პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?
"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრად თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და­ი­ნიშ­ნა. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბას უკვე შე­უდ­გა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში მისი მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი ჯერ კი­დევ მის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნამ­დეც აქ­ტი­უ­რად ის­მო­და. ambebi.ge კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებს და­უ­კავ­შირ­და და სთხო­ვა აზ­რის გა­მოთ­ქმა კულ­ტუ­რის ახალ მი­ნის­ტრზე. ვნა­ხოთ ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რას სთო­ვენ, ან რას ურ­ჩე­ვენ ახალ მი­ნისტრს?

ნანა შო­ნია, მსა­ხი­ო­ბი:

- თეას კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბას მი­ვე­სალ­მე­ბი, მის და­ნიშ­ვნას და­დე­ბი­თად ვა­ფა­სებ, იმი­ტომ, რომ ვიც­ნობ. ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კარ­გად ეს­მის კულ­ტუ­რა და იცის მისი ფასი. ნამ­დვი­ლად ხვდე­ბა იმას, რომ ეს სფე­რო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის წამ­ყვა­ნია, რად­გა­ნაც ჩვე­ნი ხე­ლოვ­ნე­ბა დიდი გან­ძია.

- რას სთხოვ­დით მი­ნისტრს, რას მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი სფე­როა, მგო­ნია, რომ მას დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი შეხ­ვდე­ბა, რაც უკვე ჩანს კი­დეც. მგო­ნი, ის ასეც აპი­რებს, მაგ­რამ მა­ინც ვე­ტყო­დი, - მო­უს­მი­ნოს ხე­ლო­ვა­ნებს. ისე­თი ადა­მი­ა­ნი და ისე­თი მო­აზ­როვ­ნეა, რომ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მარ­თლაც ყვე­ლას მო­უს­მენს, - თეას ასე ვიც­ნობ.

მის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბა­ზე ერთი ამ­ბა­ვი რომ არის ატე­ხი­ლი, სა­ერ­თოდ არ მეს­მის, ეს რა­ტომ ხდე­ბა? ადა­მი­ანს ჯერ არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია და ეს აჟი­ო­ტა­ჟი რა სა­ჭი­რო­აა?!. ვა­ცა­ლოთ, ვნა­ხოთ, რას იზამს...

თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, პრო­დი­უ­სე­რი:

- ზო­გა­დად არ ვი­ზი­ა­რებ იმ მო­საზ­რე­ბას, რომ კარგ მე­ნე­ჯერს არ შე­უძ­ლია მარ­თოს ის სფე­რო, რო­მე­ლიც მის­თვის უცხოა, მაგ­რამ კულ­ტუ­რა ამ სა­ერ­თო ფორ­მუ­ლა­ში ვე­რას­დროს ჩაჯ­დე­ბა, მით უფრო, სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ­ტის­ტებ­თან და ხე­ლო­ვა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი­ად ცალ­კე ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბაა, თუ არ გიყ­ვარს ისი­ნი და თუ არ აფა­სებ მათ მიერ შექ­მნილს, თუ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად არ გათ­ვლი თი­თო­ე­ულ სი­ტყვას და ნა­ბიჯს, არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. მე­ნე­ჯე­რულ უნარ-ჩვე­ვებ­ზე უფრო მთა­ვა­რი პი­როვ­ნუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

ცხა­დია, ის სი­ხის­ტე, რო­მელ­საც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრო­ბის დროს ავ­ლენ­და, კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბი­სას არ გა­მო­ად­გე­ბა. ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მაა ამ სფე­რო­ში გან­სა­კუთ­რე­ბით პან­დე­მი­ის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღ­სად­გე­ნია ყვე­ლა­ფე­რი, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი და­სახ­ვე­წი. არ­ტის­ტე­ბის დიდი ნა­წი­ლი უფუნ­ქცი­ოდ არის უკვე ერთი წე­ლია. კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის კომ­პლექ­სუ­რი სტრა­ტე­გი­აა სა­ჭი­რო, უნდა შე­მუ­შავ­დეს კა­ნო­ნი ქველ­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ და ბიზ­ნეს­სექ­ტორს კულ­ტუ­რის პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის მო­ტი­ვა­ცია გა­უჩ­ნდეს.

ჩვე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რაა და ისე მოხ­და, რომ მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი რა­დი­კა­ლუ­რად არის გან­წყო­ბი­ლი დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. დიდ უგუ­ნუ­რე­ბად მი­მაჩ­ნია, ვინც კი გა­გაკ­რი­ტი­კებს, ყვე­ლას "ნაცი“ და­უ­ძა­ხო, იმის ნაც­ვლად, რომ მო­უს­მი­ნო და მისი გა­მოც­დი­ლე­ბა და კონ­ტაქ­ტე­ბი ქვე­ყა­ნას მო­ახ­მა­რო. ზი­ზღის პრო­პა­გან­და უნდა დას­რულ­დეს, ასე­ვე ადა­მი­ა­ნე­ბის და­ყო­ფა და ყვე­ლა სფე­როს პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა, ამის ნაც­ვლად უნდა გა­ი­წე­როს კულ­ტუ­რის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც გა­მოგ­ვიყ­ვანს კრი­ზი­სი­დან და ქვე­ყა­ნას რე­პუ­ტა­ცი­ულ და ფი­ნან­სურ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს.

დიმა ტა­ტიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი:

- არ ვიცი, კულ­ტუ­რის სფე­როს იც­ნობს თუ არა. რო­გორც ვიცი, იუს­ტი­ცი­ის მი­ნიტ­რი იყო და იუ­რის­ტია. მის სხვა გა­ნათ­ლე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს.

- რო­გორც არ­ტის­ტი რა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას სთხოვ­დით, ან რა­ი­მეს ხომ არ ურ­ჩევ­დით?

- ამის თქმა ერთი სი­ტყვით რთუ­ლია... ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში რომ არ არის, ფაქ­ტია და ვი­მე­ო­რებ, ასე ერთი სი­ტყვი­თაც ვერ ით­ქმე­ბა... ისე კი, სწო­რად გა­მი­გეთ, რე­ა­ლუ­რად არ ვიცი, მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ სფე­რო­სად­მი, ამა­ვე დარ­გში მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ადა­მი­ანს ხომ იმის მი­ხედ­ვით უნდა და­ე­ლა­პა­რა­კო, რის გა­კე­თე­ბის უნა­რიც აქვს. კონ­კრე­ტუ­ლად კი რო­გორ არის ეს ადა­მი­ა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მის­თვის ეს სფე­რო, რა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი აქვს, - ეს ჯერ არ ვიცი, არ მო­მის­მე­ნია, წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს. ამი­ტომ, ვერც კარ­გს ვი­ტყვი და ვერც - ცუდს.

ირმა სო­ხა­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- სა­ერ­თოდ მიკ­ვირს და მწყინს, რომ რაც არ უნდა პო­ზი­ტი­უ­რი მოხ­დეს, მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბა მო­კირ­კი­ტე, რო­მე­ლიც მას­ში იპო­ვის უარ­ყო­ფითს. რა­ღაც ჩვე­ვად გვექ­ცა, ჯერ უნდა გა­ვაკ­რი­ტი­კოთ და მერე გა­ვი­გოთ, რა ხდე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მი­ნის­ტრო­ბას, მი­ვე­სალ­მე­ბი. ეს არის ევ­რო­პუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე, საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის, მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც, რო­გორც წყა­ლი, ისე სჭირ­დე­ბა ჩვენს კულ­ტუ­რას.

ის, რაც ახლა ხდე­ბა ამ სფე­რო­ში, ეს უბე­დუ­რე­ბაა და კი­დევ კაც­მა არ იცის, რა ხდე­ბა... ამი­ტომ, ცოტა თა­ნა­ვუგ­რძნობ კი­დეც და ვუ­სურ­ვებ, მო­ე­რი­ოს ამ სა­ში­ნელ სირ­თუ­ლე­ებს.

იცით, კი­დევ რა­ტომ მი­ვე­სალ­მე­ბი მის კან­დი­და­ტუ­რას? მი­ზან­და­სა­ხუ­ლია, - მას ასე ვიც­ნობ და ვუ­ყუ­რებ, - რა­ღა­ცას რომ და­ი­წყებს, მგო­ნია, ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს, ყო­ველ­თვის იცის, რა უნდა და მაქ­სი­მუმს აკე­თებს. თა­ვის საქ­მის ერ­თგუ­ლია. მე­ო­რე - ჩვენს სფე­რო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ის არ არის არც მომ­ღე­რა­ლი, არც კომ­პო­ზი­ტო­რი, არც მხატ­ვა­რი და არც რე­ჟი­ოს­რი, რომ თა­ვის სფე­როს მეტი ლო­ბი­რე­ბა გა­უ­წი­ოს.

