მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რომ ჰგონია, გაუპატიურების დროს ნინძად გადაიქცევა, ჩაბჟირებამდე სასაცილოა" - რას წერს ბაია პატარაია ნანუკა ჟორჟოლიანზე და რაში ადანაშულებს ტელეწამყვანს
"რომ ჰგონია, გაუპატიურების დროს ნინძად გადაიქცევა, ჩაბჟირებამდე სასაცილოა" - რას წერს ბაია პატარაია ნანუკა ჟორჟოლიანზე და რაში ადანაშულებს ტელეწამყვანს

გუ­შინ "ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში" ას­მათ დვა­ლიშ­ვილ­მა გოგი წუ­ლა­ი­ას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ღა­მის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა. ას­მათ დვა­ლიშ­ვი­ლი ის ადა­მი­ა­ნია, ვინც პო­ლი­ტი­კოსს სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. გა­და­ცე­მას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ეხ­მა­უ­რე­ბა ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს ძა­ლა­დო­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა­სა და სტე­რე­ო­ტი­პე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"რა­ღა­ცას ვცდი­ლობთ, ვწვა­ლობთ, სტე­რე­ო­ტი­პე­ბის შეც­ვლა გვინ­და, ისე­დაც სა­შინ­ლად უჭირთ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მახ­ვერ­პლებს სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის მტკი­ცე­ბა და მერე გა­მო­ვა დიდი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show და ქალს ეტყვის, მე რო გა­ვე­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ნე ვინ­მეს, ასე კი არა, ისე მო­ვიქ­ცე­ო­დიო, ეს რო­გორ გა­ა­ბე­დი­ნეო, ესე რატო არ ქენი და ისე რატო ქე­ნიო, სხვა­ნა­ი­რად მოქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი და ეგ არ და­გე­მარ­თე­ბო­დაო და ათა­სი მავ­ნებ­ლო­ბა.

მერე კი­დევ უკ­ვირთ, შენ რომ იცავ, იმ ქა­ლებს, რა­ტომ არ ურ­ჩევ ნა­ნუ­კას შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­სო. რა­ღა­ცა 'ლიჩ­ნი ნეპ­რი­აზ­ნი' გაქვს ეტყო­ბაო და მთელ ამ­ხე­ლა სამ­ყა­რო­ში 'იმენ­ნა' ნა­ნუ­კა­სი გშურ­სო...

თა­ვად რომ ჰგო­ნია, რომ ნინ­ძად გა­და­იქ­ცე­ვა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის დროს, ეგეც ჩაბ­ჟი­რე­ბამ­დე სა­სა­ცი­ლოა", - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

ცნო­ბის­თვის, გოგი წუ­ლა­ია სა­მარ­თლდამ­ცა­ვებ­მა ქალ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით 17 მარტს და­ა­კა­ვეს. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ლა­ი­ამ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ნაც­ნობ ქალ­ზე იძა­ლა­და. თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი გოგი წუ­ლა­ია წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს.

და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში პო­ლი­ტი­კოსს ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და. წუ­ლა­ი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსგავს ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
24

მკვდარი მკვდარს აეკიდა-ო, ანუ გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა-ო, ანუ ორივე - საზოგადოებისათვის აბსოლუტურად არასაჭირო (მავნეც) ბალასტი (შლაკი)

რატი
7

არც ერთი იყო ჟურნალისტი და არც მეორე უფლებადამცველი, ორივე უბრალოდ მავნებლები იყვნენ:)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რომ ჰგონია, გაუპატიურების დროს ნინძად გადაიქცევა, ჩაბჟირებამდე სასაცილოა" - რას წერს ბაია პატარაია ნანუკა ჟორჟოლიანზე და რაში ადანაშულებს ტელეწამყვანს

"რომ ჰგონია, გაუპატიურების დროს ნინძად გადაიქცევა, ჩაბჟირებამდე სასაცილოა" - რას წერს ბაია პატარაია ნანუკა ჟორჟოლიანზე და რაში ადანაშულებს ტელეწამყვანს

გუშინ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში" ასმათ დვალიშვილმა გოგი წულაიასთან ერთად გატარებული ღამის დეტალები გაიხსენა. ასმათ დვალიშვილი ის ადამიანია, ვინც პოლიტიკოსს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. გადაცემას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია. უფლებადამცველი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ძალადობის წახალისებასა და სტერეოტიპების გაძლიერებაში ადანაშაულებს.

"რაღაცას ვცდილობთ, ვწვალობთ, სტერეოტიპების შეცვლა გვინდა, ისედაც საშინლად უჭირთ სექსუალური ძალადობის მახვერპლებს საკუთარი სიმართლის მტკიცება და მერე გამოვა დიდი უფლებადამცველი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani's Show და ქალს ეტყვის, მე რო გავეუპატიურებინე ვინმეს, ასე კი არა, ისე მოვიქცეოდიო, ეს როგორ გააბედინეო, ესე რატო არ ქენი და ისე რატო ქენიო, სხვანაირად მოქცეულიყავი და ეგ არ დაგემართებოდაო და ათასი მავნებლობა.

მერე კიდევ უკვირთ, შენ რომ იცავ, იმ ქალებს, რატომ არ ურჩევ ნანუკას შოუში მონაწილეობასო. რაღაცა 'ლიჩნი ნეპრიაზნი' გაქვს ეტყობაო და მთელ ამხელა სამყაროში 'იმენნა' ნანუკასი გშურსო...

თავად რომ ჰგონია, რომ ნინძად გადაიქცევა გაუპატიურების დროს, ეგეც ჩაბჟირებამდე სასაცილოა", - წერს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, გოგი წულაია სამართლდამცავებმა ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა. თავად ბრალდებული გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში პოლიტიკოსს ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს.

"არ ამოივსება სიცარიელის გრძნობა სხვებზე ბრაზის გადატანით" - რას წერს ფსიქოლოგი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებსა და მათ დევნაზე

მოგზაური ძაღლი, რომელსაც მთელი თბილისი იცნობს და ფოტოებს უღებს - "ავტობუსში ადის და მიყვება... ხან საიდან მოვათრევ, ხან საიდან"

"ყველაფერი კარგად იქნება და სიარულსაც შევძლებ, თუმცა წინ რთული გზაა..." - თინა ხიდაშელი კოვიდისგან დატოვებულ გართულებებს გერმანიაში მკურნალობს