პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა... ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან" - ცერცვაძე
"დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა... ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან" - ცერცვაძე

ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის უპი­რა­ტე­სო­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მას­შტა­ბუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში, დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა ეპიდ­ვი­თა­რე­ბა და მო­იხ­სნე­ბა შე­ზღუდ­ვე­ბი, მათ შო­რის „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც“.

მისი გან­ცხა­დე­ბით, ადა­მი­ა­ნებ­მა კვლავ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ის აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­გო­რი­ცაა პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლო დღე გზა­გა­სა­ყარ­ზე დგას. უნდა აირ­ჩი­ოს ორი სცე­ნა­რი­დან ერთ-ერთი. პირ­ვე­ლი, ის უარს ამ­ბობს სკეპ­ტი­ციზ­მზე ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ, მი­უ­ხე­და­ვად იმ ერთი სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვი­სა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს და ერ­თვე­ბა აქ­ტი­ურ, სრულ­მას­შტა­ბი­ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში. პა­რა­ლე­ლუ­რად, ვა­ფარ­თო­ვებთ პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბას და ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან კარ­გი პერ­სპექ­ტი­ვა გვაქვს, ისე­თი, რო­მე­ლიც ბევრ სხვა ქვე­ყა­ნას არ აქვს.

ეს არის ის, რომ ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბი არ გა­იზ­რდე­ბა, გარ­დაც­ვა­ლე­ბის რი­ცხვი კი­დევ უფრო შემ­ცირ­დე­ბა და შე­იძ­ლე­ბა გა­ნულ­დეს კი­დეც, რა­საც თან მოყ­ვე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვის მოხ­სნა, მათ შო­რის „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის“. ბიზ­ნე­სი და ეკო­ნო­მი­კა ღია იქ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბი­ან. თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი იგ­რძნობს თა­ვის თავ­ზე, რომ ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და და და­ვი­ვი­წყებთ იმ კოშ­მარს, რო­მე­ლიც გა­სულ წელს იყო. ამის­თვის სა­ჭი­როა მა­სობ­რი­ვი ვაქ­ცი­ნა­ცია, პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბა. მე­ო­რე გზა, რო­მელ­საც სამ­წუ­ხა­როდ, ახლა ვად­გა­ვართ, გრძელ­დე­ბა სკეპ­ტი­ციზ­მი ვაქ­ცი­ნის მი­მართ, არ ავიც­რე­ბით, სრულ­მას­შტა­ბი­ან ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ვერ ჩა­ვა­ტა­რებთ. დღე­ში უნდა ვა­ტა­რებ­დეთ 3-4 ათას აც­რას, ამის სრუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა. იცით, რომ ხვალ „ფა­ი­ზე­რი“ შე­მო­დის. გარ­და ამი­სა, მა­სობ­რი­ვად უნდა და­ვუფ­რუნ­დეთ პირ­ბა­დე­ე­ბის ტა­რე­ბას, სო­ცი­ა­ლურ დის­ტან­ცი­რე­ბას და უარი ვთქვათ ხალ­ხმრა­ვალ შეკ­რე­ბებ­ზე, რაც ამ ბოლო დროს ასე გახ­შირ­და“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

  • რა­ტომ არ ჩა­ტარ­დე­ბა „ფა­ი­ზე­რით“ ვაქ­ცი­ნა­ცია ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში?

რო­გორც ცერ­ცვა­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით არაა ცნო­ბი­ლი, რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს „ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნას, სა­ხელ­მწი­ფო სიფრ­თხი­ლეს იჩენს და ამ ვაქ­ცი­ნით მხო­ლოდ მულ­ტიპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კებ­ში აიც­რე­ბი­ან. მი­სი­ვე თქმით, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­შო მო­სახ­ლე­ო­ბის აცრა „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნით გაგ­რძელ­დე­ბა.

„მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კე­ბი იქნა შერ­ჩე­უ­ლი, ინ­ფექ­ცი­უ­რი არ არის მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი. ვემ­სა­ხუ­რე­ბით ინ­ფექ­ცი­ურ ავად­მყო­ფებს. ამე­რი­კა­ში, ის­რა­ელ­სა და გერ­მა­ნი­ა­ში სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­ში, მან­ქა­ნებ­ში, ქუ­ჩებ­სა და კარ­ვებ­ში ცრი­ან. ჩვე­ნე­ბი ამ სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვის შემ­დეგ უპ­რე­ცე­დენ­ტო სიფრ­თხი­ლე­ზე წა­ვიდ­ნენ.

ჩვენ­თან „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ აცრა გრძელ­დე­ბა, რა­მე­თუ მის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცით და ჩვე­ნი რე­სურ­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რად საკ­მა­რი­სია, „ფა­ი­ზე­რის­თვი­საც“ საკ­მა­რი­სია, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო სირ­თხი­ლეს იჩენს. ჯერ ცნო­ბი­ლი არ არის, რა გარ­თუ­ლე­ე­ბი აქვს „ფა­ი­ზერს“, ამი­ტომ აირ­ჩი­ეს მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი კლი­ნი­კე­ბი. ამას­თან, „ფა­ი­ზე­რი“ ცო­ტაა, სულ 15 ათა­სი ადა­მი­ა­ნის დო­ზაა. ის რომ ძა­ლი­ან და­ე­ფან­ტათ, არა­ე­ფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბო­და. ამას­თან, მას შე­ნახ­ვის სხვა სის­ტე­მა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი ამის გამო საბ­ჭომ ოპ­ტი­მა­ლუ­რად მი­იჩ­ნია, რომ 6-7 კლი­ნი­კა იყოს ჩარ­თუ­ლი „ფა­ი­ზე­რით“ აც­რა­ში, რაც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია“,- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
D
20

ეს კაცი ერთი თავზეხელაღებული ეგოცენტრიკია რომელიც არც იმ საქმეში ვარგა რის პროფესორობასაც იჩემებს.. თუ არადა ჰკითხეთ ერთი რემდესივირის კონკრეტული მოქმედების მექანიზმი

გოგი
9

საქართველოში ადამიანებზე მოქმედებს მათი წინაპრების მიერ დატოვებული შეგონებები ევროპისგან განსხვავებით. მაგალითად, "თავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს". ახალციხელმა 27 წლის გოგონამ სამწუხაროდ დაგიჯერათ და მოიკლა თავი. მაგრამ აშკარად და ნათლად დაგვანახა გამოუცდელი წამლის ფატალური შედეგი. მან ფაქტიურად თავი შესწირა ჩვენს გადასარჩენად. ასე, რომ ნუ გიკვირთ თქვე ეშმაკის მოციქულებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა... ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან" - ცერცვაძე

"დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა... ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან" - ცერცვაძე

ინფექციურ საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის უპირატესობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასშტაბური ვაქცინაციის შემთხვევაში, დასტაბილურდება ეპიდვითარება და მოიხსნება შეზღუდვები, მათ შორის „კომენდანტის საათიც“.

მისი განცხადებით, ადამიანებმა კვლავ უნდა გაითვალისწინონ ის აუცილებელი რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის ტარება და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება.

„საქართველო დღე გზაგასაყარზე დგას. უნდა აირჩიოს ორი სცენარიდან ერთ-ერთი. პირველი, ის უარს ამბობს სკეპტიციზმზე ვაქცინაციის მიმართ, მიუხედავად იმ ერთი საბედისწერო შემთხვევისა, რომელიც ყველა ქვეყანაში შეიძლება მოხდეს და ერთვება აქტიურ, სრულმასშტაბიან ვაქცინაციის პროცესში. პარალელურად, ვაფართოვებთ პირბადეების გამოყენებას, სოციალურ დისტანცირებას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას. ასეთ შემთხვევაში, ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს, ისეთი, რომელიც ბევრ სხვა ქვეყანას არ აქვს.