კულ­ტუ­რა­ში ბოლო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რაც ხდე­ბო­და, ეს არა­ფერ­ში ეწე­რე­ბა, - ვინ, სად, რას ექა­ჩე­ბო­და, ვერ გა­ი­გებ­დი. ამი­ტომ, ბევ­რი სფე­რო ჩა­ი­ძი­რა, და­ი­კარ­გა. ყვე­ლა­ფერს პან­დე­მი­ას ნუ და­ვაბ­რა­ლებთ. პრობ­ლე­მე­ბი მა­ნამ­დეც იყო. მგო­ნია, რომ ქალ­ბა­ტო­ნი თეა მალე გა­ერ­კვე­ვა უკვე ამ სფე­რო­ში, რო­გორც გა­ვი­გე, აპი­რებს შეხ­ვდეს კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს.

ერთ დღე­ში და ერთ თვე­ში ამ მძი­მე სფე­რო­ში საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა რთუ­ლია, ძა­ლი­ან ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი თუ არ ვიქ­ნე­ბით და ცოტა მოთ­მი­ნე­ბით აღ­ვი­ჭურ­ვე­ბით, კარ­გი იქ­ნე­ბა. ადა­მი­ა­ნი ჯერ არ მო­სუ­ლა და უკვე რა­ღაც პრე­ტენ­ზი­ებს ვუ­ყე­ნებთ. იმე­დი მაქვს, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა.

რატი ამაღ­ლო­ბე­ლი, პო­ე­ტი:

- წუ­ლუ­კი­ანს ვე­რა­ფერს და არა­ფერს ვე­ტყო­დი... არ მექ­ნე­ბო­და ასე­თი პა­სუ­ხი იმ შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი მხო­ლოდ ძა­ლი­ან დიდი ფუ­ლის პატ­რონ ადა­მი­ანს რომ არ აღი­ა­რებ­დნენ. ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ, ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებს, ვფიქ­რობ, ხმა არ მი­უწ­ვდე­ბათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და გან­სა­კუთ­რე­ბით, წუ­ლუ­კი­ან­თან.

ასე რომ, არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს რა­ი­მეს თქმას, იმი­ტომ, რომ მათ დიდი ხა­ნია, არ აინ­ტე­რე­სებთ ეს ხმა. ჩა­კე­ტეს სმე­ნის, ხედ­ვის ორ­გა­ნო­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და გუ­ლის­ყუ­რი მხო­ლოდ "შუ­შის სა­სახ­ლის“ ერ­თგუ­ლე­ბის­კენ აქვთ მი­მარ­თუ­ლი. ამი­ტომ ტყუ­ი­ლად რა­ტომ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ?!

მკითხველის კომენტარები / 63 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100%
51

უკაცრავად "დიდი ბომონდის" წინაშე, მაგრამ რაც ბოლო წლებში ამ სფეროში ხდება, "კულტურას" ვერ დაარქმევ!

იქნებ ცოტა "მოჭერაც" იყოს სასარგებლო.

მოქალაქე
39

ჯერ ერთი ეს სამინისტრო მხოლოდ კულტურას არ მოიცავს, მანდ სპორტიცაა და ზუსტად სპორტულ ფედერაციებს სჭირდებათ ხისტი ხელი თორემ კი ვხედავთ რამხელა ძიძგილაობაა ყოველ ფედერაციაში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

"სიხისტე, რომელსაც წულუკიანი აქამდე ავლენდა, კულტურაში არ გამოადგება" - რას ფიქრობენ ახალ მინისტრზე და რას ურჩევენ მას კულტურის წარმომადგენლები?

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას უკვე შეუდგა. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მისი მისამართით კრიტიკული მოსაზრებები ჯერ კიდევ მის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდეც აქტიურად ისმოდა. ambebi.ge კულტურის სფეროს წარმომადგენლებს დაუკავშირდა და სთხოვა აზრის გამოთქმა კულტურის ახალ მინისტრზე. ვნახოთ ხელოვნების წარმომადგენლები რას სთოვენ, ან რას ურჩევენ ახალ მინისტრს?

ნანა შონია, მსახიობი:

- თეას კულტურის მინისტრობას მივესალმები, მის დანიშვნას დადებითად ვაფასებ, იმიტომ, რომ ვიცნობ. ის არის ადამიანი, რომელსაც კარგად ესმის კულტურა და იცის მისი ფასი. ნამდვილად ხვდება იმას, რომ ეს სფერო საქართველოსთვის წამყვანია, რადგანაც ჩვენი ხელოვნება დიდი განძია.

- რას სთხოვდით მინისტრს, რას მიაქციოს ყურადღება?

- ძალიან რთული სფეროა, მგონია, რომ მას დიდი სირთულეები შეხვდება, რაც უკვე ჩანს კიდეც. მგონი, ის ასეც აპირებს, მაგრამ მაინც ვეტყოდი, - მოუსმინოს ხელოვანებს. ისეთი ადამიანი და ისეთი მოაზროვნეა, რომ, დარწმუნებული ვარ, მართლაც ყველას მოუსმენს, - თეას ასე ვიცნობ.

მის კულტურის მინისტრობაზე ერთი ამბავი რომ არის ატეხილი, საერთოდ არ მესმის, ეს რატომ ხდება? ადამიანს ჯერ არაფერი გაუკეთებია და ეს აჟიოტაჟი რა საჭიროაა?!. ვაცალოთ, ვნახოთ, რას იზამს...

თეონა ჯორბენაძე, პროდიუსერი:

- ზოგადად არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ კარგ მენეჯერს არ შეუძლია მართოს ის სფერო, რომელიც მისთვის უცხოა, მაგრამ კულტურა ამ საერთო ფორმულაში ვერასდროს ჩაჯდება, მით უფრო, საქართველოში. არტისტებთან და ხელოვანებთან ურთიერთობა სრულიად ცალკე ცოდნა და გამოცდილებაა, თუ არ გიყვარს ისინი და თუ არ აფასებ მათ მიერ შექმნილს, თუ დიპლომატიურად არ გათვლი თითოეულ სიტყვას და ნაბიჯს, არაფერი გამოგივა. მენეჯერულ უნარ-ჩვევებზე უფრო მთავარი პიროვნული დამოკიდებულებაა.

ცხადია, ის სიხისტე, რომელსაც თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრობის დროს ავლენდა, კულტურის მინისტრობისას არ გამოადგება. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ სფეროში განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, ფაქტობრივად, აღსადგენია ყველაფერი, რეგულაციები დასახვეწი. არტისტების დიდი ნაწილი უფუნქციოდ არის უკვე ერთი წელია. კრიზისიდან გამოსვლის კომპლექსური სტრატეგიაა საჭირო, უნდა შემუშავდეს კანონი ქველმოქმედების შესახებ და ბიზნესსექტორს კულტურის პროექტების დაფინანსების მოტივაცია გაუჩნდეს.

ჩვენი სავიზიტო ბარათი ქართული კულტურაა და ისე მოხდა, რომ მსოფლიო აღიარების თითქმის ყველა ქართველი ხელოვანი რადიკალურად არის განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ. დიდ უგუნურებად მიმაჩნია, ვინც კი გაგაკრიტიკებს, ყველას "ნაცი“ დაუძახო, იმის ნაცვლად, რომ მოუსმინო და მისი გამოცდილება და კონტაქტები ქვეყანას მოახმარო. ზიზღის პროპაგანდა უნდა დასრულდეს, ასევე ადამიანების დაყოფა და ყველა სფეროს პოლიტიზირება, ამის ნაცვლად უნდა გაიწეროს კულტურის პოლიტიკა, რომელიც გამოგვიყვანს კრიზისიდან და ქვეყანას რეპუტაციულ და ფინანსურ სარგებელს მოუტანს.

დიმა ტატიშვილი, მსახიობი:

- არ ვიცი, კულტურის სფეროს იცნობს თუ არა. როგორც ვიცი, იუსტიციის მინიტრი იყო და იურისტია. მის სხვა განათლებაზე ინფორმაცია არ მაქვს.

- როგორც არტისტი რა საკითხის მოგვარებას სთხოვდით, ან რაიმეს ხომ არ ურჩევდით?

- ამის თქმა ერთი სიტყვით რთულია... ამ სფეროში ყველაფერი წესრიგში რომ არ არის, ფაქტია და ვიმეორებ, ასე ერთი სიტყვითაც ვერ ითქმება... ისე კი, სწორად გამიგეთ, რეალურად არ ვიცი, მისი დამოკიდებულება ამ სფეროსადმი, ამავე დარგში მისი შესაძლებლობები. ადამიანს ხომ იმის მიხედვით უნდა დაელაპარაკო, რის გაკეთების უნარიც აქვს. კონკრეტულად კი როგორ არის ეს ადამიანი ხელოვნებაში გარკვეული, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ეს სფერო, რა პრიორიტეტები აქვს, - ეს ჯერ არ ვიცი, არ მომისმენია, წარმოდგენა არ მაქვს. ამიტომ, ვერც კარგს ვიტყვი და ვერც - ცუდს.

ირმა სოხაძე, მომღერალი:

- საერთოდ მიკვირს და მწყინს, რომ რაც არ უნდა პოზიტიური მოხდეს, მაინც გამოჩნდება მოკირკიტე, რომელიც მასში იპოვის უარყოფითს. რაღაც ჩვევად გვექცა, ჯერ უნდა გავაკრიტიკოთ და მერე გავიგოთ, რა ხდება.

რაც შეეხება თეა წულუკიანის მინისტრობას, მივესალმები. ეს არის ევროპული განათლების მქონე, საკმაოდ დიდი გამოცდილების, მენეჯერული უნარებით აღჭურვილი ადამიანი, რომელიც, როგორც წყალი, ისე სჭირდება ჩვენს კულტურას.

ის, რაც ახლა ხდება ამ სფეროში, ეს უბედურებაა და კიდევ კაცმა არ იცის, რა ხდება... ამიტომ, ცოტა თანავუგრძნობ კიდეც და ვუსურვებ, მოერიოს ამ საშინელ სირთულეებს.

იცით, კიდევ რატომ მივესალმები მის კანდიდატურას? მიზანდასახულია, - მას ასე ვიცნობ და ვუყურებ, - რაღაცას რომ დაიწყებს, მგონია, ბოლომდე მიიყვანს, ყოველთვის იცის, რა უნდა და მაქსიმუმს აკეთებს. თავის საქმის ერთგულია. მეორე - ჩვენს სფეროში მნიშვნელოვანია, რომ ის არ არის არც მომღერალი, არც კომპოზიტორი, არც მხატვარი და არც რეჟიოსრი, რომ თავის სფეროს მეტი ლობირება გაუწიოს.

კულტურაში ბოლო 20 წლის განმავლობაში რაც ხდებოდა, ეს არაფერში ეწერება, - ვინ, სად, რას ექაჩებოდა, ვერ გაიგებდი. ამიტომ, ბევრი სფერო ჩაიძირა, დაიკარგა. ყველაფერს პანდემიას ნუ დავაბრალებთ. პრობლემები მანამდეც იყო. მგონია, რომ ქალბატონი თეა მალე გაერკვევა უკვე ამ სფეროში, როგორც გავიგე, აპირებს შეხვდეს კულტურის წარმომადგენლებს.

ერთ დღეში და ერთ თვეში ამ მძიმე სფეროში საქმის მოგვარება რთულია, ძალიან ჩასაფრებულები თუ არ ვიქნებით და ცოტა მოთმინებით აღვიჭურვებით, კარგი იქნება. ადამიანი ჯერ არ მოსულა და უკვე რაღაც პრეტენზიებს ვუყენებთ. იმედი მაქვს, თეა წულუკიანი ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის მინისტრი იქნება.

რატი ამაღლობელი, პოეტი:

- წულუკიანს ვერაფერს და არაფერს ვეტყოდი... არ მექნებოდა ასეთი პასუხი იმ შემთხვევაში, ისინი მხოლოდ ძალიან დიდი ფულის პატრონ ადამიანს რომ არ აღიარებდნენ. ხელოვნების წარმომადგენელ, ჩვეულებრივ ადამიანებს, ვფიქრობ, ხმა არ მიუწვდებათ ხელისუფლებასთან და განსაკუთრებით, წულუკიანთან.

ასე რომ, არანაირი აზრი არ აქვს რაიმეს თქმას, იმიტომ, რომ მათ დიდი ხანია, არ აინტერესებთ ეს ხმა. ჩაკეტეს სმენის, ხედვის ორგანოები საზოგადოებისთვის და გულისყური მხოლოდ "შუშის სასახლის“ ერთგულებისკენ აქვთ მიმართული. ამიტომ ტყუილად რატომ უნდა ვილაპარაკოთ?!

"დარწმუნებული ვარ, ბევრს არ მოგეწონებათ, თუმცა მე ძალიან მომწონს!" - მსახიობი ანი ბებია ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს

“ბნელი 90-იანების დროს მე გავხდი ძალადობის მსხვერპლი" - ლელა წურწუმია

"პატიება უნდა ვიცოდეთ, ხალხო... მეგობრები არიან, უყვართ საქართველო და ქართველები" - რას ამბობს იმ ქალის დედა, რომელმაც პოზნერს საქართველოში უმასპინძლა