პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე
"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

მო­დელ­მა ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ თა­თია შა­რან­გი­ას გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" რე­პერ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი სკან­და­ლუ­რი ფა­რუ­ლი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

"უთ­ბი­ლე­სი ადა­მი­ა­ნია და მე მის­გან ცოტა სხვა­ნა­ი­რი სა­უ­ბა­რი მინ­დო­და... თუ ეს შეც­დო­მა მარ­თლა და­უშ­ვა თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას... ყვე­ლას გვინ­და ხოლ­მე, რომ და­ვამ­ტკი­ცოთ რა­ღა­ცე­ბი. ვი­ღა­ცე­ებს ცოტა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აქვთ ხოლ­მე ამ ცხოვ­რე­ბა­ში... ჩემი აზ­რით, მთა­ვა­რია, გა­რე­მოც­ვამ უკარ­ნა­ხოს თი­ნე­ი­ჯერ ბიჭს, რომ "ეგრე არ უნდა თქვა, არ უნდა გინ­დო­დეს, ეგ არას­წო­რია", ვიდ­რე ნავ­თი და­ას­ხა ცე­ცხლს და უთხრას, რომ "კი კი ჯი­გა­რი ხარ, ეგრე უნდა იყოს...".

მე ვთვლი, რომ ეგ ბიჭი არ იმ­სა­ხუ­რებ­და იმას, რაც მის გარ­შე­მო აა­გო­რეს. იმ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რომ ყო­ველ­დღე გვქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და ფან­ტას­ტი­უ­რი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბი­ჭია. თუ ეს შეც­დო­მა მან მარ­თლა და­უშ­ვა და ასე­თი ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და ვი­ღა­ცე­ე­ბის მი­მართ, ეს აუ­ცი­ლებ­ლად უფ­რო­სე­ბის და სხვე­ბის ბრა­ლია, თი­ნე­ი­ჯე­რი ბიჭი აქ არა­ფერ შუ­ა­შია. ვინც აღ­ზარ­და ბერა, ოჯა­ხი.... მე ჩემი შვი­ლი როცა მივ­ხვდე­ბი, რომ რა­ღა­ცებ­ში შეც­დო­მას უშ­ვებს, წა­მო­ვარ­ტყამ კი­დე­ვაც და ვე­ტყვი, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ეს არ არის სწო­რი.

თუმ­ცა პრო­ტეს­ტი ბავ­შვე­ბი ოჯახს გა­რე­თაც რა­ღა­ცებს აკე­თე­ბენ, არას­წორს. თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ ჩემი აზრი, მე მინ­დო­და, მას გულ­წრფე­ლად ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ "ხო თო­ნე­ი­ჯე­რო­ბა­ში ძაან სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი და ასე ერთი ორი ვთქვი და ბო­დიშს ვიხ­დი ამის­თვის". ამის გა­გო­ნე­ბა უფრო მე­მო­წო­ნე­ბო­და მის­გან, რომ ეღი­ა­რე­ბი­ნა რომ ცოტა სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი და ასე­თი რამე მინ­დო­და... მე მხა­რე არ ვარ, არც მე­გო­ბა­რი ვარ, უბ­რა­ლოდ ცოტა შე­მე­ცო­და ეს ბიჭი", - გა­ნა­ცხა­და ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, მომ­ღე­რალ­მა ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა 9 მარტს ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში მა­ნამ­დე გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ფა­რულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "თუ ვინ­მე დე­დას შე­მა­გი­ნებს, ჩემს ოჯახს შე­ე­ხე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად პა­სუხს მოვ­თხოვ დღე­საც". სა­უ­ბა­რია "ტვ პირ­ვე­ლის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ჩა­ნა­წე­რებ­ზე, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც, მომ­ღე­რა­ლი ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელს ან­ზორ ჩუ­ბი­ნი­ძეს იმ ახალ­გაზ­რდე­ბის დას­ჯას სთხოვ­და, ვინც ინ­ტერ­ნეტ­ში ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს წერ­დნენ. ამას­თან, ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ სა­კი­თხზე ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თა­ნაც სა­უბ­რობ­და, რო­მე­ლიც ამ ქმე­დე­ბებს იწო­ნებ­და. "იმედ­ზე" გა­სულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მომ­ღე­რალ­მა ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­თენ­ტუ­რო­ბა ირი­ბად და­ა­დას­ტუ­რა.

