სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ ასეთი პასიურობა გაგრძელდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს" - თენგიზ ცერცვაძე
"თუ ასეთი პასიურობა გაგრძელდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს" - თენგიზ ცერცვაძე

"არ იქ­ნე­ბა კარ­გი თუ ყვე­ლა აირ­ჩევს "ფა­ი­ზერს“, მაგ­რამ რა ვქნათ, მე­ო­რე მხრივ, ეს არის ადა­მი­ა­ნის ნე­ბის გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნა სწრა­ფად ამო­ი­წუ­რე­ბა და და­ნარ­ჩე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა მა­ინც იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დე­ბა "ას­ტრა­ზე­ნე­კას“, ან ჩი­ნუ­რი ვაქ­ცი­ნით აიც­რას.

"ფა­ი­ზე­რი“ გა­ი­ხარ­ჯე­ბა ძა­ლი­ან ჩქა­რა, მერე მა­ინც "ას­ტრა­ზე­ნე­კა“ დარ­ჩე­ბა და და­ნარ­ჩე­ნე­ბი უბ­რა­ლოდ იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან, "ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი“ აიც­რან, ან ჩი­ნუ­რით აიც­რან, ან და­ე­ლო­დონ, ივ­ნის­ში "ნო­ვო­ვაქ­სი“ შე­მო­ვა და იმით აიც­რან,“- გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ამას­თა­ნა­ვე, მან არ გა­მო­რი­ცხა, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასა­კობ­რივ­მა ზღვარ­მა და­ი­წი­ოს.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე და­ბა­ლი მო­თხოვ­ნის ფონ­ზე, ხომ არ იგეგ­მე­ბა, რომ კი­დევ უფრო და­ი­წი­ოს ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რია და ყვე­ლას მი­ე­ცეს აც­რის სა­შუ­ა­ლე­ბა, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ თუ ასე­თი პა­სი­უ­რო­ბა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა, შე­საძ­ლოა, ვაქ­ცი­ნა­ცია სა­ყო­ველ­თა­ოც გახ­დეს.

"ორი საბ­ჭოა - ერთი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის უწყე­ბა­თა­შო­რი­სი და მე­ო­რე, იმუ­ნი­ზა­ცი­ის გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის. მე არ­ცერ­თი საბ­ჭოს წევ­რი არ ვარ, მაგ­რამ რამ­დე­ნა­დაც ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის. შე­საძ­ლოა, რომ ასა­კობ­რივ­მა ზღვარ­მა კი­დევ და­ი­წი­ოს და სა­ერ­თოდ, თუ ასე­თი პა­სი­უ­რო­ბა იქ­ნე­ბა, შე­საძ­ლოა გახ­სნი­ლი, სა­ყო­ველ­თაო იყოს“, - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, 25 მარ­ტი­დან, რო­გორც მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კებს, ასე­ვე, 65 წელს ზე­მოთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ არ­ჩე­ვა­ნი "ას­ტრა­ზე­ნე­კა­სა“ და "ფა­ი­ზერს“ შო­რის გა­ა­კე­თონ.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,233
27

იძულებით გაუკეთე შენს ოჯახის წევრებს ,,თუ ვინმე გყავს,, და საკუთარი თავიც აიცრათ იქნებ,,

ჰმ
22

რევოლუციიიიიიიიიიიიიიიიიიის სუნი მცეეეეეეეეეეეეეემს............... ასტრაზენეკას გაუკეთებს მალე ამათ ხალხი !!!!!!!!!!!!!!!

ავტორი:

"თუ ასეთი პასიურობა გაგრძელდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს" - თენგიზ ცერცვაძე

"თუ ასეთი პასიურობა გაგრძელდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს" - თენგიზ ცერცვაძე

"არ იქნება კარგი თუ ყველა აირჩევს "ფაიზერს“, მაგრამ რა ვქნათ, მეორე მხრივ, ეს არის ადამიანის ნების გამოხატვის თავისუფლება", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში "ფაიზერის“ ვაქცინა სწრაფად ამოიწურება და დანარჩენი მოსახლეობა მაინც იძულებული გახდება "ასტრაზენეკას“, ან ჩინური ვაქცინით აიცრას.

"ფაიზერი“ გაიხარჯება ძალიან ჩქარა, მერე მაინც "ასტრაზენეკა“ დარჩება და დანარჩენები უბრალოდ იძულებული იქნებიან, "ასტრაზენეკათი“ აიცრან, ან ჩინურით აიცრან, ან დაელოდონ, ივნისში "ნოვოვაქსი“ შემოვა და იმით აიცრან,“- განაცხადა ცერცვაძემ.

ამასთანავე, მან არ გამორიცხა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასაკობრივმა ზღვარმა დაიწიოს.

ჟურნალისტების კითხვაზე, ვაქცინაციაზე დაბალი მოთხოვნის ფონზე, ხომ არ იგეგმება, რომ კიდევ უფრო დაიწიოს ასაკობრივი კატეგორია და ყველას მიეცეს აცრის საშუალება, თენგიზ ცერცვაძემ უპასუხა, რომ თუ ასეთი პასიურობა შენარჩუნდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაოც გახდეს.

"ორი საბჭოა - ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე, იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არცერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნება, შესაძლოა გახსნილი, საყოველთაო იყოს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 25 მარტიდან, როგორც მედიცინის მუშაკებს, ასევე, 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი "ასტრაზენეკასა“ და "ფაიზერს“ შორის გააკეთონ.

"არ გვაქვს შიში, რომ ვაქცინის დოზების ათვისება ვერ მოხდება" - "ფაიზერის" ვაქცინის 29 500 დოზა 14 ათას ადამიანზე გადანაწილდება

როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ?