სამხედრო
სამართალი
სპორტი
მსოფლიო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოჯახი ითხოვს გაირკვეს, რა ინვენტარიზაცია აქვს კლინიკა "იმედს" და დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს" - 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატი
"ოჯახი ითხოვს გაირკვეს, რა ინვენტარიზაცია აქვს კლინიკა "იმედს" და დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს" - 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატი

ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში, კლი­ნი­კა „იმე­დის“ ინ­ვენ­ტა­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუ რა ინ­ვენ­ტარს ფლობს კლი­ნი­კა, - ამის შე­სა­ხებ 27 წლის ექთ­ნის, მეგი ბაქ­რა­ძის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, ნინო ამაღ­ლო­ბელ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, მათ აინ­ტე­რე­სებთ დრო­უ­ლად აღ­მო­უ­ჩი­ნეს თუ არა დახ­მა­რე­ბა მეგი ბაქ­რა­ძეს. ამას­თან, ჰქონ­და თუ არა კლი­ნი­კა „იმედს“ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია, რაც სა­ჭი­როა პოსტვაქ­ცი­ნა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში.

„სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ვერ მო­ვი­პო­ვეთ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ე­ბი, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად არას­რულ­ყო­ფი­ლი სა­ხით გად­მოგ­ვე­ცა.

ახალ­ცი­ხე­ში ჩვე­ნი წას­ვლის თვით­მი­ზა­ნი იყო ის, რომ გა­მოგ­ვეკვლია მეგი ბაქ­რა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ამ­დე, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით.

ვა­ყე­ნებთ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში, კლი­ნი­კა „იმე­დის“ ინ­ვენ­ტა­რის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, თუ რა ინ­ვენ­ტარს ფლობს კლი­ნი­კა „იმე­დი“.

ჩვენ გვაქვს კი­თხვა, უშუ­ა­ლოდ მეგი ბაქ­რა­ძეს, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ, გა­ე­წია თუ არა დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. ჰქონ­და თუ არა, კლი­ნი­კა „იმედს“ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ვენ­ტა­რი პოსტვაქ­ცი­ნა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში, გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რომ აღ­მო­ე­ჩი­ნათ დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

ცნო­ბის­თვის, ახალ­ცი­ხის კლი­ნი­კა­ში 27 წლის ექთანს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ სა­ვა­რა­უ­დოდ, გვერ­დი­თი რე­აქ­ცია - ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი გა­ნუ­ვი­თარ­და. მეგი ბაქ­რა­ძე თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

შსს-მ 27 წლის ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ავტორი:

"ოჯახი ითხოვს გაირკვეს, რა ინვენტარიზაცია აქვს კლინიკა "იმედს" და დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს" - 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატი

"ოჯახი ითხოვს გაირკვეს, რა ინვენტარიზაცია აქვს კლინიკა "იმედს" და დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს" - 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატი

ვაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლის საქმეში, კლინიკა „იმედის“ ინვენტარის დათვალიერების თაობაზე, თუ რა ინვენტარს ფლობს კლინიკა, - ამის შესახებ 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა განაცხადა.

როგორც ოჯახის ადვოკატი აცხადებს, მათ აინტერესებთ დროულად აღმოუჩინეს თუ არა დახმარება მეგი ბაქრაძეს. ამასთან, ჰქონდა თუ არა კლინიკა „იმედს“ შესაბამისი ინვენტარიზაცია, რაც საჭიროა პოსტვაქცინაციის პერიოდში.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვერ მოვიპოვეთ დოკუმენტაციები, სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც თავდაპირველად არასრულყოფილი სახით გადმოგვეცა.

ახალციხეში ჩვენი წასვლის თვითმიზანი იყო ის, რომ გამოგვეკვლია მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე, მანამდე არსებული სამედიცინო დოკუმენტაციით.

ვაყენებთ შუამდგომლობას სისხლის სამართლის საქმეში, კლინიკა „იმედის“ ინვენტარის დათვალიერების თაობაზე, თუ რა ინვენტარს ფლობს კლინიკა „იმედი“.

ჩვენ გვაქვს კითხვა, უშუალოდ მეგი ბაქრაძეს, ვაქცინაციის შემდეგ, გაეწია თუ არა დროული სამედიცინო დახმარება. ჰქონდა თუ არა, კლინიკა „იმედს“ შესაბამისი ინვენტარი პოსტვაქცინაციის პერიოდში, გართულების შემთხვევაში, რომ აღმოეჩინათ დროული სამედიცინო დახმარება“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მეგი ბაქრაძე თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-მ 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

რუსუდან კერვალიშვილი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

სისხლიანი გარჩევა გურჯაანში - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი და დაჭრილია ორი პირი

"იმ დღეს დამირეკა, მითხრა, რომ პრობლემები ჰქონდა ქმართან და სასწრაფოდ საქართველოში უნდოდა წამოსვლა" - თურქეთში 24 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით ქმარი დააკავეს