მკითხველის კომენტარები / 56 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.......
0

მოდი ეხლა დააყენეთ ყველამ და თავის ჩადენილ შეცდომებს მიხედეთ, აბა მამა აბრამის ბატკნები ხართ რაა!! შეცდომებიც დაგვიშვია ყველას და უშეცდომოც არავინაა. ასე რომ ზრდილობიანი და კარგი ბიჭი თუ არის ნუ გადააყოლეთ ერთ შეცდომას. 

სიმართლე
15

საინტერესოა როგორი ურთიერთობა გქონდათ ყოველდღე 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

"უფრო მომეწონებოდა, გულწრფელად ეღიარებინა, რომ თინეიჯერობაში შეცდომა დაუშვა და ბოდიში მოეხადა" - ალექსანდრა პაიჭაძე ბერაზე

მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ თათია შარანგიას გადაცემაში "სთორი" რეპერ ბერა ივანიშვილისა და მისი სკანდალური ფარული აუდიოჩანაწერების შესახებ ისაუბრა.

"უთბილესი ადამიანია და მე მისგან ცოტა სხვანაირი საუბარი მინდოდა... თუ ეს შეცდომა მართლა დაუშვა თინეიჯერობისას... ყველას გვინდა ხოლმე, რომ დავამტკიცოთ რაღაცები. ვიღაცეებს ცოტა არასწორი მიმართულებები აქვთ ხოლმე ამ ცხოვრებაში... ჩემი აზრით, მთავარია, გარემოცვამ უკარნახოს თინეიჯერ ბიჭს, რომ "ეგრე არ უნდა თქვა, არ უნდა გინდოდეს, ეგ არასწორია", ვიდრე ნავთი დაასხა ცეცხლს და უთხრას, რომ "კი კი ჯიგარი ხარ, ეგრე უნდა იყოს...".

მე ვთვლი, რომ ეგ ბიჭი არ იმსახურებდა იმას, რაც მის გარშემო ააგორეს. იმ გადმოსახედიდან, რომ ყოველდღე გვქონდა ურთიერთობა და ფანტასტიური, ზრდილობიანი, არაჩვეულებრივი ბიჭია. თუ ეს შეცდომა მან მართლა დაუშვა და ასეთი ინტერესი ჰქონდა ვიღაცეების მიმართ, ეს აუცილებლად უფროსების და სხვების ბრალია, თინეიჯერი ბიჭი აქ არაფერ შუაშია. ვინც აღზარდა ბერა, ოჯახი.... მე ჩემი შვილი როცა მივხვდები, რომ რაღაცებში შეცდომას უშვებს, წამოვარტყამ კიდევაც და ვეტყვი, რომ არ შეიძლება, ეს არ არის სწორი.

თუმცა პროტესტი ბავშვები ოჯახს გარეთაც რაღაცებს აკეთებენ, არასწორს. თუ გაინტერესებთ ჩემი აზრი, მე მინდოდა, მას გულწრფელად ეღიარებინა, რომ "ხო თონეიჯერობაში ძაან სულელი ვიყავი და ასე ერთი ორი ვთქვი და ბოდიშს ვიხდი ამისთვის". ამის გაგონება უფრო მემოწონებოდა მისგან, რომ ეღიარებინა რომ ცოტა სულელი ვიყავი და ასეთი რამე მინდოდა... მე მხარე არ ვარ, არც მეგობარი ვარ, უბრალოდ ცოტა შემეცოდა ეს ბიჭი", - განაცხადა ალექსანდრა პაიჭაძემ.

შეგახსენებთ, მომღერალმა ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მანამდე გავრცელებულ სკანდალურ ფარულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "თუ ვინმე დედას შემაგინებს, ჩემს ოჯახს შეეხება, აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც". საუბარია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე, რომელთა მიხედვითაც, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვდა, ვინც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდნენ. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთანაც საუბრობდა, რომელიც ამ ქმედებებს იწონებდა. "იმედზე" გასულ ინტერვიუში მომღერალმა ჩანაწერების ავთენტურობა ირიბად დაადასტურა.