ეს არის ის, რომ ახალი შემთხვევები არ გაიზრდება, გარდაცვალების რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება და შეიძლება განულდეს კიდეც, რასაც თან მოყვება ყველანაირი შეზღუდვის მოხსნა, მათ შორის „კომენდანტის საათის“. ბიზნესი და ეკონომიკა ღია იქნება, ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდებიან. თითოეული ჩვენგანი იგრძნობს თავის თავზე, რომ ცხოვრების პირობები გაუმჯობესდა და დავივიწყებთ იმ კოშმარს, რომელიც გასულ წელს იყო. ამისთვის საჭიროა მასობრივი ვაქცინაცია, პირბადეების ტარება. მეორე გზა, რომელსაც სამწუხაროდ, ახლა ვადგავართ, გრძელდება სკეპტიციზმი ვაქცინის მიმართ, არ ავიცრებით, სრულმასშტაბიან ვაქცინაციას ვერ ჩავატარებთ. დღეში უნდა ვატარებდეთ 3-4 ათას აცრას, ამის სრული საშუალებაა. იცით, რომ ხვალ „ფაიზერი“ შემოდის. გარდა ამისა, მასობრივად უნდა დავუფრუნდეთ პირბადეების ტარებას, სოციალურ დისტანცირებას და უარი ვთქვათ ხალხმრავალ შეკრებებზე, რაც ამ ბოლო დროს ასე გახშირდა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

  • რატომ არ ჩატარდება „ფაიზერით“ ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში?

როგორც ცერცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არაა ცნობილი, რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს „ფაიზერის“ ვაქცინას, სახელმწიფო სიფრთხილეს იჩენს და ამ ვაქცინით მხოლოდ მულტიპროფილურ კლინიკებში აიცრებიან. მისივე თქმით, ინფექციური საავადმყოფოშო მოსახლეობის აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გაგრძელდება.

„მულტიპროფილური კლინიკები იქნა შერჩეული, ინფექციური არ არის მულტიპროფილური. ვემსახურებით ინფექციურ ავადმყოფებს. ამერიკაში, ისრაელსა და გერმანიაში სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, მანქანებში, ქუჩებსა და კარვებში ცრიან. ჩვენები ამ საბედისწერო შემთხვევის შემდეგ უპრეცედენტო სიფრთხილეზე წავიდნენ.

ჩვენთან „ასტრაზენეკას“ აცრა გრძელდება, რამეთუ მის შესახებ ყველაფერი ვიცით და ჩვენი რესურსი აბსოლუტურად საკმარისია, „ფაიზერისთვისაც“ საკმარისია, მაგრამ სახელმწიფო სირთხილეს იჩენს. ჯერ ცნობილი არ არის, რა გართულეები აქვს „ფაიზერს“, ამიტომ აირჩიეს მულტიპროფილური კლინიკები. ამასთან, „ფაიზერი“ ცოტაა, სულ 15 ათასი ადამიანის დოზაა. ის რომ ძალიან დაეფანტათ, არაეფექტური იქნებოდა. ამასთან, მას შენახვის სხვა სისტემა უნდა, ყველაფერი ამის გამო საბჭომ ოპტიმალურად მიიჩნია, რომ 6-7 კლინიკა იყოს ჩართული „ფაიზერით“ აცრაში, რაც სრულიად საკმარისია“,- განაცხადა ცერცვაძემ.

"სინდისიც კარგი საქონელია!..." - რა მიმართვას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე მესამე ტალღასა და "ლოკდაუნთან" დაკავშირებით?

პიკეტირება ყველა ქალაქში, ავტობანის დაკეტვა... - რა გეგმა აქვთ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, თუ ხელისუფლება "არ გადადგამს ადეკვატურ ნაბიჯს"?

"მსურს სოლიდარობა გამოვუცხადო და გავამხნევო ნინუცა მაყაშვილი... სამაგალითოა მისი გამბედაობა" - რას წერს ნინო წილოსანი "ფეისბუქზე"?