პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე "ფაიზერის" ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება - მოქალაქეები აცრას 30 მარტიდან შეძლებენ
ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე "ფაიზერის" ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება - მოქალაქეები აცრას 30 მარტიდან შეძლებენ

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვებ-გვერ­დზე, რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­გის­ტრა­ცი­ის გავ­ლა შე­უძ­ლი­ათ, „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა 18:00 სა­ათ­ზე გა­მოჩ­ნდე­ბა.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა, ვაქ­ცი­ნებს შო­რის არ­ჩე­ვანს მო­ქა­ლა­ქე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტრა­ცი­ამ­დე აკე­თებს.

„ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნას­თან ერ­თად, „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა გა­მოჩ­ნდე­ბა 18:00 სა­ათ­ზე. თუ რო­მე­ლი პრე­პა­რა­ტით უნდა აიც­რას მო­ქა­ლა­ქე, არ­ჩე­ვა­ნი გა­კეთ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე. რო­დე­საც მო­ქა­ლა­ქე გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს და აირ­ჩევს „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ და „ფა­ი­ზერს“ შო­რის, გა­მოჩ­ნდე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, ექ­ვსი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა „ფა­ი­ზე­რის“ არ­ჩევ­ნის შემ­თხვე­ვა­ში და სხვა და­ნარ­ჩე­ნი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი რე­გი­ო­ნის მი­ხედ­ვით „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ არ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში. არ­ჩე­ვანს მო­ქა­ლა­ქე აკე­თებს გარ­კვე­უ­ლი ლი­მი­ტა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ვიდ­რე ჩვენ გვე­ყო­ფა 14 500 დოზა „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა, შემ­დეგ პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნით, მაგ­რამ არ­ჩე­ვა­ნი კეთ­დე­ბა მა­ნამ­დე, ვიდ­რე მივა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აც­რას სამ­შა­ბა­თი­დან, 30 მარ­ტი­დან შეძ­ლე­ბენ. გა­ბუ­ნი­ას გან­მარ­ტე­ბით­ვე, „ფა­ი­ზე­რით“ ვაქ­ცი­ნა­ცია 6 კლი­ნი­კა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

„უშუ­ა­ლოდ ვაქ­ცი­ნა­ცია და­ი­წყე­ბა სამ­შა­ბა­თი დღი­დან, რად­გან კლი­ნი­კებ­ში „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ვაქ­ცი­ნა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე სრუ­ლად გად­მო­წყო­ბა სამ­შა­ბა­თი დღი­დან მო­ხერ­ხდე­ბა 6 კლი­ნი­კა­ში. „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ვაქ­ცი­ნა­ცია გაგ­რძელ­დე­ბა სხვა და­ნარ­ჩენ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ამ­ჟა­მად 20 სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბი­თი ცენ­ტრე­ბი ისევ გა­იხ­სნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, „ფა­ი­ზე­რის“ ინექ­ცი­ი­დან გან­მე­ო­რე­ბით ინექ­ცი­ამ­დე ინ­ტერ­ვა­ლი 21 დღე უნდა იყოს.

„ფა­ი­ზე­რის“ შემ­თხვე­ვა­ში 21 დღე არის ის ინ­ტერ­ვა­ლი, რო­მე­ლიც ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ინექ­ცი­ი­დან ინექ­ცი­ამ­დე, ამ შემ­თხვე­ვა­ში 3 კვი­რა გა­მო­დის, მა­შინ როცა, „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ დროს, 8-დან 12 კვი­რამ­დეა ინ­ტერ­ვა­ლი. ამი­ტომ, ფა­ი­ზე­რის ის დო­ზე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ მი­ვი­ღეთ, გა­ი­ყო­ფა ორ ნა­წი­ლად, 14 500 ადა­მი­ა­ნი აიც­რე­ბა პირ­ვე­ლი დო­ზით, დო­ზებს შე­ვი­ნა­ხავთ რათა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი 3 კვი­რა­ში გან­მე­ო­რე­ბი­თი დო­ზით აიც­რან. ასე სწრა­ფად ჩვენ და­მა­ტე­ბით, „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნის მი­ღე­ბას არ ვე­ლო­დე­ბით, ამ­დე­ნად, დო­ზე­ბი გა­ი­ყო­ფა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

Ty
1

შენ არ გიკიკინებდეს))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე "ფაიზერის" ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება - მოქალაქეები აცრას 30 მარტიდან შეძლებენ

ვაქცინაციის სარეგისტრაციო ვებ-გვერდზე "ფაიზერის" ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება - მოქალაქეები აცრას 30 მარტიდან შეძლებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვებ-გვერდზე, რომელზეც მოქალაქეებს ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ერთად „ფაიზერის“ ვაქცინა 18:00 საათზე გამოჩნდება.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინებს შორის არჩევანს მოქალაქე სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციამდე აკეთებს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინასთან ერთად, „ფაიზერის“ ვაქცინა გამოჩნდება 18:00 საათზე. თუ რომელი პრეპარატით უნდა აიცრას მოქალაქე, არჩევანი გაკეთდება სამედიცინო დაწესებულებაში რეგისტრაციის დაწყებამდე. როდესაც მოქალაქე გააკეთებს არჩევანს და აირჩევს „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერს“ შორის, გამოჩნდება განსხვავებული სამედიცინო დაწესებულებები, ექვსი დაწესებულება „ფაიზერის“ არჩევნის შემთხვევაში და სხვა დანარჩენი დაწესებულებები რეგიონის მიხედვით „ასტრაზენეკას“ არჩევის შემთხვევაში. არჩევანს მოქალაქე აკეთებს გარკვეული ლიმიტაციის ფარგლებში, ვიდრე ჩვენ გვეყოფა 14 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა, შემდეგ პროცესი გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, მაგრამ არჩევანი კეთდება მანამდე, ვიდრე მივა სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეები აცრას სამშაბათიდან, 30 მარტიდან შეძლებენ. გაბუნიას განმარტებითვე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 6 კლინიკაში განხორციელდება.

„უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათი დღიდან, რადგან კლინიკებში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და „ფაიზერის“ ვაქცინაციაზე სრულად გადმოწყობა სამშაბათი დღიდან მოხერხდება 6 კლინიკაში. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“, - განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, „ფაიზერის“ ინექციიდან განმეორებით ინექციამდე ინტერვალი 21 დღე უნდა იყოს.

„ფაიზერის“ შემთხვევაში 21 დღე არის ის ინტერვალი, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ ინექციიდან ინექციამდე, ამ შემთხვევაში 3 კვირა გამოდის, მაშინ როცა, „ასტრაზენეკას“ დროს, 8-დან 12 კვირამდეა ინტერვალი. ამიტომ, ფაიზერის ის დოზები, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გაიყოფა ორ ნაწილად, 14 500 ადამიანი აიცრება პირველი დოზით, დოზებს შევინახავთ რათა, ეს ადამიანები 3 კვირაში განმეორებითი დოზით აიცრან. ასე სწრაფად ჩვენ დამატებით, „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებას არ ველოდებით, ამდენად, დოზები გაიყოფა“, - განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ბოლო 24 საათში, საქართველოში 70 პირი აიცრა

საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ტროიკა” დაშლილია, გადაცემა დახურულია!" - რას წერს ბიძინა კულუმბეგოვი "რუსთავი 2"-ზე კიდევ ერთი გადაცემის დახურვის თაობაზე?