა თვითონ იყვნენ თავიანთი თავის უ ფ ა ლ ნ ი!!!

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია საქართველოში - თამარ გაბუნია კონკრეტულ ვადას ასახელებს

როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია საქართველოში - თამარ გაბუნია კონკრეტულ ვადას ასახელებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის მოსახლეობის საყოველთაო რეგისტრაცია აპრილიდან დაიწყება. თუმცა, როგორც თამარ გაბუნია აცხადებს, რეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება გეგმის მიხედვით, მე-3 -მე-4 კვარტალში შეეძლებათ.

„რაც შეეხება საყოველთაო ვაქცინაციას, დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და იმის მოლოდინიც, თუ რამდენი ადამიანი იქნება ვაქცინაციის პროგრამაში ჩართული იქამდე, როცა ვაქცინა შემოვა. მასიური, ფართო ვაქცინაციის ეტაპები, ჩვენი გეგმის მიხედვით, მე-3- მე-4 კვარტალშია დაგეგმილი. თუმცა, სხვა ქვეყნების გამოცდილება მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30% არის ის რაოდენობა, რომელიც მეტად აქტიურია ამ ვაქცინების მიმართ. ჩვენ ჯერჯერობით 30%-ს ვერ ვხედავთ, რომ ამ პროცესში აქტიურად ჩართულია ვერც სამედიცინო პერსონალის მხრიდან. დღეს დავიწყეთ 65 წლის ზემოთ პირების რეგისტრაცია. ამ დილით დაიწყო პროცესი და ჯერ ცოტა ადრეა საუბარი. ვფიქრობთ, აპრილის შუა რიცხვებამდე დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საყოველთაო რეგისტრის სიაში მყოფ ადამიანს ხვალვე შევთავაზოთ ვაქცინაცია. საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყება მე-3, მე-4 კვარტალში“, - განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება სხვადასხვა ვაქცინის საქართველოში შემოსვლის ვადებს, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზების გარდა, საქართველოში აპრილიდან „სინოფარმის“ ვაქცინაც შემოვა, რასაც სხვა ვაქცინებიც დაემატება.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დამატებითი დოზების მობილიზებაზე, ასევე „ფაიზერის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე. „სინოფარმის“ და „სონოვაკის“ დოზებზე ველოდებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას. დღესაც არის ამასთან დაკავშირებით ჩანიშნული დამატებითი კონსულტაცია. ალბათ, ადევნებთ თვალს, რომ ძალიან არის ეს ორი ვაქცინა დაწინაურებული იმისთვის, რომ ავტორიზაცია მიიღოს. ასევე „კოვაქსის“ პლატფორმაზე გამოჩნდა „ნოვავაქსი“ და მეორე კვარტლის ბოლოდან სავარაუდოდ, მისი მოწოდებაც შესაძლებელია დაიწყოს. ასევე „ჯონსონი&ჯონსონი“ მე-3 კვარტლიდან არის მოსალოდნელი, რომ „კოვაქსის“ პლატორფმიდან მივიღოთ. ეს არის სურათი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს.

„სინოფარმის“ ქვეყანაში შემოტანა იქნება უფრო მალე, აპრილის თვეშივე. ევროპის ქვეყნებიდან - უნგრეთი, სერბეთი და ბევრი სხვა ქვეყანა „სინოფარმს“ წარმატებით იყენებს და მილიონობით ადამიანია აცრილი. „სინოვაკს“ იყენებენ ჩვენი მეზობლები, თუმცა, ევროპის ქვეყნებში მისი აქტიური გამოყენება და არც მკაცრი მარეგულირებლებისგან მისი ავტორიზაცია, განსხვავებით „სინოფარმისგან“ ჯერჯერობით არ არის. თუმცა, კარგია ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან გვაქვს დამაიმედებელი ინფორმაცია მალე მათი ავტორიზაციის შესახებ და ესეც დაემატება იმ მენიუს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შეგვიძლია შევთავაზოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

სემეკმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები დაამტკიცა

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Pfizer-ის ვაქცინით აიცრა

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში?